00:42:47
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
Webley & Scott
დათო_მონადირედრო: შაბათი, 23.02.2013, 16:09:21 | შეტყობინება # 1
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Webley & Scott



ინგლისურ კომპანიებს შორის Webley & Scott ერთ-ერთი გამორჩეულია. მის დამაარსებლად ითვლება უილიამ დევისი, რომელმაც ბირმინგემში 1790 წელს გახსნა პატარა საამქრო. იმ დროს ეს ქალაქი იყო იარაღის წარმოებაში მსოფლიო ცენტრი(მაშინ აქ არ არსებობდა საცდელი სადგური. 1813 წელს ასეთი სადგური გაიხსნა ბირმინგემშიც).
1827 წელს ამ საამქროში 14 წლის ფილიპ უებლი შეგირდად დაუდგა ოსტატ ბენჯამინ უოტსონს, ვისი ხელმძღვანელობითაც ოსტატდებოდა საკეტების წარმოებაში. 1835 წლიდან უებლი ძმასთან ერთად თავად აკეთებს საამქროს და არქმევს ,, ძმები უებლები”, რომელიც უილიამ დევისის საწარმოს მეზობლად განლაგდა. ამ დროისათვის დევისის საწარმოს ხელმძღვანელობდა მისი ქალიშვილი. 1838 წელს უებლი და უილიამის ქალიშვილი შეუღლდნენ, საწარმოებიც გააერთიანეს ერთ ფირმად. ფილიპ უებლის პროდუქციაზე ამ პერიოდამდე რჩება დამღა WD(უილიამ დევისის ინიციალები).
მალე ფილიპ უებლის შვილები(თომასი და ჰენრი) გაიზარდნენ და თავად მოვიდნენ საოჯახო ბიზნესში. 1860 წლიდან ფირმას მიენიჭა P. Webley & Son სახელი. საწარმო ასეთი აბრით წარსდგა კლიენტების წინაშე:



შვილების ფირმაში მოღვაწეობა აღინიშნა სანადირო თოფების წარმოების გაფართოებითა და ვაჭრობის მასშტაბების ზრდით.
1850 წლიდან ფირმამ დაიწყო პისტოლეტებისა და რევოლვერების გამოშვება. 1887 წელს ფირმამ ,,ჩაყლაპა” Tipping & Lawden, იმ დროისათვის ცნობილი კომპანია. იმავე წელს მიიღო თავისი პირველი სამთავრობო კონტრაქტი რევოლვერების წარმოებაზე.
ფირმა უშვებდა სხვადასხვა კეტეგორიისა და ღირებულების თოფებს და გააჩნდა ძალიან ორიგინალური სარეკლამო პოლიტიკა. უფრო ძვირადღირებულ ნაწარმზე თავის დამღას ასვამდა, ხოლო უფრო იაფფასიან ნაწარმს კი მის მიერვე მიერთებული ფირმების სახელს(მაგალითად Tipping & Lawden).
1888 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ ფირმის მმართველი ხდება უფროსი შვილი თომასი.
ფირმის საერთაშორისო აღიარება ძალიან დიდი გახდა. პროდუქციის 90% სხვა ფირმათა შეკვეთებზე მოდიოდა. ამ ფირმის თოფებს ბევრ საერთაშორისო გამოფენასა და შეჯიბრებებზე აქვთ აღებული უმაღლესი შეფასება.
1896 წელს შვილმა უებლიმ ააშენა თავისი ფაბრიკა, რომელიც უშვებდა ,,მარტინი-ჰენრის” თოფებს.
1897 წელს გაერთიანდა სამი კომპანია P. Webley & Son , W&C Scott and Sons და Richard Ellis and Son საერთო სახელით Webley and Scott Revolver and Arms Co Ltd, რომლის აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა თომას უებლი, ხოლო სხვებმა სახადასხვა განყოფილებები ჩაიბარეს. 1906 წელს ფირმა გადაარეგისტრირეს და უწოდეს Webley & Scott Ltd;
ფირმამ პირველი მსოფლიო ომის ქარტეხილები მეტნაკლებად გადალახა, ხოლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ახალი მოდელები დანერგეს და სპორტული თოფების წარმოება დაიწყეს.
1950 წლისათვის ეს კომპანია იყო ლამის ერთადერთი, რომელიც აწარმოებდა ,,მასიურ” იარაღს. დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა ,,მოდელი 700”, რომელიც 1947-1979 წლებში გამოვიდა 28 ათას ცალზე მეტი.
რამდენჯერმე შეიცვალა კომპანიის მფლობელი, რომლებსაც თავისებური(ინდივიდუალური) დამოკიდებულება ჰქონდათ ამ სახის ბიზნესისადმი. აღსანიშნავია_ ვერტიკალურებზე მოთხოვნა იზრდებოდა და შესაბამისად კომპანიას რაღაც უნდა ეღონა, მაგრამ მეპატრონეებს ეს ნაკლებად აღელვებდათ, შესაბამისად ერთ დროს ძალიან ძლიერი კომპანია თავად გაიყიდა და მისი მფლობელი 1985 წელს გახდა Holland & Holland. ამის შედეგად სახელი Webley & Scott 20 წლით გაქრა.



2006 წელს კომპანია Air Gun Sport-მა იყიდა Webley & Scott, რომელიც ამ დროისათვის პნევმატური იარაღის წარმოებით იყო დაკავებული. მფლობელმა კომპანიამ გაითვალისწინა რა თავისი შენაძენის პოტენციალი და ტრადიციები, აღადგინა მისი სახელი. პირველი მოდელები აღდგენილი ბრენდისა იყო ვერტიკალური ,,მოდელი 910” და ნახევარავტომატი ,,მოდელი 810/20”
2007 წლისათვის ასორტიმენტი საგრძნობლად გაიზარდა: .410 Junior_ მოზარდებისათვის სროლის შესასწავლად; ჰორიზონტალურები ,, მოდელი 700”_ 12, 20 და 28 ყალიბისა; ნახევარავტომატები ,,მოდელი 800”_ 4 ვარიანტში, 12 და 20 ყალიბისა; ,,მოდელი 1000” და ,,მოდელი 2000”_ 12, 20 და 28 ყალიბისა.
განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია Webley & Scott-ის უახლესი(წარმოების მეთოდებითაც) მოდელი, რომელსაც შესაბამისად ამ კომპანიის სახელი(თარიღითურთ) დაარქვეს_ Webley & Scott 1790. ესაა ძალიან ძვირფასი სპორტული მოდელი, რომელსაც თავმოყრილი აქვს თავის თავში ამ ფირმის უდიდესი ტრადიციები და ისტორია.



გლუვლულიანი ბოკფლინდი, 20 ყალიბის Webley & Scott 3020 - ესაა გახსენება(ნოსტალგია) კლასიკური თოფისა. ამ მოდელში მთავარი მისი სახეა. კლასიკური ჭრელი შებოლვა თითქმის უხილავს ხდის კალაპოტსა და მექანიზმზე არსებულ ჭანჭიკებს.
მოოქროვება იმდენად სადად და მიგნებულადაა გაკეთებული, რომ საერთოდ არ ტვირთავს იარაღს ზედმეტი ბრწყინვალებით. წონის 3,1 კგ და ლულის სიგრძის 28 დიუმის პირობებში იარაღის ბალანსი მიყვანილია სრულყოფილებამდე.
სპეციალისტებმა, რომლებიც ახდენდნენ მოდელის ტესტირებას 20 ბალიანი შკალით, მიანიჭეს მას:
აწყობის ხარისხში 18 ქულა;
ერგონომიკა და მოქნილობა 17 ქულა;
გრავირება, მოხატვა 16 ქულა;
კონსტრუქცია 18 ქულა;
მიმართება ფასი_ხარისხი 16 ქულა.

Webley & Scott 3020 დიდ ბრიტანეთში ღირს - 4495 გირვანქა სტერლინგიდან ზემოთ.


მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
 
artemi63დრო: შაბათი, 23.02.2013, 17:37:40 | შეტყობინება # 2
მაიორი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 196
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეიდ ინ თურქი,კერძოტ აკდას-აკუსის ერთობლივი ნაწარმი. ბრენდის სახელს კარგატ ემატება ფასში.

დამატებულია (23.02.2013, 16:37:40)
---------------------------------------------
ჰო დამავიწყდა,ვებლეის ნახევრადავტომატი იგივე არმსან-612-ა ოღონდ შეცვლილი სახელიტ.

 
zaza1982დრო: ოთხშაბათი, 26.06.2013, 14:31:50 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქარავანსჰი გამოცჰნდა ეს იარაგი ვერტიკალური და ფორიზონტალური ლულებიტ რას იტყვიტ როგორი იქნება აქაც ტურქული ხელი ურევია ტუ როგორ არის? და საერტოდ როგორი იარაგია ?
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 26.06.2013, 14:40:20 | შეტყობინება # 4
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza1982, რათქმა უნდა ურევია მეტიც აბსოლუტურად და სრულიათ თურქული თოფია ფირმა ვებლი ანდ სკოტი თითქმის არარსებობს სახელი გაიყიდა და იყიდა სიბერგანმა და უშვებს მაგ თოფებს თუმცა თოფები კარგია ეგ არა იაფფასიანი თურქული თოფი არის თურქული მაგრამ ხარისხიანი

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
zaza1982დრო: ოთხშაბათი, 26.06.2013, 14:54:46 | შეტყობინება # 5
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 316
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, 2300 დზვირი არარის? ფორიზონტალული ლულებიტ
 
tarxanaდრო: ოთხშაბათი, 26.06.2013, 15:20:42 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
zaza1982, იცი რაშია საქმე მე თუ მკითხავ ძვირია

დამატებულია (26.06.2013, 14:10:36)
---------------------------------------------
მაგ ფასად ფაბარმი მოდის და ელხა მალე შემოვა ახალი მოდელები მაგნუმში და როცა 2300 იხდი და იტალიური თოფი შეგიძლია იყიდო ან ფრანგული რატო უნდა იყიდო თურქული ?

დამატებულია (26.06.2013, 14:12:29)
---------------------------------------------
თუმცა გემოვნების ამბავია მე არ ვიყიდიდი მე ატა სპ გადავიხადე 1620 ლარი ვფიქრობ ეგ მაქსიმალურია რაც უნდა გადაიხადო ტურქულ თოფში ისიც ჩემი ატა მომეწონა კონდახი ქონდა ძაან მაგარი!

დამატებულია (26.06.2013, 14:20:42)
---------------------------------------------
თურქში რომ გადაიხადო დიდი თანხა ვთქვათ 2500 - 3500 ლარამდე უდნა იცოდე ზუსტად რა ფოლადია როგორი დამუშავებაა რა სვერლოვკაა რომელ ჩარხზეა გაკეთებული აქედან გამომდინარე თურქული უნდა იყოს მხოლოდ აწყობაა და დანარჩენი უნდა იყოს ეუროპული ისიც ეუროპელების მეთვაყურეობის ქვეშ, ან მაშინ თურქებმა უდნა უფრო დიდი ნაბიჯი გააკეთონ წარმოების დარგში და თავიანთი რაგაც გამოკვევები თავიანთი ნოვაცია როგორც ფოლადში ასევე დამუშავებაში( ცივად ნაწრთობის მზგავსად ან თუნდაც ეგ) გაბურღვაში რააც თავიანთი პარამეტრების მოძებნაში და შემდგომ როცა მზა პროდუქთი იქნება შეაჯიბრონ იტალიურ და სხვა ეუროპულ ბრენდებს გაისროლონ ტესტირების შედეგად 30 000 - 100 000 ვაზნამდე და დაამტიკოც თოფის სიმტკიცე ასევე ჭრა გაშლა და შემოგვთავაზონ უფრო მისაღები ფასი! და ამის შემდეგ გადავიხდი და გავაკეთებ არჩევანს თურქული თოფის სასარგებლოდ და გადავიხდი უფრო მეტს


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - ოთხშაბათი, 26.06.2013, 15:12:45
 
ramaziდრო: კვირა, 17.11.2013, 17:14:50 | შეტყობინება # 7
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე პირადად მაგრად მომეწონა,კაი დახვეწილი თოფია.ფორუმელებს ტუ ვინმეს აქვს ვებლი სკოტი 2000 სი, მომაწოდეთ ინფორმაცია ამ თოფის შესახებ
 
marsiდრო: კვირა, 17.11.2013, 18:06:44 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვებლი სკოტები ქარავანში ძალიან ძვირი ღირს და იმასაც არ ამხელენ რომ თურქითის აწყობაა. იგივე ვებლი სკოტის მოდელები ქუთაისში მაღაზია გორდაში 500 ლარით ნაკლები მაინც ღირს ვიდრე ქარავანში. ეს თოფი არის აკდაშის ფაბრიკაში აწყობილი, გამოდის აკდაშის სიბერგანის და ვებლი სკოტის წარწერით. ვიზუალურად ყველა ერთნაირია. მე პირადად მაქვს მიწერ მოწერა თურქ მონადირეებთან და ეს თოფი ყველაზე მარალხარისხიან თოფად ითვლება თურქეთში დე ყველაზე პოპულარული ყოფილა. ჩვენთან კიდე დაუჯინიათ ეს ჰუგლუები და მეტი არაფერი. თურქეთში კი ჰუგლუ ყველაზე მძიმე და დაუბალანსებელ იარაGად ითვლება

დამატებულია (17.11.2013, 17:06:44)
---------------------------------------------
ვებლი სკოტის ინგლისურ გვერდზე რაც თოფები დევს უმეტესობა აკდაშის მიერ არის აწყობილი, ინგლისშიც რომ იყიდოთ მაინც თურქული იქნება მაგრამ მათი თურქობა ნუ შეგაშIნებთ საკმაოდ მაღალი ხარისხის და საიმედო თოფია დამიჯერეთ 166


საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
ramaziდრო: კვირა, 17.11.2013, 18:29:57 | შეტყობინება # 9
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქარავანში ვიყავი მითხრეს რომ თურქულიაო მაგრამ კაი ხარისხია როგორც ეტყობა,გორდას ეგ თოფი უდევს სიტზე?
 
marsiდრო: კვირა, 17.11.2013, 22:04:58 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1146
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ramazi, შენ ვერტიკალი გინდა თუ ჰორიზონტალი? გორდაში ვებლი სკოტის წარწერით ამოიყიდა და მარტო სიბერგანის წარწერებით არის. თუმცა ერთი და იგივეებია

საქართველოს გაუმარჯოს!!!
 
bashiachukiდრო: კვირა, 17.11.2013, 22:37:27 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემმა მეგობარმა იყიდა სეზონის გახსნის წინ. როგორ გითხრათ,მე მგონი არ ჩამოუვარდება საშუალო ევროპული ხარისხის თოფებს არაფრით. ბრწყინვალე ბალანსი, მიტანა და ჭრა, ჩემ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.ძლიან მომწონს ჩემი ახალი ჰუგლუ 202, მაგრამ ვებლისთან შედარება არ შეიძლება.

cercva
 
vanoarchiდრო: სამშაბათი, 04.02.2014, 17:29:03 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კალიბრში საცვლელი ჩოკებით 1650 ლარი ადევს, ფიქსირებული ჩოკებით 1400, ქარავანში 2300 ლარი, რატოა ამხელა სხვაობა ხომ არ იცით. ქარავანში მითხრეს აქვს თურქული ნაწილები მაგრამ შვეიცარიაშია აწყობილიო.

ჩემი აზრით დიზაინით ატა სპ-სთან ვერ მოვა (მე რაც ვნახე) ტექნიურ მახასიათებლებზე ვერაფერს ვიტყვი


HUGLU 103-C
 
tarxanaდრო: პარასკევი, 05.09.2014, 14:28:57 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (05.09.2014, 13:28:29)
---------------------------------------------

დამატებულია (05.09.2014, 13:28:57)
---------------------------------------------


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
akson777დრო: პარასკევი, 05.09.2014, 14:35:07 | შეტყობინება # 14
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მაგარია ვებლი-სკოტი, ინგლისელებს სანადირო თოფების ამბავში არაფერი დაეწუნებათ , ნომერ 1 ქვეყანაა ბრიტანეთი , თოფის ინდუსტრიის მხრივ და ამაზე არც დაობს არავინ.

Webley & Scott 3000 SXS რა მაგარია! 39 39 10


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
tarxanaდრო: პარასკევი, 05.09.2014, 15:47:41 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
akson777, ხო ოგონდ ეგ მთლა ინგლისური არა ეგ არის თურქული აკდასის მიერე გაკეთებული ოგონდ ხარისხიანად ეგ თოფები სრული საკეტებით ამარიკაში საიტზე 6000 დოლარი ღირს ზოგადად კარგი თოფებია ისე მაგ ფასში მაგაზე კარგ თოფს სრული საკეტებით ალბათ ვერ იყიდი მარა აი ეგ ფერადი კალკა შეიძლება სულაც არ იყოს ფერადი კალკა და ქიმიური ტექნოლოგით მიღებული იყოს

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
akson777დრო: პარასკევი, 05.09.2014, 16:11:44 | შეტყობინება # 16
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1558
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana,

Quote tarxana ()
აი ეგ ფერადი კალკა შეიძლება სულაც არ იყოს ფერადი კალკა და ქიმიური ტექნოლოგით მიღებული იყოს


შეიძლება 23


"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
 
tarxanaდრო: პარასკევი, 05.09.2014, 16:23:24 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეგ კი არა beretta silver pigeon v აქვსო ქიმიაო ასე რო

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - პარასკევი, 05.09.2014, 16:24:23
 
besarionდრო: კვირა, 11.10.2015, 14:59:52 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვებლი რომაქვს ქარავანს 900კ მაგ მოdელზე რა აზრისახართ..?1900 ლარი ღირს თუ ისევ ატა სპ ჯობია? მეგობარს უნdა ყიdვა dა ვერ გაdაუწყვეტია..ერთი შეხეdვით არაჩანს ცუdი თოფი...
 
vanoarchiდრო: კვირა, 11.10.2015, 18:03:10 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion, ატასთან შედარებაში რა გითხრა, ბევრად არ უნდა ჩამოუვარდებოდეს თუ არ ჯობია კიდეც თუნდაც დიზაინით; მაგრამ რაც ეხლა ჰუგლუებია შემოტანილი იმათ კი უნდა ჯობდეს. ქარავანში საიტზე უწერიათ რომ საწყობში არ არისო

HUGLU 103-C
 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 12.10.2015, 08:44:57 | შეტყობინება # 20
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეორად ფაბარმს ვერ იყიდი 1900 ლარად? ან 103ს

GEBRUDER MERKEL
 
levanichiდრო: პარასკევი, 08.01.2016, 19:36:40 | შეტყობინება # 21
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ქარავანს რომ ჰორიზონტალი უდევს საიტზე ც1სს ახლა მაგაზე თუ ვინმე იტყვის თურქულია და არ ვარგაო არ ვიცი რაა. მარა პასი აქ როგორ გინდა გაეკარო 167

დამატებულია (08.01.2016, 19:36:40)
---------------------------------------------
ძალიან მომწონს ქიმია კი არა თუ გინდ რადიაცია ქონდეს 23

 
tarxanaდრო: შაბათი, 09.01.2016, 10:06:12 | შეტყობინება # 22
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanichi, 100% თურქულია მაგრამ ვარგია ანუ ხარისხიანია აკუსის ნაწარმია

დამატებულია (09.01.2016, 10:06:12)
---------------------------------------------
4400 ლარი უდევთ და ეგ ფასი არ ღირს მე ფაბარმი ვერ გამიყიდია 4000 და 4400 ძვირია და 4000 ძვირია ძველი ფასი იყო 3400 ლარი


Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English

შეტყობინება დაამუშავა tarxana - შაბათი, 09.01.2016, 10:06:57
 
levanichiდრო: შაბათი, 09.01.2016, 23:17:58 | შეტყობინება # 23
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ვნახე შენი პოსტები და გეთანხმები, აკუსი მართლაც საუკეთესო ხარისხს აწარმოებს თურქეთში მარა ნამეტანია ეგ თანხა. ბრიტანული რომ იყოს კარგი ფასი იქნებოდა. და რა მაინტერესებს. ადგილზე რამდენათ ნაკლებშია შესაძლებელი მაგ თოფის აღება.
 
tarxanaდრო: კვირა, 10.01.2016, 06:42:46 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1375
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
levanichi, თურქეთში ძვირია იარაღი მაღაზიებში თან ძაან და ქარხანაში კი აიღებ 2000 ლარად მაგრამ რანაერად თორე კი მე არ ვიყიდიდი იმიტომ რომ მერე ნახევარ ფასში მოგიწევს გაყიდვა

Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
 
levanichiდრო: ორშაბათი, 11.01.2016, 17:21:18 | შეტყობინება # 25
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 69
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tarxana, ახლობელს აქვს მაღაზია და შემოაქვს ხოლმე თურქეთიდან. რომ ვთხოვო უარს არ მეტყვის. ჯერ მინდა ჩამოვყალიბდე რა იარაღს გადავწყვეტ და მერე კონკრეტულ იარაღს ჩამოვატანინებ. 2000 + განბაჯებაც ალბად ხო? ამ ფასად ა 300-შიც ვეტევი. პოლუ ავტომატიც მინდა და ჰორიზონტალიც. დავკიდებ მერე მამაჩემის ნაქონ ბებერს ბუხარზე.
 
keroდრო: ხუთშაბათი, 26.01.2017, 15:26:20 | შეტყობინება # 26
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 8
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ, დღეს დღეობით თუ არის რომელიმე მაღაზიაში Webley Scott - 900 K ???
 
smekosmekoდრო: პარასკევი, 27.01.2017, 09:48:54 | შეტყობინება # 27
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 336
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ესეიგი ეს იარაღი AKDASH (SIBERGUN) არის იგივე Webley & Scott-ი? აბა რა ხარისხი და ბალანსი შეინარჩუნეს 3.5კგ-ა ეგ მოდელი

 
panatiდრო: პარასკევი, 27.01.2017, 11:50:09 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 326
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰუგლუს უტოლდება იგივე დონისაა კარგი თოფია
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика