01:49:42
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
PERAZZI
davidvendetaდრო: ხუთშაბათი, 19.04.2012, 03:45:08 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Armi Perazzi
კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა.
დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა. 20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე ოცნებობს. ამავე პერიოდში მას გაჩნია არა მარტო თავისი შემუშავებული სქემები, არამედ პატენტები და გამოგონებანი. თავის გამოგონებებს ახალგაზრდა პერაცი ქარხანას სთავაზობს, მაგრამ უარს ღებულობს. მაშინ პერაციმ თავისი გამოგონებები კონკურენტ ფირმებს მიჰყიდა, ამ ფულით კი საკუთარი კონსტრუქციის იარაღს აწყობს სახლის პირობებში.
თავისი პატარა საამქრო პერაციმ 1957 წელს დააფუძნა 23 წლის ასაკში. აქ ყველა ოპერაციას ოსტატი თავად ასრულებდა. წარმატება მოულოდნელად მოვიდა. იმ დროში ცნობილმა სპორცმენმა მატერელიმ ახალგაზრდა პერაცის იარაღი შეუკვეთა, რომლის გაკეთებაშიც ოსტატმა მთელი სული და გული ჩააქსოვა. ამ თოფმა მატერელის 1964 წელს ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონობა მოუტანა, ხოლო პერაცის მსოფლიო აღიარება. 1968 წლის მექსიკის ოლიმპიადისათვის პერაცი წარმოებაში უშვებს უფრო სრულყოფილ МХ8-ს(შემოკლებული სახელი MEXICO-68). ეს მოდელი დღემდე რჩება ამ ფირმის თოფების პროტოტიპად. მისი წონა მერყეობს 3,4კგ-დან 3,7 კგ-მდე, ლულის სიგრძე 660მმ-დან 760მმ-მდე, სახსნელი ტიბჟირითა და ინგლისური ან ნახევარპისტოლეტური კონდახით. ეს თოფები გამოდის სტანდარტული, ლუქსი, სუპერლუქსი და ექსტრა ლუქსის კლასით.
კომპანია ასამდე სხვადასხვა მოდელს უშვებს, მართალია მცირე რაოდენობით ჰორიზონტალურებსაც აკეთებენ, თუმცა იარაღის ძირითადი რაოდენობის ტიპი უცვლელი რჩება, ესაა ლულათა ვერტიკალური განლაგება. გამოდის სანადირო და სპორტული ვარიანტები, თუმცა ძირითადი სპეციალიზაცია მაინც სპორტულია. ამ იტალიური ფირმის თოფებით ბევრ სპორცმენს უზეიმია ოლიმპიური ოქრო. ეს მართლაც დიდი რეკლამაა საწარმოსათვის. პერაცის საერთო პროდუქციის 80% ექსპორტზე გადის. საწარმოში დღეისათვის 100 ადამიანი მუშაობს, რომლებიც დღეში 12 ერთეულ თოფს უშვებენ. კომპანიას აქვს თავისი წარმომადგენლობა აშშ-ში. ადგილზე კი საკუთარი სასწავლო ცენტრი, სადაც ოსტატები მომზადებასა და გადამზადებას გადიან.
კომპანიის ერთ-ერთი გამორჩეული სერვისია ის, რომ შემკვეთს თავად შეუძლია შეამოწმოს ქარხნის სტენდზე თოფი საბოლოო დამუშავებამდე და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კორექტივები შეიტანოს.
პერაცის თოფების მაღალ ხარისხზე დიდ ხანს შეიძლება საუბარი. სპორტული და სანადირო მოდიფიკაციების ლულათა სიგრძე 65სმ-დან 93სმ-მდე მერყეობს. ჩოკური შევიწროებანი შემკვეთის სურვილისამებრ კეთდება(ჩასახრახნი ჩოკების ჩათვლით); არხის დიამეტრი 12 ყალიბისათვის მერყეობს 18,3 დან 18,7-მდე. შემკვეთის გემოვნების მიხედვით ირჩევა ხის მასალის სტრუქტურა და ფერი; სასხლეტ-დამცემი მექანიზმი შეიძლება იყოს ფიქსირებული ან სახსნელი. პირველი ტიპის მექანიზმის შემთხვევაში მცველი(ავტომატური ან არა) კალაპოტის თავზეა განლაგებული, სახსნელის შემთხვევაში კი ფართან; საბრძოლო ზამბარა არის 2 ტიპის სპირალური ან ფირფიტოვანი, სასხლეტი კავები სელექტორულია და მისი მდებარეობა რეგულირდება; სამიზნე და შემაერთებელი თამასა შეიძლება იყოს შემდეგი ზომების: 11x11, 9x11, 7x11, 7x7 ,5x7.
თოფების ბალანსი იმდენად სრულყოფილია, რომ ხელში აღებისას არსებულთან შედარებით ყოველთვის ნაკლები წონის გეჩვენებათ თოფი.
პროდუქციაში ყველაზე მეტად გავრცელებულია 12 ყალიბი, თუმცა გამოდის 20 და 28 ყალიბის გლუვლულიანებიც და 410 ყალიბი.
კერძო შეკვეთებით შესაძლებელია ერთ კალაპოტზე აეწყოს წყვილი 20 და 10 ყალიბის გლუვლულიანები.

http://www.perazzi.it/en/competizione/Skeet

ვისაც ყიდვის სურვილი გაუჩნდება, აგერ არის ონლაინ მარკეტი http://www.pacificsportingarms.com/perazzi....ype=new 166


davidvendeta
 
-BERG-დრო: ხუთშაბათი, 19.04.2012, 15:14:16 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1202
რეპუტაცია: 9
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
davidvendeta, ერთი -ორი ფოტოც არ აწყენდა ამ თემას 167
 
marsiდრო: ხუთშაბათი, 19.04.2012, 19:15:21 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:07:29)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:08:02)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:08:34)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:09:06)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:09:36)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:10:31)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:11:04)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:11:45)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:12:18)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:12:51)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:13:22)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:13:52)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:14:19)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:14:57)
---------------------------------------------
[img][/img]

დამატებულია (19.04.2012, 18:15:21)
---------------------------------------------
ესეც გენიალური და ულამაზესი პერაცები


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
nakuraდრო: პარასკევი, 08.08.2014, 22:33:36 | შეტყობინება # 4
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იდეალურებია!
 
akson777დრო: პარასკევი, 08.08.2014, 23:23:34 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია პერაცი! ამ თოფის ვიზუალი ყველა თოფს მირჩევნია, თითოეული პერაციზე არის გენიალური მხატვრობა დატანილი , სულ რო არ ისროდეს მარტო ამ თოფის ესთეტიკით ტკბობა ღირს ყველაფერი!

"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
bichi2009დრო: შაბათი, 09.08.2014, 00:26:29 | შეტყობინება # 6
ჯგუფი: წაშლილები





ჩემი საყვარელი მოდელებია mx2000 და mx8
 
bichi2009დრო: შაბათი, 09.08.2014, 00:32:25 | შეტყობინება # 7
ჯგუფი: წაშლილები









ჩემპიონია რააა.............
 
gugunaდრო: შაბათი, 09.08.2014, 12:45:58 | შეტყობინება # 8
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 546
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარი ვერტიკალია სიამოვნებით ვიქონიებდი

remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
 
bichi2009დრო: შაბათი, 09.08.2014, 15:22:06 | შეტყობინება # 9
ჯგუფი: წაშლილები





აი ეს მომცა ნეტა...................

 
nakuraდრო: შაბათი, 09.08.2014, 16:49:26 | შეტყობინება # 10
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 18
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მაგარია!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика