დათო_მონადირე | დრო: შაბათი, 23.02.2013, 16:01:23 | შეტყობინება # 1 |
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 742
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
|
იარაღის წარმოებაში ტექნიკურმა გადაწყვეტებმა მე-19 საუკუნეში იმ დონეს მიაღწია, რომ დღესაც იმდროინდელი ხის ნაყოფს ვაგემოვნებთ. პირველ რიგში აღნიშნული ინგლისელ ოსტატებს ეხებათ, რომელთა შორისაც საპატიო ადგილი უილიამ ველინგტონ გრინერს ეკუთვნის. ეს გვარი საიარაღო წარმოებაში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში მოვიდა და თანდათან დიდ, ავტორიტეტულ მეიარაღე დინასტისად ჩამოყალიბდა. წარმატების საფუძველი უფროსმა უილიამ გრინერმა ჩაყარა(მენტონის მოსწავლე), რომელმაც 1829 წელს საკუთარი საქმე წამოიწყო ნიუკასლში, ხოლო 1844 წელს კი დაფუძნდა ბირმინგემში. ამ პერიოდში უკვე გამოჩნდა თოფებზე პირველი წარწერა ,,გრინერი_ პრინც ალბერტის კარის ოსტატი". უფროსი გრინერი ნიჭიერი ოსტატი იყო, თუმცა ცნობილი უფრო მეტად მონოგრაფიების ხარჯზე გახდა. მისი პირველი წიგნი ,,The Gun'' გამოქვეყნდა 1834 წელს. შემდეგ გრინერმა მისი სხვა ნაშრომებიც გამოაქვეყნა ,,The Science of Gunneri" 1841 წელს და 1858 წელს ,, Gunneri in 1858" . უფროსი გრინერის გამოგონებაა სპეციალური ტყვია, რომელიც ლულაში მოძრაობისას წნევის ზემოქმედებით ფართოვდება.
1851 წელს წარმოებაში შემოდის შვილი, უილიამ ველინგტონ გრინერი, რომლის პირველი პატენტიც სასხლეტ სისტემას ეხება. 1864 წელს შვილმა გრინერმა დააპატენტა ქვედა გასახსნელი ბერკეტი; 1869 წელს მან დააპატენტა შიდა სასხლეტები; 1880 წელს საცდელ ეგზემპლიარად წარმოადგინა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც იხსნებოდა მარჯვნივ. 1865 წლით თარიღდება გრინერის ყველაზე დიდი და ფუნდამენტალური გამოგონება ე.წ. გრინერის ჭანჭიკი. იგი წარმოადგენს ლულათა ზედა ჩაკეტვის უმყარეს სისტემას. სამიზნე თამასის ვერტიკალური გაგრძელება, რომელსაც ჰორიზონტალურად აქვს მრგვალი ნახვრეტი, ჩადის კალაპოტის შესაბამის ჭრილში და იკეტება მრგვალი ჭანჭიკით. ჭანჭიკი იმართება გადასახსნელი ბერკეტით. ამ საკეტის მოდიფიცირების შედეგად შეიქმნა ,,სკოტის ჭანჭიკი" 1874 წელს და კესტნერის ,,ორმაგი ჭანჭიკი", რომელიც უმეტესობა გერმანულ ვერტიკალურებზე გვხვდება. გრინერის ჭანჭიკი საკეტების სხვა სახეებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ძალიან მყარ და საიმედო დაკეტვას, რომელიც იარაღის ლულათა რყევის პირობებშიც კი უსაფრთხო გასროლის საწინდარია. შვილი გრინერიც მამის მსგავსად ნაშრომების გამოქვეყნებით იყო დაკავებული. სხვადასხვა წლებში(1871წ,1876წ, 1881წ, 1910წ) მას გამოქვეყნებული აქვს 4 სხვადასხვა ნაშრომი. 1890 წელს გრინერის საწარმო უდიდესი იყო ინგლისში, ხოლო 1923 წელს კი ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საწარმო გახდა სანადირო და სპორტული თოფების წარმოებაში. შემკვეთებისათვის მიწოდებული პროდუქციის ასორტიმენტით კომპანიას ბადალი არ ყავდა. ამხელა მრავალფეროვნება დღესაც კი არა აქვს მსოფლიოს არც ერთ საწარმოს. გრინერის თოფების სავიზიტო ბარათია მცველის განლაგება კონდახის მარცხენა მხარეს.
ფირმას მაღალი კლასის იარღთან ერთად ნაწარმოები აქვს მსოფლიო შედევრები. ეს თოფი Saint George (წმინდა გიორგი) სახელითაა ცნობილი და როგორც მისი წარმოების ისტორიული პირველწყარო იუწყება: თოფის კონდახი გაეთებულია კავკასიური კაკალით(უნდა ვივარაუდოთ ქართული კაკალით) . ამ თოფზე წმინდა გიორგისა და ურჩხულის ბრძოლის რელიეფური გრავირებაა. 1910 წელს აღნიშნული თოფი ერთ-ერთი ტრანსპორტირებისას დაიკარგა. 1990 წლიდან ფირმამ ამ თოფების წარმოება კვლავ განაახლა.
ქვემოთ წარმოდგენილ ფოტოზე გრინერის მორიგი შედევრია აღბეჭდილი.
გრინერის თოფებს გააჩნიათ ძალიან მაღალი რესურსი და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლები. იარაღის თანამედროვე ბაზარზე ძალიან დიდია კონკურენცია, რომელიც კარნახობს მწარმოებლებს იარღთან ერთად სხვადასხვა ნივთების წარმოებას. გრინერი თავის ნაწარმის სახრახნისებით, ზუმბებით, ცრუ ვაზნებითა და სხვა აქსესუარებით აკომპლექტებს.
დღეისათვის ფირმის მფლობელია გრეჰემ გრინერი, რომელიც დინასტიის მეხუთე წარმომადგენელია. ფირმა უშვებს თითქმის ყველა თავის ადრინდელ მოდელსა და თანამედროვე მოდიფიკაციებს.
მე ♥ bazieri.ge დათო_მონადირე
|
|
| |
baron | დრო: ორშაბათი, 25.02.2013, 23:53:09 | შეტყობინება # 2 |
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 97
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
| დიდი სიამოვნებიტ ვიქონიებდი Saint George_ს
|
|
| |