20:16:12
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
Derya Silah SANAYİ
teimurazდრო: შაბათი, 19.01.2013, 05:11:40 | შეტყობინება # 1
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აბა მონადირეებო თუ ვინმემ რამე იცით ამ იარაღის შესახებ გთხოვთ ჩვენც გაგვანდოთ. თურქეთში მაღაზიებში (1040) თურქული ლირა ღირს.
166

დამატებულია (19.01.2013, 03:37:45)
---------------------------------------------
[img]
www.youtube.derya lion
---------------------------------------------


ata arms cy carbon fiber

შეტყობინება დაამუშავა teimuraz - შაბათი, 19.01.2013, 05:35:36
 
cecxladzeდრო: შაბათი, 19.01.2013, 11:39:39 | შეტყობინება # 2
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საინტერესოა ახალი თურქი. არმსანის დონის იქნება (უკეთესი თუ არა) ჩემი აზრით 10

სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
bichi2009დრო: შაბათი, 19.01.2013, 12:22:02 | შეტყობინება # 3
ჯგუფი: წაშლილები





მე პირადად ბრაუნინგის და ბერეტტას სილუეტები აღმოვაჩინე. დასკვნა ერთია თურქები განაგრძნობენ კოპირებას რაც მათი სტილის არქონას და არაკრეატიულობას უსვამს ხაზს. 23

შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - შაბათი, 19.01.2013, 12:22:42
 
baronდრო: შაბათი, 19.01.2013, 13:37:38 | შეტყობინება # 4
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო არ ჩანს ცუდი იარაღი. რაც საქართველოს ბაზარზე შემოდის იმათძე უკეთესი თუ არა უარესი არაფრითარ არის. აპა ნახეთ ეს ვიდეო http://www.youtube.com/watch?v=KHHp0Ee059s

დამატებულია (19.01.2013, 12:37:38)
---------------------------------------------
რა მაინტერესებს მეგობრებო. თურქეთში რო გადავიდე და იქ ვიყიდო თოფი შეიძლება? და გადმოტანა და რამე როგორააა?

 
cecxladzeდრო: შაბათი, 19.01.2013, 15:27:23 | შეტყობინება # 5
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 68
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
თურქები განაგრძნობენ კოპირებას რაც მათი სტილის არქონას და არაკრეატიულობას უსვამს ხაზს


გეთანხმები 100%++++ მაგრამ განაგრძონ... მთავარია სწორად დააკოპირონ ფასის შესაბამისი ხარისხი ქონდეს

დამატებულია (19.01.2013, 14:27:23)
---------------------------------------------
baron,
თურქეთში, ამ თოფისთვის გინდა გადასვლა თუ ზოგადად კითხულობ?


სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
 
marsiდრო: შაბათი, 19.01.2013, 15:44:29 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოკლედ თურქები ყველაფერს აპატენტებენ და ყველაფერს აკოპირებენ და ამით ცდილობენ თავიანთი იარაღის წარმოჩენას. თურქული თოფები ვერასოდეს დაიმკვიდრებენ ევროპული ბრენდების გვერდით ადგილს, იმიტომ რომ თვითონ არ შეუძლიათ რაიმე ახლის და განსხვავებულის შექმნა. სულ ცდილობენ ევროპულ ბრენდებს მიამსგავსონ თავისი ნაწარმი, ამიტომაც აღარ მომწონს უკვე ჩემი თობფები, აღარც თურქულები და აღარც რუსულები. რკინის ყულაბა შევსვარკე და შიგ ვყრი ფულს და როცა იქნება ერთხელ მაინც მეღირსება სუპერ თოფი, ფაბარმს ვფიქრობდი მარა ისიც გადავიფიქრე. სამ ოთხ წელიწადს ვაგროვებ ფულს და მაინც ვიყიდი ბრაუნინგ 525-ს. წყალმა წაიღოს ყველა თურქული და რუსულიც. ყველა ერთი ჯართია

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
lash131დრო: შაბათი, 19.01.2013, 16:02:19 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
marsi, 069 მაგ ლოგიკით რა თქმა უნდა 100% იანი ხარ, ჩემი აზრიც ანალოგიურად ასეთია რომ თურქები და ვერც რუსები ვერასდროს ვერ მივლენ ევროპულ ბრენდებთან, ქვეყანა რომელიც ფიქრობს რომ რაც შეიძლება რომ იაფი დაუჯდეს, რის ხარჯზეც მარკეტინგი და გაყიდვები გაიუმჯობესონ არც თვიტონ მწარმოებელს და არც მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმაზე დიდი პრეტენზია და მოთხოვნა რომ რომელიმე სერიოზულ და ხარისხიან ბრენდის იარაღს შეადარონ. 4 წელიწადში ევროპელები კიდევ ისეთ და იმდენ მაგარ მოდელს გამოუშვებენ რომ შეიძლება ბევჯერ მოგიწიოს აზრის შეცვლა, ესენი ქმნიან ,თურქები კი ვითომ აკოპირებენ და იყიდება მერე 1000 ლარად

Shavi
 
teimurazდრო: შაბათი, 19.01.2013, 18:13:39 | შეტყობინება # 8
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობარო დღეს ყველა ბრენდები ერთმანეთს პარავენ დიზაინს და თურქი რისი თურქი იქნება რო არ მოიპაროს? მაგრამ საქმე მაგაში კი არა იმაშია თუ როგორ დაამზადებს ის მწარმოებელი რა თქმაუნდა ხარისხზე მაქ საუბარი, მთავარია კარგი იყოს და ღირდეს 1000 ლარი. 166

ata arms cy carbon fiber
 
bichi2009დრო: შაბათი, 19.01.2013, 18:23:15 | შეტყობინება # 9
ჯგუფი: წაშლილები





teimuraz, 1000 ლარში ვერმიიღებ კარგ თოფს. ეს ფაქტია
 
zorbegaდრო: შაბათი, 19.01.2013, 18:49:45 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 116
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, marsi, 100% გეთანხმებით იუთუბზე ვნახე ვიდეოები როგორ ამზადებენ და გამოცდას რო უტარებენ, მაგრამ არამგონია რამეტი ჯობდეს სხვა თურქულ თოფებს, უბრალოდ ახალი ბრენდის შექმნაა ვითომ, სუფთა მარკეტინგია, ახლა ჰუგლუების ბუმია, მანამდე შტოგერების იყო, მომავალში ალბათ ლიონების და გვატენიან ამ ჯართებს,
მარტლა ჯარტია საქართველოდან ბოლო წლებში გაზიდული და იქ გადადნობილი 069 069 069


,,ჩვენ ერთი გუნდი ვართ"
 
gelka72დრო: შაბათი, 19.01.2013, 18:57:08 | შეტყობინება # 11
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (marsi)
. წყალმა წაიღოს ყველა თურქული და რუსულიც. ყველა ერთი ჯართია

სწორი გადაწყვეტილება მიგიღია, არც მე მევასება თურქული იარაღი. თურქების ოქრო არ ვარგა იარაღი ივარგებს???


qadagishvili
 
baronდრო: შაბათი, 19.01.2013, 19:25:06 | შეტყობინება # 12
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეგობრებო ჩვენ თურქების უჭკუობაზე, იმიტომ რომ თავიანთი დიზაინი არ აქვთ, რამე გვაქვს სათქმელი. ნეტა ჩენ გვგქონდეს ერთ_ერთი თურქული ფირმის მაგვარი ფირმა და აკეთონ ასლები. კიდევ ერთი რამ. ეგ ფირმები გათვლილი არის დაბალ შემოსავლიანფენებზე. ანუ ვისაც ფული აქვს კი იცის რა უნდა იყიდოს. მაგრამ 1000-1500 ლარზე მეტი რო არ გვაქ და თან ძალიან გვინდა და გვიყვარს ნადირობა რა ვქნათ. 1000 ლარს რომ ვიხდით ვიცით რო დაბალი ხარისხის თოფია მაგრამ ბერეტას და ბრაუნინგს არავინ მოგვცემს მაგ ფასში. ასე რომ მაინც კმაყოფილი ვრჩებით რადგან სხვა გზა არ გვაქვს
 
zrichilaდრო: შაბათი, 19.01.2013, 23:17:30 | შეტყობინება # 13
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რას ერჩით კაცო ამ თურქებს ცდილობენ და აკეთებენ, ასე თუ ისე ჩვენისთანა უქონელ ხალხსაც აკმაყოფილებენ და თვითონაც ნელა-ნელა ხვეწავენ აბა რუსებივით ხომ არ აუარესებენ. 2 წლის შემდეგ რომ ფაბარმის დონის იარაღი გამოუშვან არ გამიკვირდება აი რუსებმა რო გამოუშვან ის კი გასაკვირი ნამდვილად იქნება. ვისაც არ უნდა თურქული ნუ იყიდის და არც არავის არ ახვევენ თავს, ეგენი ეხლა პოპულარობის მოხვეჭაზე მუშაობენ (კონკურენციას რუსებს უკვე უწევენ) და წინაზე უარესს ნამდვილად არ გააკეთებენ რუსებისგან განსხვავებით. ეს ჩემი აზრია.

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
teimurazდრო: შაბათი, 19.01.2013, 23:46:46 | შეტყობინება # 14
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გეთანხმები მეგობარო, ერთი ამ ხალხის ვერ გავიგე ვერაფერი ზოგ პოსტებში აქებენ ამ თურქულ იარაღს და ზოგში მიწასთან ასწორებენ, თქვე კაი ხალხო მიტანა და ჭრა თუ კარგი აქვს როგორც წერთ ხოლმე ესეიგი ცუდი არ ყოფილა და მაინდამაინც გრავირება და ბერეტა ან ბრაუნინგი უნდა ეწეროს?
მეგობრებო აბა გავიხსენოთ ადრე რუსული იარაგი რა ღირდა? ტოზ 34 525 რუსული მანეთი იჟ 27 450 მანეთი ღირდა და რა არ ვარგოდა თუ დროს ვერ გაუძლო?
ამით იმის თქმა მინდა რომ ამ თურქულებს უკეთესი შეხედულება აქვს და არა მარტო შეხედულება, ხარისხიც კარგი აქვს ასე რომ არ იყოს არც ევროპა მიიღებდა და არც ამერიკა.


ata arms cy carbon fiber
 
baronდრო: კვირა, 20.01.2013, 00:10:30 | შეტყობინება # 15
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არავართ იმ დონეზე რო ბროუნინგით მწყერზე ვინადიროდ თორე საშუალება რო გვგქონდეს უამრავ კარგ საქმეს გავაკეთებდი მე პირადად
 
teimurazდრო: კვირა, 20.01.2013, 00:35:21 | შეტყობინება # 16
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალია მეგობარო, ეს თურქული იარაღი ფასითაც მისაღებია და ხარისხითაც მაგრამ არ შეიძლება ჯერ კარგი სთქვა და მერე მიწასთან გაასწორო.
სამწუხაროდ ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ამ ხალხს მემგონი საერთოდ ამ იარაღებთან შეხება არ აქვთ და ჰაერზე წერენ სიტყვებს რა თქმა უნდა ყველას არ ეხება მეგობრებო. 23


ata arms cy carbon fiber
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 01:01:30 | შეტყობინება # 17
ჯგუფი: წაშლილები





teimuraz, დამისახელე ვინ თქვა ამ კონკრეტულ იარაღზე კარგი და მერე ვინ გაასწორა მიწასთან? ის რო რა ფასიც აქვს იმ ფასში მისაღებია არ ნიშნავს რო მართლაც მაგარი ხარისხია. თურქებმა იგივე დაიწყეს რაც რუსებმა გააკეთეს ადრე და რითი დამთავრდა ყველამ კარგად ვიცით. (კრახით) ანუ ვერ ქმნიან თავის სტილს და იპარავენ ეს ფაქტია. ზევით სურათში 1 ელ სურათს თუ დავაკვირდებით ბერეტტა 391 ურიკას კოპირებული ვარიანტია და მესამე ბრაუნინგ ფენიქსის ასე რომ არ შეიძლება სულ კოპირებაზე იყო დამოკიდებული. აქ მეგობარო სიმართლე უნდა დაიწეროს და თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ნუ მოსწონს. მე სტოგერს და ატა ნეოს ვაქებ და ყოველთვის შევაქებ და ეს იარაღები სწორედ ის იარაღებია რომლებმაც თურქებს სახელი გამოუსწორა მაგრამ შენ რასაც ამბობ და ვისაც გულისხმობ მივხვდი და გეტყვი რო რა გეწყინა ეხლა დერია რო გავაკრიტიკე? 23
 
teimurazდრო: კვირა, 20.01.2013, 01:27:28 | შეტყობინება # 18
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დერიას გაკრიტიკება არაფერ შუაშია ძმაო, მე საწყენად არ მიტქვია მაგრამ არის დაწერილი ჯერ კარგი და მერე ცუდი თურქულ იარაღზე თუნდაც რაც ჩამოთვალე ატაზე და სტოგერზეც მე ვეუბნები იმ ხალხს ვინც ამას წერს, მიტანა და ჭრა თუ კარგი აქვს კარგი ყოფილა და რა რჩება მეგობარო მოვლა
იარაღის და დიდხანს გაძლებს და გასიამოვნებს, რაც შეეხება კოპირებას დააკოპირონ მეგობარო ასეა თუ ისეა ხო მუშაობს ეს იარაღები.


ata arms cy carbon fiber
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 01:47:07 | შეტყობინება # 19
ჯგუფი: წაშლილები





teimuraz, მეკიარ ვაკრიტიკებ უბრალოდ მათ არაკრეატიულობას გავუსვი ხაზი. ბერეტტა ბრაუნინგი როარ არსებობდეს დაირუპონ უნდა? აი ამას ვგულისხმობ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რო ასეთ მარკებს ნუ გავაიგივებთ სტოგერთან და ატასთან სადაც ევროპელების დიდი შრომაა ჩადებული. ეს მათ ხარისხზეც აისახა მაგრამ ბევრს გონია რო რახან ხარისხს ახსენებ რაღაც მაღალ დონეს გულისხმობ. საუბარია ფასის შესაბამის ხარისხზე თორე უფრო მეტს დააფასებდნენ დარწმუნებული ვარ.. ისე კი კიდე გავიმეორებ რო 1000 ლარში დღეს შეუძლებელია ხარისხი მიიღო

დამატებულია (20.01.2013, 00:47:07)
---------------------------------------------
Quote (baron)
არავართ იმ დონეზე რო ბროუნინგით მწყერზე ვინადიროდ

რატო მეგობარო საჩვენებელი თითი აგვიკანკალდება? 23


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - კვირა, 20.01.2013, 01:47:34
 
baronდრო: კვირა, 20.01.2013, 15:26:48 | შეტყობინება # 20
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bichi2009, მეგობარო სრულიად ვეთანხმები cecxladze, _ს. უმრავლესობას საჭმლის და წამლის ფული არ აქვს სხვა რამეს რო თავი დავანებოთ. რამე რო იწარმოებოდეს ქვეყანაში და კაცს თავის შრომით ფულის შოვნა შეეძლოს მერე ბაზრი არაა. გაუბედურებულია ქვეყანა ძმა კაცი თავისთავის გარდა აღარავიზე ფიქრობს და სულ არ აინტერესებს სხვა მშიერია თუ არა. სამწუხაროდ ეს დროა. ხო კიდევ ბოდიში რო ცოტა შორს წავედი მაგრამ ამაზე ყველგანუნდა ითქვას. მონადირეობა კეთილ გულს და სიყვარულს ნიშნავს
 
თედოდრო: კვირა, 20.01.2013, 16:03:54 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სულ ერთ ადგილას მკიდია რას გადააკოპირებენ თურქები და ისიც რომ საერთოდ აკოპირებენ, მთავარია რომ მოცემული ფასს ხარისხი აკმაყოფილებს და ამით გვაკმაყოფილებს ჩვენც, ვისაც არ აკმაყოფილებს აგერ მარსის მიბაძოს, მაგრამ მარსის რო ეხლა თოფი საერთოდ არ ქონდეს დაიწყებდა რკინის ყულაბაში ფულების გროვებას 3-4 წელი?

ჯობია თურქებმა ისევ კოპი-ფეისტი აკეთონ ეს უკეთ გამოსდით ჩემის აზრით ვიდრე ახალი რამის შექმნა. რუსებს რო თავის დროზე ასე არ ექნათ ახლა რაც გვაქ ისიც არ გვექნებოდა.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"


შეტყობინება დაამუშავა თედო - კვირა, 20.01.2013, 16:04:57
 
bichi2009დრო: კვირა, 20.01.2013, 16:23:57 | შეტყობინება # 22
ჯგუფი: წაშლილები





კაი ბიჭებო შორს წაგვიყვანს ეს საუბარი და თემას ავცდებით თუ უკვე არ ავცდით. ყველას წარმატება გამიხარდება და გისურვებთ გულით გინდ ჰუგლუთი ნადირობისას და გინდ ბერეტტათი. კონკრეტულად ეს მარკა დერია რას წარმოადგენს არავინ იცის და ვნახოთ ბატონო იქნება გამოჩნდეს ჩვენს ბაზარზე
 
grishaდრო: კვირა, 20.01.2013, 16:44:23 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მაგალითად მირჩევნია1000-1200 ლარი ძველ რუსულ ტოფში გადავიხადო ვიდრე რომელიმე ახალი თურქული წარმოების თოფში, არვიცი შეიძლება ვცდები.

g. tevzadze
 
baronდრო: კვირა, 20.01.2013, 16:54:18 | შეტყობინება # 24
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grisha, რატომ ფიქრობ ეგრე? ამ ფორუმზე და სამონადირეო სივცეში უმრავლესობა თურქულ და რუსულ იარაღს შორის თურქულს ირჩევს
 
grishaდრო: კვირა, 20.01.2013, 17:00:05 | შეტყობინება # 25
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჯერ იმიტო რო ხის კონდახები აქვთ, ეგ მე უპირატესობად მიმაჩნია, მერე უფრო მძიმეა, და გამდზლეობაც უკეტესი აქ, და ნადირობისას ურიგო არაა როცა შეეჩვევი.

g. tevzadze
 
smekosmekoდრო: კვირა, 20.01.2013, 17:15:52 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grisha, ხის კონდახები? უფრო მძიმე კარგია? მწარმოებლები თავს იკლავენ რომ იარაღი მსუბუქი გამოვიდეს და რას ამბობ კაცო :) გამძლეობაში მეც მგონია რომ რუსული უფრო დიდხანს იქნება მაგრამ ვიზუალურად ძალიან შეილაზება. მე იაფფასიანი იარაღი 15-20 წლით არ მჭირდება. 3 მაქს 4 წელი საკმარისია. ბოლოს მიადგები კარგ მოდელს და ვსიო დაიტოვებ ბოლომდე.
 
teimurazდრო: კვირა, 20.01.2013, 17:50:40 | შეტყობინება # 27
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 30
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არც ეგრეა მეგობარო საქმე, ადრე როცა რუსულ იარაღზე ბუმი იყო ვინმემ იცოდა რამდენ ხანს გაძლებდა?
რაღაც არამგონია ძამიკო. მაგრამ დროს გაუძლო ეს ხომ ფაქტია და რა ღირდა მაშინ რუსული იარაღი?
სულ რაღაც 525 მანეთი ესეც ტოზ 34 და იჟი უფრო იაფი იყო, და თურქული თუ ღირს 1000 ლარი და ვამბობთ იაფიაო მაშინ ძალიან გავს
ფასები ერთმანეთს და რატო ფიქრობთ რომ თურქული ვერ გაძლებს? რო არ ვარგოდეს ევროპა უვარგის საქონელს არ მიიღებდა და რაც შეეხება
გამძლეობას 3 ან 4 წელიო რო ამბობთ, ეგ ჩემი აზრით მფლობელზეა დამოკიდებული როგორ მოუვლი შენს იარაღს და თუ კარგად მოუვლი
დიდხანსაც იმუშავებს ვნახოთ ძმებო დრო ყველაფერს გვაჩვენებს.


ata arms cy carbon fiber
 
smekosmekoდრო: კვირა, 20.01.2013, 22:56:31 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
grisha, 3-4 წელი ჩემთვის არისთქო საკმარისი :) თორე მეტრს როგორ არ გაძლებს. ყოველ 5 წელში ერთხელ იაფფასიან იარაღს არავინ ყიდულობს. მე ვიყიდე ეხლა რადგან მეტი თანხა არ მქონდა მაგრამ ნადირობა მინდა... ხოდა ვინადირებ ამით და 2-3 წელში თანხასაც ავაგროვებ კარგი ფიშტოსათვის. მე ესე ვმსჯელობ :) რას აქვს შენთვის მნიშვნელობა? გამძლეობას თუ უკეთეს შედეგს? აჯიბრებენ და თურქი უგებს სულ, მეტი რაღა რუსული გინდა. გამძლეობით ძველი რუსული მართლა ჯობს მაგრამ მორჩეს 100 წლიანი იარაღების ბრუნვა, ახალი ტექნოლოგია მოვიდა და გავყვეთ სიაახლეებს :) მაგრაამ თურქიც ქე გაძლებს დიდხააანს, ვიზუალური დეფექტები არაუშავს, მთავარია მექანიზმნი იყოს ყოჩაღად. რავიცი რავიცი, ვისაც რა ურჩევნია ისე ქნას :) ხომ ვიცით რომ 1000 ლარიანი იარაღი დაბალი კლასია. ვერ გაძლებს ძმა 30 წელი. მაშინ იყიდე ბერეტა და ისიამოვნე მრავალი წელი, მაგიტომაც ღირს ძვირი და მოეთხოვება.

დამატებულია (20.01.2013, 21:56:31)
---------------------------------------------
ხო და ეგ ხის კონდახები მაინც ვერ გავიგე :D თურქულებსაც აქვს ხის კონდახი, სხვათაშორის მეგობარო თურქული კაკააააალ ;)

 
თედოდრო: ორშაბათი, 21.01.2013, 00:00:57 | შეტყობინება # 29
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სხვა თემაშიც მიწერია და მაგრამ დავწერ, ძმაკაცს აქ 14 წლის ჩიფსანი, რომელშიც მამაისმა თურქეთში ახალთ-ახალში 200 დოლარი გადაიხადა. გასროლებს-მაინდამაინც ბევრს არ აკეთებს მაგრამ რასაც ქვია თრევა ამ თოფს საკმაოდ აქ გამოვლილი, მემგონი სამეზობლოში ყველა არის ამ თოფით ნამყოფი სანადიროდ მათ შორის მე და მამაჩემიც არაერთხელ. ლაქიც მექანიზმიც და ვორონენიეც კარგად აქ შენახული იმაზე უფრო ვიდრე ჩემს 1.5 წლის ჰუგლუს.

"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"


შეტყობინება დაამუშავა თედო - ორშაბათი, 21.01.2013, 11:36:18
 
davidvendetaდრო: ორშაბათი, 21.01.2013, 01:59:21 | შეტყობინება # 30
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
ზევით სურათში 1 ელ სურათს თუ დავაკვირდებით ბერეტტა 391 ურიკას კოპირებული ვარიანტია და მესამე ბრაუნინგ ფენიქსის


აბსოლუტური სიმართლეა.


davidvendeta
 
artemi63დრო: ორშაბათი, 21.01.2013, 13:01:10 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (baron)
მეგობრებო არ ჩანს ცუდი იარაღი. რაც საქართველოს ბაზარზე შემოდის იმათძე უკეთესი თუ არა უარესი არაფრითარ არის.


რავიცი რავიცი,თურქებს რო კიტხო პირველები იარაღებში ზუსტად ის არის რაც საქარტველოში შემოაქვთ,ანუ-ატა არმს,არმსან,ჰუგლუ,სარსილმაზ,ხან არმს,ილდიზ,ჰატსან,აკკარ დანარჩენი არის ლატარეა.ვიდი არ მოგატყვილონ ვიდზე უფრო შესრულების ხარისხია მთავარი. ზოგადათ,თურქეთში არმსანი და ატა არმსი ლიდერები არიან ნახევარავტომატებში.

დამატებულია (21.01.2013, 11:55:03)
---------------------------------------------
Quote (smekosmeko)
ხომ ვიცით რომ 1000 ლარიანი იარაღი დაბალი კლასია. ვერ გაძლებს ძმა 30 წელი. მაშინ იყიდე ბერეტა და ისიამოვნე მრავალი წელი, მაგიტომაც ღირს ძვირი და მოეთხოვება.


გაუძლებს მეგობარო 30 წელს,იმიტომ რო რესურსი არა ნაკლები აქვს ვიდრე იმავე რუსულ იარაღს.აგერ რას წერენ რუსები ერთერთ თურქზე რომელიც რამდენიმე თვეა რაც შემოვიდა რუსულ ბაზარზე,ლაპარაკია "ხან არმს"-ზე
Жесткая система контроля качества внедренная на предприятии "KHAN Arms" - это результат многолетней совместной работы инженеров "KHAN Arms", "Mossberg" и "Verney-Сarron".
Именно этот подход позволяет ружьям изготовленным на заводе "KHAN Arms" иметь хороший запас прочности. Завод изготовитель гарантирует настрел для полуавтоматических ружей не менее 10000 выстрелов, для ружей с вертикальным и горизонтальным расположением ствола не менее 20000 выстрелов.
В ходе испытаний на живучесть ружье Matrix, в течении 3 дней было отстреляно 8 000 патронов и за время испытаний поломок выявлено не было.
http://www.izhguns.ru/khan_arms
არმსანი 28კალიბრის 3დღეში 6000გასროლა მაგნუმიტ 76მმ
http://www.youtube.com/watch?v=e4wB2vofCHw
კიდევ ერთი ტესტი არმსან პომპა-ნახევრადავტომატი ამერიკელებისტვის,6000გასროლა რამდენიმე დრის განმავლობაში.
http://www.youtube.com/watch?v=qiQwojyjCr4

დამატებულია (21.01.2013, 12:01:10)
---------------------------------------------
ჰუგლუ-103 ვერტიკალი 24170გასროლა რამდენიმე წლის განმავლობაში.
http://www.shotgunworld.com/bbs....rt=1760


შეტყობინება დაამუშავა artemi63 - ორშაბათი, 21.01.2013, 16:05:02
 
artemi63დრო: ორშაბათი, 21.01.2013, 16:27:26 | შეტყობინება # 32
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
ნადირობა ძვირი სიამოვნებაა სამწუხაროდ და ყველასმართლა არ აქვს იმმდენი შესაძლებლობარო 4000-5000 გაიმეტოს სასურველ თოფში მაგრამ რო მოინდომოს კაცმა ხო არ არის კატასტროფული ფასი????? ნამდვილად არა


ლამაზი ცხოვრება კარგია,თანაც უცბათ ეჩვევი კაცი და თუ მაგდენი თანხის გადახდა არ შეგიზლია რაღა უნდა ქნა?
ჩემი პირველი თოფი იჟ-58 იყო,მაშინ ეგ თოფი ღირდა 200მანეთამდე რაც არც ისე ძვირი იყო,იგივე იჟ-27 250მანეთიდან იწყებოდა.მე რისი თქმა მინდა,მაშინაც იყო ძვირადღირებული იარაღი მაგრამ,მასებს მაინც იაფი და საშვალო ფასის იარაღები ქონდათ ხელზე,რომელიც სხვათაშორის ლამის საუკუნე გაუძლო.ეხლა,ბერეტტა და ბრაუნინგი კარგია მაგრამ,რამდენად აუცილებელია მაგის ყიდვა ეგ არის საკითხავი.
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 21.01.2013, 18:13:08 | შეტყობინება # 33
ჯგუფი: წაშლილები





artemi63, არა აუცილებელი არ არის მითუმეტეს ფრინველი ისე შემცირდა რო 1 ფაბარმიცვერ დავთვირთე ნორმალურად არადა ბერეტტაზე ვფიქრობდი. ნუ ჩემი აზრი ასეთია მაგ საკითხთან დაკავშირებით რო რა საჭიროა რო მყავს მეშვიდე სერიის ბმვ როცა გადასაადგილებლად ჟიგულიც მეყოფა? ეგ არის სწორედ მცდარი შეხედულება ჩემი აზრით ადამიანები 1 ჯერ მოვედით ამქვეყნად და მინდა სიამოვნება მივანიჭო პირადად ჩემ თავს. ეხლა თურქული ან რუსული თოფით და ბერეტტა ბრაუნინგით ნადირობა ერთიროარ არი შენც კი გეცოდინება კარგად თორე საქმეს ისიც გააკეთებს და ისიც მაგრამ სიამოვნებას ვერ მივიღებ მე პირადად. მე არ ვუყურებ ნადირობას ისე როგორც სხვა მაგალითად რეზულტატი მივიღო და მკიდია რომელი მარკა იქნება თქო. ნადირობაში ესთეთიკასაც ვანიჭებ უპირატესობას კარგი თოფი და კარგი აქსესუარები თუარადა დახეული ვალინკებითაც კი წავა კაცი და მორყეული და იზოლაცია დახვეული თოფით და საქმეს გააკეთებს 39

დამატებულია (21.01.2013, 17:13:08)
---------------------------------------------
მეც იჟ 58 ით დავიწყე ნადირობა მაშინ 13 წლის ვიყავი მაგრამ ეს იყო გაჭირვების იარაღი და ვიცოდი კიდეც რო შევცლიდი და შევცვალე. ვერ ვიტან ცუდად დატენილ ვაზნასაც იმაშიც ესთეთიკა მომწონს ანუ ოდნავ დამრეცად როარ დამჯდარიყო პიჟი ჩემ დატენილვაზნაში გავიქეცი და სპეციალური საჭრელი დავამზადებინე თოკარს და სხვა მინახია ისე პერეკოსად უდევს პიჟები ვაზნაში რო 10 % იანი დაღმართივით. მაგრამ ისიც ვარდება და ჩემი დატენილიც მაგრამ მე მსიამოვნებს ეს და იმას ფეხებზე კიდია მტავარი მისთვის რეზულტატია. სხვათაშორის მომწონს მონადირეს აქვს რუსული გამოთქმა რომელიცჩემ ხასიათს მოვარგე და ყველას შეუძლია წაიკითხოს ციტირებას მოვახდენ
охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного. აი ეს უნდა იყოს დევიზი ჩვენი


შეტყობინება დაამუშავა bichi2009 - ორშაბათი, 21.01.2013, 18:14:03
 
smekosmekoდრო: ორშაბათი, 21.01.2013, 18:15:41 | შეტყობინება # 34
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
artemi63, თუ 30 წელს გაძლებს მაგას რა სჯობს :) არმსანი მაქვს და თუ ესე იდეალურად იმუშავებს დავიტოვებ (მეორე იარაღად) ხარისხი და სიამოვნება მოტივი მაგ ძვირადღირებული იარაღის შეძენისა.
bichi2009, 100%-იანს ამბობ.
 
lash131დრო: ორშაბათი, 21.01.2013, 19:19:55 | შეტყობინება # 35
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 668
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძმებო მაინცდა მაინც ისე ნუ ვიზავთ რომ ამ იარაღებთან ერთად დავბერდეთ 17 თორე გაძლებით კი გაძლებს. შიგადა შიგ უკეთესებზეც ვიფიქროდ თორემ გაიფრენს ახალგაზრდობა და მერე უფრო ნაკლებად დაგვაინტერესებს მაღალი ხარისხის ძვირიანი თოფები, ეხლა ბევრს არ აქვს იმის საშვალება რომ ბევრად უკეთესი შეიძინოს მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ რახან დღეს არ არის საშვაალება რომ ხვალეც არ იქნება?! სურვილით და ოცნებით იწყება ყველა ჩანაფიქრის შესრულება, და აქ არის ისეთი შეუძლებელი და გადაულახავი პრობლემა რომ იფიფროს კაცმა და ხელი ჩაიქნიოს. 5000 ლარს თუ ვერ ვიშოვნით მომავალში და იმედიც არ გვაქვს რომ რაიმე ევროპული თოფები შევიძინოთ, მაშინ კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ყველაფერი იქნება, მთავარია მონდომება.

Shavi
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика