Stoeger M3500
| |
ზურა333 | დრო: ხუთშაბათი, 18.02.2016, 23:34:30 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 633
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 2011წელს თურქული კომპანია Stoeger გააცნო ლოგიკური გაგრძელება პოპულარული 2000 მოდელის - ნახევრად ავტომატური თოფი M3500
გამოდის სამი სხვადასხვა გადასაფარებლები (შავი Synthetic, Realtree APG და Realtree Max-4) (610 მმ, 660 მმ, 711 მმ,760 მმ)ლულებით.
მახასიათებლები: კალიბრი: 12 სავაზნეს სიგრძე: 89 მმ მოცულობა: 5+1, 4+1 მაგნუმი ლულის სიგრძე: 610 მმ, 660 მმ, 711 მმ 760 მმ. საერთო სიგრძე: 1170 მმ, 1220 მმ, 1270 მმ წონა: 3.4 კგ
შტოგერი ყველა სახისა და მოდიფიკაციის იარაღს აწარმოებს, რომლების ნადირობისა და სპორტისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის ისტორია 1924 წელს დაიწყო, როცა ავსტრიელმა ემიგრანტმა შტოგერმა იარაღის საამქრო-მაღაზია დააფუძნა. იმ პერიოდისათვის დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ წარმოადგენს ერთადერთ ექსპორტიორს აშშ-სა და კანადაში. შტოგერს ამ ქვეყნებში გერმანული პისტოლეტები შეჰქონდა. დაფუძნების შემდგომ წელს ფირმამ საკუთარი კატალოგიც დაბეჭდა. 1990 წელს საწარმო იყიდა ფინურმა კომპანია საკომ და შენაძენს Stoeger Industries უწოდა. 2000 წელს კი თავად საკო შევიდა Beretta Holding SpA-ს შემადგენლობაში. შტოგერი ამ შემადგენლობაში დღემდე რჩება. იტალიურ კომპანიასთან შეერთებამ და მოწინავე ტექნოლოგიების შემოტანამ შტოგერის რეპურაცია და გაყიდვები ერთიორად გაზარდა.
დამატებულია (18.02.2016, 23:34:30) --------------------------------------------- იმასთან დაკავშირებით, რომ გაზრდილია ყურადღება სტოეგერის თოფებთან, ასევე მის ხარისხსა და გამძლეობასთან, მოგაწოდებთ მოკლე იმფორმაციას რადგან ყოველივე რაც კი ასოცირდება თურქულ ნაწარმთან, ამ შემთხვევაში თოფებთან, მონადირეებში იწვევს უნდობლობას მის ხარისხთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ამის საფუძველიც არსებობს, რადგან უმრავლესი თურქული მწარმოებელი ფირმები აწარმოებენ არც თუ ისე ხარისხიან თოფებს. ამ შემთხვევაში ცოტა სხვაგვარადაა საქმე, როგორც სახელთან ასევე ამავე სახელით წარმოებულ თოფთან. სახელი STOEGERI დაკავშირებულია ავსტრიელ ემინგრატთან ალექსანდრე ფეოდორისძე სტოეგერთან, რომელმაც 1923 წელს მოიპოვა ლიცენზია ამერიკაში და კანადაში ეწარმოებინა ევროპიდან იმპორტი მაუზერის და ლუგერის სისტემის იარაღების. 1936 წელს ნუიორკში დაარსა კომპანია და გამოაქვეყნა იმპორტირებული იარაღების კატალოგი რითაც დაიმკვიდრა ექსკლუზიური იმპორტიორის სახელი ამერიკაში. 1990 წელს სტოეგერის კომპანია შეიძინა ფინურმა ფირმა საკომ, (SAKO) რომელიც აწარმოებდა მაღალი კლასის სამონადირეო შაშხანებს. 2000 წელს კი საკო შეიძინა კომპანია BEREETA HOLDING SPA-ამ და გადასცა საკუთრებაში BENELLI USA კომპანის. რაც შეეხება სტოეგერის სახელით წარმოებულ თოფს, მისი დაბადების ისტორია დაკავშირებულია მე-20-ე საუკუნის 80-იან წლებთან, ქალაქ სტამბულში მდებარე ერთ პატარა კომპანია ვირსანთან, (VIRSAN SILAH SANAYI AS) რომელმაც გადაწყვიტა ზედმეტი გარჯისა და თავის ატკივების გარეშე გადმოეღო და ბენელთან შეთანხმების გარეშე ეწარმოებინა BENELLI SUPER 90 M1-ის ზუსტი ასლი, რომელიც უკვე შედიოდა უმსხვილესი იარაღების მწარმოებელ BERETTA GROUP ჰოლდინგში, ბენელი სარგებლობდა მაღალი რეპუტაციით, რაც გამოიხატებოდა თოფის წარმოების უმაღლესი ხარისხით და მაღალი დიზაინის შესრულებით. მალევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთში იწარმოებოდა ბენელის სისტემის ზუსტი ასლის თოფი შესაბამისი ნებართვის გარეშე. რეაქციამაც არ დააყოვნა ცნობილი ბრენდების მხრიდან და დაიწყეს ვირსანის მიერ წარმოებული თოფის შესწავლა. გაირკვა რომ მიუხედავად დაბალი ხარისხის და იაფიანი დეტალების გამოყენებით მთლიანობაში როგორც თოფი ასევე თოფის ყველა დეტალი შესრულებული იყო მაღალ დონეზე, რამაც გაკვირვება გამოიწვია ექსპერტებს შორის, ამას მოჰყვა ბერეტას წარმომადგენლების ჩასვლა ვირსანის ქარხანაში იმისათვის რომ კონტროლი გაეწია უნებართვო თოფების წარმოებისათვის. მოლაპარაკებების შედეგად 1998 წელს ბერეტამ შეიძინა ვირსანის კომპანიის საკონტროლო პაკეტის 51%. ოთხი წლის განმავლობაში ბერეტას ანალიტიკოსები აკვირდებოდნენ ვირსანის სამეწარმეო ციკლს, დაინახეს რა ქარხნის პოტენციალი მიიღეს გადაწყვეტილება ქარხნის დახურვის და შემდეგში მისი გაყიდვის. იმავე ადგილზე კი ბერეტამ ააშენა ახალი ქარხანა თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ქარხანას დაერქვა სახელი STOEGER SILAH SANAVI AS, რომელიც 2003 წელს გადავიდა BERETTA GRUP ჰოლდინგის კერძო საკუთრებაში და დაიწყო სტოეგერის სახელწოდებით თოფების გამოშვება. ქარხანა განთავსებულია 1500 მ/კვ, თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 300 კაცს აქედან 55-ზე მეტი ინჟინერი და დიზაინერია. ყოველ წლიურად აწარმოებს 65000 ცალ თოფს, 30000 ცალ პისტოლეტს 150000 ცალ ლულებს გლუვლულიანი თოფებისთვის. მისი პროდუქცია იგზავნება ამერიკაში და ევროპის მრავალ ქვეყანაში. ქარხნის სამეწარმეო ძირითადი სიმძლავრე შემოტანილი იყო იტალიიდან ბენელლის ქარხნიდან, დანარჩენი კი სპეციალური დაკვეთით დამზადდა თურქეთსა და იაპონიაში. სტოეგერმა მალევე დაიმკვიდრა ადგილი ამ კლასის თოფებში, როგორც მარტივი, საიმედო ნახევრად ავტომატური თოფი ინერციული საკეტით, სადაც მექანიზმის მუშაობის პრინციპი დაფუძვნებულია თოფის უკუცემის ენერგიის დაგროვებულ ხარჯზე. სტოეგერ 3500 წინა მოდელთან განსხვავდება იმით, რომ არის უფრო მძიმე, გააჩნია მასიური ჩარჩო ( რაშიდაც მოძრაობს საკეტი), ასევე შეცვლილია და არ გააჩნია საკეტზე წინა მბრუნავი თავის მიმმართველი, ჩარჩოს შესაბამისად დამიზნების გამარტივების მიზნით ამაღლებულია ლულაზე დარჩილული სავენტილაციო თასმა. გაზრდილია ლულის სიმტკიცე, რომლის სამუშაო წნევა აყვანილია 1050მგ/პასკალამდე, რაც იძლევა 64 გრამიანი საფანტის მქონე ვაზნის სროლის საშუალებას. გამომდინარე იქედან თუ რა დონის თოფებს აწარმოებს ბერეტა და ბენელლი მათი წარმოებული თოფებიც მეტყველებს, რომელთა წარმოება უმაღლესი ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. სხვანაირად იყო ლიდერი და გაუძლო 21-ე საუკუნეში კონკურენციას მართლაც რომ შეუძლებელია.
STOEGER MOD 3500 Max 4 – SUPER MAGNUM 12X89
ტექნიკური მაჩვენებლები:
ყალიბი (მმ) 12×89 ლულის სიგრძე (სმ) 76 მთლიანი სიგრძე (მმ) 132 ლულის შევიწროება ჩოკებით (მმ) 1.0,0.75,0.5,0.25,0.00 წონა (კგ) 3.5 მჭიდის ტევადობა (ც) 12×89 – 4+1 12×76 – 5+1
|
|
| |
julakidze90 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 11:54:23 | შეტყობინება # 2 |
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| როგორი იარაღია ნეტავ რეალურად,თუგაქვთ ვინმეს ეს მოდელი,რა აქვს დაადებითი და უარყოფითი? ყიდვა მინდა და მაინტერესებს მფლობელის აზრი.
|
|
| |
giorgigagoshvili | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 12:30:11 | შეტყობინება # 3 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| julakidze90, უარყოფითებს მე ჩემოვთვლი და დადებითები ვისაც აქვ იმან ჩამოთვალოს... ესეიგი მთავარი-დიდი წონა, ინერციული სისტემა(ატა ნეოს გაცილებით კაი ინერციული მექანიზმი აქვს ამასთან შედარებით), რომელიც რამდენიმეასეული გასროლის შემდეგ მოჯდება და იმუშავებს 30 გრამიანზე, მანამდე ვერ ტენის დაბალგრამიან ვაზნებს და ძალიან ნახმარი სტოგერიც დროთაგანმავლობაში ისევ ვეღარ ტენის დაბალგრამიანებს, შემდეგ 12/89 სავაზნე, რაც ძალიან ზედმეტია ჩვენს პირობებში, კამუფლაჟს ფერი გადასდის და არის ზოგი ეგზემპლიარი, რომლებსაც ზატვორები გაუტყდათ... სტოგერი ნახევრადავტომატებს შორის არის ოქროს შუალედი-სტოგერ 3000 რომელიც შედარებით წინაა ამ ორ მოდელზე 2000ზე და 3500ზე, ახალი გამოშვებაა უფრო და ის პრობლემები, რაც წინამოდელებზე იყო ასეთუისე გადაჭრილია, მაგრამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თუ ინერციული გინდა ატანეო ჯაბნის სტოგერს, დიზაინშიც, დეტალების დამუშავებასა და მიტანაშიც...
HOLLAND & HOLLAND
|
|
| |
julakidze90 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 13:25:11 | შეტყობინება # 4 |
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| აბა კარგი რაუნდაათქვა არმქონია ნახევრად ავტომატი ჯერ და ვერვერკვევი, ატა ნეო 1500 ღირს თითქმის,2150 ღირს ბენელი ბელმონტე და როგორია ეს მოდელი თუგაქვს ინფორმაცია,1500 გადახდას ამათში ცოტას მოვითმენ კიდევ თან სეზონი რო დასრულდება უეჭველი ფასდაკლებები იქნება.
|
|
| |
hunter96 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 14:31:47 | შეტყობინება # 5 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| julakidze90, სტოეგერზე ბევრად იაფი ღირს ATA ARMS CY თან მსუბუქიცაა და შედარებით კარგი ბალანსიც აქვს გადატენივთაც უკეთ ტენის გაზაატვოდია, თუ მაინც და მაინც ინერეციული არ გინდა კიდევ მშვენიერი არჩევანია აგრეთვე, ფენომაც ვენზაც უბრალოდ ეს ორი არ ვიცი ახლა არის თუ არა მაღაზიებში. CY რომ იყო ვიცი. ნუ თუ ცოტა მეტის საშვალება გექნება ბარემ იტალიელი აიღე ბელმონტე, ა300 შესანიშნავი არჩევანი იქნება მართალია ბიუჯეტური თოფებია მაგრამ მაინც ბრენდია. თავის ფასში ვერც ამ ტურეცკი გაზაატვოდებს დაუწუნებ რამეს
შეტყობინება დაამუშავა hunter96 - პარასკევი, 19.02.2016, 14:37:25 |
|
| |
julakidze90 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 14:47:41 | შეტყობინება # 6 |
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაიხარეთ რჩევისთვის,რას გადავწყვეტ აუცილებლად გაგაგებინებთ.
|
|
| |
stoeger1 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 15:16:32 | შეტყობინება # 7 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| julakidze90, ატა ნეო 1150 ლარი ღირს ძმაა, 1500 ლარი ეღირება წყვილი ლულით,, მე ამ დღეებში ვაპირებ ყიდვას და თუ პოლოავტომატს გადავწყვეტ ყველა ვარიანტში ჰატსან ესცორტს ავიღებ სხვას არა, თუ რამე დაგაინტერესებს მკითხე მე მაგალითად სტოგერს საერთოდ არ გირჩევ,,(ბოდიშით თემის გადახვევისთვის)
|
|
| |
julakidze90 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 18:55:19 | შეტყობინება # 8 |
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| გაიხარე ზმა, ხოო რა 1500 ლარის ფარგლებში მინდა ყიდვა,თან ფოი ფოი იარაღი არმინდა რასაც ქვია რო გამომადგეს,ტყე იქნება,წვიმა,თოვა სეტყვა რო იმიშავოს, ეგეთი მრ155 არის ვიცი მაგრამ რაგაც არმიმიწევს გული ამ იარაღისკენ.
|
|
| |
giorgigagoshvili | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 19:11:59 | შეტყობინება # 9 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| julakidze90, ანალოგიურად და უკეთესადაც მუშაობს არმსანი და ეგ იყიდე თუ მართლა კაი თოფი გინდა 1500 ლარის ფარგლებში...
HOLLAND & HOLLAND
|
|
| |
hunter96 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 19:56:26 | შეტყობინება # 10 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 189
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| giorgigagoshvili, შენ გაქვს ხო ფენომა და მანამდე 612 გქონდა ხო თუ სწორად მახსოვს, თუ იცი ფენომას კატ ოფ სისტემა აქვსო და 612-ს არაო და რა უპირატესობა აქ ამ კატ ოფ სისტემას შეგიძლია მითხრა ვაზნის შეცვლას გიადვილებსო ანუ როგორაა რა რომელ ნახვრად ავტომატებს ტურეცკებს ატას აქ?
შეტყობინება დაამუშავა hunter96 - პარასკევი, 19.02.2016, 20:01:06 |
|
| |
giorgigagoshvili | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 20:14:18 | შეტყობინება # 11 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| hunter96, მე არმსან ა612 მაქვს სპორტინგი და ამას არ აქვს კატოფი... უპირატესობა ისაა, რომ ჩარტავ ამ კატოფს გადმოწევ ზატვორს და გადმოაგდებს ვაზნას, მაგრამ შემდეგ ვაზნას მჭიდიდან აღარ მიაწვდის და შენ რომელსაც გინდა იმას ჩადებ მაგდროს და მიწევ მერე ზატვორს. ვისთვის როგორ, მაგრამ მე მაგისგარეშე მირჩევნია, ჩემს თოფის მაგალითზე 6 ვაზნით იშვიათად მაქვს დატენილი თოფი და რადგანაც მჭიდში არის მინიმუმ ერთი თავისუფალი ადგილი შემიძლია უცბად ჩავდო მანდ ვაზნა და გადავტენო, 3 წამის საქმეა, კატოფზე ცოტა მეტი დრო გინდა, გადართიო კნოპკა, გადმოწიო ზატვორი, ჩააგდო ვაზნა და ისევ წინ მიწიო... ვენზას არ აქვს ეგ ფუნქცია როგორც ვიცი, ფენომას აქვს და ემერ 155ს...
HOLLAND & HOLLAND
|
|
| |
julakidze90 | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 20:20:36 | შეტყობინება # 12 |
კაპიტანი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 62
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| რახან ფენომა და მრ155 ახსენეთ, იქნებ მითხართ რომელი არის უკეთესი? ფენომა არავის აქვს ჩემს გარშემოდა არვიცი რაშეუძლია,მაგრამ მრ155 რო მაგრად უძაძგუნებს ვიცი ნანადირევიც მაქვს მრ-ით,მაგრამ ფენომა საერთოდ ნანახიც არამაქვს
|
|
| |
giorgigagoshvili | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 20:30:27 | შეტყობინება # 13 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ბიჭებო აქ ძალიან ავცდით თემას და შესაბამის თემაში ვისაუბროთ მაგ თოფების დადებით და უარყოფით თვისებებზე... http://www.bazieri.ge/forum/110-13-55 აგერ გავაგრძელოთ...
HOLLAND & HOLLAND
|
|
| |
guguna | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 20:56:14 | შეტყობინება # 14 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 1800 ა300აუტლენდენდერი იყიდება 2ჩოკი მოყვება დაეგ ნახე უმნშვნელო ნახმარია მე პროსტა 2პოლოავტომ ატი მაქვს ტორემ ვიყიდიდი დამატებულია (19.02.2016, 20:56:14) --------------------------------------------- 24 გრამიანზე უნდა გაჭედოს სულ ნამეტანი გრძელი ტოფია ვითომ დიზაინით ვერსა მაქს გავს მაგრამ ინერციული სისტემაა და სულ განსხვავდება ლულას საფარველი ცილგება ძალიამ ადვილად იტოკში არ გირჩევ ჩემ ძმაკაც ქონდა და სულ დედას იგინება ერტ სეზონშიდედა ეტირა მექანიზმა აურია ხან ისვროდა ხან ვერ ტენიდა
remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
|
|
| |
giorgigagoshvili | დრო: პარასკევი, 19.02.2016, 20:56:48 | შეტყობინება # 15 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Quote guguna ( ) 1800 ა300აუტლენდენდერი იყიდება 2ჩოკი მოყვება დაეგ ნახე უმნშვნელო ნახმარია მე პროსტა 2პოლოავტომ ატი მაქვს ტორემ ვიყიდიდი
კაი შემოთავაზებაა ეგეც...
HOLLAND & HOLLAND
|
|
| |
levanichi | დრო: სამშაბათი, 23.02.2016, 13:04:07 | შეტყობინება # 16 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნამეტანს ნუ გავასწორებთ მიწასტან ამ იარაღს, ვისთვის რამდენად ნაკლია ეს მარა რაც მარტალია მართალია 30 გამზე ქვემოთ ვერ იხმარ (ესეც მაშინ როცა დამუშავდება იარაღი) ტუმცა მიტანა და ჭრა აქვს შესაშური, კომულიაჟი თურქული თოფების პრობლემაა ზოგადად და არა სტოგერ 3500-ის. ძმაკაცს აქვს ეს თოფი და ჩვენ რომ თოფებს არც ვუმიზნებთ მასეთ მანძილებში ხსნის ფრინველებს. 3 სეზონია ხმარობს და მექანიზმის პრობლემა არანაირი არ შექმნია. რაც შეეხება სიმძიმეს თუ კუნთებიანია პატრონი უკეთესიც არის სიმძიმე
|
|
| |
13 | დრო: შაბათი, 04.02.2017, 21:09:18 | შეტყობინება # 17 |
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 16
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| levanichi, გეთანხმები მეგობარო ნუ თუ თოფის გაბანძება გინდა ნებისმიერს გააბანძებ უარყოფითი მხარეებზე ლაპარაკით რაც ყველა თოფს ააქ მეთნაკლებაD და სტოგერ 3500 არარი გასაფაეცჰაკებელი თოფი. Aტა ნეოს 81 სმ ლუას ვაჯობე ჩემი 71 სმ ლულით მიტანაში საერთოდ არ ველოდი Aმ შედეგს და მაგმიზნითარც გვისვრია მარაფაქტი ასეთი იყოო მარა ეს ხო იმას არ ნიშნავს რო ატანეო არვარგა და ფარცჰაკია? დამატებულია (04.02.2017, 20:56:18) --------------------------------------------- Kამუფლიაჯის პრობლემა მანქანის ლაკის დასხმით მოვაგვარე და 3 ცელია რასაც ქვია Vხმარობ ხან ჯოხის მაგივრობასაც მიწევს და არი ხოშიანათკამუფლიაჯი დამატებულია (04.02.2017, 21:06:11) --------------------------------------------- Gადატენას რაც შეეხება ყიდვის თანავე გადამიტენა 28 გრამიანები ყოველგვარი აბკატკების გარეშე და ის პირველი სეზონი სტერლინგის 28 გრამიანებიტ ვინადირე მწყერზე წარმატებულათ დაჟე ჩემიხელით ჩემი აწყობილი ტყვიების სტანოკით და ვარსკვლაური ჩახვევებით Dატენილი ტყვიებით ვნადირობ დღესდღეოობით საკმაო წარმატებით და საქართველოში არსებულ ყვენა ფაბრიცჰნზე მეტი პროცენტული Mიტანაც ვაჩვენებინე ჩემ სტოგერ 3500 დამატებულია (04.02.2017, 21:09:18) --------------------------------------------- ჩემიხელით დატენილი ვაზნიტ
giorgi.gvinianidze.
|
|
| |
levanichi | დრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 10:36:50 | შეტყობინება # 18 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| 13, მანქანის ლაკით კამუფლიაჟის დაცვა? უფრო დეტალურად აგვიხსენი მეგობარო. შენ მოიფიქრე თუ გამოცდილი მეთოდია? ან ვიზუალს ხოარ უფუჭებს თოფს?
|
|
| |
guguna | დრო: ოთხშაბათი, 19.12.2018, 23:54:18 | შეტყობინება # 19 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მე ლიჩნად 612 არმსანი მირჩევნია. ფნეომა. მპ 153.და 155.მაგ თოფს ძაან გრძელია და თან ინერციული სისტემა არ მომწონს შტოგერის 3500. თურქული თოფებიდან 2 ლულიანიდან 1 ადგილას რაც ჩვენთან შემოდის ატ სპ. პოლოავტომატებიდან თავის ფასიდან და დრომ რომ გამოსცადა 612 მომწონს მაგრად
remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
|
|
| |
gio90 | დრო: პარასკევი, 21.12.2018, 23:34:17 | შეტყობინება # 20 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| [size=6]guguna, გეთანხმები და ამ კტიტერიუმით ესკორტ პს მომწონს ძაან
მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
შეტყობინება დაამუშავა gio90 - პარასკევი, 21.12.2018, 23:35:13 |
|
| |
ნუგომონადირე | დრო: შაბათი, 22.12.2018, 10:09:07 | შეტყობინება # 21 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 135
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| Stoeger M3000 როგორ შეაფასებთ?
Browning - B 725 Sporter Black Editio
|
|
| |
tereos | დრო: შაბათი, 22.12.2018, 12:11:47 | შეტყობინება # 22 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 285
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნუგომონადირე, ჩემთვის 3500 ზე მეტად მისაღებია 3000 მოდელი. სისტემა ერთნაირია. განსხვავება მხოლოდ ისაა რომ 3000 მაგნუმია 76 მმ სავაზნით. 3500 ნიტრომაგნუმი 89 მმ სავაზნით. შესაძლოა სხვადასხვა წნევებზეა ლულა გათვლილი მაგრამ 70 მმ ვაზნებს ვისვრი მხოლოდ. მაგნუმებს ან მით უმეტეს ნიტრომაგნუმებს არ ვიყენებ. ბალისტიკაზე როგორ იმოქმედებს გრძელი სავაზნე ? მე მგონი განსხვავება ექნება 76 ან 89 მმ სავაზნიდან 70 მმ სიგრძის ვაზნას რომ ისვრი. ეს საკითხი მაწუხებს მაგრამ პასუხი არ ვიცი. ძალიან დიდი კატასტროფა რომ არაა ფაქტია. მე 2000 მოდელი მაქვს და ვიცი რომ 3000 სჯობს აშკარად. ცევეო უფრო თხელი აქვს იმის გამო რომ დამაბრუნებელი ზამბარა კონდახში აქვს. ასევე ლულას აქვს უფრო გრძელი ნაწილი რომელიც კოლოფში შედის. ეს უზრუნველყოფს უფრო მყარ გადაბმას და ნაკლებ ცვეთას. მოკლედ ჩემი ხმა სტოგერ 3000 მოდელის სასარგებლოდ თუ ინერციული სისტემა მოგწონს.
|
|
| |
ნუგომონადირე | დრო: შაბათი, 22.12.2018, 22:27:16 | შეტყობინება # 23 |
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 135
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ინერციულსა და აირგადამტენს შორის რა განსხვავებაა და რომელი სჯობს?
Browning - B 725 Sporter Black Editio
|
|
| |
aleko | დრო: კვირა, 23.12.2018, 00:54:09 | შეტყობინება # 24 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნუგომონადირე, 2015 წლიდან აქ ხარ და ჯერ კიდევ ვერ გაიგე ეგ ამბავი ? : ))))))))
"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
|
|
| |
chale88 | დრო: კვირა, 23.12.2018, 07:39:44 | შეტყობინება # 25 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ნუგომონადირე, აქ ამ საიტზე საკმაოდ დიდი იმფორმაციაა მაგ ყველაფერზე რაც შენ გაინტერესებს.
ბ.თოთაძე
|
|
| |
msroleli1 | დრო: კვირა, 23.12.2018, 19:38:06 | შეტყობინება # 26 |
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 3
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| მ300 და3500 შორის რომელს მირჩევთ. ვისაც გაქვთ გამოცდილება ინფორმაცია იქნებ გამიზიაროთ
|
|
| |
gio90 | დრო: კვირა, 23.12.2018, 21:03:13 | შეტყობინება # 27 |
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 420
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| msroleli1, მე 3000 გირჩევ.იმიტომრომ 76 იანი სავაზნეაქვს და თითქმის ეს ვაზნები დაგჭირდება და არა 89 მილიმეტრიანი რაც ჩემიაზრით ზედმეტია,89 ში რომ 76 იან ვაზნებს მოიხმარ იგივე შედეგს ვერდადებ,წონითაც ნაკლებია,მოცულობითაც აქედან გამომდინარე ბალანსითაც,როცა გლუვლულიანს ყიდულობ მსუბუქ ნადირობაზეა მაინც საუბარი და ზედმეტია 89 იანი სავაზნე და თუ ლოსებზე და გრიზლიზე აპირებ ნუმიანდობ შენთავს თურქებს და რამე ბრენდი შაშხანა აიღე :)
მარჯვე ხელები მადლია ღმერთისგან
|
|
| |
ფორუმის სტატისტიკა |
განახლებული თემები |
პოპულარული თემები |
ფორუმში აქტიურები |
ბოლოს დარეგისტრირდნენ |
|
|
|
|
|