იჟ 54 ჰორიზონტალურლულებიანი სანადირო თოფი
| |
giohunt1982 | დრო: კვირა, 17.03.2013, 15:29:54 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ტექნიკური მახასიათებლები:
•იჟ-54 - ჰორიზონტალურლულიანი 12-ყალიბის თოფი. •ლულების სიგრძე - 750 ან 730 მმ. •გაჩარხვა - ჩოკი 17,5 მმ, ნახევრადჩოკი 18 მმ, სალულე კუმშვა პარაბოლური. •ლულის არხის დიამეტრი - ნომინალური 18,5 მმ. •ლულის არხის დიამეტრი - ფაქტიური 18,25-18,75 მმ (ზოგჯერ 18,9-მდე). •სავაზნე - 20,6*70 მმ. •დასაშვები წნევა - სავაზნეში 700 კგ/სმ2. •კონდახი - პისტოლეტური, ნახევრადპისტოლეტური ან პირდაპირი ფორმის, კაკლისგან, არყისგან ან წიფლისგან, წყალგაუმტარი ცვილით. •საერთო სიგრძე - 1150-1170 მმ. •წონა - 3,2 – 3,6 კგ. •გათვლითი სიცოცხლისურნარიანობა - 7500 გასროლა.
მოგვიანებით დამზადებულ თოფებს სხვა ლულები ჰქონდათ:
•სიგრძე - 730 მმ. •ლულის არხის დიამეტრი - ნომინალური 18,5 მმ. •ჩოკი - 17,2 მმ, ნახევრადჩოკი - 17,7 მმ.
ომისშემდგომ წლებში, იჟევსკის მექანიკურმა ქარხანამ მოძველებული ორლულიანი თოფების წარმოება შეწყვიტა და იჟ-49-ის გამოშვება დაიწყო, რომელიც ზაუერის მე-8 მოდელის ზუსტი ასლი იყო. არსებობს ცნობები, რომ ამ თოფებს ამზადებდნენ გერმანიიდან - ზაუერის ქარხნიდან წამოღებული ნახაზების მიხედვით, ორიგინალური გერმანული მოწყობილობების და ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენებით. 1949 წელს იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სანადირო, სპორტული და პნევმატური იარაღების სპეციალიზაციასთან დაკავშირებით. იჟ-54 გაჩნდა მოძველებული იჟ-49-ის ძირფესვიანად გადამუშავების შედეგად ინჟინერ ლ.ი. პუგაჩოვის მიერ. კონსტრუქციის საფუძველი პერდეს ჩარჩოზე სამმაგი ჩაკეტვა და გრინერის ჭანჭიკი გახდა.
ახალი იჟ-ი წარმოებაში 1954 წელს ჩაუშვეს, რამაც მის დასახელებაზეც იმოქმედა და 1969 წლამდე მზადდებოდა. ამ 15 წლის მანძილზე მისი ხარისხი სტაბილურად მაღალი იყო, რამაც მისი ესქპორტზე გატანის შესაძლებლობა წარმოქმნა. სწორედ იჟ-54-ია საბჭოთა კავშირში დამზადებული პირველი საექსპორტო თოფი. იჟ-54-ის ნაწილებსა და კვანძებში ძალზედ დიდია ხელით ნამუშევრობის პროცენტულობა, რის გამოც ეს ნიმუში შეიძლება ჩაითვალოს ხელით დამზადებულ მოდელად. ამან კი, თავისმხრივ, ერთ-ერთი ძირითადი როლი ითამაშა თოფის დიდ სიცოცხლისუნარიანობაში - იჟ-54-ის ფაქტიური რესურსი ბევრჯერ აღემატება მის საბუთებში გაცხადებულს.
იჟ-54 დამზადებულია შემდეგი ვარიანტებით: რიგირთი და სასუვენირო შესრულებით. სანადირო თოფის გარდა გამოდიოდა იჟ-54 სპორტი, რომელიც ზოგჯერ ორი წყვილი სხვადასხვა ზომების ლულებით იყო დაკომპლექტებული, მაგრამ თუ მისი მდიდრული გაფორმებით ვიმსჯელებთ იგი გამიზნული იყო არა სტენდისათვის, არამედ ,,დიდი ხალხის” საჩუქრად.
წარმოების სტატისტიკა:
1954-1969 წლების მანძილზე დაამზადეს 477 695 თოფი. ამის გარდა 1957 წელს დამზადდა 20 527 ეგზემპლარი იჟ-57 და 1969-75 წწ. 214 754 ცალი იჟ-26 და იჟ-26E. ამგვარად იჟ-54-ის ბაზაზე დამზადებული მოდელების საერთო რაოდენობა 712 975 ცალი თოფია, რომელთაგან, ნახევარი მილიონი საბჭოთა კავშირში გაიყიდა,დანარჩენი კი ექსპორტზე გაიტანეს. წყარო:http://ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=186
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:54:54 |
|
| |
giohunt1982 | დრო: კვირა, 17.03.2013, 15:34:22 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ИЖ-54,,СПОРТ” ეს თოფი იყო პირველი ცდა იმისაკენ, რომ ИЖ-54-ის საფუძველზე შეექმნათ სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე. ყოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ.
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 19.03.2013, 10:55:15 |
|
| |
giohunt1982 | დრო: კვირა, 17.03.2013, 15:36:23 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ”ბრანტრუბკები” ანუ ბრანდმილი
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
GIORGI-1990 | დრო: ორშაბათი, 11.04.2016, 23:17:31 | შეტყობინება # 4 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 77
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რუსულ თოფს თუ იყიდი კაცი ეს უნდა იყიდო,ძმაკაცს აქვს მართლაც კარგი თოფია,მიტანა და საფანტის შლა აქვს იდეალური,მექანიზმზე და ჩამკეტ სისტემაზე ხო საუბარიც ზედმეტია,800 ლარი მისცა შარშან ჩაუვარდა იაფად.
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|