01:28:22
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
rizzini
davidvendetaდრო: ხუთშაბათი, 19.04.2012, 02:10:07 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი იტალიური კომპანია წარმოიშვა ძველი, ოჯახური საწარმოდან. ასევეა ფირმა F.A.I.R. S.r.l. ეს კომპანია წარმოადგენს ნათესაურ საწარმოთა გაერთიანებას, სადაც თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი აქვთ. ეს კოპრორაცია 1965 წელს ბატისტა რიცინიმ შექმნა.
ამავე საწარმოსთან დაკავშირებულია კომპანია Fratelli Rizzini, რომელიც უფრო ადრე ძმები ბატისტა, ემილიო და ისიდორო რიცინის მიერ იყო დაარსებული.
რიცინის გვარი იტალიაში ბევრ კომპანიაში ფიგურირებს.
მათგან ყველაზე მეტად ცნობილებია Emilio Rizzini, Battista Rizzini, F.A.I.R. S.r.l. - Fabbrica Armi Isidoro Rizzini.

თითოეულ მათგანზე ცალ-ცალკე მოგახსენებთ:

Emilio Rizzini
იტალიური სასაქონლო მარკა Emilio Rizzini არსებობს 1974 წლიდან. ის უშვებს სანადირო და სპორტულ თოფებს. დღეისათვის ფირმა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებს გამოიყენებს. მანქანურ-კონვეიერულ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა, რაც საქონლის მაღალ ხარისხს განაპირობებს.
ამ ფირმის ყველა თოფი 1200 ბარ წნევაზე გამოიცდება და მათ აბსოლიტურ უმრავლესობას ჩასახრახნი ჩოკები აქვთ. ჩოკების ტიპები შეიძლება იყოს დამაგრძელებელი ან სადები.
როგორც მოგეხსენებათ თოფის თვითღირებულებაზე და კლასზე დიდ გავლენას საკეტი სისტემები ახდენს. ამ კუთხით აღნიშვნის ღირსია რიცინის დაპატენტებული ოთხმაგი საკეტი Four Locks. გარდა ამისა რიცინის გამოგონებაა ექვსსაფეხურიანი საკეტი. მათი მეშვეობით ამ ფირმის თოფები ერთ-ერთი ყველაზე მყარი ჩაკეტვით ხასიათდებიან. რიცინის გლუვლულიანები იმ დონეზე იკეტებიან, რაც საკმარისი იქნებოდა აფრიკული ნადირობისათვის განკუთვნილი შტუცერებისათვის.
საკეტების სიმრავლე და სირთულე ფასთან ერთად წონასაც მატებს თოფებს.
ამ ფირმის სპორტული მოდელებიდან ყველაზე ცნობილია Primatist, Compact და gara. ამასთან ერთად ფირმა უშვებს რამდენიმე მოდელს ლულების ჰორიზონტალური განლაგებით.
1999 წელს შედგა რიცინისა და ბარბარა ფაუსტის ქორწინება, რითაც მოხდა ორი იტალიური ფირმის გაერთიანება. თუმცა ორთავე სასაქონლო მარკა შენარჩუნებული იქნა.
Rizzini Primatist გამოდის მხოლოდ 12 და 20 ყალიბისა; სავაზნე შეიძლება იყოს 70 ან 76 მილიმეტრი; ლულები სახრახნ ჩოკებზეა, ლულის სიგრძე არის 68, 71 ან 75სმ; სამიზნე თამასა ვენტილირებადია და მისი სიგანე 10მმ-ს შეადგენს; აღჭურვილია ეჟექტორებით. შეიძლება დაყენდეს ერთი სელექტორიანი ან ორი სასხლეტი კავი. გრავირება წვრილი და ელეგანტურია; რიცინის ორთავიანი არწივი(გერბი) კალაპოტის ქვედა მხარეს შეიძლება შესრულებულდეს ოქროთი(კლიენტის სურვილისამებრ). ტიბჟირი და კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკლისაა.

Battista Rizzini
კომპანია Battista Rizzini 1971 წელს დაფუძნდა ბატისტა რიცინის მიერ. დღეს ეს ოჯახური კომპანიაა სადაც ბატისტა, მისი ვაჟი და ორი ქალიშვილია დასაქმებული. ბევრი სპეციალისტის მიერ ეს კომპანია საშუალოფასიან სპორტულ თოფებში ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლადაა აღიარებული. ამ ფირმის პროდუქცია არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპასა და ამერიკაშია ცნობილი(ამ ქვეყანაში წარმომადგენლობაც აქვთ).
პრემიუმ-კლასის თოფებში ტრანშეული სტენდისათვის, ბატისტა რიცინი იტალიურ გრანდებთანაც კი ახერხებს კონკურენციას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამ კლასის თოფების ფასის ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან რთულია პატარა კომპანიისათვის.
კომპანია Battista Rizzini სპორტულ თოფებს ამზადებს მხოლოდ ლულათა ვერტიკალური განლაგებით; სანადირო თოფებს, უპირატესად ვერტიკალური განლაგებით და სანადირო ხრახნილლულიანებს(ორლულიან შტუცერებს რვა სხვადასხვა ყალიბით). გლუვლულიანების კალაპოტები მსუბუქი შენადნობებისაა სანადირო მოდელებში, ხოლო სპორტულებში კი მხოლოდ მაღალხარისხოვანი ფოლადის. ძალიან ეფექტურია მისი თოფები ვენტილირებადი შემაერთებელი თამასით.
ბატისტა რიცინის ეკუთვნის რიგი სიახლეებისა. ესენია ნემსას კაფსულზე დაცემის ძალის რეგულირება; აღსანიშნავია ამ ფირმის ტიბჟირიც, რომლის ლითონის ნაწილების კალაპოტთან შეხების ადგილების ჭრილები რეგულირდება ცვეთის შესაბამისად. საკეტ სისტემაში გამოყენებულია პერდეს ჩარჩო.
განსხვავებული სიგრძისაა ბატისტა რიცინის თოფების ლულებიც. მაგალითად ტრანშეული სტენდისათვის განკუთვნილი მოდელი ,,პრემიერი" აღჭურვილია 75 ან 81 სმ სიგრძის ლულებით. ამ მოდელის სანადირო ვარიანტს აქვს 77,5 სმ სიგრძის ლულა.
75 სმ სიგრძის ლულებიანი თოფი3,65 კგ-ს იწონის, თავად ლულა კი 1,52კგ-ა. სავაზნე 70მმ-ა; ამ თოფს ფიქსირებული ჩოკები აქვს, ხოლო სასხლეტი არასელექტორული. რაც შეეხება სპორტინგისათვის განკუთვნილ თოფებს, მათ სელექტორული სასხლეტები და სახსნელი ჩოკები აქვთ. თოფი არც თუ ისე მდიდარია გრავირებით, თუმცა ოქროთი გაკეთებული წარწერა Rizzini მართლაც რომ განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს ნაკეთობას.

Isidoro Rizzini
ფირმა FAIR(Fabbrica Armi Isidoro Rizzini) განლაგებულია ბრეშიადან ჩრდილოეთით გარდონში. დღეისათვის საწარმო უმეტესად ვერტიკალურ გლუვლულიან და ხრახნილლულიან იარაღს უშვებს. ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე ჰორიზონტალურების გამოშვებაც დაიწყო მცირე ოდენობით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სერია ,,იმპერიალი".
ვერტიკალურების უმეტესობა ერთნაირი კონსტრუქციისაა: ლულების ქვედა თაღით ჩაკეტვა. ლულები კალაპოტში ნახევარღერძებს ეყრდნობა. საბღძოლო ზამბარა სპირალისებრი; საკეტი გამორიცხავს შემთხვევით გასროლას სრული დაკეტვის გარეშე.
ლულები მზადდება სპეციალური ფოლადისაგან(ფოლადს ემატება ქრომი, ნიკელი და მოლიბდენი); ლულები ქრომირებულია. ლულების გამოცდა მაღალ წნევებზე ხდება.
1990 წლიდან ფირმამ დაამზადა იარაღის სერია S790EML , რომელშიც ყველა ტიპის სავაზნე გამოიყენა(70, 76 და 89 მილიმეტრიანი). ამ პერიოდიდან ლულები ფოლადის საფანტზე გათვლილიც გამოდის.
ფირმის ყველაზე მაღალმხატვრული მოდელია Artemis(ნადირობის ქალღმერთის არტემიდას სახელობის).
2006 წლიდან ფირმა შედარებით მსუბუქი მოდელების გამოშვებას იწყებს, როგორიცა Ergal და Artemis Light(ყველა ყალიბზე).
ხრახნილლულიანებიდან აღსანიშნავია Express 90 კუთხოვანი კალაპოტით და Express Round Body მომრგვალებული კალაპოტით. ხრახნილლულიანების კალაპოტებს ქრომირებული ფოლადისაგან ამზადებენ, რითაც ზრდიან მის მდგრადობას.
უნდა აღინიშნოს, რომ რიცინის ყველა წარმომადგენლის მსგავსად ისიდორო რიცინი უმეტესად ,,ლაკონური" იტალიური გრავირებით შემოიფარგლება.

http://www.rizzini.it/index.php?

გქონიათ თუ არა პირადად აღნიშნული ბრენდის თოფი?


davidvendeta
 
SNAIPERდრო: ხუთშაბათი, 19.04.2012, 13:57:43 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 340
რეპუტაცია: 7
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
fshavelo, ჩემმა მეგობარმა იყიდა Rizzini შაშან მოსკოვში, იქ ცხოვრობს სდენდავიკია მასტერ სპორტა,და გადაიხადა 7000$ ისე 5000$ დან იწყება ზევით უსასრულობემადეო.მაგარი კმაყოფილია
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика