ამ უნიკალურმა მოდელმა დაიპყრო ჩემი გული! ასე კარგად არ მომრგებია ბეჭზე არაფერი და გარწმუნებთ ძალიან ცნობილი ბრენდის იარაღები ჩემ ჭკუაზე მკავებია, მართალია ცოტა ხნით, თუმცა საკმარისი დრო მქონდა იმისა რომ არჩევანი შეჩერებულიყო ყველაზე საუკეთესოზე! Fაბარმზე ამბობენ 10 კაციდან 9-ს აჯდება მოხერხებულად ბეჭზე და თავს გრძნობენ კომფორტულადო, რადგანაც ისეა იარაღი დაბალანსებული თითქმის დამწუნებელი არ ყავს! ჩემი აზრით მხოლოდ გემოვნების საკითხია როცა სხვა სანადირო ორ ლულიან თოფს ირჩევენ, იგივე ფასის და იგივე დონის ბრენდის არჩევის დროს. მასზე ძვიადღირებულებსაც კი მირჩევნია მე პირადად რადგანაც ამ იარაღის ხელში დაჭერის დროს უფრო მეტი თავდაჯერებულად ვიგრძენი თავი ვიდრე იმათი. მინდა დაწეროთ მცოდნე ხალხმა და იმათმა ვისაც გაქვთ შეხება ამ არაჩვეულებრივ იარაღზე.
ლულა დამზადებულია Tribore ტექნოლოგიით (პირველად გამოყენებულია FABARM-ის მიერ დაახლოებით 10 წლის წინ). ამ ტექნოლოგიით დამზადებული ლულა იყოფა სამ ზონად, უშუალოდ ლულის ძირითადი ნაწილი დიამეტრით 18.8მმ, ლულის კონუსური ნაწილი, სიგრძით 204 მმ. როდესაც ლულის დიამტერი მცირდება 18.4მმ-დე და შემდეგ ცილინდრული ნაწილი ლულის ბოლოსკენ (5მმ), რომელიც მთავრდება დაბალოებით, რომელზეც ყენდება ცვლადი ”ჩოკები”. შესაძლებელია ფაბარმის სტანდარტული „მულტიჩოკების“ ან ლულის მუხრუჭების/კომპენსატორის დაყენება. ლულის დამზადების ასეთი ტექნოლოგია უზრუნველყოფს შესანიშნავს რეზულტატებს ტყვიით სროლისას და მისაღებ რეზულტატებს საფანტით სროლისას, სასურველი ჩოკები აქცევენ ამ იარაღს ნამდვილ უნივერსალურ თოფად.ვაზნის სიგრძე შეადგენს 76მმ-ს და აქვს საკმაოდ გრძელი გადასვლა ლულაში.
ფაბარმი თავისი პროდუქციით (ნახევრად-ავტომატური, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ორ ლულიანი სანადირო თოფებით) არც თუ დიდი ხანია გამოჩნდა მსოფლიო ბაზარზე, ამდენად იგი ახალი კომპანიაა და დაარსებიდან ბრენდად იქცა! ჩვენს მეზობელ რუსეთში მისმა პროდუქციამ რუს კოლეგა-მონადირეებში დიდი სიმპატია დაიმსახურა მიუხედავად მისი მცირე წლოვნობისა. თუმცა ფაბარმის ოსტატებს დიდი მუსაობის გამოცდილება აქვთ, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ბერეტას ფირმაში წლების მანძილზე, ამიტომ მათ გაიარეს სკოლა საიდანაც ნამდვილად სასარგებლო ცოდნა წამოუღიათ! ჩვენს მეზობელ რუსეთში საუბრობენ მის ხელმისაწვდომ ფასზე, რასაც ჩვენს ქვეყანაშიც ვამჩნევთ ბაზიერლებო, არ გახლავთ მიუწვდომელი ოცნება, მთავარია მონდომება და მისაწვდომ ფასში იყიდით ამ უნიკალური მოდელს. ასეთი დაბალი ფასი ნამდვილად არ ექნებოდა რომ არა ფაბარმის სწორ მიდგომას კომერციული თვალსაზრისით, ელოდებიან ფასების ზრდას როდესაც ბრენდი მთელ მსოფლიოს მოიცავს! წარმოიდგინეთ იტალიელმა ოსტატებმა (რომელიც 100% დამზადებულია იტალიაში) სრულყვეს დამცავი დაფარვა PVD Titanium-ით, რომელიც იარაღის მწარმოებელი კომპანიის მიერ შემუშავებული გალდათ 2003 წელს. PVD Titanium ფარავს რა სანადირო გლუვლულიან თოფს, იცავს მას: 1. დიდი გამძლეობით ებრძვის კოროზიას, ვერაფერს აკლებს მარილები და ნესტი 1500 საათი. 2. გამძლეა სხვადასხვა ხსნარების ზემოქმედებისას (ტუტის მჟავა და სხვა მისთანა). 3. აგრეთვე გამძლეობას მატებს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მიმართ. უდაოა ასევე ფაბარმის დაპატენტებული ტექნოლოგიების ხიბლი, რომელიც ექსკლუზიურად ფაბარმის იარაღებისთვის შეიქმნა: "гиперболические профили дульных сужений, специальная сверловка Tribore, особые составы покрытий для металлических и деревянных частей, собственные разработки в проектировании оружия…" ამის თარგმნა არც ღირს ისე კარგად ჟღერს ბაზიერელებო. ფაბარმის ტექნოლოგიები არის სინთეზი ძველის (ტრადიციული) და ახლის, რომელიც სრულყოფას ავლენს იარაღებში. რაც კიდევ მომხიბვლელია ეს გახლავთ ფასი, რომელიც როგორც ავღნიშნე გვეუბნებიან ექსპერტები აუცილებლად აიწევსოო.
აქვს ტიტანის საცვლელი ჩოკები და რათქმაუნდა ტიტანის მექანიზმი, ფაბარმის დამოუკიდებელი მიღწევაა ლულების კომპლექტაცია სახსნელი მოწყობილობების 4 ტიპით: ა) სახსნელი მოკლე ჩოკები (0-დან 1,0-მდე) ბ) 1,5-სმ-იანი დამაგრძელებლები სტენდისათვის (8 ჩოკის ჩათვლით), გ) დამაგრძელებლები 3; 5; 7,5; 10 და 12 სანტიმეტრი სიგრძითა და ამასთან ერთად 4,5სმ-იანი ხრახნილი ჩოკი; დ) პომპებისათვის 6 ცალი ლულის კომპლექტი(სახსნელი ჩოკებით).
ლულათა სიგრძის მიხედვით თოფების მასა მერყეობს 2,65-დან 2,85კგ-მდე, რაც ხარისხიანი მსუბუქი შენადნობების დამსახურებაა. მცირე მასიდან გამომდინარე, დიდმუხტიანი ვაზნების სროლისას დისკომფორტის აღმოფხვრის მიზნით, კონსტრუქციებში დატანებულია ბუფერული სისტემა, რომელიც ნახევარავტომატურებში ამცირებს საკეტისა და ლულის, ფიქსირებული და მოძრავი მექანიზმების უკუცემას. ფაბარმი უშვებს სამი ძირითადი კლასის - ორლულიანების, თვითდამტენებისა და პომპების დიდ ასორტიმენტს.
ალბათ ასეთ კონდახს გავაკეთებინებ სხვა ვერტიკალურს როცა შევიძენ რათქმაუნდა ნაკლებ ფასიანს, ეს ფოტო მოეხმარება იმათაც ვისაც უნდა კონდახის გაკეთება, ოღონდ აქ თვითონ მექანიზმის კორპუსია შეჯენი ხეში და რათქმაუნდა ცვენ ვერაფერს ვიზამთ მაგრამ ძირითადი მონახაზი ზომების გვეცოდინება
http://www.fabarm.com/pdf/2011catalogue1.pdfამ ლინქზე დევს ის რაც თქვენ გჭირდებათ! აქ შეძლებთ ნებისმიერი პროდუქციის ნახვას და თქვენთვის სასურველზე ინფორმაციის წაკითხვას ★ஜ۩۞۩ஜ★
ფაბარმებში ყველაზე მეტად მესიმპატიურება და იარაღს რო ვყიდულობდი მაშინ ვერ გავქაცე მეტი და ამიტომაც ვიყიდე ელოსი მაგრამ დიდი სიამოვნებით ვიქონიებდი 71 იანი ლულით. . .
bichi2009, ჶაბარმი რაც ხელში დავიჭირე და რაც პირველი გასროლა მოვახდინე, იმ დღიდან დაპყრობილიაქვს ჩემი გული, ხელმისაწვდომია ჩემი აზრით და აუცილებლად შეიძენ თუ მოინდომებს კაცი. ხარისხზე და სხვა დანარჩენზე არც ვისაუბრებ ყველამ იცით რაც არის..მაქვს ვიდეოები ჟაკანს როგორ ამუშავებს ჩემი გადაღებული და ყველაფერი ამ თოფზე ★ஜ۩۞۩ஜ★
აღსანიშნავია ფაბარმების ხის დამუშავება რომელიც ერთერთი საუკეთესოა სერიულ თოფებს შორის. ავღნიშნავდი ფაბარმის მიღწევებს განსაკუთრებით ლულის ბურღვის სისტემაში ტრიბორი და მისი გაუმჯობესებული ვარიანტი ტრიბორ + ი დიამეტრით 18.8 მმ. ამის შემდეგ დაიწყეს ბერეტა ბრაუნინგმა და ვინჩესტერმა დიამეტრის გაზრდა რაც ბერეტას ოპტიმა ბორი 18.4 დან 18.6 მდე გაზარდეს. ბრაუნინგი და ვინჩესტერმა შექმნა ბექ ბორი რომელსაც დიამეტრი უკანა ნაწილის გაზარდეს 18.7 მდე არვიცი ეს იყო ფაბარმის გამოგონების საპასუხოდ თუ უკვე საჭირო გახდა დიამეტრის გაზრდა და გარდაუვალი მომენტი იყო. შეგახსენებთ რომ ფაბარმის ტრიბორი დაპატენტებულია და სხვას მისი წარმოების უფლება არ აქვს. ყველა სისტემა კარგია რომელსაც ბრენდები ქმნიან მაგრამ მე თუ ვინმე მკითხავს ფაბარმმა ლულის ბურღვის სისტემით და წნევაზე მედეგობით ბევრს აჯობა ასე რომ ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. შედარებით მცირე უსიამოვნებებს აწყდებიან ელოსებზე მაგრამ არანაირად აქსისზე რომელიც მართლაც რო კარგად დამუშავებულია ყველანაირად. მე დიდი სიამოვნებით შევცლიდი ჩემს ელოსს აქსისით. ოღონდ სპორტული აქსისითდა დახვრეტილი ლულების გარეშე. რავიცი ჯერ ბერეტა ბრაუნინგამდე ბევრი აკლია მაგრამ დრო ფაბარმის სასარგებლოდ მუშაობს. არაჩვეულებრივი ბალისტიკური მაჩვენებელი როგორც ტყვიაზე ისე ფოლადის და სპილენძის საფანტზე.
ბიჭი Fაბარმს ხელწამოსაკრავი არავითარი კომპონენტი არ აქვს! ტრიბორე ტექნოლოგია მართლაც მაგარია, ოღონდ ვისაც Fაბარმი აქვს ცოტა გაწმენდა უჭირს, ჩვენთან სამს აქვს ჩემს ირგვლივ. გამა 2 და ა.შ. ყველას გამოაქ ერთი ვაზნის დასატენი წამალი ლულიდან შენსკენ როგორ არის საქმე? bichi2009, ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ბერეტას ვაზნები ჩამოვიტანე საბერძნეთიდან და საერთოდ არაფერი არ რჩება ყველა იწვება და 1 გასმაზე ლულა ბზინავს. იგივე შემიძლია ვთქვა ჩვენთან ნაყიდ ფაბრიჩნებზე მაგრამ 2 გასმა მაინც უნდა. რაც შეეხება ჩემს მიერ დატენილებს რექსს კარგად წვავს მაგრამ გასაწმენდად არის ცუდი და მშრალი ჩვარით ვერ მოერევი უნდა დაასველო ზეთით. დრაგო დიდი ფირფიტებია და დაუწვავი ნაგდად რჩებოდა ბევრი ნუ ნახევრად დამწვარი. რავიცი ხან იგლისება სასწაულად ნაგარი და მე ყოველთვის ზეთს ვაშხაპუნებ ლულებში თავიდანც და ბილოდანც 2 წუთს გავაჩერებ და გავუსმევ ოდნავ ნამიან ჩვარს რავი მე დავამარცხე ნაგარის პრობლემა. მე აქაურ დენთს ვაბრალებ იმიტომ რო მარტოდატენილებზე შვება. და კიდე ერთი ნადირობიდან დაბრუნებული ეგრევე ვწმენდდი თორე მერე შრება და მაწვალებდა. რაც შენ თქვი ეგეთი პტობლემა არ მქონია მხოლოდ გაწმენდაზე ხაზებს ტოვებს ხან საფანტი ისიც ჩუდი ვაზნები ძირითადად კარგმა არ ქნა ეგრე. სპილენძის ჯაგრისს გავუსმევ და ეგაა. მოკლედ ეგრეა
დამატებულია (26.07.2012, 15:20:27) --------------------------------------------- რუსული თოფიც მაქვს და განსხვავებულად არც იმაზე მქონია საქმე რავიცი დავიჯერო ფაბარმი შვება ეგრე? ეჭვი მეპარება.
ხუმრობ? ფაბარმი რაშუაშია ამ შემთხვევასთან, თუ დენთი წვას ვერ ასწრებს გინდა ჰოლანდით ისროლე...
თემიდან თემაში მეპაექრები ბენდექს ე.ი. ტრიბორე ტექნოლოგიათქო რო ვახსენე წინა ფოსტში, ეს ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიით ბურღავენ ლულებს, ორგან აქვს შევიწროება ლულას დანარჩენი დიამეტრი კი იცით რაც არის, ჰოდა ამ მოწურვის ადგილებში ისვრება. ეს იმიტოა რომ საფანტი კარგად მოიწუროს, გადანაწილდეს და მეტი "კუჩნოსწი" ქონდეს! ეხლა არ ვიცი როგორ დავხაზო თუარა თვალსაჩინოდ ავხსნიდი კარგად.. დაკვირვების შედეგად ვისაც აქვს ამბობს რომ კონტეინერიანი არ სვრის მასე, არც რკინის საფანტი..ტრიბორე ტექნოლოგია 1600 ბარელზე ადის და ლულები გამოდის სუპერი, ორგან იწურება ანუ ვიწროვდება, ესეიგი ორმაგად ამუშავებს და აძლევს სიძლიერეს, ამავდროილად შლის კარგად და მიტანა-ჭრა შესანიშნავია! რაც შეეეეხება რკინის საფანტს, თანამედროვე სამყარო ცრდილობს გადავიდეს რკინაზე. ერთ შტატში უკვე მიღებულია ამერიკის შტატის კანონი და არ შეიძლება სხვა საფანტის გამოყენება. სადღაც წავიკითხე და მითხრეს კიდეც რომ ინგლისში ტბა გარდაიცვალა! ჯაპანაზე მთელი საქართველო ისვრის და რამდენი საფანტია ჩაყრილი, არ იჟანგება ეს ჩვენი საფანტი და შესაბამისად წამლავს მცერარეებსაც და წყალსაც! ასე მომხდარა ინგლისურ "ჯაპანაზე" სადაც მთელი ქვეყანა ნადირობდა და ხელი რო ჩაგეყო ერთი მუჭა საფანტს ამოიღებდი, რამაც მოკლა წყალში ყველაფერი. ★ஜ۩۞۩ஜ★
კაი რაა, სულ ასეთი შეგრძნებები რატომ გაქვს? პაექრობა რომ მინდოდეს გაცილებით ბევრ თემას გადავწვდებოდი, შემოვირბინე ვნახე დავწერე ი ვსიო... არ ვიცი ფაბარმის შიგნით რა ხდება ნამდვილად, მაგრამ ლულის შევიწროება რაშუაშია, დენთი ვაზნაშივე უნდა იწვებოდეს... რა უნდა ლულაში დენთს? ნიკა რაზმაძე
ჩემი ქუთაისური ბაზარი იცი შენ, წამლში მოიაზრება ყველაფერი თუარა ისე დენთი ქვია..იმედია ეს უდაო-სადაო ფოსტები წაიშლება და საქმეს დამიტოვებთ კიდე მაქ კაი რარაცეები ამ ფირმაზე საწერი და ჩემ Fავორიტ ფირმა Fაბარმს ასე ნუ გამიუბრალოებთ ★ஜ۩۞۩ஜ★
არაფერი წასაშლელი აქ არაა ჯანსაღი მსჯელობა ყველგან საჭიროა. მე როგორც ფაბარმის მეპატრონეს და შესაბამისად გამოცდილსაც (მესამე სეზონია რაც მაქვს) ვიტყვი რომ არანაირად არ ისვრება მაინცდამაინც შევიწროების ადგილებში თუმცა ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგრჩეთ და რატომ? იმიტომ რო უკან დიამეტრი დიდია 18.8 და რო შევავსოთ შომპოლზე ბევრ ჩვარს ვახვევთ შესაბამისად და აი რო მივდივართ წინ სადაც შევიწროებას იწყებს და 18.4 მდე დადის დიამეტრი უკვე უჭერს და იგლისება უარესად ნაგარი. ამიტომ გაწმენდამდე ლილაში შეაშხაპუნეთ ნაგარის მოსაშორებელი ზეთი თავიდან და ბოლოდან და რამოდენიმე წუთის მერე გაწმინდავ და ვსიო მორჩა კინო. ნაგარს იწვევს 1.პლასმასის პიჟი (ლულას ხო ეხახუნება შიგნით თან წვას განიცდის პლასმასი და რჩება მცირედი.) 2. ქაღალდის პიჟიც 3. დენთიც 4. უხარისხო საფანტი კვალებს ტოვებს (ან ჯაგრისი უნდა გაუსვა სპილენძის ან არის ტყვიის ნარჩენების მოსაშორებელი სითხე მგონი მაგნუმსაც აქვს)
bichi2009, ძალიან კარგი და სასარგებლოა შენი ფოსტები ამ თემაში, სხვა ფაბარმის თემაშიც, მიხარია კომპეტენტური კაცი რო გვყავს საიტზე ფაბარმში მაგრამ გარწმუნებთ ლულა ორ ადგილას დასვრილი გაწმენდის მერეც მინახია, ჯერ სეზონზე ერთხელ წმინდავს ვისაც აქვს ეს თოფი ისიც დახურვის დროს და ალბათ ესეცაა რო უჭირთ წმენდა სხვა თოფებთან შედარებით. ★ஜ۩۞۩ஜ★
თუმასეა მაშინ გაუწმენდაობით დააგროვა შევიწროების ადგილებში ნაგარი და ეგაა. მაგ თოფს არ შეეფერება ეგეთი მოპყრობა. დღეში 10.15 წუთი ვერუნდა დაუთმო საყვარელ იარაღს? მე თან ვევლები. სტენდზე რო ვიყავით ბაზიერის ბიჩები უხმარი ეგონათ
bichi2009, უხმარი კიარა ცივიო აქვს მოყანყალებული და ნიკელი გადაქლექილი, მაგრამ რო მიკავია ხელში გაბრზიალებულ სხვა თოფებს მირჩევნია მაინც კაია მასე რო უვლი Fაბარმზე არაა საქმე, საერთოდ თოფის, ძაღლის, სანადირო აღჭურვილობის და ყველაფრის მოვლა უნდა იცოდეს მონადირე კაცმა. ესთეტიკა და დახვეწილი კულტურული ნადირობა იწყება სისუფთავით და ყველაფრის მოვლელობით. ★ஜ۩۞۩ஜ★
ბაზიერელ ძმებს სიცოცხლე რაც შეეხება ფაბარმს, მეც ფაბარმის პატრონი ვარ და იგივეს ვიტყვი რომ უხარისხო ვაზნები გარკვეულ პრობლემას მეც მიქმნის გაწმენდისას. დენთის ნამწვი საერთოდ არა, უფრო ზოლებს იკეთებს და ვფიქრობ რომ ტყვია და პლასმსასი ეგლისება და ჯაგრისებით მიწევს წმენდა. იმასაც დავაკვირდი ზედიზედ რამდენიმე გასროლისას უფრო მოზდის თითქოს ლულის გახურებაც უწყობს ხელს. ჯერ მაინც ვერ შევურჩიე ისეთი ვაზნები რომ ბოლომდე კმაყოპილი ვიყო. კიდევ ერთი პატარა პრობლემა ის ქონდა რომ ცევიო ოდნავ უყანყალებდა და მაგრად მიშლიდა ნერვებს თითქმის უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც, ერთ დგესაც მაგარ ცვიმაში მოვყევი, წყალშიც ჩავარდი თოფიანად და იმის მერე ცევიო ისე ჯდება რომ დზალასაც რომ ვატან აგარ მოდზრაობს. ზოგი ჭირი მარგებელიაო ისე მომივიდა რმდენჯერმე დამისველდა და სახლში მიტანამდე ლულაზე რომ დავაკვირდი ჟანგივით ქონდა ალაგ ალაგ მოკიდებული მაგრამ რომ გავწმინდე ეგრევე მოშორდა. რაც შეეხება გაწმენდით სულ ვწმინდავ თან ნახევრად ავტომატია და უფრო საჭიროებს წმენდას bichi2009, დიდი მადლობა კიდევ, ხომ იცი ჩემს არჩევანში დიდი წვლილი მიგიძღვის Shavi
ოდნავ ცევიო ნებისმიერ თოფზე მოძრაობს ჩემ ელოსზეც კი და არ ღირს მაგაზე ყურადღების მიქცევა. ჯერ ახალია და წიკები იცის მეც მქონდა რაღაცეებზე წიკები და მივხვდი რო სისულელე იყო და თავი დავანებე. ნეტა მეც მომცა XLR 5 ზალპებს დავცხებდი წმენდა და მოვლა ყველა თოფს უნდა დიდხანს გემსახურება. ჟანგი არამგონი რო ყოფილიყო რავიცი. ზეთიანი ჩვარით მოაცილე ხოლმე თითის ანაბეჭდები და ვსიო. სხეული მარილებს გამოყოფს და არ უნდა დატოვო რო გეკავება სახლში თუგინდა არ გაისროლო გარედან გააპრიალე და მშრალ ოთახში შკაფში ან სეიფში შეინახე. არ შეიძლება კაბურაში ჩადებულის შენახვა. მიხარია თუ დაგეხმარე ეგ იარაღი ბევრ კარგ წუთებს გაჩუქებს. წარმატებები ხო წმენდის პრობლებმა შენ უფრო გექნება რაც უფრო ბევრ ვაზნას ისვრი განსაკუთრებით თუ მიჯრით ისროლე ზედიზედ ლულა მეტად გათბება და პიჟიც მეტად იწვის ამიტომ ებრძოლე ნაგარს. ზამთარში უფრო ნაკლებად შეგაწუხებს ეგ პრობლემა იმიტომ რო ტენიანდება ლულები და მაგ დროს ადვილად შორდება მე ასე დავამუღამე და ჩემ გამოცდილებაზე გეუბნები
დამატებულია (04.11.2012, 20:35:42) --------------------------------------------- ახალი აქსისი დაპატენტებული დამცემ სასხლეტი მექანიზმით FABARM AXIS RC FABARM STL COMPETITION C5 ანუ მეხუთე კომფიგურაციის კონდახით და სამიზნე თამასით.
კონდახი მაგრად მომწონს რომელსაც დახრა აქვს, მე სნაიპერამ მაზიარა პირველად მასეთი კონდახის პრიორიტეტულობას, მანამდე მეგონა კონდახს თუ ჩემი მკერდის გასწვრივ მივიბჯენდი და საუცბათოდ ბევრჯერ მიქნია, უფრო სწრაფად მოვახდენდი გასროლას დაუხრელი კონდახიდან რომელიც მაქვს ჰუგლუზე. ეხლა ჰუგლუმ მაგარი ვიდი შეიძინა, კაკლის ეფექტი გამოიკვეთა და ფერებში დაჯდა მაგარში, არაფერი სჭირს და ვნადირობს ძალიან ხშირად! მაგრამ სამომავლოდ კონდახზე ვიფიქრებ.. პირველ ფოტოზე FABARM AXIS RC-ია, რომელსაც კონდახი აქვს დახრილი, ხელს მოკიდებ და ოდნავ აწევ თვალისკენ, ეგრევე მუშკაზე გყავს ყველაფერი, დაუხრელ კონდახს სხვა მუღამი აქვს და მე პირადად "ატდაჩა" როარ ქონდეს და არ ჩამილურჯოს მხარი მაგის გამო სხვაგვარად ვისროდი მაღალ "ზარიადებს". საერთოდ სროლისას ყოველთვის ვფიქრობდი დარტყმაზე, ასე ვერაფრით გამოგივა შედეგიანი ნასროლი! არასდროს არ უნდა იფიქრო მაგაზე და უნდა ენდო თოფს, რადგანაც იგი ახდენს სასურველ სედეგს და კლავს სამიზნეს! შესაბამისად როცა მივდივართ ტყეში თოფი გვაქვს მართალია მობილიზებული, მაგრამ არა მიბჯენილი, როდესაც მოულოდნელად გვხვდება სამიზნე პირველი ვაკეთებს სწრაფად მიბჯენას მხარზე! შემდეგ ხდება გასროლა..ამირომ მხართან მიტანილი თოფი უკვე უნდა იჯდეს "მუშკაზე" მსხვერპლის მიმართ! რადგანაც სამიზნეს არ უნდა დაუწყოთ სწორება, რაშიც გვეხარჯება დრო! ასეთი კონდახით რომელიც სურათზეა ნამდვილად არ დაგაჭირვებს ზედმეტ დროს, რადგანაც მიბჯენა მხარზე საკმარისია უკვე მოჭუტო ერთი თვალი და გამოკრა სასხლეტს ხელი. იმედია გადმოგეცით გასაგებად კონდახთან დაკავშირებით, სხვა დანარჩენი ბალანსი და მორგებულობა დარწმუნებული ვარ არ დააკლდება, არც მიტანა, გაშლა და ჭრაზე ვიტყვი რაიმეს, არც გამძლეობაზე და ხარისხზე რადგანაც ისედაც ბევრი წერია.. ★ஜ۩۞۩ஜ★
მონადირის საიტ ოჩოპინტრეზე გაუტესტიატ ფაბარმი პოლუავტომატი და ფაბარმი ორლულიანი ორივეს 71 სიგრდზის ლულები აქვს და პოლუავტომატმა ჯრაში და გატანაში აჯობა, მცოდნე ხალხის აზრი მაინტერესებს, ასე უნდა იყოს ცესიტ? რომ პოლუავტომატმა უნდა აჯობოს?
zaza1982, საინტერესოა თვითონ რათქვეს ლინქიც დაგედო.. ჩემი აზრით ორ ლულიანიდან რომელი ლულით ისროლეს ის არის გასარკვევი, ნახევრადავტომატურს ერთი აქვს და ლულის ისეთი გაბურღვა ექნება რომელიც უნიკალური იქნება თავისთავად..მართლაც საინტერესოა იქნებ ლინქი დადოთ იქ რა დაწერეს ★ஜ۩۞۩ஜ★
ხო მეც წავიკითხე ეგ ამბავი მაგრამ სიმართლე გითხრათ მე პირადად ეჭვი მეპარება და რო პოლუავტომატს მეტი შეღწევადობა აქვს ვიდრე ორლულიანს მაგრამ თანაბარი შედეგის დაფიქსირება შესაძლებელია. ისე მე პირადად ფიჭვის მასალას გამოვიყენებდი ან ბოლღვას რომელის რბილია და შეღწევადობის გასაზომად კარგია. ელექტრო შტანგელიც მაქვს და ამ ზამთარს მეც გავტესტავ მაგ მაჩვენებლით და ვნახოთ რას იზამს.
gio90, stl ის ძველი მოდელი 4500 ლარი ღირს და ახალი მოდელი ბევრად უკეთესი მეჩვენება ასე რომ დაველოდოთ ისე კი სპორტული მოდელებია და რესურსიც ბევრად მეტი. განსაკუთრებით მომწონს 10 მმ იანი თამასა
bichi2009, შენსას 76 ლულა აქვს და ცესიტ უნდა აჯობოს. მაგრამ 71 საც უნდე ეჯობა რატო მოხდა ასე საინტერესოა, მაგის მერე ეგ ორლულიანი ფაბარმი გაყიდა მაგ ტიპმა როგორც ვიცი, არადა ვიდიდ მაგარია
ჩემი 76 იანია და ლაშა 131 76 იანი ქსლრ 5 აქ და იმაზე შეიძლება დაჯიბრება და გამოჩნდება სიმართლე. მე თუ მკითხავთ მიტანით ერთი იქნება და მცირედით უკეთესი შეღწევა 2 ლულიანს უნდა ქონდეს თეორიულად ეგრეა ვნახოთ პრაქტიკა
ძმებს სიცოცხე, როგორ ხარ ბიჭებო? bichi2009, აღარ მაქვს ფაბარნმი, იჯ-27დში გავცვალეეე ჩამოდი,ჩამოდი ვინადიროთ გურიისკენ და ჩვენი ფაბარმებიც შევადაროდ, ბევრს მართლა აინტერესებს რეზულტატი როგორი იქნება და მათშორის მეც თან მინდა ერთი კაცი წამოვიყვანო, ჩვენი საიტელი ბათუმელი კაი კაცია თავის ლეგენდარული იარაღით, და ნახე რებს დაატრიალებს ხვდები ხომ ვიზე ვამბობ? Shavi
lash131, ეგკაცი არ წამოიყვანო შემომელანძღოს იქნება. ისე კი დავცხოთ რამდენიც გინდა. ეხ მწყერობაზე გვენადირა ერთად იმდენს განახებდი მასეთებს რო უნდა ჩაიწერო ტელეფონით და ცუდ ხასიათზე რო იქნება კაცი მოუსმინოს. მეც მერე როგორ მინდა რო მივაკაჩავო მარა გაღმა შეედავები გამოღმა შეგრჩებაო ასე რომ შედეგს ვერ ვაღწევ. ყველაზე მეტად ფაბარმზე რო მეკითხებიან იმაზე ვიცინი ზაან ( აიძამა თურქულია?) თურქული მირჩევნია დღევანდელ იჟს თქო ვუთხარი ერთს და ისე შემხედა ეეე შენ რა ჯეელი ყოფილხარო. ისე ყვებიან რუსულ თოფებზე რო ქალი რო იყოს შეგაყვარებენ. ჯერ სითბოებიაო მითხრენ და მეც არ ვჩქარობ რო აცივდება სისხლიც ადუღდება და წამოვალ
zaza1982, 35 მეტრი 34 გრ ვაზნა 7 ნომერი ვესროლე 70 სმ იან დიამეტრს და 270 ნმარცვალი ჩასვა ისე წესით 75 სმ დიამეტრი უნდა ყოფილიყო წესით ეგრე უნდა მაგრამ ქახალდი არეყო. გადანაწილება მაგრად მომეწონა ხო მართლა გასროლა პოლნი ჩოკიდან მოვახდინე და მერე ნახევარჩოკმაც ისახელა თავი და 230 თუ 240 მარცვალი იყო ზუსტად არ მახსოვს. მალე ვაპირებ ჩამოსვლას და პროფესიონალურად გავტესტავ და შედეგებს დავდებ აუცილებლად.
zaza1982, აი მაგიტომაც ავირჩიე 760 მმ იანი ლულა სხვაობა სახეზეა. ისიც უნდა აღინიშნოს რო ვაზნა იყო ბერეტტა მაგრამ თურქულმაც არანაკლები აჩვენა მაგრამ არ დამითვლია
lash131, რავა ხარ ლაშაბერ როგორ გიკითხო აქსის თუ იყიდი რას ვიტყვით და შენ იქნები ძალიან მაგარი გემოვნების კაცი, რომელმაც მოაბა თავი და შეძლო ესიამოვნებინა პირველ რიგში მისი თავი და შემდეგ გააახარა ჩვენი გულები! ★ஜ۩۞۩ஜ★
ENUQICHI, ენუქიჩს ვენაცვალე, შენც ხომ ხარ მაგრად? მაგრად მომწონს, ის კი არა ცოტა რომ დავამატო ბერეტასაც კი ვიყიდი მაგრამ ცოტა უცნაური ის არის რომ აქსისი მირჩევნია და იმედი მაქვს რომ აუცივლებლად ვიყიდი დავ თქვენს გულებსაც გავახარებ Shavi
lash131, აქსისი მეც მინდოდა მაშინ და ფული არმეყო. ბევრად დახვეწილია ვიდრე ელოსები დიზაინი მომწონს მაგრად და არამგონია რაიმე დეტალი ქონდეს ისეთი რაც არმომწონს სიმარტივეა აქაც გამოყენებული იმ განსხვავებით რო მხოლოდ ერთ სასხლეტიანებია. შენთვის კიდე იმიტო უნდა იყოს მიმზიდველი რო ქსლრ 5 მფლობელი ხარ და ახსისს გააჩნია ანალოგიური ჩოკები რაც საშუალებას მოგცემს ფართოდ გამოიყენო ერთმანეთის ჩოკები მაგალითად ორი ნახევარჩოკი ორი მეოთხედჩოკი ორი პოლნიჩოკი (აქსისზე ვგულისხმობ) რაც ჩემი აზრით კიდე დამატებითი პლიუსია შენთვის.
დამატებულია (27.01.2013, 20:30:41) --------------------------------------------- ისე გეგმაში მაქ კიდე ერთი ვარიანტი თუ პოლუავთომატი ვიყიდე 76 იანი ლულით მაშინ ელოსს გავყიდი და დავამატებ და ვიყიდი აქსისს 71 იანს. ეს ვარიანტი მეც მაქ
bichi2009, კაკრას რომ ერთ სასხლეტიანი მინდა, ჩემთვის უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია, ვიზუალურად მაგრად მომწონს და ისედაც ხარისხით არამგონია რომ სხვა ბრენდებს ბევრად ჩამოუვარდებოს, მაგასაც ვიყიდი ბარემ და დავისვენებ ცოტა ხნით, ჩოკების ამბავში მართლაც რომ პლიუსი მექნება, და კიდევ XLრ5 პლასმასის ცევიოს და კონდახსაც ვუყიდი და ეგ არის, აუ ისე 4 კარიან პაჯეროს ყიდვასაც ვგეგმავ და რაღაც ვერ ვჯდები ფინანსებში და 700 დოლარად ვიჟლას ლეკვიც მინდა შარში ვარ არაა? Shavi
lash131, სახლიდან რო გაგაგდონ არ გამიკვირდება. ეს ხუმრობით მარა ყველა ეგრე არავართ? ყველაფერი კარგი გვინდა და ფინანსებში ვერ ვეტევით. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. ყველაფერი იქნება ეტაპობრივად ერთად რო იყიდო არცაა საინტერესო
bichi2009, გაიხარე ბიჭი,ღვთის ნებით ასე თუ ისე ვახერხებთ იმის შეძენას რაც გულით გვინდა ისე კი ის არ დამავიწყდება რომ ჩემმა ძმაკაცმა გალერეაში 700 ლარად ფეხსაცმელები ნახა და რომ ვერ ყიდულობდა ჟიგული გაყიდა და ორივე ძმამ იმ ფულით ტუფლები იყიდეს ეგრე ძმაო რაღაცა რომ გვინდა ძალ ღონეს არ ვიშურებთ იმისთვის რომ სურვილი ავიხდინოთ Shavi
დამატებულია (15.04.2013, 16:40:47) --------------------------------------------- giohunt1982, როგორ მოგწონს ? არჩევანი Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
გილოცავ მეგობარო წარმატებულ ნადირობებში მოგეხმაროს. ეხლა გაგვიმხილე რა პრინციპით შეარჩიე თოფი? წინა 2 რო ჩამოთვალე ნერწყვი მომადგა და ნაყიდზე გავშეშდი ჰაერში და ჩამოვარდი მე პიარადად.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!