მიმიდინარე წლის 16 ივლისს ჩატარდება, მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები2017"! ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს! მსროლელები გაისვრიან 30 ვაზნას! შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე! 1. მონაწილეობის ღირებულება- 40 ლარი 2. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ აცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ აცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები ბოლო პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 3.2 თეფში გატეხილად ითვლება თუ მთლიანად დაიმტვრევა ან მოსცილდება (მოტყდება) თვალით ხილული ნატეხი! სხვა ყველა შემთხვევაში ითვლება აცილება! მსროლელი ვალდებულია გასროლების სერიის დამთავრების შემდეგ იკითხოს მისი შედეგი და პრეტენზიის შემთხვევაში, ქულა გააპროტესტოს ადგილზე, უშუალოდ პოზიციაზე ყოფნისას! ყველა სხვა შემთხვევაში მსაჯთა კოლეგია არ განიხილავს მსროლელის პერეტენზიას!!! 3.3 ნახევრადავტომატური თოფების შემთხვევაში თუ თოფმა არ გაისროლა მეორე ვაზნა ზედიზედ სამჯერ, მაშინ მსროლელი ვალდებულია შეცვალოს თოფი და ისე გააგრძელოს ასპარეზობა! თოფის არ შეცვლის შემთხვევაში მსროლელი ავტომატურად ეთიშება შეჯიბრს! არგადატენვის შემთხვევაში იქნება გადასროლა და პირველი თეფში არ ჩაითვლება, მიუხედავად იმისა გატყდა თუ არა! 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული რესივერით,„ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!! 10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!! მონაწილეობის საფასურს, 40 ლარს მსურველები ჩარიცხავენ ლიბერთი ბანკში, კლუბ ბაზიერის ანგარიშზე ანგარიშის ნომ: GE26LB0115110297414000 გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!