giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 26.03.2013, 12:37:29 | შეტყობინება # 1 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| ელიტარულ ინგლისურ ფირმათა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია Boss & Co. ამ ფირმაში გამოგონებული, დაყვანილი და გაუმჯობესებული საკეტი სისტემები, სასხლეტ-დამცემი მექანიზმები და ლულები დღესაც საუკეთესოდ ითვლებიან. ლულათა ვერტიკალურ წყობას და ერთ სასხლეტს საფუძველი აქ ჩაედო და დღემდე კლასიკად წარმოდგება მნახველისათვის. ფირმის დამაარსებელი თომას ბოსი დაიბადა 1790 წელს მეიარაღის უილიამ ბოსის ჯახში, რომელიც თავის მხრივ ჯოზეფ მენტონის საწარმოში მუშაობდა(ჯოზეფ მენტონს სამშობლოში დღესაც ყველა დროისა და ერის პირველ მეიარაღედ მოიხსენიებენ). ჭაბუკმა თომასმა 14 წლის ასაკში დაიწყო მამისაგან ხელობის შესწავლა. მამის სიკვდილის შემდეგ კი უშუალოდ ჯოზეფ მენტონთან გააგრძელა სტაჟირება. 1812 წლიდან შემდგომი 4 წელი ამავე საწარმოში მუშაობდა. მართალია Boss & Co ფირმის დაარსების თარიღად 1812 წელია მიჩნეული, მაგრამ თომას ბოსმა უშუალოდ თავის ფირმაზე მუშაობა 1830 წლიდან დაიწყო. მენტონთან მუშაობის პერიოდში თომას ბოსი დიდ მეიარაღედ ჩამოყალიბდა. 1817 წლიდან ის უკვე ჯეიმს პერდეს თოფების აწყობაზე მუშაობდა(შეგახსენებთ, რომ პერდეც მენტონის მოსწავლე იყო). თომას ბოსი წელიწადში საშუალოდ 50- 75 თოფს აწყობდა
თომას ბოსის სიკვდილის შემდეგ მისმა ქვრივმა ფირმის მმართველად მოიყვანა სტეფენ გრანტი, რომელიც თავისი ოსტატობითა და ამბიციებით არაფრით ჩამოუვარდებოდა ფირმის დამაარსებელს. გრანტის მმართველობისას ფირმის საქმეები კიდევ უფრო წარმატებით განვითარდა. 1872 წლიდან ფირმას სათავეში ჩაუდგა ედუარდ ჯეიმსი, შემდგომ ედუარდ ფილდს პადისონი. ახალი სისხლის გადასხმის ეფექტი ჰქონდა ფირმაში 1891 წელს ჯონ რობერტსონის მოსვლას. ეს მართლაც უნიკალური პიროვნება იყო, რომელიც სხვადასხვა დროს ისეთ კორიფეებთან მუშაობდა, როგორებიცაა ჯოზეფ ვიტვორტი, ვესტლი რიჩარდსი, ჯეიმს პერდე უმცროსი, ჰენრი ჰოლანდი, სტეფენ გრანტი, ჯოზეფ ლანგი, ჰენრი აკტინი, უილიემ ევანსი, ჯონ რიგბი... ჯონ რობერტსონის სახელთანაა დაკავშირებული ფირმა ,,ბოსის" აღზევება. ჰორიზონტალურის ვერტიკალურად ტრანსფორმაცია სწორედ რობერტსონმა მოახდინა 1909 წელს. მას მოუწია ერთდროულად ტექნიკური და ესთეტიური პრობლემების გადაწყვეტა და ბრწყინვალედ გაართვა ამას თავი.
მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისელმა მეიარაღეებმა დაიწყეს ერთსასხლეტიან მექამიზმზე მუშაობა სპორტული თოფებისათვის. მათი აზრით ერთ სასხლეტს(ორიანთან შედარებით) გააჩნია რიგი უპირატესობებისა: ა)მეორე( შემდგომი) გასროლა შესაძლებელია უფრო ჩქარა. ბ)გამოირიცხება საჩვენებელი თითის დაზიანება თოფის უკუცემისას წინა სასხლეტ კავზე. გ)არ ქმნის უხერხულობას ხელთათმანის გამოყენება. ამ სასხლეტების ექსპლოატაციისას გამოვლინდა ერთადერთი ნაკლი_ მსროლელს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებს ერთსასხლეტიან იარაღს, უჭირს ორსასხლეტიანზე(ორკავიანზე) გადასვლა. მე-19 და მე-20 საუკუნის განმავლობაში ინგლისელმა კონსტრუქტორებმა დააპატენტეს 100-ზე მეტი ერთსასხლეტიანი მექანიზმი. თუმცა ჩვენს დრომდე ყველა მათგანს არ მოუღწევია(იგულისხმება პატენტი და არა მექანიზმი). ერთსასხლეტიანი სისტემა არის სელექტორული და არასელექტორული. სელექტორული სისტემა გულისხმობს ლულების თანმიმდევრობის გადამრთველს. ყველაზე განსაკუთრებულად ამ სისტემებს შორის ითვლება Boss & Co -ის ერთსასხლეტიანი მექანიზმი. 1894 წლის ნოემბერში ჯონ რობერტსონმა(ის Boss & Co -ის თანამფლობელი იყო) დააპატენტა არასელექტორული ერთსასხლეტიანი მექანიზმი( პატენტის № 22.894 26 ნოემბერი 1894 წ), რომელსაც გააჩნია 3 საფეხური. სასხლეტ კავზე პირველი დაჭერისას მოქმედებაში მოდის მარჯვენა(ქვედა) ჩაქუჩი, მეორე დაჭერისას ჩაქუჩის დაცემა არ ხდება ანუ არის ნეიტრალური და ბოლოს, მესამე დაჭერას მოქმედებაში მოჰყავს მარცხენა(ზედა) ჩაქუჩი.
აღნიშნული სისტემა ყველა სხვა ანალოგიური სისტემისგან განსხვავებით საუკეთესოდ ითვალისწინებს ე. წ. ,,ადამიანის ფაქტორს”, კერძოდ, პირველი გასროლისას უკუცემის შემდეგ თოფი ბრუნდება საწყის პოზიციაში ანუ მიდის ისევ წინ. სწორედ ამ დროს საჩვენებელი თითი აგრძელებს მოძრაობას უკან და ხშირად ხდება მეორე გაუთვალისწინებელი დაჭერა სასხლეტ კავზე_ შესაბამისად გასროლაც. სამსაფეხურიანი ერთსასხლეტიანი სისტემის დროს სასხლეტ კავზე მეორე დაჭერა არის ,,ფუჭი”, ამიტომ გამორიცხულია შემთხვევითი გასროლა. 1898 წლის მაისში რობერტსონმა დააპატენტა მისი სამსაფეხურიანი სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა სელექტორულ გადართვასაც. წყარო:http://club-monadire.ge/index.php?showtopic=109
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 26.03.2013, 12:40:01 |
|
| |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 26.03.2013, 12:39:24 | შეტყობინება # 2 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 26.03.2013, 12:40:23 | შეტყობინება # 3 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |
giohunt1982 | დრო: სამშაბათი, 26.03.2013, 12:42:13 | შეტყობინება # 4 |
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
|
|
| |