მოკლედ ასე მეგობრებო, 9 აპრილის ტრადიციული, გამწვანება-ბუნების აქციისათვის სამზადისი დაიწყო. 2016 წელსაც ჩვეულებრივ ჩატარდება ეს აქცია, რომელიც უკვე არის ჩვენი ტრადიცია და ამ ღონისძიებით ვცდილობთ მონადირეები ბუნების წინაშე ჩადენილი "ცოდვების გამოსყიდვას". თითოეული თქვენთაგანის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, თანხის რაოდენობას რომლითაც მივიღებთ მონაწილეობას აქციაში, არ აქვს მნიშვნელობა! ანუ 1 ლარითაც რომ დაგივდგეთ გვერდში, ესეც ძალიან კარგი იქნება! წელს, 9 აპრილს, ეს აქცია ჩატარდება თბილისში. აქციის ადგილთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, ნერგების სახეობაზე და ა.შ. ამიტომ ოდნავ მოგვიანებით მოგაწვდით დეტლურ ინფორმაციას, თუ სად დაირგვება ნერგები და რა სახის ნერგები დაირგვება.
თბილისის აქციასთან პარალელურად იგივე აქცია ჩატარდება გურიაში. ამის შესახებ გაიხსნება ცალკე თემა, შესაბამის ფორუმში. რადგან კლუბის თუ საიტის გურული წევრები ვერ დაგესწრებით თბილისში, ჩვენ გურიაში ჩავატარებთ ამ ღონისძიებას. რომლისთვისაც ცალკე იქნება ფონდი გამოყოფილი. ამ თემაში დადებულ ანგარიშზე ჩარიცხული თანხა კი მოხმარდება მხოლოდ თბილისში ჩასატარებელ ღონისძიებას!
თანხის ჩარიცხვა მოხდება საქართველოს ბანკში, ანგარიშზე: GE46BG0000000857557000GEL რომელიც არის ავთანდილ ღონღაძის სახელზე!
ჩარიცხვისას დაუკავშირდით ავთოს ტელეფონზე და უთხარით თქვენი სახელი და ჩარიცხული თანხის რაოდენობა. ავთოს ტელ.ნომერია: 598929396 მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ჰა აბა რა ხდება ბაზიერელებო? ვემზედებით 9 აპრილისთვის თუ რატომ არ ჩანს ხალხი? ჩარიცხვაც შეგიძლიათ დაიწყოთ უკვე. ჩარიცხულია Avtandil - 20 ლარი მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
დამატებულია (24.03.2016, 20:14:10) --------------------------------------------- გამწვანების აქცია ჩატარდება გლდანში მდებარე, კირიონ კათალიკოსის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში. სადაც დაირგვება მწვანე ფიჭვის ნერგები!
აქციაში მონაწილეობა შეგიძლიათ ნერგების მოტანითაც მიიღოთ, როგორც აკო მოიქცა!
giohunt1982, რეალურად რამდენი ნერგის ადგილია აღნიშნულ ადგილზე?ძალიან გთხოვ თანხის ჩარიცხვის ბოლო დღე დააფიქსირეთ,როგორც ვატყობ რაღაცას უყურებს ხალხი და არ მინდა შემდეგ ის ითქვას დაგვიანებულზე რომ არ ვიცოდიო. რა თქმა უნდა მეც აქციის მონაწილე ვარ და თუ კიდევ რამეა ჩემს შესაძლებლობებში,ორგანიზატორს შეუძლია დამავალოს,ვინაიდან ეს მარტო ერთი კაცის ვალი არ არის,ყველანი ერთ ბორბალში ვზივართ და ერთად უნდა ვატრიალოთ.ყვითელი წარწერა პრივილეგია არ არის,ეს პასუხისმგებლობაა.(ამას იმათ გასაგონად ვწერ ვისაც გონია რომ ეს თანხა ჯამტლეკიაშვილის ჯამისთვის გროვდება),საწვავს არავინ არ ისხავს ამ ფულით და დენის ფულს არავინ იხდის,რაც მეტი თანხა მოგროვდება მით მეტი კეთილი საქმის გაკეთება იქნება შესაძლებელი. ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, ალბათ 7 აპრილამდე, რადგან სანერგე მეურნეობაში ზუსტად უნდა ვიცოდეთ რის საშუალება იქნება და რამდენ ნერგს წამოვიღებთ და წესით ეს დრო საკმარისი უნდა იყოს იმისათვის, რომ ყველაფერს მიეხედოს. თანხის ჩარიცხვა იქნება თუ სხვა მხრივ გვერდში დგომა. ორი კვირაც აღარ დარჩა და შესაბამისად ცოტა მეტივაქტიურობაა სხვებისგანაც. მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
ვიყავი დღეს მონასტერში და ადგილიც ვნახე სადაც უნდა დაირგოს ნერგები.
40 ნერგი კიპარისი და ათეული მწვანე ფიჭვი დაეტევა თავისუფლად. 40 ნერგი კიპარისი მე მომაქვს და მწვანე ფიჭვს რაცშეეხება ათ ცალამდე დაეტევა და მეტი არაა საჭირო. 5 ცალიც რო დაირგოს უკვე ნორმალურია დანარჩენი რაც შეგროვდება იმ თანხიდან გამომდინარე ვიყიდით და დავრგავთ
akson777, მაგ ადგილზე რამის მშენებლობა ხომ არ იგეგმება მომავლისთვის,მარტო დარგვა ხომ არ არის.ხის ჯიში ინ აარჩია? ნუ შეეხები ბუნებას მარტო თოფის ლულით!!!!
kucuna1, ხის ჯიში მამაოსთან მოლაპარაკებით და ასევე იმ პირთან კონსულტაციის შემგეგ რომელიც ერკვევა გამწვანებაში და მისთვის საჭირო ნერგებში იგივე ნერგების სპეციალისტი. (გამწვანების ადგილის და სპეციფიკიდან გამომდინარე არჩევს ნერგებს) . სწორად ამ მოლაპარაკების შედეგად შეირჩა ნერგები კიპარისები და მწვანე ფიჭვები. იყო ლაპარაკი ასევე ნაცრისფერ ფიჭვებზე თუმცა როგორც მოგეხსენებათ საკმაოდ ძვირი მცენარეა და თითო-ოროლა ცალის დარგვას და ჩავთვალეთ აზრი არ ქონდა, და აქედან გამომდინარე ვამჯობინეთ მხოლოდ კიპარისი და მწვანე ფიჭვი ყოფილიყო
კი იგეგმება აშენება თემო ახლადაშენებული მონასტერია და ბევრი რამ არის დასამთავრებელი როგორც ნაგებობებთან ასევე ეზოსთან მიმართებაში. ჯერჯერობით მხოლოდ ეკლესიის შენობა და ერთი პატარა საცხოვრებელია ბერ-მონაზვნებისთვის და კიდევ გეგმავენ როგორც ვიცი აშენებას გარკვეული ნაგებობებისას და რა თქმა უნდა ეზოს მოწესრიგებას . ხეების დარგვა იქნება დიდი წვლილი მონასტრის ეზოს გალამაზებაშიც და მოწესრიგებაშიც ჩვენი მხრიდან.
დამატებულია (29.03.2016, 16:30:10) --------------------------------------------- იაქტიურეთ ბაზიერელებო! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ეჰ რაღა პასიურობა ჩემო avtandil, საიტზე რამდენ ნაცნობ სახელს(ნიკს) ვეღარ ვხედა ზოგმა გააუქმა ზოგს აღარ აინტერესებს ეჰ კაი იყო ძველი სასტავი ... თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
აუცილებლად შემოგიერთდებით ამ დღეებში , საშვილიშვილო საქმეა გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
avtandil, სუ ნარმანიას ბრალია რა! მილიონ ხეს დავრგავო და "მონადირეებმა" ჩვენ რაღატო გავისარჯოთო?!
Quotewestern ()
ეჰ რაღა პასიურობა ჩემო avtandil, საიტზე რამდენ ნაცნობ სახელს(ნიკს) ვეღარ ვხედა ზოგმა გააუქმა ზოგს აღარ აინტერესებს ეჰ კაი იყო ძველი სასტავი ...
არის ხალხი ვინც გარკვეული მიზეზების და გამო ვერ ახერხებს აქტიურობას. ამ ზამთარს მეც უამრავი პრობლემა მქონდა სულ რამდენიმე კვირაა რაც შემოსვლას ვახერხებ. ძველს და ახალს არ აქვს მნიშვნელობა ჩვენი (ოჯახიდან) არავინ მიდის ვინც ნამდვილია და დანარჩენი რა გითხრა აბა...
დამატებულია (02.04.2016, 19:01:47) --------------------------------------------- ისე კეპების ყიდვაზე რო მოდგება საქმე ან სტენდზე სროლაში უეჭველი ვიცი მინიმუმ სამი ამდენი მსურველი იქნება. თან ისეთები ზოგი საერთოდ არცერთმა წევრმა რომ არ ვიცით :))) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
western -ი დარიცხავს ამ დღეებში.უბრალოდ ისეთ ადგილას ტელეფონი რო იჭერს მიკვირს ბანკომატი ხო საერთოდ თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
avtandil, ერთი კვირაა შუაგულ ტყეში ვარ გავარდნილი :))))) თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
პასიურობისთვის ბოდიშს გიხდით მეგობრებო, გადატვირთული სამსახურებრივი და ოჯახური პირობების გამო ხშირად ვერ ვსტუმრობ საიტს და გვერდით ვერ გიდგავართ, მაგრამ არცერთი ბუნების დაცვის აქცია არ ყოფილა ჩემი მონაწილეობის გარეშე და წელსაც ტრადიციულად ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ამ კეთილ საქმეში.
გაუმარჯოს ბუნების მოყვალ საზოგადოებას.კარგია რომ გძელდება ბუნებაზე ზრუნვა და მეც გიერთდებით ტრადიციულად..მართალია ჩემი გრაფიკის გადამკიდე ფიზიკურად ვერ ვესწრები მაგრამ,მაინც თქვენს გვერდით ვარ შეძლებისდაგვარად.ამ დილით ჩავრიცხე 20 ლარი ზემოთ მითითებულ ანგარიშზე.წარმატება დაწყებულ საქმეს..
lasha79, მესიჯი მომივიდა და შენ ყოფილხარ ეხლა უნდა მეკითხა საღოლ კაი კაცი ხარ. :39: მეგობრებო სულ 2 დღე და ცოტა გავაქტიურდეთ. თანხის ჩარიცხვა მოხდება საქართველოს ბანკში, ანგარიშზე: GE46BG0000000857557000GEL რომელიც არის ავთანდილ ღონღაძის სახელზე!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!