00:55:29
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ფორუმის მოდერატორი: giohunt1982, ფირალი  
სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბი
gagrinskiდრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 18:23:57 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ეს თემა დროებით გავხსენი, სამწუხაროდ ბოლო რამდენმე დღეა მინიჩატში ვერ ვწერ არ ვიცი რატომ?

წავიკითხე ჩატში ძალიან ბევრი პრეტენზია, ბევრი მათგანი მგონია რომ სამართლიანია, მაგრამ მინდა გითხრათ ჩემო კარგებო რომ აქ წერით მაგ საქმეს არაფერი ეშველება, როცა გაქვთ პრეტენზია უნდა მოხვიდეთ კლუბში და იქ პირდაპირ დასაბუტებულად უნდა თქვათ ყველას თანდასწრებით. მეც და ყველა წევრს გაგვაჩნია პრეტენზიები და ვცდილობთ ვის როგორ შეგვიძლია ნაკლოვანებები აღმოვფხვრათ, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არაა როგორც ჩვენ გვინდა.

აქ წავიკითხე საკმაოდ მძიმე ბრალდება გაკეთებულ საბუთებთან დაკავშირებით-თუ ვინმეს აქვს ამის დამადასტურებელი საბუთი გამოვიდეს ღიად განაცხადოს კლუბში და ფაქტები წარმოადგინოს-არავითარ შემთხვევაში არ მივირებ იმ აზრს რომ ვირაცას ხომ არ ჩააყენებთ ცუდ მდგომარეობაში რადგან მისი ძაღლს აქვს ესეთი საბუთები.

აქვე მინდა ისიც იცოდეთ რომ არავის არ ვიცავ, უბრალოდ ვითხოვ იმ პრობლემების რომელიც დაგროვდა სამართლიან გადაწყვეტას. კი მე გული შემტკივა მაგ კლუბზე იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძველი კლუბი რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი ყველასათვის ცნობილი პაოლო იაშვილი იყო, ამ კლუბში მოღვაწეობდა და მტელი ეპოქა შექმნა საბჭოთა კინოლოგიაში ლევან ციციშვილმა მეგობრებისთვის უბრალოდ ძია ლევანმა.

ვინც ახლა უდგას მაგ კლუბს სათავეში და ვინც ეს შეინარჩუნა იმ ხალხის შრომაც დასაფასებელია, რადგან დღეს საქართველოში მართლა არ იქნებოდა ჯიშიანი ძაღლი. ნუ გონია ბევრს რომ ლეკვის საგვარეულო არის ფარატინა ფურცელი, ასე ვინც ფიქრობს იმან მონადირე ძაღლზე მგონი არ უნდა ილაპარაკოს, რადგან მთელს მსოფლიოში არის დოგმა-ძაღლს რომელსაც წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთი არ გააჩნია არ ითვლება ამა თუ იმ ჯიშის წარმომადგენლად მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა.

დამატებულია (23.12.2015, 18:23:57)
---------------------------------------------
აქვე იმასაც ვიტყვი არავინ არავის არ აძალებს ჯიშიანი ძაღლის ყოლას, მაგრამ ასეთს შესაბამისად საბუთიც უნდა ქონდეს, გამოფენაზეც უნდა მონაწილეობდეს და საველეზეც.

მე ვეთანხმები იმ პრეტენზიებს რომელიც ეხებოდა იმას რომ რინგი ტალახში ჩატარდა, მე თუ მკითხავთ იმ დრეს საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო გამოფენა რადგან მთელი ერი გლოვობდა სტიქიის გამო და კიდევ მილიონი სამართლიანი პრეტენზიაა რომელიც ჩემო კარგებო იქ კლუბში უნდა თქვათ და იქნება ერთად უფრო მეტი გავაკეთოთ.

იმასაც გეტყვით რომ ის თანხა რაც კლუბში შედის ხმარდება საველე ღონისძიებებს, ოთახის ქირას და კომუნალურ გადასახადებს, ნუ გონია ვინმეს რომ იქ მილიონები კეთდება.

კონკრეტულად ეს ტემა არავის ეხება, ეს არის განკუთვნილი ყველასთვის ვისთვისაც ძვირფასია ჯიშიანი მონადირე ძაღლი.


d.kakulia
 
VAXO-HUNTERდრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 18:38:04 | შეტყობინება # 2
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski " ფარატინა ფურცელი" ჩემი სიტყვებია, უკან არ წავიღებ. ვიცი რასაც ნიშნავს საგვარეულო ნუსხა და სწორედ ამიტომ ვთქვი ეს სიტყვები. ის ნუსხა , რაც აქ გაიცემა ხშირ შემთხვევაში სწორედ ფარატინა ფურცელია, რომელიც 20-25 ლარი ღირს, ამ საგვარეულოს სხვა ფასი და ფასეულობა არ გააჩნია 167

დამატებულია (23.12.2015, 18:31:15)
---------------------------------------------
რაც შეეხება გამოფენებს, ჯერ კიდევ 1998-99 წლებში შევეშვი ობიექტური მიზეზების გამო

დამატებულია (23.12.2015, 18:34:29)
---------------------------------------------
ტალახს არაუშავს, ობიექტურად რომ მსაჯობდნენ 23

დამატებულია (23.12.2015, 18:38:04)
---------------------------------------------
განაწყენებული კაცის პოზიციიდან არ ვწერ, ნამდვილად გული შემტკივა


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
monomaxiდრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 20:53:57 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 155
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე თუ მკითხავთ ჩემთვის ფარატინა ფურცელს დიდი მნიშვნელობა არააქ მთავარია ძაღლს ქონდეს კარგი საგვარეულო ,რათა კარგი პარტნიორობა გაწიოს მინდირში და რაც მთავარია ლეკვის აღზრდის მომენტში უნდა იცოდე მისი წინაპრები რადგან ლეკვის დაგეშვა სათუო არ გახდეს,როდესაც ამდენ შრომას დებ მის გეშვაში 23 gimili
 
giorgig192021დრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 21:31:04 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
monomaxi, ფარატინა ფურცელი არ არის ეგ , მაგას ძაღლის საგვარეუნო ნუსხა ქვია და ძაან გთხოვ სწორი სახელი დაარქვა ყველაფერს, აქ ბევრი ახალბედაა და არასწორმა ინფორმაციამ შეიძლება თავგზა აუბნიოს. gagrinski, პირადად მე 100% გეთანხმები , ყველაფერი ძალიან კარგად და გარკვევით ჩამოაყაიბე.

უბრალოდ იმას ვერ ვხვდები ამ ხალხს რისი ეშინიათ? მიდით და პირში უთხარით კაცურად და ვაშკაცურად კლუბის თავჯდომარეს თქვენი პრეტენზიების შესახებ იქნებ ყველაფერს თქვენი სიმართლით ეშველოს ამაზე არგიფიქრიათ? აქ წერას და ათასი პოსტის წაკითხვას არ ჯობს კლუბში ტკბილი სიტყვით და ურთიერთ გაგებით მოვეკიდოთ ამ თემას და გამოვნახოთ ერთი ენა ამ თემასთან დაკავშირებით. ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს არის კლუი ღია მობრძანდით და იქ ვისაუბღოთ არავინ არ იკბინება იქ. :)


g.sheyiladze
 
avtandilდრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 22:10:58 | შეტყობინება # 5
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()

აქ წავიკითხე საკმაოდ მძიმე ბრალდება გაკეთებულ საბუთებთან დაკავშირებით-თუ ვინმეს აქვს ამის დამადასტურებელი საბუთი გამოვიდეს ღიად განაცხადოს კლუბში და ფაქტები წარმოადგინოს-არავითარ შემთხვევაში არ მივირებ იმ აზრს რომ ვირაცას ხომ არ ჩააყენებთ ცუდ მდგომარეობაში რადგან მისი ძაღლს აქვს ესეთი საბუთები.

ეგ სიტყვები მე დავწერე მინიჩატში, მაგრამ ისიც დავაკონკრეტე, რომ სხვა კლუბში მოხდა. დანარჩენი კი რა აზრისაც ვარ ალბათ ყველა მიხვდა. თუ ვინმემ ვერ გაიგო კიდევ გავიმეორებ დღეს შეიძლება მძიმე ვითარებაა, მაგრამ ესეც რომ გვაქვს მაგაზეც მადლობა უნდა ვთქვათ. ბევრს აქვს უკმაყოფილების გრძნობა კლუბის მიმართ თუმცა სხვა გზა მონადირეს არ აქვს დღეს საქართველოში. დღევანდელი მდგომარეობით გვერდში დგომის პრინციპია კლუბისა და იქ გაწევრიანებული ძაღლის მეპატრონოს საქმიანობა. ის მიზერული თანხები კი მართლა სასაცილოა რა ფულის კეთებაზეა საუბარი 25 ლარზე? და საველეზე თუ გაიყვან ან გამოფენაზე 10 ლარზე? :))) პირადად მე შემემთხვა როცა გამოუცდელი ვიყავი რამდენიმე წლის წინ შევიძინე ლეკვი უსაბუთოდ ანუ როგორც ამიხსნეს 9 თვის რომ გახდებოდა ლეკვი მერე ავიღებდი. 9 თვის მერე მართლა ავიღე რაღაც საბუთი რომელიც აღმაშენებელზე მომცა ქუჩაში დარეკვის შემდეგ ვიღაც ქალმა რამელიც ალკოჰოლის სუნად ყარდა. აღნიშნულ საბუთზე როგორც ეწერა საბუთს გასცემდა საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია რომელიც იგივე ორგანიზაციისა თუ კლუბის ბეჭდით იყო დამოწმებული.
ასე რომ (ცხვედიანის) კლუბზე შეიძლება რამე არ მოგვეწონოს, მაგრამ ის ხალხი რასაც დღეს ახერხებენ მაქსიმუმია დღევანდელ პირობებში.

დამატებულია (23.12.2015, 22:10:58)
---------------------------------------------
gagrinski, თემის გახანა კი ნამდვილად დროული იყო 166


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
kucuna1დრო: ოთხშაბათი, 23.12.2015, 22:25:55 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
იმასაც გეტყვით რომ ის თანხა რაც კლუბში შედის ხმარდება საველე ღონისძიებებს

1)საველე ღონისძიებებზე ცალკე თანხა გროვდება.2)საბუთი ცალკე თანხა ღირს.3)გამოფენაზეც ფულს ვიხდით.
ობიექტური პირობებიდან გამომდინარე;ჩემი აზრით არ არის საკმარისი,გაცილებით მეტი უნდა გროვდებოდეს,კლუბის ნორმალურად ფუნქციონირებისთვის.ზოგადად ვიტყვი რატომაც:კლუბში მომუშავე პირები(ზოგადად ვამბობ,სხვა დღეებში მტვირთავათ მუშაობის იძულებული არ უნდა იყოს) დამაკმაყოფილებელ ანაზღაურებას უნდა იღებდნენ.დღევანდელ დღეს კი ერთ მიზეზს გეტყვი რატომ ღებულობს ეგ ყოველივე ფულის მახის სახეს.რატომ ტარდება ძაღლების გამოფენა(რინგი.არავის ვასწავლი,უბრალოდ ვამბობ) რომ შეფასდეს თვითოეული ჯიშიანი ძაღლის ექსტერიერი,შემდგომში მათი დართვისათვის.ამით იმის თქმა კი არ მინდა რომ ძლიერ კარგი ძლიერ კარგთან და ასე შემდეგ,უნდა დაირთოს,სისხლების გაუმჯობესების მიზნით,ვინაიდან ექსპერტები მაგის გამო ჰქვიათ რომ სასურველ შედეგს ხშირ შემთხვევაში აღწევენ.
ძმურად გთხოვ მიპასუხე,რაში გადავიხადე ორჯერ ფული და რატომ დავხარჯე საწვავში ფული?როცა რომ ამ კლუბს არაფერი არ გაუკეთებია(ჩემს შემთხვევაში) ფულის აღების გარდა.ლეკვს რომ ვყიდულობდი თითქმის კატეგორიულად მომთხოვეს რომ უსაბუთოსთან არ შემეჯვარებინა,ვინადიდან ყველა დართვა კლუბში უნდა დარეგისტრირებულიყო,კლუბი იზრუნებდა ძაღლის დართვაზე.რაში მჭირდება ძაღლის ბეჭედ დარტყმული ფრიადი,როცა რომ საკმაო რაოდენობის ხალხმა იცის ჩემი ძაღლის ექსტერიერიც და მინდორიც.რამოდენიმე უსაბუთო ძუსთან უკვე შევაჯვარე,ლეკვების გაყიდვას მე არ ვაპირებ და თუ ახლობელმა არ მთხოვა ალიმენტიც არ მინდა,ხო კიდევ საბუთის ჩვენებასაც კი არავინ მთხოვს(მე კარგად ვიცი რაც არის საბუთი,და ნორმალურ პირობებში რა დატვირთვაც აქვს).
არის თუ არა ამ კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე ჩემთვის ეს ყველაფერი ფულის მახე?საველეზე მინდა გამოვიყვანო,მაგრამ რისი გულისთვის,კიდევ ფული რომ გადავიხადო,არ ვიცი რაში?
ისევ ვიმეორებ;ნორმალურ პირობებში ხუთმაგს გადავიხდი,მაგრამ არაფერში?
იმ დღეს ბიჭს კავთისხევიდან ჩამოაყვანინეს ლეკვი საბუთზე,თან წინასწარ შეთანხმებით.და რა ქნეს ჩამოიყვანეს და არ დახვდნენ.ზუსტად მაგისი წამოჭრილი იყო მინიჩატში ეს საკითხი და ეს თემა რომ გაიხსნა,საბაბიც მან მოგცა.ვინ აიძულებს რომ კიდევ ჩამოიყვანოს,ვინ მისცემს გარანტიას რომ ჩემს სიტუაციაში არ აღმოჩნდება.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 00:07:35 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
1-როცა პირველ დიპლომს იღებ მაშინ ნამდვილად იხდი ექსპერტების მომსახურების თანხას, მაგრამ რაც შეეხება საველე შეჯიბრებებს და მათ შორის მთავარს ციციშვილის სახელობის მემორიალს მასში მონაწილეობა იუფასოა.

2-ვერ გავიგე კარგად რა უნდა გაეკეთებინა კლუბს ამიტომ კონკრეტულად მაგაზე არ დავწერ პასუხს.

3-რაც შეეხება რინგს-ბევრი ხარვეზია და გამოსასწორებელია, ისიც გავითვალისწინოთ რომ ძაღლი ერთ წელს ხან ძლიერ კარგი იქნება ხან ფრიდი, გაპროტესტება ადგილზე უნდა მოხდეს შესაბამისი ასაკობრივი რინგის დასრულების შემდეგ

4-კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საბუთიანი შეჯვარდეს უსაბუთოსთან და ამას აღარ ავხსნი აქ მყოფებმა ძალიან კარგად იცით რატომაც, თუმცა ყველა თავის არჩევანს აკეთებს. კონკრეტულად არ ვამბობ მაგრამ ასეთი დართვების გამო მერე ვხვდებით განცხადებებს, მამა საბუთიანია დედა არა მაგრამ მაგარი მონადირე და დამჯერეა!-ეს კი ძალიან ცუდია განსაკუტრებით დამწყებისთვის რომელსაც ინფორმაცია არ აქვს

მაგრამ აქვე ვიტყვი იმას რომ კლუბი უნდა ზრუნავდეს ამაზე და ყველაფერს აკეთებდეს რომ სელექცია სწორი მიმართულებიტ მიდიოდეს

დამატებულია (24.12.2015, 00:00:40)
---------------------------------------------
არის ერთი მომენტი-ბევრმა ადამიანმა შეიძლება იცოდეს შენი ძაღლის ექსტერიერი და ის თუ როგორ მუშაობს ის მინდორში, მაგრამ საველე ღონისძიება იმიტომ არსებობს რომ ექსპერტმა გადაწყვიტოს. მეც ბევრჯერ არ მომწონებია ჩემი ძაღლის შეფასება მაგრამ ხმა არ ამომიღია, რადგან მე მოყვარული ვარ და იმ 3 ადამიანს ვინც მინდორში ექსპერტის სტატუსი აქვთ, თუმცა რაღაც საკითხებზე მიდავია. კიდევ ერთი რამ და ისევ კონკრეტულად არ ვსაუბრობ-ძალიან ბევრი მეძებარი მინახავს არაჩვეულებრივი რომ იყო ნადირობის დროს თუმცა საველეზე მის ნახვას ელექტროშედუღებაზე მეყურებინა ჯობდა.

რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს საველეზე მონაწილეობას მით მეტ გამოცდილებას შეიძენთ, შესაბამისად ექსპერტებიც იძულებულები იქნებიან უფრო მონდომებულები იყვნენ.

იმ ბიჭის საკითხზე გეთანხმები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ და აგერ მეგობარმაც დაწერა, უნდა მიხვიდეთ იაქტიუროთ და ეს ყველაფერი კლუბში თქვათ, ასდე ხდებოდა ხდება და მოხდება და ასე ვითარდება ყველაფერი, სხვანაირად არაფერი გამოვა მეგობრებო.

დამატებულია (24.12.2015, 00:07:35)
---------------------------------------------
და ბოლოს-ბოდიშს ვიხდი მაგრამ სანადირო მეძაღლეობის კლუბმა ერთხელ ჩამოიყვანა უკრაინელი ექსპერტები, მაგის მერე მოკვდა ეგ ამბავი და იცით რატომ?-რამდენიმე ენთუზიასტის გარდა არავის არ მოუნდა ერთი ადგილის განძრევა ფულის დადება და ა.შ რომ შემდეგ წელსაც ჩამოეყვანათ ექსპერტები! მხოლოდ ვილაპარაკოტ შეცდომები დავინახოთ და ჩვენ არაფერი გავაკეთოთ ეგრე არ გამოვა.

კარგი ამ კლუბს თავი დავანებოთ და ვთქვათ არაპროფესიონალები და ცუდები არიან, ორი წელია ეფციაის შეჯიბრებეს ვატარებთ ევროპელი ექსპერტები ჩამოგვყავს, იცი რამდენი ადამიანი დაესწრო?-5 საქართველოდან, იცით რა გამიტყდა მაგ შეჯიბრზე, კაცი სომხეთიდან ტაქსით ცამოვიდა რომ ერთი დრე მაინც მოესმინა უცხოელი მსაჯისთვის და რაღაც ახალი ესწავლა.

ეს ყველაფერი ჭკუის დასარიგებლად არ დამიწერია, იმისთვის დავწერე რომ ყველამ ერთად მოვინდომოტ და რაც გვჭირს ამ სფეროში მარტო ადამიანების ერთ ვიწრო წრეს არ დავაბრალოთ. წარმატებები ყველას


d.kakulia
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 00:46:42 | შეტყობინება # 8
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
მხოლოდ ვილაპარაკოტ შეცდომები დავინახოთ და ჩვენ არაფერი გავაკეთოთ ეგრე არ გამოვა.

დავით, იცი შენ ჩემი შეხედულება მაჩაბლის კლუბზე, ყველამ იცის, რომ თუ რაიმეთი შევძლებ ყველას დავუდგები გვერდით სუფთა სისხლის ძაღლების გამრავლებაში და ა.შ. მაგრამ მე მაქვს კონკრეტული პრეტენზია ერთ-ერთ სექციასთან მაგ კლუბში და თვის ბოლომდე აუცილებლად ჩამოვალ თბილისში და პირადად ვეტყვი, იმ „ექსპერტს" ვინც "დაარეგისტრირა" დართვა!
მაჩაბლის კლუბში ბევრს ვიცნობ, ბევრთან ვმეგობრობ და პატივს ვცემ, მაგრამ პირში სიმართლის თქმას არასდროს დავერიდები!
მაგის დედა ვატირე, იმის მაგივრად რომ საგავრეულო ნუსხის მქონე ლეკვების მომრავლებაზე ზრუნავდნენ, პირიქით, უსაბუთო ლეკვები დაამრავლეს თავიანთი халатность ქართული შესატყვისი ვერ მოვნახე! დართვა არ იყო წესისამებრ დარეგისტრირებული და შედეგად უსაბუთო ლეკვები მივიღეთ! რა ქნას ახლა იმ ხალხმა, ვისაც ეს ლეკვები შეხვდა?. ამიტომ ან წესიერად უნდა აკეთოს საქმე კაცმა და თუ ვერ აკეთებს მაშინ სხვა საქმე მონახოს რა!

დამატებულია (24.12.2015, 00:46:42)
---------------------------------------------
დამსახურებას და შრომას არავის ვუკარგავთ, პირიქით, ყველას დიდი მადლობა, რომ რასაც ქვია ენთუზიაზმის ხარჯზე არიან ამ საქმეს გადაყოლილი!


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
kucuna1დრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 10:15:37 | შეტყობინება # 9
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote gagrinski ()
მეც ბევრჯერ არ მომწონებია ჩემი ძაღლის შეფასება მაგრამ ხმა არ ამომიღია,

ეგ ჩვეულებრივი წესია,რადგან იქ მიდიხარ,შეგუებული ხარ იმას რომ შესაძლოა გაგაკრიტიკონ.რადგან მიხვედი,გადაწყვეტილებას ანდობ,ეჭვი არ შეგაქვს მათ კომპეტენტურობაში.ეს ჩვეულებრივი კულტურაა(ეს საკითხი ევროპაში მეტად არის დახვეწილი,აქ ყველა არ იცავს მაგას).

დამატებულია (24.12.2015, 10:08:16)
---------------------------------------------
არასწორი სელექციის გამო არის რომ დღეს კატასტროფის წინაშე ვართ,თითოოროლა შემოყვანილ სისხლზე ვართ დამოკიდებულები.ადგილობრივი სისხლები თითქმი საერთოდ არ არის.კიბატონო მართალი ხარ რომ საველეზე უნდა გავიყვანოთ ძაღლები,უამრავი მიზეზის გამო,თუნდაც იმიტომ რომ მარტო ფრიადი არ არის ძაღლი და უნდა იცოდნენ კლუბში რეალურად რისი მაქნისია მინდორში,თუნდაც დიპლომი ვერ აიღოს.მაგრამ იმასაც გეტყვი რომ არის ძაღლები(ერთი იცი და ალბათ სხვებიც იქნებიან) არც უმაღლესი შეფასება აქვს და დაგეშვითაც არ არის წესიერად დაგეშილი,უკვე ბევრი თაობა მისცა,აიყვანს მაგის ლეკვს და იტტყვის ამისი პაპა კურაჟიაო.სადაც დართვებზე ამისამართებენ ძუების უმრავლესობას,იქაც იკადრებენ რომ ლეკვის მსურველსაც გაუგზავნიან.ეგ არის ერთერთი იმ მიზეზთაგანი,რის გამოც ძაღლების მრავლესობა საველეზე კი არა საგამოფენოთაც არ ვარგა.
მე ენთუზიაზმით გაკეთებული საქმის არ მჯერა,იყოს ყველაფერი წესრიგში და გაცილებით მეტის გადამხდელი ვარ,თვეში 100 ლარამდე მიჯდება ამისი შენახვა,იქაც საწევროს გადავიხდი წელიწადში მაგდენივეს.მაგრამ რაში?დვარნიაშები რომ ამრავლონ.

დამატებულია (24.12.2015, 10:15:37)
---------------------------------------------
გაზაფხულზე ლეკვის ჩამოყვანას ვაპირებ და იმის გამო რომ,ნორმალურ კლუბთან მქონდეს წვდომა.ლეკვი მყავდა ნაყიდი,6 თვე ვზრდიდი და რომ შევატყე ისეთი ვერ იქნებოდა როგორიც მე მინდოდა,საჭმელში გავცვალე.მე მარტო პოვნა,მოკვლა და მოტანა არ მაინტერესებს,ამ ყველაფერს ლამაზად უნდა აკეთებდეს.სეზონის გახსნამდე ნადირობით(უთოფოდ) გული ნაჯერი მაქვს.


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 10:44:29 | შეტყობინება # 10
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უბრალოდ იმას ვერ ვხვდები ამ ხალხს რისი ეშინიათ? მიდით და პირში უთხარით კაცურად და ვაშკაცურად კლუბის თავჯდომარეს თქვენი პრეტენზიების შესახებ - დარწმუნებული ხარ რომ გვეშინია და არ გვითქვამს ვაჟკაცურად?
ძაღლის შეფასება იცით სად ხდება ? რესტორანში და არა რინგზე. თუ "ძმაკაცობ" მაშინ შენი ძაღლი ფრიადოსანია, თუ არა და ...
გამოფენაზე ძაღლები ჭირდებათ ფონის შესაქმნელად და ამიტომ აღარ გამომყავს დიდი ხანია

დამატებულია (24.12.2015, 10:22:13)
---------------------------------------------
რაც შეეხება რინგს-ბევრი ხარვეზია და გამოსასწორებელია - მთავარი ხარვეზი დავწერე უკვე 167

დამატებულია (24.12.2015, 10:24:04)
---------------------------------------------
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ საბუთიანი შეჯვარდეს უსაბუთოსთან - იმ უსაბუთოს უნდა მიეცეს საბუთი "ჯიშიანი, გაურკვეველი წარმომავლობის" და უნდა ჩართო სელექციაში, თუ აკმაყოფილებს ყველა სხვა მოთხოვნებს

დამატებულია (24.12.2015, 10:26:04)
---------------------------------------------
მაშინ სხვა საქმე მონახოს რა! - 100%-ით გეთანხმები. როცა ამ საქმეს კიდებს ხელს ჩემზე მეტი უნდა იცოდეს

დამატებულია (24.12.2015, 10:27:49)
---------------------------------------------
მეც გავაჩუქე 8 თვის კურცჰაარი, ფრიადოსანი მამის შვილი. უამრავი დეფექტი აღმოაცნდა, მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ლეკვი ამოვარჩიეთ ბუდობიდან.

დამატებულია (24.12.2015, 10:28:18)
---------------------------------------------
თავისი "საგვარეულო ნუსხით"

დამატებულია (24.12.2015, 10:32:30)
---------------------------------------------
იტტყვის ამისი პაპა კურაჟიაო - ეს არის "ჩვენი" სენი, ამ მიდგომამ დაღუპა ქართული მეძაღლეობა. კონკრეტულად კურაჟზე არ მაქ საუბარი, უამრავი ასეთი ძაღლია არა მარტო პოინტერებში, ყველა სექციას თავისი "კურაჟი" ყავს, მიუხედავად ნაკლისა არიან ფრიადოსნები და მერე იმათ ლეკვებზე იწყება "ზრუნვა" , რომ ეს ძაღლი გადავიდეს ელიტაში. ამას ქვია ფულის სიყვარული და არა ძაღლის.

დამატებულია (24.12.2015, 10:44:29)
---------------------------------------------
167 167 167 მიუხედავად ყველაფრისა, ერთი ხვადი არ უნდა გაუშვა ყველა ძუზე.უამრავი მიზეზია თუ რატომ არ უნდა გაუშვა.
გასაგებია რომ სხვა ხაზებია მაგრამ არის გასათვალისწინებელი ფაქტორები:

1. ასაკობრივი სხვაობა ძუს და ხვადს შორის.
2.ექსტერიერი (უნდა იცოდე რისი მიღება გინდა ამ დართვით)
3. საველე თვისებები.
4. ფრიადოსანი ხვადი (ექსტერიერი, საველე) არ ნიშნავს კარგ მწარმოებელს
5. კარგი მწარმოებელი ძვირფასი რესურსია და გაფრთხილება უნდა
თვეში რამოდენიმე დართვას არ აქვს გამართლება და მთავარი: ყველა ძუს რომ ერთ ხვადზე დართავ და ლეკვებს მიიღებ იმათ რაზე დართავ? ერთმანეთზე ? (ეს უკვე კანონზომიერებაა ჩვენთან)


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 11:55:10 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მე არავინ დამიპატიჯია რესტორანში და არავისთან არმაქვს გადასარევი და ძმაკაცური ურთიერთობა მაგრამ ჩემმა ძაღლმა დაიკავა პირველი ადგილი როგორც ბონიტირებით ასევე ექსტერიერით, ყველას ერთ ქვაბში ნუ მოვხარშავთ ძაან გთხოვთ.

g.sheyiladze
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 24.12.2015, 12:12:54 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgig192021 ჰაერზე არ ვისვრი სიტყვებს, კონკრეტული მაგალითები ვიცი

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
bashiachukiდრო: პარასკევი, 25.12.2015, 00:52:05 | შეტყობინება # 13
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მე დავპატიჯე "ციციციშვილის" შეჯიბრის შემდეგ ექსპერტები რესტორანში. ამის შემდეგ ჩემი ძაღლი პირველი დადგა რინგზე. ისე, ცნობისთვის მესამედ იდგა რინგზე ჩემი ძაღლი ამ სამი წლის მანძილზე პირველ ადგილზე, თავის ასაკობრივ ჯგუფში. ვერავინ იტყვის იმას რომ, ჩემ ძაღლს საველე დიპლომებიც დაუმსახურებლად აუღია.სიამაყით ვიტყვი და მე მგონი ყველა ექსპერტი და ამ ფორუმის წევრი დამეთანხმება რომ,(ვისაც ჩემი ძაღლი საქმეში უნახავს) საველე დიპლომს არ იმსახურბდა. გავკადნიერდები და იმსაც ვიტყვი, რომ ორი საველე გამოცდა და შეჯიბრი 10 წუთში დაამთავრა 3 დამუშავებული ფრინველით. შეიძლება გიოს ძაღლივით, შორი ყნოსვა ვერ აჩვენა, ან, დათო კაკულიას ძაღლის მანერით მუშაობა, მაგრამ მე რაც ჩავდე ამ ძღლში, ის მაჩვენა, შეიძლება რაღაც დავეკელი, ან მეტი არ ვიცოდი, ან თვითონ ძაღლს მეტი არ შეეძლო, მაგრამ მე ერთს ვიტყვი რომ კარგი ძაღლი მყავს.("მაია სობაკა, სამაია ლუჩშაია საბაკა ვ მირე" როგორც რუსები იტყვიან).

დამატებულია (25.12.2015, 00:32:04)
---------------------------------------------
ეხლა რაც შეეხება "სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა კლუბს", შეიძლება ბევრი რამ არის ამ კლუბში დასხვეწი, ბევრი საკითხი გამოსასწორებელი, მაგრამ ეს მარტო ამ ფორუმზე განსახილველი კი არ უნდა იყოს, არამედ მობრძანდით კლუბში, თქვით თქვენი აზრი,წამოაყენეთ ინიციატივები, ამას ველით ყველასგან, ვისაც ჯიშიანი ძაღლების განვითარების და გამრავლების სურვილი აქვთ. ბატონებო,სად იყავით თქვენ როცა ამ კლუბის ორდღიანი შეკრება იყო? იყავით როდესაც გამგეობა მტკიცდებოდა? იცნობთ თუ არა ვინ არის ამა თუ იმ ჯიშის სექციის თავმჯდომარე? ელემენტარული კონტაქტი თუ მაინც გაქვთ მათთან? იცით რა გეგმებია მომავალში? დარწმუნებული ვარ რომ 90%-ით არავინ არაფერი არ იცის. ზემოთ აღნიშნულმა კლუბმა და ჩვენმა კლუბმა "ბაზიერმა" ამ ზაფხულს ბათუმში მოაწყო მეძებარი ძაღლების გამოფენა(უმეტესი ამ ფორუმის წევრები დასავლეთ საქართველოდან არის) და ამის გათვალისწინებით ექსპერტებს უარი არ უთქვამთ, პირიქით სიხარულით დათანხმდენ და მე მგონი ამდენი წლის შემდეგ პირველად ჩატარდა ბათუმში ესეთი რანგის გამოფენა.

დამატებულია (25.12.2015, 00:40:31)
---------------------------------------------
მადლობა პირველ რიგში ირაკლი ბუდანოვს, გიორგი სარიშვილს, მათი ინიციატივით ჩატარდა ეს კარგი ღონისძიება. იგეგმება რეგიონებში კლუბების გახსნა, ექსპერტ კინოლოგების მომოზადება-სტაჟირება. მომავალი წლიდან, კიდევ ბევრი ახალი სიახლე იგეგმება,იგივე დიდი სურვილია საველე შეჯიბრი დასავლეთ საქართველოში ჩატარდეს. ასე, რომ მეგობრებო ერთმანეთს გვერდში უნდა ამოვუდგეთ, მხარი მხარს მივცეთ(ეს ლიტონი სიტყვები არ არის), ვისაც კარგი იდეა გაქვთ თქვით, ამ კლუბის კარი ყველასთვის ღიაა.

დამატებულია (25.12.2015, 00:52:05)
---------------------------------------------
კიდევ ერთი მეგობრებო, ჩვენი კლუბის "ბაზიერის" სუფთა სისხლის მეძაღლეობის განვითარებისთვის..... ვისაც კარგი ძაღლები გყავთ, მათი ერთი ლეკვი ჩვენი ფორუმის წევრს უსასყიდლოთ გადვცეთ(ვაჩუქოთ), ოღონდ მას ვისაც ძაღლი უყვარს და აუცილებლად მოუვლის, გაზრდის და გამოფენაზე, საველე გამოცდაზე გამოყვანა არ დაეზარება. თქვენმა მონა-მორჩილმა დაიწყო ეს და თუ ამყვებით დიდად დამავალებთ. "ბაზიერის" კლუბის წევრებმა თავიანთი ოთხფეხა მეგობრებითაც უნდა გამოიჩინონ თავი. დიდი პატივისცემით დავით ცერცვაძე. ყველას წარმატებას გისურვებთ.


cercva
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 11:00:47 | შეტყობინება # 14
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ყველა ექსპერტი და ამ ფორუმის წევრი დამეთანხმება რომ,(ვისაც ჩემი ძაღლი საქმეში უნახავს) საველე დიპლომს არ იმსახურბდა - როგორ გავიგოთ? რაღაც შეგეშალა სიჩქარეში, ან ემოციურმა ფონმა იმძლავრა. 23
თუ ყურადღებით წაიკითხავ წინა პოსტებს გარკვევით მიწერია: ბევრჯერ ვყოფილვარ, მისაუბრია პირადად, მიკამაღია და ძალიან სუსტი, პრაქტიკულად უაზრო არგუმენტებით გაუციათ პასუხი. ამიშ მერე დამისახელებ მიზეზს რატომ უნდა მქონდეს კონტაქტი როცა ძირითადში იგივე სახეებია ?
არც გაზრდა და გამოყვანა მეზარება,მუდმივად მყავდა და მეყოლება ჯიშიანი, მუშა ძაღლები. უდიდეს შრომას ვდებ, მაგრამ ფონის შესაქმნელად ძაღლს არ გამოვიყვან. ვნახოთ რამდენ ხანს იქნება ორ ძაღლში პირველადგილოსნების კულტი 23

დამატებულია (25.12.2015, 11:00:47)
---------------------------------------------
უსასყიდლოდ გადაცემა კარგი აზრია, მაგრამ ამაში სიახლეს ვერ ვხედავ, ცხოვრებაში არ გამიყიდია ლეკვი 167 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
bashiachukiდრო: პარასკევი, 25.12.2015, 11:12:35 | შეტყობინება # 15
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, კი სიჩქარით მომივიდა. რას ნიშნავს ორ ძაღლში პირველადგილოსნების კულტი?

cercva
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 13:56:54 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki რინგზე სულ ორი ძაღლი რომ არის და ერთი მათგანი პირველ ადგილს იღებს 23

დამატებულია (25.12.2015, 13:56:54)
---------------------------------------------
გამარჯვებულია, ჩემპიონია და ძუების რიგი დგება დასართავად. ხუმრობა ხომ არ არის ჩემპიონის ლეკვები


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 14:13:38 | შეტყობინება # 17
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ცუდად არ გამიგო მაგრამ შენს სიტყვებში ძალზედ ცინიკუს საუბარს ვხედავ და თუ შეგიძლია უფრო კონკრეტულად გვითხარი ვინ ხარ და ამ პოსტებით რის მიხწევას აპირებ? კიდევ ერთხელ გიმეორებ აქ ჭორაობას წამოდი მეც წამოგყვები და კიდევ ბევრნი ვიქნებით და თუ რამე სათქმელი გაქვს კლუბში თქვი. თუ ყველაფერზე სწორი და არგუმენტირებული პასუხები გაქვს ყველა შენ დაგიდგება გვერდში და ძველ დროს რაც მოგივიდა ის აგარ მოგივა და შენ სიმართლეს გაიტან ყველასთან როცა მართალი ხარ.

g.sheyiladze
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 14:32:11 | შეტყობინება # 18
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgig192021 კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ჩემი სათქმელი ბევრჯერ მითქვამს კლუბშიც და რინგზეც. მიხწევას არ ვაპირებ, რაც მინდა იმას ყოველთვის მივაღწევ. ახლა "ჭორაობა" ამიხსენი... პირად მონაცემებში ყველაფერი დაწვრილებით წერია თუ რამე გაინტერესებს. რამე უცხო და ახალია რაც დავწერე ?

დამატებულია (25.12.2015, 14:26:50)
---------------------------------------------
ეს რეალობაა ჩემო ძმაო, სამწუხაროს ადეა. იმედს ვიტოვებ, რომ გამოსწორდება 23

დამატებულია (25.12.2015, 14:27:54)
---------------------------------------------
ეს რეალობაა ჩემო ძმაო, სამწუხაროს ასეა. იმედს ვიტოვებ, რომ გამოსწორდება 23

დამატებულია (25.12.2015, 14:32:11)
---------------------------------------------
ძველ დროს რაც მოგივიდა ის აგარ მოგივა - რა იცი რა მოხდა და რა მოხდება ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
avtandilდრო: პარასკევი, 25.12.2015, 15:10:30 | შეტყობინება # 19
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
რინგზე სულ ორი ძაღლი რომ არის და ერთი მათგანი პირველ ადგილს იღებს

წლევანდელ სეტერებზე ამბობ? როგორც ვიცი წელს მოხდა ეგეთი ფაქტი.


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 15:42:21 | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
avtandil ადრეც ყოფილა სხვადასხვა რინგებზე, მესმის რომ სამწუხარო მიზეზია (ძაღლების ნაკლებობით არის გამოწვეული), ისიც მესმის რომ ყველა პატრონს უხარია თავისი ძაღლის წარმატება, მაგრამ... ფაქტი ფაქტად რჩება

დამატებულია (25.12.2015, 15:40:37)
---------------------------------------------
და შედეგი შედეგად, აჯობებს ერთ ტავისზე უარეს ძაღლს და ჩემპიონია... ვერ შეედავები, პირველი იდგა რინგზე

დამატებულია (25.12.2015, 15:42:21)
---------------------------------------------
შეიძლება თავისზე უკეთესსაც აჯობოს, ასეც ხდება 069


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 17:13:59 | შეტყობინება # 21
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, რომ ამბობ ჩემსას ყოველთვის გავიტანო ეგ სიმართლე რომ იყოს მაგ შენ პრეტენზიებს რაც კლუბის მიმართ გაგაჩნია ამომწურრავ პასუხებს გააცემინებდი იმ ხალხს ვისაც თავის დროზე წესიერი პასუხი არ გაუციათ, რაც შეეხება ჭორაობას, ჯორაობაა აბა რა არის ეს აქ წერ ამდენ რამეს და 3 ჯერ გითხარი მივიდეთ კლუბში და იქ ილაპარაკეთქო. რომ მიმეორებ არაერთხელ მითქვამს მათთვის პირში ჩემი პრეტენზიების შესახებო მაგას ვერ ვხვდები დავიჯერო კაციშვილი არიყო რომ შენი მხარე დაეკავებინა როცა მართალი იყავი? თუ მარტო შენ იყავი მართალი და სხვა ყველა მტყვანი? გვერდში დგომა მე მხოლოდ ერთნაირად ვიცი , სიმართლისკენ დავდგები ყოველთვის და ყველას წინაშე, სუ ფეხებზე მკიდია კლუბის თავმჯდომარე იქნება თუ უბრალოდ დამწყები ახალგაზრდა . აქ ბევრჯერ დაიწერა პოსტი რომ კლუბში ბევრი რამაა გამოსასწორებელი და ნელ ნელა ყველაფერს ეშველება ერთ დღეში არაფერს არ შველებია და ვერც ეხლა ეშველება. კლუბს ბევრი ახალი წევრი შეემატა ვინც ცდილობს რომ შეცდომები გამოასწორონ და ყველაფერი წესივრად მოხდეს და ამას დრო ჭირდება,

დამატებულია (25.12.2015, 17:13:59)
---------------------------------------------
ეს თემა კურცჰაარებისთვისაა შექმნილი და არა კლუბის მიმართ გამომხატველი პრეტენზიებისთვის, ასე რომ მოვრჩეთ ამ თემაში ლაპარაკს და დავუბრუნდეთ ისევ ამ გასაოცარ ჯიშს. VAXO-HUNTER, თქვენ ახსენეთ რომ ძაან დიდი ხანია კურცჰაარი გყავთ და გყავდათ და თუ არაა პრობლემა შემოგვთავაზეთ თქვენი ოთხფეხა მეგობრის ფოტო.


g.sheyiladze
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 17:39:46 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაც შეეხება ჭორაობას - ამ სიტყვებზე მოგიწევს სერიოზული პასუხის გაცემა. ჩემი სიმართლე იმით გავიტანე რომ პასუხი აღარ ქონდა და დუმილით მიპასუხა ყველამ ერთად, ვის უნდა დაეჭირა ჩემი მხარე? ერთი გუნდია და გუნდურად აირჩიეს დუმილი9ისე ზოგიერთი მეთანხმებოდა ცალკე, მაგრამ იქ შეცვალეს "პლასტინკა") 167
ახლა აღარ მყავს. ერთერთი მათგანის ფოტოები დევს პირად ალბომში, ფოტოებით შეფასება რთულია, მაგრამ მაინტერესებს შენი აზრი და დაწერე რას ფიქრობ ამ ძაღლზე 23

დამატებულია (25.12.2015, 17:39:46)
---------------------------------------------
ეს თემა კურცჰაარებისთვისაა შექმნილი - ეს თემა ზუსტად ამ საკითხებისთვის შეიქმნა


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 17:54:19 | შეტყობინება # 23
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, რა სიკითხებისთვის? იმისთვის რომ აქ ვისაუბროთ ისე რომ კლუბში ვერავინ გაიგოს? არა გენაცვალე ამას ქვია ზუსტადაც რომ ჯორაობა და ამ თემაზე საუბარს კლუბის გარეთ აგარ ვაპირებ. მოდი კლუბში და თქვი შენი სათქმელი იქ მაგ ყველაფერზე უპასუხოდ აგარავინ დაგტოვებს. და თუ მაინც ისე მოხდა რომ ხმა არ ამოიგო არავინ მერე ნახავს ყველა იქ მყოფი როგორია სიმართლის გატანა .

დამატებულია (25.12.2015, 17:54:19)
---------------------------------------------
VAXO-HUNTER, ძაღლს რაც შეეხება მე პირადად საერთოდ არ მომეწონა თუმცა შენ შეიძლება მზე და მთვარე ამოგდიოდა მაგაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.
ყურები ძაან მაგლა უჯირავს და თვალიც ძაან ღია ფერის მომეჩვენა , მართალი გითხრა მართალი ხარ ძნელია ფოტოთი შეფასება მაგრამ რაც ჩანს მაგის მიიხედვით თუ ვიმსჯელებთ მე არმომეწონა.


g.sheyiladze
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 18:23:43 | შეტყობინება # 24
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭო შენ კითხვა იცი? კლუბში იციან ჯერ კიდევ იმ დროიდან როცა შენ ეზოში თამაშობდი, ან იქაც არ გიშვებდნენ მარტო. ჯორაობა ანუ ჭორაობა იცი რას ნიშნავს საერთოდ? სანამ დაწერ რამეს დაფიქრდი და საერთოდ, რატომ აგეწვა ასე მწარედ ?
რომ არ ვჭორაობ და ყველაფერს არ ვწერ იმიტომ გგონია კლუბის პოზიცია სწორი

დამატებულია (25.12.2015, 18:10:39)
---------------------------------------------
ამ ძაღლს "საუკეთესო" სისხლები ქონდა, მამა იყო ოზიაშვილის ბოი, დედა ჭელიძის მეგი (დევდარიანის ციტ-ლოდის შვილი) თუ გსმენია ამ ძაღლების შესახებ(მაშინ პატარა იქნებოდი), არც თვალის ფერზე და არც ყურებზე არავის გაუმახვილებია ყურადღება, ამ ბუდობის ლეკვებს ქონდათ ზედმეტი კბილები და ამის გამო მე თვითონ ვთქვი უარი საგვარეულოს აღებაზე, თუმცა იყო ვარიანტებიც

დამატებულია (25.12.2015, 18:14:51)
---------------------------------------------
საშუალო ყნოსვა ქონდა და საშინელი მიტანება. ეს იყო სანაქებო ბუდობა, ტაციაობა იყო.

დამატებულია (25.12.2015, 18:20:33)
---------------------------------------------
თვალის ფერს რაც შეეხება - ღია ქარვისფერი იცი როგორია ? ეს კურცჰაარისთვის ნორმაა.
ზაფხულში გავაჩუქე ფრიადოსანი ხვადის ლეკვი, ყურები იმისი უნდა გენახა. სხვათაშორის საგვარეულო ქონდა, კლუბში ავიღე და პირში ვუთხარი ყველაფერი, რაზეც პასუხი ვერ გამცეს. მემგონი წყლის ნაყვაა აქაც და კლუბშიც ლაპარაკი. მე ჩემი პოზიცია დავაფიქსირე 167

დამატებულია (25.12.2015, 18:23:43)
---------------------------------------------
https://www.google.ge/search?....AUIBigB ნახე ყურები სად უნდა ქონდეს კურცჰაარს და თვალის ფერსაც დააკვირდი


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 18:31:57 | შეტყობინება # 25
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, gimili gimili gimili ეტყობა ჯერ შენთვის უცხოა ზრდილობიანი საუბარი ხო? ამეწვა არა ვცდილობ რომ თუ რამე არასწორი ხდება გავარკვიო და მაგის გამო ნებისმიერს დავუპირისპირდე. მაგიტომ გთავაზობ რომ ერთად მივიდეთ კლუბში. თუმცა შენ რატომგაც თავს იკავებ და ამ ფორუმზე ამჯობინებ პოსტების წერას.

დამატებულია (25.12.2015, 18:31:57)
---------------------------------------------
google.com ზე შესვლა არმჯირდება იმისთვის რომ ვიცოდე როგრია კურცჰაარი მაგისთვის საკმარისზე მეტი ვიცი. თუმცა ეგ ჯერ ვერ შეამჩნიე ეტყობა.


g.sheyiladze
 
westernდრო: პარასკევი, 25.12.2015, 18:33:36 | შეტყობინება # 26
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 421
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ვახ როგორ მწვავე გახდა ეს საუბარი.რაზე სპორობთ კაცო თან ამ ბაასში რაღაც,რაღაცეები მჟღავნდება.მე პირადად ჯერ არც გამოფენაზე და არც საველეზე არ გამიყვანია ჯერ ექვსი თვისაა მაშასადამე არც იმის პრობლემა მექნებოდა რინგზე დამიჩაგრეს ძაღლი და ვიღაც ათას ნაჯვარ ძაღლს გაამარჯვებინეს თქო. მსგავსი პრობლემა არა,მაგრამ უყურადღებობა რომ იყო ეგ პრობლემა,მქონდა უკვე.ამიტომ ძმაო დავთქვათ ერთი დღე შევიკრიბოთ და მივიდეთ ვისაც რა სათქმელი აქ თქვას დიდი პრობლემაა დავიჯერო?? აქ რო ჭამთ ერთმანეთს !!

თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 18:34:48 | შეტყობინება # 27
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgig192021 მეგობარო, ძმაო, გაუგებრად ვწერ ? ვიყავი კლუბში რამოდენიმეჯერ და კიდევ ერთხელ მისვლის აზრს ვერ ვხედავ. მითხარი რა გგონია, რა შეგიძლია, რას გაარკვევ ? მინიმუმ 5-ჯერ მისვლა არ უნდა ნიშნავდეს თავის შეკავებას 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 18:42:37 | შეტყობინება # 28
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მარტომ როგორჩ შენ დაგტოვეს უპასუხოდ მეც ეგრე დამტოვებენ ერთად უნდა მივიდეთ და პასუხები ერთად უნდა მოვითხოვოთ. ძაან კარგად გეცოდინება ამხელა კაცი ხარ და იცი ხალხის ერთად დგომას რაც შეუძლია. მე შენ და კიდევ ბევრი თუ ვიქნებით სიმართლის მხარეს ეჭვი ნუ შეგეპარება რომ ჩვენ სიმართლეს გავიტანთ და გამოვასწორებთ ყველაფერს რაც დიდი ხანია შენ არმოგწონს . უამრავი არგუმენტები გაქვს რაც არუნდა მომხდარიყო და მოხდა ,მოვითხოვოთ მაგაზე პასუხები და თუ დუმილით გვიპასუხებენ შესაბამის ზომებს მივმართოთ. არმოგწონს ჩემი იდეა?

g.sheyiladze
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 25.12.2015, 19:03:31 | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რა ზომებს მივმართოთ ? უფროსი ხალხია რაც არ უნდა იყოს და ის ზრდილობა არ მაძლევს უფლებას შენ რომ გეუცხოვა. მე ერთ გამოსავალს ვხედავ - უნდა შეიცვალოს მიდგომა ხალხიანად 23 აბა ის ხალხი მიდგომას ვერ შეიცვლის 069

დამატებულია (25.12.2015, 19:00:14)
---------------------------------------------
მივედი, ლეკვის საგვარეულო უნდა ამეღო და მზრუნველი ტონით მეკითხება როგორი ლეკვია, ნორმალურად იზრდება? დედის ხაზი არ მომწონს რაღ აც და იმიტომ გეკითხებიო, პირდაპირ მივახალე - მამას გადასარევი ხაზები აქვს? 8 ლეკვზე რომ გამოწერე საგვარეულო და 8 ჯერ ერტნაირი სისულელე გადაწერე ვერც მაშინ შეამჩნიე დედაც და მამაც რომ ერთი ხაზებია თქო ? გაჩუმდა და 20 ლარი უნდა წიგნაკსო.
მამაზე აღარ თქვა არაფერი, ჩემი უახლოესი ზმაკაცის ძაღლია და კარგად ვიცი რაცაა, მაგრამ აქ უკვე შინაურობაა 167

დამატებულია (25.12.2015, 19:03:31)
---------------------------------------------
western რა პრობლემა გქონდა ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgig192021დრო: პარასკევი, 25.12.2015, 23:47:44 | შეტყობინება # 30
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 439
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, ზუსტად ეგ ზრდილობა მეც ბევრ რამეს არ მაკეთებინებს და მხოლოდ ერთი შანსია , უნდა შეიცვალოს ის ხალხი ვის ზეგავლენის ქვეშაცაა კლუბი. მთავარია მყარი არგუმენტები და ხალხის რაოდენობა, ვისაც საკუთარ თავზე ანალოგიური ისტორიები განუცდია.

g.sheyiladze
 
avtandilდრო: შაბათი, 26.12.2015, 00:48:37 | შეტყობინება # 31
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote giorgig192021 ()
VAXO-HUNTER, ზუსტად ეგ ზრდილობა მეც ბევრ რამეს არ მაკეთებინებს და მხოლოდ ერთი შანსია , უნდა შეიცვალოს ის ხალხი ვის ზეგავლენის ქვეშაცაა კლუბი. მთავარია მყარი არგუმენტები და ხალხის რაოდენობა, ვისაც საკუთარ თავზე ანალოგიური ისტორიები განუცდია.

ხომ ვერ გადავაყენებთ არა გიო? მე ვფიქრობ, რომ ნულოდან უნდა დაიწყოს ყველაფერი ახალი სისხლი უნდა ძაღლის კი არა ხალხის. დედამიწის სურგზე ერთი ადამიანი ან ორგანოზაცი თუ მაინც აღიარებს ამ წესებსბს რაც ჩვენთან ხდება? ახალი თუ ჩამოყალიბდება ან ძველი განახლდება და საერთაშორისო სახელი ექნება და ვინმე გვაღიარებს კარგი იქნება, მაგრამ 1 პროცენტი თუ მაინც შეძლებს საქართველოს სახელით გავიდეს რომელიმე შეჯიბრზე ან რამე ღონისძიებებზე.
მივესალმები შენს იდეას კლუბში მისვლაზე კარგი ოქნებოდა კითხვა პასუხის რეჟიმის შეხვედრა იყოს ვინმე თუ მოაბავს თავს აუცილებლად დავესწრებოდი ამ შეხვედრას.
ბოლოს კი ისევ ვიტყვი, რომ ჩვენს გაუბედურებულ ქვეყანაში როგორც შემოინახა ამ ხალხმა ეს საქმე კიდევ მადლობა უნდა ვუთხრათ.
ძმურად მივმართავ ყველას კორექტულად ვისაუბროთ როცა პოსტს ვწერთ და ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს არ გვინდა გამომწვევი სიტყვებით საუბარი ძალიან გთხოვთ.


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 26.12.2015, 11:58:14 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საერთაშორისო აღიარება არ მოვა მანამ, სანამ ეს პრობლემები არ მოგვარდება, გასვლაზე ზედმეტია ლაპარაკი. სხვა ქვეყნებში (პოსტ-საბჭოთა ქვეყნებს ვგულისხმობ) როგორ შემოინახეს ? შინაურული მიდგომა უნდა შეიცვალოს, რადგან ძმაკაცის ძაღლია, არ ნიშნავს რომ საუკეთესოა. ყველამ ვიცით ძმაკაცობა და ბიძაშვილობა, მაგრამ გენეტიკამ არ იცის gimili

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
bashiachukiდრო: კვირა, 27.12.2015, 20:19:44 | შეტყობინება # 33
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძალიან მიკვირს ესეთი საუბარი ამ ფორუმზე. ვისაც კლუბის მიმართ პრეტენზია აქვს იქ უმდა მოვიდეს და პირდაპირ თქვას.ფორუმებზე ასეთი განხილვები, ზურგს უკან ჭორაობად მიმაჩნია და მეტი არაფერი.გაბრაზებული კაცის პოზიციიდან საუბარი ნამდვილად ცუდი მოსასმენია.მე არ ვიცი,(უფრო არ მჯერა) რომ ცხვედიანმა ერთი და იგივე სისხლების დართვა დაარეგისტრირა, მაგრამ თუ ესე მოხდა, თქვენ თუ იცოდით, რატომ მოახდინეთ ეს დართვა, ან მისი დარეგისტრირება რისთვის გჭირდებოდათ? საინტერესოა ძალიან. avtandil, მართალი ხარ, ახალი სისხლი ყველგან საჭიროა, ამიტომ უნდა იაქტიუროთ ახალგაზრდებმა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძველებს სრული იგნორირება გავუკეთოთ. ბოლოს და ბოლოს ნამდვილი პროფესიონალი ექსპერტი, თითზე ჩამოსათვლელი გვყავს საქართველოში.

დამატებულია (27.12.2015, 20:19:44)
---------------------------------------------
VAXO-HUNTER, ოთხშაბათს გელოდებით აუცილებლად კლუბში და იქ გავარკვიოთ თქვენი პრეტენზიები. თუ თქვენ მართალი აღმოჩნდებით, პირობას გაძლევთ რომ მე დავტოვებ მაგ კლუბს.


cercva
 
kucuna1დრო: კვირა, 27.12.2015, 20:44:31 | შეტყობინება # 34
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote bashiachuki ()
თუ თქვენ მართალი აღმოჩნდებით, პირობას გაძლევთ რომ მე დავტოვებ მაგ კლუბს

უკაცრავად მაგრამ ამ წინადადებას თუ სწორედ ჩავწვდი,თქვენ კლუბის წევრი(თანამშრომელი) ხართ.
Quote bashiachuki ()
ზურგს უკან ჭორაობად მიმაჩნია და მეტი არაფერი

არ ხართ ისეთი ახალგაზრდა რომ ამ სიტყვების თქმის თავის შეკავებისკენ მოწოდება გჭირდებოდეთ.
და ბოლოს დარწმუნებული ხართ რომ ოთხშაბათს მოვალთ და იქ დაგვხვდებიან?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
bashiachukiდრო: კვირა, 27.12.2015, 21:35:48 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kucuna1, არა თანამშრომელი არა ვარ წევრი ვარ.მე მგონი, ვისაც ჯიშიანი ძაღლი ყავს და საგვარეულო ნუსხა აქვს ყველა ამ კლუბის წევრია, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ იღებთ საგავარეულო ნუსხას? მე შეურაწმყოფელი არაფერი მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, კლუბის შესახებ კლუბში უნდა ისაუბრო და რა ფორუმზე,მე ესე ვფიქრობ და არავის შეურაწყოფას არ ვაყენებ.აი, ჭკუის დარიგებისგან თავი შევიკავოთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ 100%-ით, ყველას ველოდები ოთხშაბათს კლუბში ვისაც სურვილი ექნება სასაუბროდ.

cercva
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 28.12.2015, 00:57:17 | შეტყობინება # 36
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki, ოთხშაბათს რომელ საათზე იკრიბებით?. მოვალ აუცილებლად! ყველა სექციის წარმომადგენელი იქნება?.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 11:14:20 | შეტყობინება # 37
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki - შეურაწყოფაზე გადადიხარ და მემგონი ეს საუბარი აუცილებლად გაცდება ფორუმს. დარწნებული ხარ რომ კლუბში არ მითქვამს ? 100-ჯერ დავწერე, რომ ჩემი სათქმელი რამოდენიმეჯერ ვუთხარი პირადად იმ ხალხს და აქ მერე დავწერე, ისიც დავწერე რომ არ ვწერ განაწყენებული კაცის პოზიციიდან. ზუსტად დავით ცხვედიანმა დაარეგისტრირა, თან ბევრი ბუდობა იყო ასეთი, სხვათაშორის ჩემი მეგობრის ხვადია და ბატონმა დავითმა გაუგზავნა ის ძუ დასართავად. ლეკვი რომ ავიყვანე და პირველადი საბუთი ავიღე მერე გავიგე რაშიც იყო საქმე.
პ.ს. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქნები კლუბის წევრი თუ არა

დამატებულია (28.12.2015, 10:23:45)
---------------------------------------------
bashiachuki - იქნებ ჩამოგვითვალო თითებზე პროფესიონალი ექსპერტები 167

დამატებულია (28.12.2015, 10:25:58)
---------------------------------------------
ძალიან სუსტი არგუმენტები გაქვს, უფრო ვარაუდებია. მეგობრული რჩევა - მოიპოვე ცოტა მეტი ინფორმაცია და მერე დაწერე gimili

დამატებულია (28.12.2015, 11:14:20)
---------------------------------------------
კლუბის შესახებ კლუბში უნდა ისაუბრო და რა ფორუმზე - როგორ ფიქრობთ, რატომ გაიხსნა ეს თემა ?


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 12:10:13 | შეტყობინება # 38
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ამ თემის გახსნის ძირითადი მიზეზი ისაა რომ ისვეე როგორც ყველაფერს ამ სფეროშიც საჭიროა ჯანსაღი დიკუსია, როცა გროვდება საკითხები, პრეტენზიები ეს ძალიან კარგია, ამის შემდეგ ეს ყველაფერი უნდა ვთქვათ კლუბში მეტი არაფერი და ვეცადოთ სიტუაციის გამოსწორებას.

სეტერებს რაც შეეხება, მე ვარ სეტერების სექციაში და გეტყვით პირდაპირ რომ როგორც კი ამირჩიეს მე ჩემი ძაღლი გამოფენაზე აღარ გამიყვანია, ნუ რა ვქნა უბრალოდ მეუხერხულა თუმცა ამის უფლება მქონდა. სეტერებზე თუ ვინმეს რამე აწუხებს აქვს პრეტენზია ძალიან გთხოვთ ძმურად, მეგობრულად რომ მითხრათ, კონკრეტული მაგალითებით, მომწერეთ და პირობას ვდებ რომ სექციის თავმჯდომარესთან გავივილი პირადად საკითხს და ყველაფერს დავწერ, ან შემიძლია შემოგტავაზოტ შეკრება სექციის თავმჯდომარესთან და იქ ვთქვათ ყველაფერი. ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე სამწუხაროდ უფრო მეტს ვერ ვშვები თუ არ ცავთვლი საველე შეჯიბრების ორგანიზებაში დახმარებას.

დამატებულია (28.12.2015, 12:10:13)
---------------------------------------------
და ძალიან გთხოვთ იმის გამო რომ გვაწუხებს პრობლემა ერთმანეთს ნუ დავუპირისპირდებით, ჯანსაღი დისკუსია კი ყველასთვის სასარგებლოა. პატივისცემით დათო კაკულია


d.kakulia
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 12:24:45 | შეტყობინება # 39
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაპირისპირება არანაირ შედეგს არ მოგვცემს, წამოვჭერი საკითხი, მოვაყოლე არგუმენტები და ხედავთ რა ამბავი ატყდა, კრიტიკა არ უყვარს არავის.
ნუ რა ვქნა უბრალოდ მეუხერხულა თუმცა ამის უფლება მქონდა - კანონი არ გზღუდავს, მაგრამ კარგია რომ გეუხერხულა. მინახავს სექციის თავმჯდომარე მსაჯობის დროს როგორ აყენებს თავის ძაღლს პირველ ადგილზე, რომელიც რამოდენიმე სანტიმეტრით მეტია სტანდარტზე 23 იქვე ვთქვი სათქმელიც. მას მერე საკმაო დრო გავიდა, მაგრამ...


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
bashiachukiდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 13:05:53 | შეტყობინება # 40
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: გამგეობის წევრი
შეტყობინება: 338
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982 ოთხსაბათს 12 საათისათვის. ყველა სექციის წარმომადგენელი იქნება თუ არა, ზუსტად ვერ გეტყვი, მაგრამ იქნება ხალხი.

cercva
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 13:22:52 | შეტყობინება # 41
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
bashiachuki - როგორ ჩავთვალოთ ეს დუმილი ?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
gagrinskiდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 16:29:36 | შეტყობინება # 42
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იმასაც ვიტყვი რომ სიმართლე რომ გითხრა საერთოდ არ მინდოდა სექციაში ყოფნა რადგან ვერ ვაკეთებ საქმეს როგორც საჭიროა და გზაფხულიდან წამოვალ კიდეც, იმიტომ რომ მინდა ჩემს გემოზე ვიარო საველეზეც და გამოფენაზეც. კიდევ ერთხელ ვამბობ სეტერებზე ვისაც შენიშვნა აქვს და ა.შ. მითხრას და ყველა დაინტერესებულთან ერთად დავჯდებით გია ადიკაშვილთან და გავივლით.

დანარჩენი რასაც აქ ლაპარაკობთ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, კლუბის მოდერნიზება უნდა მოხდეს, თუ გვინდა გამოფენები და საველეები მაღალ დონეზე ცატარდეს ამისთვის ფულიც უნდა დავხარჯოთ, საწევროს სისტემა უნდა გაკეთდეს და ბევრი რამ.

ჩამოსაყვანია ექსპერტები და ჩასატარებელია სემინარები, სხვანაირად ვერ გავზრდიტ ვერც ახალ ექსპერტ-კინოლოგს და ისევ ერთ წრეზე ვიტრიალებთ.

დამატებულია (28.12.2015, 16:29:36)
---------------------------------------------
მე უბრალოდ გული შემტკივა და არ მინდა უძველესი ტრადიციების კლუბი ასე გაბანძდეს, თორემ პოინტერ-სეტერ კლუბში ვარ და წელიწადში მინიმუმ ერთხელ ეფციაის შეჯიბრშიც ვმონაწილეობ და საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების სემინარსაც ვუსმენ.

საბოლოო ჯამში იმის თქმა მინდა რომ ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ თორემ არაფერი გამოვა


d.kakulia
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 28.12.2015, 16:43:02 | შეტყობინება # 43
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
gagrinski გული რომ შემკივა და იმიტომ ვწერ "მწარე" პოსტებს, თუმცა სიმართლეა მწარე და არა პოსტები gimili
მართალია უნდა დავხარჯოთ, მაგრამ სანამ რაღაც არ შეიცვლება მანამდე ფულის წყალში გადაყრა გამოვა .
მემგონი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ყველაფერი იდეალურისგან შორს არის და ისე არ არის როგორც თავიდან იწერებოდა 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
rezo100დრო: სამშაბათი, 29.12.2015, 10:04:19 | შეტყობინება # 44
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძაგლის დარტვა შეილება მამა შვილტან?

kl;j'iolkgklhj
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 29.12.2015, 10:25:05 | შეტყობინება # 45
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რატომ უნდა დართო? სხვა ხვადი არ არსებობს ?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
rezo100დრო: სამშაბათი, 29.12.2015, 10:28:24 | შეტყობინება # 46
სერჟანტი
ჯგუფი: სამუდამოდ დაბლოკილები
შეტყობინება: 19
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი არსებობს მარა,ჩემი რომ არის ვიცი როგორი სისხლი აქ.შეილება თუ არა?

kl;j'iolkgklhj
 
VAXO-HUNTERდრო: სამშაბათი, 29.12.2015, 10:46:43 | შეტყობინება # 47
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ არის სასურველი და იმის მოლოდინიც ნუ გექნება, ყველა კარგ თვისებას მოუყრი თავს იმ ლეკვებში. მე არ დავრთავდი.საინტერესოა სხვების აზრიც 23

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: სამშაბათი, 29.12.2015, 12:32:06 | შეტყობინება # 48
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rezo100, მინიმუმ გენეტიკური პრობლემები ექნებათ. არ გირჩევ...

HOLLAND & HOLLAND
 
kucuna1დრო: სამშაბათი, 29.12.2015, 13:14:03 | შეტყობინება # 49
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1114
რეპუტაცია: 3
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
rezo100, დაივიწყე,არავითარ შემთხვევაში არ დართო.რაც შენ გინდა რომ გააკეთო,მაგას ჰიბრიდინგი ჰქვია,ამდაგვარ სელექციებს ხალხი ათეულობით თაობები აწარმოებდნენ რათა ის მიგვეღო რაც გვაქვს.ეს ხალხი სელექციონერები იყვნენ და მათ ბრწყინვალედ გენეტიკა,იცოდნენ რას მიიღებდნენ,აწარმოვებდნენ ხელოვნურ გადარჩევებს,აკვირდებოდნენ თაობებს და არასასურველი შედეგის შემთხვევაში მათ სტერილიზაციას ახდენდნენ.მაგ დართვით შესაძლოა ისეთი რეცისიული გენების დაწყვილება მოახდინო რომლების დაჩრდილვასაც ათეულობით წელი დასჭირდა.ყველა ჯიშიანი ძაღლი ამდაგვარი დართვებით არის მიღებული,მაგრამ იმ ხალხმა იცოდა რისი მიღება უნდოდათ და რომელი იყო ამ დომინანტი გენის მატარებელი(ძუ თუ ხვადი),შესაბამისად მამა შვილი თუ დედაშვილი უნდა დართულიყო.ამ სელექციის მარტივი ფორმაა გამოფენა(რინგი) და საველე გამოცდა,რასაც არსებული კლუბი აწარმოვებს,რასაც კონკრეტულად ეს თემა მიეძღვნა,ზუსტად მაგაზე მიდის კამათი რომ არ შეიძლება ისეთი ძაღლების "გაპრავება" რომლებსაც მსგავსი გადახრები აქვთ სტანდარტიდან,მსხვილკუდები,პატარები ან დიდები,არასწორი კბილთა ყრით და კიდევ ბერი სხვა.ამ ყველაფერს იწვევს ზუსტად იმ რეცისიული გენების დაწყვილება,რომლებიც ხელისშემშლელია და მათი სელექციაში დაშვება არ შეიძლება.ამდაგვარი გამოვლინებები იშვიათია მაგრამ მაინც არის,ვინაიდან ერთი და იგივე ჯიშის ძაღლები ერთმანეთის გენეტიკური ნათესავები არიან.შენ კიდევ ამდაგვარ დარღვევას 99,9% მიიღებ,მაგიტომ უნდა გამორიცხო მათი დართვა.
კიდევ ბევრი რამ არის დასაწერი მაგრამ ამაზე გასაგებ,მარტივ ენაზე ვერ ვწერ,თან ძალიან დიდი მასალაა,რომლის ზედაპირულად გაცნობას წლები მოვანდომე და დღესაც ინფორმაციის ძიებაში ვარ.

დამატებულია (29.12.2015, 13:06:29)
---------------------------------------------

Quote giorgigagoshvili ()
rezo100, მინიმუმ გენეტიკური პრობლემები ექნებათ. არ გირჩევ...

ყველა ჩვენს ძაღლს აქვს გენეტიკური პრობლემა,იმუნიტეტს და ინსტიქტებს ვგულისხმობ,ვინაიდან ისინი ბუნებრივი გადარჩევის შედეგები არ არიან,დამიჯერე რომ ბუნებას რომ მოეხდინა მათი გადარჩევა დღეს 100% სხვანაირები იქნებოდნენ.

დამატებულია (29.12.2015, 13:14:03)
---------------------------------------------
rezo100, რა ჯიშის არის შენი ძაღლი?


ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
 
gagrinskiდრო: სამშაბათი, 29.12.2015, 13:17:42 | შეტყობინება # 50
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 261
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სელექცია ზოგადად ძალიან რთულია, თუ პროფესიონალი არ ხარ ეს არ უნდა გააკეთო. თუ სწორი სელექცია მიდის არავიტარი გენეტიკური პრობლემები არ აქვთ და ამის მაგალითია ჩემი ირლანდიური, იმის გამო რომ ევროპაში ირლანდიურების სულ რამდენიმე მუშა ხაზია დარჩენილი მუდმივად ინბრიდინგი მიმდინარეობს და ძალიან ახლო ხაზების გადაკვეთა მიმდინარეობს, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ჩემს ძუს რაიმე გენეტიკური ან ფიზიკური პრობლემა ქონდეს, თუმცა მისი ხაზი პროფესიონალი მომშენებლების გამოყვანილია და მათმა იციან სად უნდა გადააკვეთინონ სისხლები ერთმანეთს. ჩემი ძუს შეჯვარებაც (თუ დაიმსახურა რათქმა უნდა) მის გენეტიკურად ძალიან ახლო სისხლთან მოხდება რადგან სხვა გზა არაა, მაგრამ ამაზე აუცილებლად მივმართავ ფრანგებს და იტალიელებს ვკითხავ და მერე მივირებ გადაწყვეტილებას.

მოკლედ სოწრი რჩევა მოგცეს მეგობრებმა, დართე სხვა ხვადზე.


d.kakulia
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • 3
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика