მიმდინარე წლის 25 ივნისს შედგა ბაზიერელების შიდა ჩემპიონატი სასტენდო სროლაში,პირველ რიგში გაიმარჯვა მეგობრობამ. შერკინებამ მარტლაც ამაღლებული გამნწობით და გარდამავალი უპირატესობებით ჩაიარა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები, პირველი ადგილი ღირსეულად ერგო1.შოთიკო მარგალიტაძეს "შოთკა" მეორე ადგილი 2.მალხაზ დიდიძე "სნაიპერ" მესამე ადგილი 3.ბექა ყურაშვილი "ბერგ" საზეიმო ვითარბაში გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები: თასები, მედლები,და ბაზიერის სტიკერები. დიდი მადლობა ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანს რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ჯანსაღი და კარგი საქმის კეთებაში,ასევე გვინდა დიდი მადლობა მოუხადოთ ბაზირის ადმინასტრაცისს სახელით სასტენდო სროლის ხელმძღვანელს ბატონ შოთა თავაძეს
გილოცავთ ყველას გამარჯვებულებსაც და დამარცხებულებსაც მთავარი მონაწილეობა კი არა ერთმანეთის გაცნობა და კლუბ ბაზიერის განვითარებაა, რაც ესეთი ღონისძიებებით შეიძლება რო მიიღწიოს გაუმარჯოს ყველა მონადირეს და არა ბრაკონიერს
ყველა ბაზიერელს მინდა მიულოცო 25 ივნისი, საიტის პირველი ჩემპიონატის ჩატარება, ჩემი აზრით საიტის და შემდგომი განვითარებისათვის კიდევ ერთი კარგი ნაბიჯი გადაიდგა. ჩემპიონატის ჩატარება ყველა ჩვენთაგანის გამარჯვებაა. მინდა განსაკუთრებით მიულოცო ჩვენს " ოქროს ბიჭებს" შოთიკოს, მახოს და ბექას. SNAIPER, მახო მალადეც შენ პირველმა მოგვაწოდე ფოტო მასალა იმ დიდებული დღისა, რამოდენიმე დღეში მეც ჩემს ხელთ არსებულ ფოტოებსაც გამოვაქვეყნებ.
მოგილოცავთ ყველას ამ იდეის თავის მობმას გილოცავთ გამარჯვებულებს და გისურვებთ მრავალი ტურნირის მოგებას კიდევ ერთი დაწყება ჭირდა და რახან დავიწყეთ ეხლა უნდა მივაწვეთ ბოლომდე.
შოთიკო, მახო, ბექა გილოცავთ სულით და გულით! :10: ყველა მონაწილეს გილოცავთ ჩემპიონატში მონაწილეობას და ახალი მეგობრების შეძენას.ეს ჩემპიონატი პირველი იყო და ამის მერე რახან ერთი "გაკვალეთ" კიდევ ბევრი ჩატარდება და ყველანაირად ვეცდები თქვენს გვერდით ვიყო.გაიხარეთ ბიჭებო ჯიგრები ხართ :39:
გილოცავთ, მართლაც სადღესასწაულო თარიღია 25 ივნისი, კიდევ მრავალი შემოქმედებითობა და ღონისძიება განგეხორციელებინოთ, რაც კლუბს მაღალ განვითარებას მოუტანს, განსაკუთრებით ვულოცავ გამარჯვებულებს, თუმცკი ჩემპიონატზე მისული ყველა გამარჯვებულია "საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
ყოჩაღ ხალხო, ძალიან კარგები ხართ... ეს მართლაც რომ კიდევ ერთI წინ გადადგმული ნაბიჯია საიტის განვიტარებისათვის... ეს შეჯიბრი პირველი კი იყო მაგრამ იმედია უკანასკნელი არ იქნება და ამის გარდა კიდევ ბევრი სხვა ამნაირი და სხვადასხვა ხასიატის შეჯიბრი და ღOნისძIება დაიგეგმება და მომზადდება ამ საიტზე... საუკეთესო საიტია თავისი დარგისა და ხასიათის მიხედვით... ტქვენ გაგიმარჯოოოთ სულ ყველას საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
დიდებული დღე იყო, ამდენი სხვადასვა კუთხის შვილები ერთად შეგვყარა ჩვენმა საიტმა და გაგვაცნო ერთმანეთი, დიდი მადლობა ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, გამარჯვებულებს გილოცავთ წარმატებას ინადირე კულტურულად!!! ნუ იქნები ბრაკონიერი!!!
მახო გაიხარე მეგობარო, კარგი ფოტოებია. კიდე ერთხელ ვისიამოვნე და გავიხსენე ეს ბრწყინვალე დღე. ემოციურად ამაღლებული და ნამდვილი რაინდი კაცების შეკრება იყო, რაც არასოდეს დაავიწყდება ყველა იქ მყოფს. მართალი ხარ ამ შეჯიბრში ყველა ბაზიერელმა გაიმარჯვა, მაგრამ მე მაინც კიდე ერთხელ ვულოცავ შესანიშნავ სამეულს ამ გამარჯვებას. აღსანიშნავია რომ _ 26 მაისს გელათში და ეხლა 25 ივნისს თბილისის ზღვაზე შეხვედრებით დაიძრა ყინული, რომელიც ძალიან ღრმა და უსასრულო ჩანდა _ ანუ საიტი ბაზიერი ჯის მონაწილეებმა დაიწყეს ''საქმის კეთება''. მე დარწმუნებული ვარ ძმებო, რომ აწი პროცესები ძალიან სერიოზულად და საინტერესოდ წარიმართება. შეხვედრებიც უფრო ხშირი და მაშტაბური გვექნება. მადლობა მინდა უთხრა იმ ბიჭებს ვინც ამ შეჯიბრის მოწყობას ხელმძღვანელობდა. ღმერთმა დალოცოს ყველა ბაზიერელი... :39: ’’რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების’’ /ვეფხის ტყაოსანი/
მალადეც ბიჭებო ტქვენ .... მართლა კარგი დღე იყო და მაგრადაც ვისიამოვნე. კიდევ გამახსენდა ეს დღე და გაიხარეთ ასეთი ლამაზი დღისათვის. გამარჯვებულებს კიდევ ერთხელ გილოცავთ.......... მე ♥ bazieri.ge ფრთხილად იყავით ნადირობის დროს...!!!! ფრინველი მილიონი აგიფრინდებათ ცხოვრებაში და ნუ დახარბდებით თუნდაც ერთ მწყერზე, დაუკვირდი ისე ესროლე
რაც კარგიიყო მართლა კარგიიყო რა, მაგარი ნასიამოვნები დავრჩი თქვენი გაცნობით ბიჭებო და ურთიერთობით. აწი უკვე კიდე სხვა ამბებში ჩანეხუტებიტ. ვისაც ვიცნობდი და ვინც გავიცანი იმდღეს ყველას შემოგევლოთ ჩემი თავიიიიიი
ჩემპიონატის ყველა მონაწილემ გააკეთა 25-25 გასროლა: 15 - №1 პოზიციიდან, 10 - №7 პოზიციიდან.
გამოიკვეთა საუკეთესო ექვსეული: davidvendeta, BERG, 211, SNAIPER, shotka, valerika. გამართა მეორე ტური: 5 გასროლა - №1 პოზიციიდან, 5 გასროლა - №7 პოზიციიდან.
ყველაზე დაძაბული მომენტი: პირველი ადგილზე გამსვლელის გამოსარკვევად SNAIPER-სა და shotka-ს კიდევ დამატებით სროლა მოუწიათ:
ბატონი შოთა თავაძე, ჩვენი სასიქადულო სპორტსმენი, რომლის დიდი თანადგომითა და ძალისხმევითაც ჩატარდა საიტის ჩემპიონატი, აჯილდოვებს გამარჯვებულებს:
I ადგილი - shotka
II ადგილი - SNAIPER
III ადგილი - BERG
გამარჯვებულებს გადაეცათ მედლები და თასები, რომელიც krimanjul-მა წინასწარ სპეციალურად საიტის ჩემპიონატისათვის დაამზადებინა,
აგრეთვე მამაომ პირველ ადგილზე გასული ხატით დაასაჩუქრა.
SNAIPER, shotka, BERG, შოთა თავაძე
GOGITA 12, SNAIPER, shotka, შოთა თავაძე, BERG
მეორე განყოფილება რესტორან ”საჩვენო”-ში:
shotka-მ თასი მაშინვე რესტორნის ბუხრის თავზე შემოდგა, მაგრამ მალე გააპიპინეს იგი ბაზიერელებმა 998-ს მიერ მოტანილი დიდებული ღვინით :
besomonadire-მ პატარა საყვარელი ლეკვიც მოგვიყვანა მონადირეებს სტუმრად, რომელსაც ადგილი ქუთაისში წაბრძანებამდე აგრეთვე ბუხარში მივუჩინეთ:
ქეიფი:
ჩვენი ჩემპიონი არა მხოლოდ კარგი მსროლელი გახლავთ, იგი ”სპორტის ოსტატია” აგრეთვე სიმღერაშიც:
2011 წლის 25 ივნისი ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი დღე იყო ”ბაზიერი”-ს ცხოვრებაში!
მადლობა და აპლოდისმენტები ამისათვის ბაზიერელებო! охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო,ეხლაც მანდ მგონია თავი ამ ვიდეოებს რო ვუყურე,მადლობა ღმერთს და სუყველა თქვენთაგანს რო ასეთი კარგი, ლამაზი და სიყვარულით აღსავსე საღამო გვაჩუქა ამ ლამაზი სუფრის ხელმძღვანელს ბატონ თამადას ზურა მიქაიას "მონადირე"-ს დიდი მადლობა მინდა მოვუხადო არაჩვეულებრი თამადობისა და ამ ვიდეო ფოტო მასალის მოწოდებისათვის.ზურა გაიხარე ძმაო
საღოლ ბიჭებო!!ყველა მონაწილეს გილოცავთ მასეთი შეკრების მოწყობას, ძაან გული მწყდება რომ ვერ დავესწარი შეჯიბრს დროის უქონლობის გამო. მახო მოგილოცავ ძმაო წარმატებას!!!
ყოჩაღ ბიჭებო: ღმერთმა გაგიმარჯოთ. ძალიან გამიხარდა ბაზიერების თავშეყრა, ეს ყველას გამარჯვებაა ...
დამატებულია (29.06.2011, 01:15:45) --------------------------------------------- ყოჩაღ ბიჭებო: ღმერთმა გაგიმარჯოთ. ძალიან გამიხარდა ბაზიერების თავშეყრა, ეს ყველას გამარჯვებაა ...
ეს დღე ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება და კიდევ და კიდევ მრავალჯერ მინდა გადაგიხადოთ მადლობა ყველას და ჩაგეხუტოთ იმ გულებში, რომელიც სიყვარულით და ვაჟკაცური შემართებით გაქვთ სავსე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მახო---სანაიპერას, რომ მისი სახით ჩვენ ''bazieri.ge''_ს გვყავს ერთი უბრალო სნაიპერა,რომელიც უდაოდ ძალიან კარგი მსროლელია და შოთამ კი აღნიშნა, რომ ეს თეფშს ისე უმიზნებსო, რომ აი რაის იხვის გამშვებიაო!!!
თქვენ გაიხარეთ ბიჭებო , ამ ვიდეოს ყურების შემდეგ გული სიამაყით მაქ სავსე იმიტომ რომ მეც ერთერთი რიგითი ბაზიერრლი ვარ . shotka, გაიხარე ძმაო მაგარიმსროლელი, მაგარი მომღერალი და მაგარი ადამიანი ხარ, გილოცავ. SNAIPER, შენც გილოცავ ძმა მაგარი კაცი ხარ ასი პროცენტით ამართლებ შენ სახელს გაიხარე. ბერგ, ბექა შენც გილოცავ წარმატებას, გაიხარეტ კიდევ და კიდევ ყველა ბაზიერელს მოგილოცავთ ამ ლამაზ დღესასწაულს,ლამაზ დღეს რომელიც ოქროს ასოებით ჩაიწერა ბაზიერის ისტორიაში და ჩვენ გულებში . მე ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ამ ისტორიას აუცილებლად ექნება გაგრძელება უფრო ფართო მაშტაბებით და მეც მომეცემა საშვალება და პატივი თქვენ გვერდით ყოფნის... გილოცავთ და გაიხარეთ
გაიხარეთ მეგობრებო, გაიხარეთ. ყველას გილოცავთ ამ ღიrსშესანიშნავ, წარმატებულ დღეს თუ სურვილი და ენთუზიაზმი იქნება, კიდე ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ერთად და სიხარულსაც მივანიჭებთ ერთმანეთს.
ყველას გილოცავთ ძმებო ბრწყინვალედ შემდგარ დღეს - 25 ივნისს! გაიხარეთ, კარგი დრო გაგიტარებიათ. ფიზიკურად არ ვიყავი თქვენთან იმ დღეს, თუ არა სულით თქვენს გვერდით ვიყავი. ეს ერთი და სხვა კიდევ უამრავი იქნება და იმედი მაქვს, სხვა დროს ღვთის წყალობით ბევრჯერ შევძლებ თქვენს გვერდით დგომას! პრიზიორებო, გილოცავთ გამარჯვებებს ყველას გისურვებთ წარმატებებს! :39:
შეტყობინება დაამუშავა lordi - ოთხშაბათი, 29.06.2011, 22:59:00
კარგი დღე გიტარებიათ ბიჭებო,მე ვერ მოვახერხე მისვლა მაგრამ სხვა შეხვედრის დროს თქვენთან ვიქნები. გამარჯვებულებს ვულოცავ ვარ ჩემი ქვეყნის გულდამწვარი ჭირისუფალი, ერის ბრწყინვალე მომავლით მსურს გავიხარო. თუ საქართველო არ ინქნება თავისუფალი, დე, მტვრად ქცეულიც დამენახოს მთელი სამყარო....
კომპიუტერთან დავჯექი გადავხედე 25 ივნისის მოვლენების განვითარებას და ისეთი შეგრძნება დამეუფლა თითქოს მეც თქვენთან ერთად ვიყავი. ეს იყო მართლაც ერთერთი
განსაკუთრებული და ძალიან ძალიან პოზიტიური დღე ბაზიერელებისათვის. რისთვისაც დიდ მადლობას უხდი ორგანიზატორებს და ასევე მათ გვერდში მდგომ ყველა ბაზიერელს.
გილოცავთ ყველას ამ ლამაზ დღეს და მისთვის საფუძვილს ჩაყრას.
ასევე მთელი გულით მიულოცავ პრიზიორებს ძალიან კარგები იყვნენ.
25 ივნისს აშკარად shotka, ა დომინირებდა პირველშიც და მეორე განყოფილებაშიც shotka, გაიხარე სტენდზეც მშვენიერი სანახაობა შემოგვათავაზე და რესტორანში ხო საერთოდ დახურე ყველაფერი.
კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ ულამაზეს სიყვარულით გაჟღინთულ და უდიდესი ემოციებით დატვირთულ დღეს.
50 კაცს ვაყურებიე ეს ვიდეოები და სურათები ეხლაც სუფრაზე ვარ 20 კაციანი და როგორ შურთ კეთილი შურით რა თქმა უნდა,,,, როგორ გვლოცავენ უნდა ნახოთ რაა. რ ა ც მ ა გ რ ე ბ ი ვ ა რ თ ბ ა ზ ი ე რ ლ ე ბ ი ვ ა რ თ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!