07:55:47
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
იჟ 26 ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 18:34:45 | შეტყობინება # 1
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ 26E ეს არის ჰორიზონტალურ ლულებიანი სანადირო თოფი, დაპროექტებული ზაკიროვისა და იზმეტინსკის მიერ ერთობლივად.
წარმოებაში ჩაშვებულია 1970 წლიდან.
იჟ 26 იმთავითვე ითვლებოდა როგორც იჟ 54-ს გაუმჯობესებული ვარიანტი, მაგრამ გაუმჯობესება მხოლოდ წონის შემცირებაზე აისახა. პირველ რიგში დაეცა ბალისტიკური მაჩვენებლები კერძოდ კი ლულის შიდა პროფილი 18,5 -ის ნაცვლად შემცირდა 18,2 მდე. ასეთი პროფილის ლულების დაბალ ბალისტიკურ მაჩვენებელზე აღარ შევჩერდებით. თუმცა ზოგიერთ, იშვიათ ეგზეპლარებს შესაშური მოხვედრის ძალა გააჩნიათ. ასეთი გაბურღვა ბოლო წლების იჟ54 საც ქონდა. ლულების სიგრძე გაუგებარი, 720 დან 730 მმ-დე მერყეობდა, რა მნიშვნელობა ქონდა 1 სანტიმეტრის სხვაობას გაუგებარია, უფრო მეტიც რაც შემხვედრია ყველა იჟ 26 -ის ლულა იყო 725 მმ. ამას არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია.
სასხლეტ დამცემი მექანიზმი იყო იდენტური მისი წინამორბედისა, თუმცა კონსტრუქორებმა არც თუ ურიგო კორექტივი შეიტანეს მექანიზმში კერზოდ კი დაუმატეს ანტი სეფტორი, ეს მოწყობილობა ჩახმახების დამჭერია, სასხლეტი რომც დაისხლიტოს ჩახმახები ბლოკირებული აღმოჩნდება . რათქმაუნდა ასეთი სისტება მეტი უსაფრთხოების გარატიაა. იჟ - 26 -ის ჩახმახები ნემსებისაგან ცალკეა შესრულებული. თოფის მექანიზმს გააჩნდა ჩახმახების რბილად დაშვების ფუნქცია. იჟ26 აღჭურვილი იყო ჩახმახების შეყენების მაჩვენებლებით.
და რაც მთავარია, თოფს დაუმატეს ეჟექტორები, ვაზნის ამომგდები სისტემა. სინამდვილეში ეს უკანასკნელი თოფის საექსპორტო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო, თუმცა საბოლოოდ თოფის სრულყოფილებაზე იქონია გავლენა. ეჟექტორებით იჟ 26 გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიდა, იგი უკვე ასრულებდა ევროპული ბაზრისთვის(იაფასიანი იარღის) სტანდარტებს. იჟ 26 E -ზე იმ დროს მოდა იყო გამოცხადებული.
რაც შეეხება ჩაკეტვის სისტემას აქედან იწყება ამ თოფის უკან გადაგმული ნაბიჯები. პირველი და თვალში საცემი რაცაა მესამე ჩაკეტვის სისტემა, ანუ გაქრა საყოველთაოდ ცნობილი საიმედო გრინერის ჭანჭიკი, მისი ადგილი დაიკავა უფრო მარტივმა კვანძმა. ეს უკანასკნელი თოფის სიმტკიცეს აშკარად აქვეითებდა. წონის შესუსტება იაფასიან სერიულ იარაღზე არ შეიძლება უარყოფითი ცვლილებები არ განიცადოს, კერზოდ კი შეიცვალა მასიური იჟ 54 -ს კალაპოტი, ის უფრო შეთხელდა, და დამსუბუქდა. ეჟექტორბს რაც შეეხება ამან რათქმაუნდა კალაპოტის კონსტრუქცია გაართულა. არც ეჟექტორები იყო სრულყოფილი კონსტრუქციის რაც მის ხშირ დაზიანებას იწვევდა. თამამდ შეიძლება ითქვას რომ ეჟექტორები მოუმზადებელლად დამონტაჟდა ამ მშვენიერ თოფზე. საოცარია მაგრამ ერთ წლის წარმოების შემდეგ კონსტრუქტორები იძულებულნი იყვნენ გამოეშვათ 26E-ს უეჟექტორო ვარიანტი. მას შემდეგ გამოდიოდა უეჟექტოროდ.
კალაპოტის გაფორმების დროს ჭარბიბდა დაშტამპული ნახატებით თოფის გაფორმება, მინიმუმადე იყო დაყვანილი თოფის ხელით გრავირება თუ არ ჩავთვლით ერთეულ ეგზემპარებს. საცალო ტოფებს შეიძლებოდა ქონოდა სრულიად სხვა გეომეტრიის კალაპოტი.

ყველაზე მასიური იყო თოფის კალაპოტის ცემენტაცია, "ფერადი წრთობა"
ლულებისა და კალაპოტსი შეერთების შემდეგ, კალაპოტს მოხსნიდნენ, შეასრულებდნენ გრავირებას, და დებდნენ სპეციალურ ღუმელში(ჰერმეტიულ) სადაც 700-900გრადუს ცელსიუსზე აჩერებდნენ დიდი ხნის განმავლობაში, შემდეგ უშვებდნენ წყალში ისე რომ ჟანგბადი არ შეხებოდა მეტალს. (ასეთი მეთოდი ლითონის ზედაპირს ამაგრებდა) შემდეგ მას წაესმეოდა სპეციალური ლაქი და პოლიმერიზაციის მიზნიტ ისევ ფეჩში... ასეთი მეთოდის შედეგად კალაპოტის ზედაპირზე ფიქსირდებოდა ულამაზესი ნახატი, ეს პროცესი არც თუ ისე რთული და ძალიან გავრცელებული იყო, თუმც არც ის იყო მოკლებული მინუსებს, კერძოდ კი დროთა განმავლობაში ძვრებოდა და "იქერცლებოდა" მისი ზედაპირი

საბოლოოდ შეიძლება ითქვას რომ იჟ 26E, იჟ 26, ამ მოდლებმა ვერ შეცვალეს იჯ 54 სრულყოფილად თუმცა საკმაოდ მტკიცე ადგილი დაიკავეს სერიული წარმოების სანადირო საბჭოურ თოფებში. მისი მთავარი დადებითი მხარე ეს მისი დაბალი წონაა. შედარებით დაბალი.
იჟ 26. ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფი
ლულების სიგრძე- 720-730მმ
ლულების არხის ნომინალური დიამეტრი - 18,2
სავაზნე-20,6 * 70 მმ
კალიბრი-12
ლულების შევიწროება - ჩოკი და ნახავრჩიკი(0,5მმ ; 1,00მმ)
სალულე ფოლადის მარკა - 50 AP
დასაშვები წნევა - 750კგ/სმ-კვადრატზე
ვაზნების ამომგდები - ეჟექტორი ან ექსტრაქტორი
კონდახი - პისტოლეტური ან ნახვრად პისტოლეტური, იშვიათად ინგლისური
საკონდახე მერქანი- უმთავრესად წიფელი, იშვიათად არყის ხე, კაკალი
თოფის წონა- 3200-3400გრ
იჟ 26E და იჟ26 ერთად გამოვიდა 214754 ერთეული თოფი. 1970-1975 წლამდე.
წყაროები:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=686 და http://www.bazieri.ge/
მიმაგრებულია: 2443498.jpg (43.9 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:49:25
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 18:38:15 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 1323016.jpg (57.5 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - კვირა, 17.03.2013, 18:44:43
 
giohunt1982დრო: კვირა, 17.03.2013, 18:46:09 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მიმაგრებულია: 5498609.jpg (43.9 Kb) · 0533198.jpg (37.2 Kb) · 5937511.jpg (22.2 Kb) · 3521926.jpg (79.7 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика