ეს თემა ქველმოქმედებას მიეძღვნება მთლიანად. რასაც შევძლებთ და გავწვდებით ვეცდებით რომ ყველას რაღაცით მაინც დავეხმაროთ.
მოკლედ, რამოდენიმე დღის წინ შემთხვევით ვნახე პოსტი სოც.ქსელში და სიმართლე გითხრათ ძალიან დამთრგუნა ამ ამბავმა( ფოტოზე რაც წერია იმას ვგულისხმობ). ამ ოჯახის კორდინატები მოვიკითხე და მომწერეს. ძალიან მინდა, რომ ამ ბავშვებს საახალწლოდ ჩვენც(მონადირეებმა) გავუმართოთ ხელი და დავეხმაროთ. ბევრს თუ ვერ შევძლებთ, ყურადღებას მაინც გამოვიჩენთ მათ მიმართ და ვაგრძნობინებთ რომ მარტო არ არიან. ესეც კი რაღაცას ნიშნავს.
ერთი სიტყვით: შევაგროვოთ თანხა და ახალის წლის დადგომამდე დავეხმაროთ ამ ოჯახს. თანხის რაოდენობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს! 1 ლარიც კი გვჭირდება! თანხა ჩავრიცხოთ ჩვენი კლუბის ანგარიშზე ლიბერთი ბანკი ანგარიშის ნომ: GE26LB0115110297414000
giohunt1982, გიო ტერიტორიულად სად არის?? სიამოვნებით მოვიდოდი მეც,მანამდე კი ვეცადოთ რამე თანხა შევაგროვოთ... თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
vanoarchi, ამ ეტაპზე, ანუ ახალწლამდე არაფერი ჩაირიცხება სხვა ჩვენს ანგარიშზე. თუ საჭირო გახდა სხვა ანგარიშს გამოვიყენებთ. ვნახე შენი ჩარიცხვა.
გავაკეთოთ სია ვინ რამდენი ჩარიცხა??? რავი ზოგს არ უნდა ხოლმე იმის აფიშირება თუ რა თანხა ჩარიცხა. როგორც მეტყვით ისე გავაკეთებ მეც.
დამატებულია (10.12.2017, 18:57:44) --------------------------------------------- western, ტერიტორიულად ოზურგეთის რაიონში არიან კობა.
დამატებულია (10.12.2017, 19:03:31) --------------------------------------------- ბიჭებო, კაცებო გაითვალისწინეთ რომ ბარბარე8 წლისაა და მისი ძმა 14 წლის. როგორია??? ერთი წუთით წარმოვიდგინოთ ჩვენი შვილები ამ ბავშვების ადგილას და მაშინვე უფრო ცხადად შევიგრძნობთ თუ რა საშინელებაა ეს ყველაფერი. 8 წლის ბავშვი რაიმე სათამაშოს ან კომპიუტერს და რამე ამგვარს კი არ სთხოვს თოვლის ბაბუას? არა, თბილ შარვალს და ხელთათმანებს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
დავეხმაროთ ბარბარეს აუცილებლად, დამეწვა გული.. ერთი ოჯახი მაინც გავახაროთ ბაზიერის სახელით ამ ახალ წელს, ხვალვე ჩავრიცხავ რასაც შევძლებ, მნიშვნელობა არააქ კაცებო ვინ რამდენს, მთავარია ყურადღება გამოვიჩინოთ..
გიო, თანხასთან ერთად მგონი ურიგო არ იქნება ტანსაცმელი და საყოფაცხოვრებო ნივთებიც შევაგროვოთ. ბევრ ჩვენგანს დარწმინებული ვარ ბევრი ნივთი ექნება სახლში, რომელსაც უბრალოდ აღარ იყენებს და ამ ბავშვებისთვის ძალიან ღირებული შეიძლება იყოს...
მონადირეებო, კი შემოვიდა რაღაც თანხა მაგრამ ჯერ ძალიან ძალიან ცოტაა! მეტი აქტიურობა გვინდა! გავუთბოთ ეს ახალი წელი ამ ბავშვებს ისევ ჩვენი შვილებისათვის! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მოკლედ კაცებო კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ბოლო დროს საიტზე ჩემი პასიურობის გამო, თუმცა ვცდილობ რომ კლუბის მიერ ორგანიზებულ აქციებს არასდროს გამოვაკლდე. ძალიან კარგი საქმის გაკეთებაა დაგეგმილი, გიო მადლობა ასეთი კეთილი ინიციატივისთვის. მცირედი თანხით ჩვენ დიდი არაფერი დაგვაკლდება და ბავშვებს კიდევ გავახარებთ ახალ წელს. მოკლედ 20 ლარი ჩავრიცხე ამ კეთილი საქმისთვის. გიო ჩარიცხვას რომ ნახავ დამიდასტურე
IKAHUNTER, იკა გუშინ ჩაირიცხა 20 ლარი, მაგრამ სახელი არ მოდის სმს-ით თუ ვინ ჩარიცხა. რომ დამთავრდება ეს ამბავი მერე დავდებ ამონაწერს საერთოდ ვინ ჩარიცხა ყველა იქნება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
არ ჩავკლათ ეს თემა, მეგობრებო. იმდენი ვართ, რომ თითო ლარის დადების შემთხვევაშიც კი სოლიდურ თანხას მოვაგროვებდით, ასევე ძველმანების მოგროვებაც შეიძლებოდა. წერდა კიდევაც ერთი ამას. არ იქნებოდა ურიგო დახმარებას თუ შევძლებდით kakhi
დღეს კიდევ დავამატე წინა დღეებში ჩარიცხულს. გთხოვთ დავეხმაროთ ამ ოჯახს. შეტყობინებამ გული მომიკლა. მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ აქციაში kakhi
tereos, გავაკეთებთ აუცილებლად! კაცებო, როცა ჩარიცხავთ თანხას, აქ დაწერეთ ხოლმე. ბანკიდან კი ამოვიღებ ამონაწერს ბოლოს, მაგრამ საიტზეც ვიცოდეთ ვინ რიცხავს. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ორი სიტყვით მოვყვები: თანხა შეგროვდა დაახლოებით 300 ლარი. პლიუს-მინუს 10 ლარი რა. რადგანაც ბარბარესთან და გიორგისთან ჩვენამდე იყვნენ მისული კეთილი ადამიანები, რომლებმაც ძალიან ბევრი თბილი ტანსაცმელი და სათამაშოებიც მიუტანეს, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩვენ შეგვეძინა საახალწლო ტკბილეული და ისეთი პროდუქტები რომლებიც ყველა ოჯახს სჭირდება ყოველდღიურად. მე, ნუგო თავდუმაძემ, ბაქარიმ და გიო ანდღულაძემ მივუტანეთ ბავშვებს ჩვენი შენაძენი. მივიღეთ ბევრი მადლობა ყველასთვის ვინც შეიტანა წვლილი ამ კარგ საქმეში. ამ საახალწლოდ ერთი ოჯახი მაინც გავახარეთ მცირედით.
ყველას დიდი მადლობა ბიჭებო. მადლობა, რომ მომეცა საშუალება დღეს მენახა გახარებული ბავშვების სახეები. ეს თითოეული თქვენგანის დამსახურებაა და ვამაყობ, რომ მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.
ყველამ ვიცით, რომ დავკარგეთ კარგი ქართველი კაცი და ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ყველა შეჯიბრზე. ბატონი შოთა თავაძე. სამშაბათს არის დაკრძალვა. სამშაბთამდე იქნება მოვახერხოთ რომ გარდაცვლილის ცოლ-შვილს გავუწიოთ დახმარება ამ მძიმე მომენტში, რომელიც არის ქმრის და მამის დაკარგვა! თიბისი ბანკის ანგარიშზე ჩავრიცხოთ ვინც რას შეძლებს.
დამატებულია (18.05.2018, 11:42:05) --------------------------------------------- გრძელდება თანხის შეგროვება. ვისაც გაქვთ საშუალება და სურვილი შეგიძლიათ ჩარიცხოთ.
"სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
კაცებო, მონადირეებო. გავაკეთოთ კიდევ ერთი კარგი საქმე. შევაგროვოთ თანხა და ახალი წელი მივულოცოთ მოხუცებულებს, მოხუცებულთა სახლში. თანხის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა! ვისაც რამდენი შეგვიძლია ჩავრიცხოთ. 10 ვაზნის საფასური ჩვენთვის არაფერი იქნება და მოხუცებს კი გავახარებთ საახალწლოდ! თანხას ვრიცხავთ თიბისი ბანკის ანგარიშზე: GE22TB7038945061600032 მიმღები გიორგი სარიშვილი. ჩარიცხვა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკიდან და ასევე თიბისი ფეის აპარატებიდან. 29 დეკემბრამდე შევაგროვოთ თანხა და გავუთბოთ ახალი წელი მოხუცებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!