2009 წლის 25 ოქტომბერს,თბილისში,ლოკომოტივის სტადიონზე ჩატარდება შეჯიბრება ბაზიერთა შორის საქართველოს პირველობაზე. შეჯიბრებას აწყობს საქართველოს მონკავშირი. 7 ნოემბერს ქ.ქუთაისში "ტორპედო"- სტადიონზე ჩატარდება შეჯიბრება ბაზიერთა შორის საქართველოს პირველობაზე. შეჯიბრებას აწყობს ბაზიერთა ფედერაცია.
მოგესალმებით, გუშინ ლოკომოტივზე მეც ვიყავი და მინდა ჩემი აზრი გამოივთქვა იქ ნანახზე. კარგი იყო, თუმცა უფრო მეტად ლამაზ სანახაობას ველოდი... მიმინოები ასე თუ ისე თავის საქმეს აკეთებდნენ, მაგათ ბევრი მაინც არ მოეთხოვებათ (მგონი ინკუბატორის მწყერებზე უტევებდნენ და ეგეტთ მწყერს ბავშვიც რომ გაეკიდოს ისიც დაიჭერს:)), მაგრამ ქორებმა ბევრით ვერაფრით მომხიბლეს, თუ არ ჩავთვლით ერთის მტრედზე მიტევებას და ერთის კიდევ ციცარზე მიტევების დასაწყისს (დასასრული არც იმის ვარგოდა, პატრონმა რომ დაუჭირა ხელით ციცარი და ფეხებში მიუგდო ქორს:-)). მაგარი ვიკაიფე კურდღელზე, ქორი კინაღამ იქეთ რომ მიაჩმორა:))). ქორების ხოხობზე მიტევებას რაც შეეხება, ორი ხოხობი საღსალამათი დაებერა ზოოპარკისკენ და მათ დამფრთხობ ქორებს კიდევ ყვავ-ყორნები აღარ აძლევდნენ მოსვენებას ჰაერში:), ის ხოხობი კი, რომელიც ერთ-ერთმა ქორმა ,,დაიჭირა" ისე ვერ დაფრინავდა, როგორც მისი წინამორბედები, თორემ ალბათ ისიც ზოოპარკში იკრიახებდა ამ დილით:)))) შევარდენის მიტევებას ველოდი გუშინ მთელი დღე, მაგრამ... როგორც ჩანს ვერ გარისკეს პატრონებმა მათი გამოყვანა. ერთმა გარისკა და რაც მოხდა, კი გახსოვთ იქ მყოფთ...
საერთო ჯამში, მე როგორც არაპროფესიონალი ამ საკითხში, გუშინდელ შეჯიბრს დამაკმაყოფილებლად შევაფასებდი!
მე შეჯიბრს რამოდენიმე ნაწილად შევაფასებდი და შემდგომში ერთიანი სურათიც გამოვა.მიმინოებში ესეთი ცუდი სანახაობა ჯერ არ მინახავს,ადრე გუნდებს მწყერი თავად დაყავდათ (თავისთავად გარეული)წელს მწყერი ისედაც ძალიან ცოტა იყო და როდესაც ორგანიზატორებს გუნდებმა შეუთვალეს მწყრის პრობლემაზე,ისინი დაპირდნენ,რომ ამ პრობლემას თვითონ მოაგვარებდნენ და როგორ მოგვარდა თვითონაც (ვინც იქ იყავით) კარგად ნახეთ.ნამდვილი სასაკლაო გაიმართა ფერმის მწყერებზე და მიმინოთი მწყერზე ნადირობის თუნდაც მინიმალური სილამაზე ვერ ანახა. რაც შეეხება ქორებს---ქორები ძალიან მოუმზადებლები ჩანდნენ,სანახაობა კი ასე თუ ისე გამოვიდა რადგან თვითონ მსხვერპლი იყო აქტიური. ხოლო ყველაზე ცუდი და ამაზრზენი რაც იყო ამ შეჯიბრზე ეს იყო მსაჯობა.თითქმის ყველა ჩემპიონატი ჩხუბით და აყალმაყალით მთავრდება,რადგან ეს "ჩვენი ღრმადპატივცემული" მსაჯები ისევ კომუნისტური ეპოქით ცხოვრობენ და ჩაწყობებს,მიდგომებს და მაიმუნობებს ვერ გადაეჩვიენ და პირიქით მათი საქციელი უფრო და უფრო კურიოზული ხდება.გუშინდელ ჩემპიონატზე მესამე ადგილი ისე მისცენ ერთ ბაზიერს რომ იგი შეჯიბრზე გამოსულიც არ ყოფილა არც საქნიერზე,არც ბავლის გაგდებაში და ეს მიდგომით კი არ გაუკეთებიათ,პირიქით არც გაუგიათ და ან არც უნდოდათ გაეგოთ,არამედ თავისი საქმე რომ გააკეთეს ანუ მიარიგ მოარიგეს ადგილები თავისი შეხედულებით,შემდეგ უკვე სულერთი იყო ვის რას მისცემდნენ და რატომ,რომ რამენაირად დაესრულებიათ გუშინდელი შეჯიბრი.

ყველაფერი სიმათლეა და ჩემი თვალით ვნახე ყველაფერიც...
მეც ვერ ვნახე ნორმალური სანახაობა , ერთი შევარდენის იმედი მქონდა რომ რამეს იზამდა და ისიც ვიღაცას გამოედო თოკი და ჩამოვარდა შევარდენი და მაგარი გამიტყდა. ხოდა უაზრო წამოძახილებით კიდე ერთმანეთს უშლიდნენ ნერვებს რაც არ მომეწონა . იმ მწყრებმა ხო საერთოდ ფრენა არ იცოდნენ. მე ერთი მოხუცმა კაცმა რო გამოიყვანა მიმინო და სურათიც რო დავდე მაგის გამოსვლა მომეწონა, ალალი რო ყავდა ვიღაცას და ციცარს რო გამოეკიდა ქორი ნორმალური სანახაობა იყო ეგეც მეტი ისეთი არაფერი იყო ...მომავალ წელს იმედია უფრო ნორმალურად ჩაატარებენ ...
ცოტა ხნით ვიყავი ლოკომოტივზე მთავარია რომ შედგა შეჯიბრი. რაც შეეხება მსაჯობას რაზეც ადმინი ამბობს ძალიან ცუდია თუ ობიექტურად არ აქნა მ , ონაწილეები შეფასებული. იმედია ნამდვილი ბაზიერები ცუდი მსაჯობის მიუხედავად საყვარელ საქმეს გააგრძელებენ. WIWKAN@, გილოცავ მოდერატორობას.
მეც ვერ ვნახე ნორმალური სანახაობა , ერთი შევარდენის იმედი მქონდა რომ რამეს იზამდა და ისიც ვიღაცას გამოედო თოკი და ჩამოვარდა შევარდენი და მაგარი გამიტყდა. ხოდა უაზრო წამოძახილებით კიდე ერთმანეთს უშლიდნენ ნერვებს რაც არ მომეწონა . იმ მწყრებმა ხო საერთოდ ფრენა არ იცოდნენ. მე ერთი მოხუცმა კაცმა რო გამოიყვანა მიმინო და სურათიც რო დავდე მაგის გამოსვლა მომეწონა, ალალი რო ყავდა ვიღაცას და ციცარს რო გამოეკიდა ქორი ნორმალური სანახაობა იყო ეგეც მეტი ისეთი არაფერი იყო ...მომავალ წელს იმედია უფრო ნორმალურად ჩაატარებენ ...
გეთანხმები იმაზე რომ უაზრო წამოძახილებით მართალაც ულამაზოდ იქცეოდნენ... აღსანი7ნავია ისეც რომ იმ ჩლუნგ მწყრებს კიდევ უკნიდან სროულობდე=ნენ და მერე ხო ვაფ7ე რა...
ადმინისტრატორი, გეთანხმები 100%-ით... lasha, სურათები უმაგრესი გამოვიდა ...
ხოლო WIWKAN@, ანას ვულოცავ წარმატებას ასევე დაბადების დღეს ...... ხოლო მის გადაღებულ ვიდეოზე -10000 ვუცერ რომ ვუყურე ...... მაგარი დასამონტაჟებელია არეულია ყველაფერი ერთმანეთში ხოლო ზოგი კადრი უფორმოა (ეტყობა ავიწყდებოდა რომ კამერა ჰქონდა ჩართული) შევეცდები ვიდეოს მოვაბა თავი....
მაგარი დასამონტაჟებელია არეულია ყველაფერი ერთმანეთში ხოლო ზოგი კადრი უფორმოა (ეტყობა ავიწყდებოდა რომ კამერა ჰქონდა ჩართული) შევეცდები ვიდეოს მოვაბა თავი....
ხომ გითხარით სანახაოის ლაივში ნახვა მინდამეთქი და არ მენდოთ მეთქი...
მეც ვერ ვნახე ნორმალური სანახაობა , ერთი შევარდენის იმედი მქონდა რომ რამეს იზამდა და ისიც ვიღაცას გამოედო თოკი და ჩამოვარდა შევარდენი და მაგარი გამიტყდა.
ის შევარდენი თვენახევრის დაჭერილია და იმიტომ ვერ გაქაჩა.ხოლო ქორის ციცარზე გაშვება მომეწონაო,რომელზე ამბობ,ვიდეო რომ არის იმაზე თუ მეორე მამალ ქორზე?ბიჭს რომ ყავდა?
ადმინისტრატორი, ხო შეიძლება ვერ გაექაჩა მაგრამ წრის გაკეთება რო დაიწყო , ძაან ლამაზი იყო . ჩემი აზრით იმ ბიჭის ქორი ჯობდა , იმ კაცის ქორი რაღაც არ მომეწონა ციცარზე (ვიდეოში რომელიცა) ძალით დააჭერინა .. იმ ბიჭის ქორმა კიდე ერთი რო ჩაავლო აღარ გაუშვა ბრჭყალები.
იმ ბიჭის ქორმა კიდე ერთი რო ჩაავლო აღარ გაუშვა ბრჭყალები.
იმ ბიჭის ქორმა იყო ხოხობიც რომ დაიჭირა,მართალია ხოხობი უკუღმა აუგდეს და ეს ტურნირის ორგანიზატორების,მსაჯების თანდასწრებით, დაჟინებული მოთხოვნით მოხდა (ჩემი აზრით მაგ ქორი იმ ხოხობს ისედაც დაიჭერდა),რადგან ყველა ხოხობი გაექცათ ბაზიერებს და უნდოდათ 100% -იანად გარანტირებული სანახაობა ეჩვენებინათ ხალხისთვის და შემდგომში ეს ფაქტი თვითონვე დაიხვიეს ხელზე.ზოგიერთმა ვაიმსაჯმა ისიც იკადრა რომ ხოხობის ძირს დაჭერა დააბრალეს და ქულას აკლებდნენ,სანამ აჭარის ტელევიზია არ ჩაერია და არ უთხრა,რომ ბოლო-ბოლო რა გინდათ,რას ერჩით ამ ბიჭს,თუ გინდათ კადრს დაგიბრუნებთ უკანო და გაჩვენებთ რომ ჰაერში დაიჭირაო და ეგრევე დაადუმა. და მიუხედავათ დამატებული ციცრის კარგი დაჭერისა მე -3 ადგილს აძლევდნენ და ჩხუბის და დავიდარაბის შემდეგ გაიღეს მოწყალება უფალმა მსაჯბმა და მეორე ადგილი მისცეს
ადმინისტრატორი, ქართველებს გვჭირს ეგეთი რაგაცეები.... იმ გოგომ რა ქნა ადმინ მიმინო რომ ყავდა კარგად გამოვიდა?
კი კარგად გამოვიდა,მხოლოდ რომელი ადგილი მისცეს არ ვიცი. შეჯიბრის ვიდეოს კომპიუტერში რომ გადაიტან დაუმუშავებელი ატვირთე სადმე და სილკა გამომიგზავნე,ჩემები რაღაც ხარისხიანი არ გამოვიდა
გაურკვეველი მიზეზების გამო ბაზიერთა კავშირი შეჯიბრებას 14 ნოემბრის ნაცვლად ატარებს 13 ნოემბერს,პარასკევს რამდენიმე წუთია დამირეკა ერთი გუნდის ხემძღვანელმა და მითხრა,თვითონაც ახლა დაურეკეს
გამაგებინეტ დზალიან გტხოვტ როდის და რა ვიტარებაა, მე მინდა. და დზალიან დიდი სურვილი მაკვს ,პირადატ გადავცე ნამუჰევარი რომელიც მე დავცერე .მემგონი ამ ინიციატივასტან დაკავჰირებიტ პასუხს მაინც მივიგებ/................

ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!