შეიძლება ითქვას, რომ Holland & Holland არის დღეისათვის უდიდესი და უცნობილესი ფირმა, რომელიც აწარმოებს სანადირო და სპორტულ თოფებს. თვით ფირმა აცხადებს, რომ ისინი არიან საუკეთესონი ლონდონში, და ეს განცხადება არა მათი მოკრძალებულობის გამოა, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ საუკეთესო თოფებს აწარმოებენ ლონდონში, ხოლო თვით ლონდონში საუკეთესოა Holland & Holland. და ამაში არის ჭეშმარიტება.
ჯერ კიდევ 1911 წელს დიდი ბრიტანეთის მეფემ ფირმას გადასცა რწმუნება, რომლის მიხედვითაც ჰოლანდ-ჰოლანდი სამეფო კარისათვის სანადირო იარაღის მიმწოდებელი გახდა.
ცოტა რამ ისტორიიდან
არღანის კონსტრუქტორის შვილს, ჰარის ჰოლანდს ჰქონდა თამბაქოს ვაჭრობის გამართული ბიზნესი. 1830-იანი წლებში მეგობრების რეკომენდაციით მან მოსინჯა ძალები იარაღის ბიზნესსა და წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ამ ფირმის პირველი ნაკეთობანი, რომელთა შექმნაშიც ჰარის ჰოლანდს უშუალო წვლილი აქვს მიღებული. ფირმა დაფუძნებული იყო ჰარის ჰოლანდის მიერ 1835 წელს, ხოლო მასშტაბური წარმოება დაიწყო 1850 წელს. ფირმა არასოდეს არ ყოფილა პატარა სახელოსნო. ის თავიდანვე გათვლილი იყო და მუშაობდა, როგორც სერიოზული საწარმო(რა თქმა უნდა ეპოქის შესაფერისად). ლულის წარმოება ფირმის მიერ ყოველთვის ადგილზე ხდებოდა. რაც შეეხება საკეტებს, ისინი თავდაპირველად შემოჰქონდათ, თუმცა მალევე მოაგვარეს მათი ადგილზე წარმოებაც. აღსანიშნავია, რომ ამ საკეტების პლაგიატი ან გამეორება ბევრი სხვა ფირმის მიერ მოხდა შემდგომში. იგივე შეიძლება ითქვას Holland & Holland-ის ეჟექტორებზეც(შემუშავებულია დამფუძნებლის მიერ 1893 წელს). 1861 წლიდან ჰოლანდმა მოიყვანა ბიზნესში თავისი ძმიშვილი ჰენრი, რომელიც 1867 წლიდან გახდა სრულუფლებიანი პარტნიორი. 1876 წლიდან ფირმის სახელწოდებაში დაემატა მეორე Holland და გახდა Holland & Holland. ფირმამ განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია 1883 წელს ჟურნალ ,,ფილდის” მიერ ორგანიზებულ სასტენდო შეჯიბრებაში. ფირმამ ყველა კატეგორიაში(ასეთი მაშინ სულ 10 იყო) გაიმარჯვა და უაღრესად პოპულარული გახდა.
შეფასება
მსოფლიოს დიდი მეიარაღეები ერთხმად აღნიშნავენ: ამ იარაღზე ბევრი არ უნდა ილაპარაკო_ უბრალოდ ის საუკეთესოა მსოფლიოში. მისი გამოყენება რიგით ნადირობაში იგივეა რაც როლს-როისით ყოველდღიური მგზავრობა!!! მისი ყველა დეტალი ექსკლუზივია, თუ საჭიროებამ მოითხოვა და შესაცვლელია უნდა შეუკვეთოთ ფირმაში თოფის ნომრის მითითებით. ფირმის დაფუძნების დღიდანვე გადაწყვეტილი იყო_ არანაირი მასიური წარმოება, მხოლოდ უმაღლესი კლასი!!! ამ დროიდან მოყოლებული ყველა თოფი შემკვეთის პროპორციებისა და გემოვნების მიხედვით კეთდება. უმაღლესი კლასის ოსტატები ყველაფერს ხელით აკეთებენ, რაც კი შეიძლება.
Resized to 42% (was 2288 x 1712) – Click image to enlarge მოვიტან მხოლოდ რამდენიმე ეპითეტს, რომლითაც ახასიათებენ ამ თოფებს: მიუღწევადი, შეუდარებელი, უზუსტესი, თვალწარმტაცი, ფუფუნება, Holland & Holland არა მარტო იარაღია, არამედ ცხოვრების სტილი და ა.შ. ერთ-ერთ მოდელ ,,Paradox”-ზე აღნიშნავენ, რომ 1885 წელს გამოშვებული ეს თოფი ,,ისე ჯდება ხელში, მხარზე, ლოყაზე, როგორც თქვენი სხეულის ნაწილი”. Holland & Holland-ის დევიზია: ყველაფერი უნდა გაკეთდეს ჯენტლმენის მიერ ჯენტლმენისათვის! ეს მარკა საუკუნეზე მეტია ატარებს ტიტულს Royal. სამეფო მართაც რომ სამეფოა. ამ თოფის ერთ-ერთ ბედნიერ მფლობელს მოჰყავს მაგალითი, რომლის მიხედვითაც ბაბუას, რომელიც სახლიდან წავიდა 9 წლით, Holland & Holland-ი დარჩა ფეხზე შეყენებული(საბრძოლო ზამბარა დაძაბულ მდგომარეობაში). თოფს ამ წლებში არავინ მიჰკარებია. Holland & Holland-მა უპრობლემოდ გააგრძელა სამსახური 9 წლის(!!!) შემდეგაც.
1985 წელს ფირმამ შეიძინა W.& C. Scott Gunmakers, რომელიც 1990 წლიდან გააჩერა. 1987 წელს ფირმა ღია ტიპის სააქციო საზოგადოება გახდა და მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი საწესდებო კაპიტალი(1989 წლიდან ჰოლანდის აქციონერია პარფიუმერული კომპანია ,,შანელი”). ფირმა მე-20 საუკუნის ბოლომდე უარს ამბობდა ვერტიკალური(ლულების განლაგება) თოფების წარმოებაზე, თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისიდან გამოუშვეს ვერტიკალური Sporting-ი, რომელმაც მორიგი ფინანსური წარმატება მოუტანა Holland & Holland-ს (ლიდერი კი კვლავ Royal-ი რჩება). Sporting-ის მოდელში მაქსიმალურადაა გამოყენებული კომპიუტერული პროგრამორების თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ მოდელში გამოყენებულია თანამედროვეობაში ყველაზე საიმედო და დიდი რესურსის მქონე საკეტი ,,ბოსი” და სახსნელი Perazzi-ის სახეობის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი. ლულათა სიგრძე 63-დან 81სმ-მდე, დამაგრძელებლით ან სახსნელი Briley-ის ნებისმიერი ჩოკით, მთლიანი ან ვენტილირებადი სამიზნე თამასით; სავაზნე 70 ან 76მმ. ამ მოდელის მსუბუქი თოფი იწონის 3,3კგ-ს, ხოლო სტანდარტული(ლულის სიგრძით 76სმ) 3,9კგ-ს. ფირმას საკონდახე მასალა შემოაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან და აშშ-დან(კალიფორნია). ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნებიდან შემოტანილ ხის მასალას არაფრით ჩამოუვარდება კავკასიური კაკალი(!!!). კონდახებში ქვემოდან ისმება ოქროსფირფიტა, რაზედაც მფლობელის სახელი ან ინიციალები იტვიფრება. დღეისათვის ფირმას დაახლოებით 25 000 ერთეული თოფი აქვს ნაწარმოები.
ფირმას საკუთარი სკოლა აქვს სადაც სწავლების ხუთწლიანი ციკლით ოსტატებს ზრდიან. სტატიის ავტორია თ.ნუცუბიძე წყარო monadire.com,google.ge,bazieri.ge. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
boika555, გაგახარა ღმერთმა, მაგრამ სტატია შენი მომზადებული თუა ბოლოს მიუთითე შენი სახელი და გვარი, თუ სხვა წყაროდანაა მაგალითად რომელიმე ჩვენი კოლეგა საიტიდან ეგეც მიუთითე, მე კივიცი მაგრამ ხალხმაც რო იცოდეს რაშია საქმე
ჰოლანდ ჰოლანდი ჩემი საყვარელი ფირმაა და ალბად მექნება მაგის ბედნიერება რო ოდესმე მისი ნაწარმი შევიზინო. ARMSAN PENOMA AURA DW 2. HUGLU 104A. ИЖ-18-Е 20 kal.
ვუყურე და ვისიამოვნე ბოლომდე და წარმომიდგენია ესენი როგორ სიამოვნებას ღებულობენ როდესაც ასეთ შედევრს ქმნიან. ბრავოო თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
კი ძაან დიდი სიამოვნებაა მაგ ვიდეოს ყურება ყველაზე მაგრად ვიკაიფე შტუცერს რო ასწორებენ პლასტინა რო ჩაუყენეს შუაში და ტყვიას ტყვიაში რო აჯენდა Antonio Zoli Z Sport Black, Fabarm Classis 12 English
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!