სანამ უშალოდ ამ მოდელზე ვისაუბრებდეთ, მანამდე გაგაცნობთ მცირე ინფორმაციას კომპანიის შესახებ. ეს ბრენდი დაფუძნებულია სტამბულში 1996 წელს სელალ იოლუს მიერ, რომელიც მეიარაღედ 1959 წლიდან მუშაობს. იოლუს უფრო ადრე კომპანია Vursan Silah ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც ერთლულიან და ორლულიან სანადირო თოფებს აწარმოებდა(ორლულიანები გამოდიოდა ლულათა ორივენაირი წყობით). ოსტატის ჰორიზონტალური თოფი ამ ტიპის პირველი თურქული მოდელი გახლდათ. მოგვიანებით კი Vursan Silah-მა პირველი თურქული კონსტრუქციის ვერტიკალურიც დაამზადა. ახალი პერიოდი 1992 წლიდან დაიწყო, როცა საწარმომ გამოუშვა ნახევარავტომატი ინერციულ მექანიზმზე. ეს მოდელიც პირველი თურქული კონსტრუქციის ნახევარავტომატი იყო. თოფი 10 წლის განმავლობაში იწარმოებოდა. იოლუს მეორე ფირმა Ata Arms-ი Vursan Silah-თან ერთად პარალელურად მუშაობდა. 2002 წელს Vursan Silah-ი ბერეტამ შეისყიდა და სახელიც კი არ დაუტოვა (შეაერთა შტოგერტან და ისე გადაყლაპა). 1996 წლიდან Ata Arms-ი ხახევარავტომატებისა და ორლულიანების (ვერტიკალურები) წარმოებითაა დაკავებული. ნახევარავტომატები NEO, PEGASUS და Venza სახელით გამოდის, ხოლო ვერტიკალური ორლულიანები კი SP-ით. ლულები ქრომო-მოლიბდენის 42CrMo4 – 4140 მარკის ფოლადისაგან მზადდება. კლიენტს სთავაზობენ საფარისა და გრავირების რამდენიმე ვარიანტს. წლიურად საწარმო 35 000-მდე თოფს უშვებს, რომელთა 90% ექსპორტზე მიდის. Venza ატას ახალი მოდელია. ის შეიქმნა bereta a400 – ის ლიცენზიით. სხვა ნახევრად ავტომატურებთან შედარებით გამოირჩევა თავისი სისტემით. კონსტრუქციული თავისებურება გახლავთ შემდეგში: სისტემა უკუქცეულ გაზებზეა და ამავე დროს გააჩნია ლულის მცირე სვლა. აღნიშნული განაპირობებს უკუცემის ძალის შემცირებას სხვა უკუქცეულ გაზების მქონე ნახევარავტომატებთან შედარებით. ამ კონსტრუქიას თურქებმა “Venza System” დაარქვეს. ლულის გაბურღულობა ხდება იტალიური დანადგარებით და სრული სიზუსტით, რაც ერთ-ერთი აუცილებელი და საჭირო მოთხოვნაა. იარაღი ქარხანაში გადის ტესტირებებს და მაღაზიებამდე მიდის სრული გარანტიით. მოდელი გამოდის ხის კონდახ-ტიბჟირით (მეორე კლასის კაკალი) ან ორგმაგი (მაღალი ხარისხის) პლასტიკატით. კალაპოტი რამდენიმე ფერისაა. (სურათებს იხილავთ ქვემოთ). ეს მოდელი ატას სხვა ნახევრად ავტომატურებისგან დიზაინითაც განსხვავდება და ძალიან სიმპათიურია. აქვს კარგი ბალანსი. შეცვლილ ფორმების და ვიზუალის გარდა ATA VENZA თავის წინამორბედ ATA CY-საგან განსხვავდება გაზის ძრავის ახალ სისტემით, რომელსაც ეწოდება Shortli-GPCS (Gas Pressure Control Sistem). ეს სისტემა უზრუნველყობს მძიმე მუხტით დატენილ ვაზნის სროლის დროს ლულის 2-3 მილიმეტრით უკან დაწევით უკუცემის ამორტიზაციას, ლულის აგდების კუთხის შემცირებას, ზედმეტ გაზების სისტემიდან განდევნას და ამის შედეგად განმეორებითი გასროლის უფრო სწრაფ გამეორების საშუალებას, ასევე მექანიზმის შენახვას. ეს იარაღი არის აირგადამტენი მაგრამ აღსაღნიშნავია ის ფაქტი რომ მისი ახალი სისტემის წყალობით, იარაღი გადატენვას ახდენს როგორც გასროლისას გამოწვეული წნევის საშუალებით, ასევე ინერციის საშუალებითაც. ანუ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს რომ ერთ თოფში ერთდროულად მოქმედებს ძირითადი აირგადამტენი სისტემა და + ინერციული, რაც ზრდის დაბალ მუხტიან ვაზნების გადატენვაზე საიმედოობას. Venza -ს შემქმნელებმა ამ თოფში გადაწყვიტეს კლასიკური სტილი შეემატებინათ რაც ნახევრად ავტომატებში იშვიათად გვხდება. ამას ხაზს უსვამს მისი სავაზნის ტევადობა 3+1 და ულამაზესი დიზაინი. მოდელი წარმოდგენილია ნერჟავეიკის “პორშინით” რაც მის ხარისხზე დადებითად ისახება. რაც შეეხება ჩოკებს. იარაღს მოყვება 5 სახსნელი ჩოკი, რაც ნებისმიერი სანადირო ობიექტის და ნებისმიერი ზომის საფანტის და ტყვიის იდეალურად დამუშავების საშუალებას იძლევა. საფანტის კარგად დაჯგუფებაზე ასევე დიდ როლს თამაშობს ჩოკის სიგრძეც რომელიც 70 მმ სიგრძის არის. ტევადობა 3+1, სავაზნე 76მმ, ლულა 76 და 71სმ, ასევე kombo 61 76 დღეს საქართველოში მისი ფასი მერყეობს 1400-1800 ლარის ფარგლებში. თამამად შეიძლება ითქვას რომ იდეალურად აქვს დაცული პროპორცია ხარისხს და ფასს შორის. გემოვნებაზე და შეხედულებებზე არ დაობენ მაგრამ დღესდღეისობით თამამად შეიძლება ამ ფასის იარაღებში ATA ARMS Venza – ს და Armsan Phenoma – ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევრად ავტომატური იარაღები ეწოდოს. ...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!