7 ივნის, კვირა დღეს გაიმართება კლუბ "ბაზიერის" შიდა შეჯიბრი სპორტინგში . შეჯიბრი გაიმართება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ ისევ იმ ადგილზე სადაც პირველად ჩავატარეთ სპორტინგში შეჯიბრი, "ბაზიერის ტბასთან") . მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 35 ლარს . მონაწილეები გაისვრიან 25 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 25. . პოზიციათა რაოდენობა იქნება 3-მი, პირველ პოზიციაზე 5 წყვილი გასროლა, (მთლიან ჯამში 10 თეფში) ორი სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, მეორე პოზიციაზე ასევე 5 წყვილი გასროლა(10 თეფში) ასევე სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, მესამე პოზიციაზე იქნება 5 გასროლა ხუთ მოძრავ სამიზნეზე (5თეფში). წყვილი გასროლების დროს პირველი გასროლა მოძრავ სამიზნეზე იქნება სიგნალი მეორე მოძრავი სამიზნის გაშვებისა . შეჯიბრის მთავარი მსაჯი იქნება ბატონი შოთა თავაძე (შეჯიბრის მსვლელობს დროს მსაჯის დაუმორჩიებლობა ნიშნავს ატომატურ დისკვალიფიკაციას) . საიტზე არსებულ სიაში ვინც არ იქნება ჩაწერილი ის შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასევე ვერ მიიღებს საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც სხვა კლუბისა თუ საიტის სახელით ღებულობდა მინაწილეობას რაიმე სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში, რა თქმა უნდა ის ვინც საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ჩვენთან, მასზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია .... 1. მონაწილეობის ღირებულება 35 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები მეორე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!
დღის ბოლოს მთავრდება სიაში დამატება მონაწილეების. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სიაში დაფიქსირებული მსურველები მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრში! ხვალ, შეჯიბრზე მოსული, მონაწილეობის მსურველი, რომელიც არ იქნება სიაში, ის ვერ მიიღებს მონაწილეობას შეჯიბრში! ასე, რომ დაემატეთ სიას და ხვალ საწყენიც არაფერი იქნება! სია არ გადააკოპიროთ! მონაწილეობის სურვილი გამოთქვით და დაგამატებთ სიაში!
avtandil, მეც დამაფიქრა მაგ ამბავმა გვეყოფა თუ არა ერთი დღე ,შუადღის 3 საათზე წვიმა ივარაუდება(ზოტი მეტეოლოგური საიტის მიერ) და 9-ზე თუ დაიწყება შეჯიბრი სამამდე არამგონია მოესწროს დამთავრება 30 მონაწილეა... "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ლამაზი და მშვიდობიანი დღე ბიჭებო!!! ხანდახან ხდება ხოლმე რომ რამდენიმე პრობლემა ერთად იყრის თავს ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც.გული მწყდება მარა არაუშავს კიდევ მრავალს ჩავატარებთ...გაიხარეთ თუ ერთხელ მაინც მოიწამლე ,,ამ ვირუსით ნადირობით" გამოჯანმრთელება არ გიწერია. ,, ეს ვირუსი" მკურნალობას არ ექვემდებარება და,რაც მთავარია სასტიკაად გადამდებია... ნუ იქნები ბრაკონიერი!!!...
landia, გაიმარჯვა აჩი სარჯველაძემ (krimanjuli) მეორე ადგილი დაიკავა დავით კაპანაძემ. მესამე-რამაზ ჯიქიამ მეოთხე-სიმონ რუსიშვილმა "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ვულოცავ ყველა გამერჯვებულს. ძალიან კარგი საქმეა ამ ჩემპიონატის ჩატარება, იმედია მომავალშიც ჩატარდება, ალბათ როდისმე მეც მოვახერხებ მონაწილეობას თუ არა დასწრებას მაინც ერთი თხოვნა მაქვს: დაწერეთ გამარჯვებულების ნიკები (საიტზე სახელი) და ვინ რა იარაღით ასპარეზობდა, მადლობა წინასწარ HUGLU 103-C
ყველას მადლობას მოგახსნებთ მოლოცვისთვის, ვისიამოვნე ძალიან რისთვისაც დიდ მადლობა ორგანიზატორებს. ვულოცავ ყველა მონაწილეს შეჯიბრში მონაწილების მიღებას ჩემი აზრით მთავარი ეგ არის შედეგები უფრო მეორე ხარისხოვანი.
მიხარია თქვენს გვერდით რომ ვარ კეთილო ხალხო! ამის მერე ყველა აქტივობაში მივიღებ მონაწილეობას რათქმაუნდა თქვენთან ერთად. ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით რასაც მონადირის ცხოვრება ჰქვია სამწუხაროდ ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანია ვიტომ მონადირე რომლებიც მეხორცედაა გადაქცეულები როგორც სეგვიძლია ხელი შევუშალოთ ამ მსგავსობას! გამარჯვებულებს კიდევერთხელ ვულოცავ გამარჯვებას
დამატებულია (09.06.2015, 09:12:16) --------------------------------------------- 2015 წლის ბაზიერის ჩემპიონატი ჩატარდა! სიაში რეგისტრირებული რამოდენიმე კაცი გამოგვაკლდა, საპატიო მიზეზებით, მაგრამ არაუშავს! მომავალი ხომ ჩვენია! საბოლოო ჯამში კარგი იყო ყველაფერი! იყო ახალი, განსხვავებული პოზიციები, რამაც მეტად საინტერესო და დაძაბული გახადა შეჯიბრი! სამეულს ვულოცავ გამარჯვებას! ასევე ყველა მონაწილეს ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებებს მომავალ შეჯიბრებებზე! ზოგმა მონაწილემ საერთოდ პირველად ისროლა შეჯიბრზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია მონაწილეობა(პროცესი) და არა შედეგი! შედეგი, მოგვიანებით, გამოცდილებასთან ერთად მოვა! მადლობა მინდა გადავუხადო ბ-ნ შოთა თავაძეს! ასევე მადლობა ყველა მონაწილეს, მაყურებელ-გულშემატკივარს! მოკლედ, კარგი იყო, მაგრამ არ მოდუნდეთ! წინ უფრო კარგი და უფრო მაშტაბური შეჯიბრება გველის, სულ მალე! ამაზე კი მოგვიანებით!
baqari3501, გაიხარე შენ უეჭველი გააუმჯობესებ ეჭვი არ მეპარება, 7-ში კარგად ისროლე მარა კიდევ უკეთესად ისვრი. მე კიდევ სხვა რამეში ვივარჯიშებ, ნერვების აჯიმანიებს გავაკეთებ :069: "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ბოდიშს გიხდით ძმებო ვიდეოები, რომ დაგიგვიანეთ ეხლა დავიწყე იუთუბზე ატვირთვა და დავამატებ ყველას.
Quotegiohunt1982 ()
ზოგმა მონაწილემ საერთოდ პირველად ისროლა შეჯიბრზე, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარია მონაწილეობა(პროცესი) და არა შედეგი! შედეგი, მოგვიანებით,
გიო მე მაგით ვინუგეშებ თავს ძმაო. შედეგები კი იქნება ჩემი გრაფა ან საერთოდ არ დაწერო ან ფოტოშოპი გამოიყენე :))) მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
კიდევ და კიდევ ყველა შეჯიბრში მონაწილეს, ყველა გულშემატკივარს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო შეჯიბრის ესე ლამაზად ჩატარებისთვის, საკმაოდ მაღალი შედეგები დაფიქსირდსა რაც კიდევ ერთხელ ხასზ უსვამს რომ მაღალი დონის მსროლელები არიან ბაზიერლები, ყველანი თანაბარ პირობებში იმყოფებობდა, პოზიციები ადგილზევე შეირჩა და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა რომ ყველას თანაბარ პირობებში მოუწევდა შედეგის დადება, არც ერთი პოზიცია არ იყო მარტივი, ესეთი სირთულის ტრაექტორიები ჩვენ არასდროს არ გვქონია, პირველად ჩვენს მიერ ორგანიზებულ შეჯიბრში გამოვიყენეთ რაბიტი (კურდღლის სირბილს მიმსგავსებული მოძრავი სამიზნე) და ასევე სანთელი (ე.წ. "სვეჩა") საკმაოდ დაძაბულად წარიმართა პირველივე პიზიციიდან შეჯიბრის მსვლელობა და ფაქტიურად მესამე ანუ ბოლო პოზიციამდე გამოკვეთილი ლიდერი შეიძლება ითქვას არც ყოფილა, ბოლოს რამოდენიმე კარგ მსროლელს ნერვებმა უმტყუნა , ყველაზე მეტად გული akson777, დამწყდა, ფაქტიურად ნერვებმა უმტყუნა , იმედი მაქვს შემდეგში იმ შედეგს დადებს რაც უნდა დადო, ბოლოსკენ ნერვები სიმებივით გვქონდა მოჭიმული მონაწილეებს, ჰაერში გამქრალ ყოველ თევშს იმედი ემატებოდა და ყოველი აცილება ნერვებს უფრო და უფრო გვინადგურებდა, იყო ძველი გვარდიელი ბაზიერელები, ასევე ბევრი ახალი სახე, მოვიკითხედ ერთმანეთი, გავიცანით , დავმეგობრდით, მოკლედ ზეიმი იყო, დაძაბული ზეიმი, რაც შეეხება თავად ფინალს მართლაც რომ დაძაბული აღმოჩნდა, ეს უკვე გამართლება და მეტი არაფერი, ვულოცავ დავით კაპანაძესა და რამაზ ჯიქიას წაემატებულ ასპარეზობას, მე აშკარად გამიმართლა და ეხლაც მიმაჩნია რომ სულაც არ ნიშნავს ეს იმას რომ ვინმეს ვაჯობე, ასევე სიმონ რუსიშვილი რომელიც ლიდერი იყო ექვსთა გადასროლაზე მეოთხე ადგილს დაეუფლა, მთავარი მაინც ყველაფრისდამიუხედავად არის მონაწილეობა და ჩვენ ამ დასახულ მიზანს თავი გავართვით, ყველას კიდევ ერთხელ გეფერებით , მე ვამაყობ რომ ბაზიერელი ვარ და თქვენი სახით მე უმაგრესი ოჯახის წევრები და მეგობრები მყავს, ჩვენს ოჯახს, ჩვენს ბაზიერს გაუმარჯოს !!! ფოტო ვიდეო ,მასალა სულ ეს იყო?? ვიდეო ჩაგეთვალა აკო!!
avtandil, საღოლ თავიდან ვერ მივხვდი რა გატანაზე იყო ლაპარაკი ვიდეოში... მერე გამახსენდა ჯიქიას რომ მეგრელობა მივულოცე რომ მეგრელების ერთმანეთის გატანის თემა წამოიწია
ვიდეოები მაგრა გიშრომია მართლა საღოლ! "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!