მიმიდინარე წლის 7 აგვისტოს ჩატარდება, კლუბ "ბაზიერის" მიერ ორგანიზებული, გურიის ღია ჩემპიონატი სპორტინგში "გავარდნილები"! ჩემპიონატი ჩატარდება გურია, ქ. ოზურგეთის რაიონ სოფ. ბაილეთში ჩემპიონატში მონწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს!
მსროლელები 3 პოზიციაზე გაისვრიან 25 ვაზნას!
შეჯიბრზე დაიშვება მხოლოდ გადასახსნელი(ორლულიანი) და ნახევრადავტომატური თოფები. 12 კალიბრი. ლულის სიგრძის მინიმუმი არის 66 სმ. 66-ზე ნაკლები სიგრძის ლულების მქონე თოფი არ დაიშვება შეჯიბრზე!
1. მონაწილეობის ღირებულება 40 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები ბოლო პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 3.2 თეფში გატეხილად ითვლება თუ მთლიანად დაიმტვრევა ან მოსცილდება (მოტყდება) თვალით ხილული ნატეხი! სხვა ყველა შემთხვევაში ითვლება აცილება! 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული რესივერით,„ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს თან!!
მონაწილეობის საფასურს, 40 ლარს მსურველები ჩარიცხავენ ლიბერთი ბანკში, კლუბ ბაზიერის ანგარიშზე ანგარიშის ნომ: GE26LB0115110297414000
გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერი ფილიალიდან და ასევე სხვა ნებისმიერი ბანკიდან.
[b]მონაწილეთა რეგისტრაცია იწარმოებს ჩვენს საიტზე და მონაწილეობის საფასურიც წინასწარ უნდა იყოს ჩარიცხული! შეჯიბრის დღეს, ადგილზე წარმოადგენთ ჩარიცხვის ქვითარს!
სხვა ნებისმიერი ინფორმაციისათვის, რომელიც უშუალოდ ჩემპიონატს ეხება დაგიკავშირდით მობ. 557927100[/b]
ოჰო გურულები საკუთარ მოედანზე სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ნიჭის გამო თუ წავაგებთ თუარა ისე არ ვიცი რა იქნება ვიდეო გადაღება გვინდა მარა მე რომ მომყვა შარშან იმისთანა არა
ნამეტარი კაი ამბებია 7-ში. ნადირობის სეზონის წინ კაი მოთელვა გამოგვივა. ჩემი თხოვნა ყველამ ერთი ფირმის ვაზნებით გავისროლოთ. და კიდევ 16, 20 , 8 , 10 და ა.შ. კალიბრები მონაწილეობას არ უნდა ღებულობდნენ.
აბა ბიჭებო თბილისიდან წამსვლელებზე 3 თავისუფალი ადგილი მაქვს მანქანაში , თუ ვინმეს უნდა შემომიერთდეს და საწვავის ფული გავიყოთ , ჩემი მანქანა ცოტას წვავს და სადღაც 15 ლარი მოგვიწევს კაცზე .
აბა ბიჭებო თბილისიდან წამსვლელებზე 3 თავისუფალი ადგილი მაქვს მანქანაში , თუ ვინმეს უნდა შემომიერთდეს და საწვავის ფული გავიყოთ , ჩემი მანქანა ცოტას წვავს და სადღაც 15 ლარი მოგვიწევს კაცზე
ჯერ არა შემომხმიანებია მარა მაინც დავწერ , დროებით შეჩერებულია ჩემი შემოთავაზება , რაღაც ცოტა გეგმები შემეცვალა მგონი და დავწერ მოგვიანებით რასაც გადავწყვიტავ .
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!