7 ივნის, კვირა დღეს გაიმართება კლუბ "ბაზიერის" შიდა შეჯიბრი სპორტინგში . შეჯიბრი გაიმართება თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, (სავარაუდოდ ისევ იმ ადგილზე სადაც პირველად ჩავატარეთ სპორტინგში შეჯიბრი, "ბაზიერის ტბასთან") . მონაწილეობის ღირებულება შეადგენს 35 ლარს . მონაწილეები გაისვრიან 25 ვაზნას , შესაბამისად თეფშების რაოდენობაც იქნება 25. . პოზიციათა რაოდენობა იქნება 3-მი, პირველ პოზიციაზე 5 წყვილი გასროლა, (მთლიან ჯამში 10 თეფში) ორი სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, მეორე პოზიციაზე ასევე 5 წყვილი გასროლა(10 თეფში) ასევე სხვადასხვა ტრაექტორიის მოძრავ სამიზნეზე, მესამე პოზიციაზე იქნება 5 გასროლა ხუთ მოძრავ სამიზნეზე (5თეფში). წყვილი გასროლების დროს პირველი გასროლა მოძრავ სამიზნეზე იქნება სიგნალი მეორე მოძრავი სამიზნის გაშვებისა . შეჯიბრის მთავარი მსაჯი იქნება ბატონი შოთა თავაძე (შეჯიბრის მსვლელობს დროს მსაჯის დაუმორჩიებლობა ნიშნავს ატომატურ დისკვალიფიკაციას) . საიტზე არსებულ სიაში ვინც არ იქნება ჩაწერილი ის შეჯიბრში მონაწილეობას ვერ მიიღებს, ასევე ვერ მიიღებს საიტზე დარეგისტრირებული ადამიანი, რომელიც სხვა კლუბისა თუ საიტის სახელით ღებულობდა მინაწილეობას რაიმე სახის შეჯიბრსა თუ ღონისძიებაში, რა თქმა უნდა ის ვინც საერთოდ არ არის დარეგისტრირებული ჩვენთან, მასზე ხომ საერთოდ საუბარი ზედმეტია .... 1. მონაწილეობის ღირებულება 35 ლარი 2. მონაწილეებმა უნდა გაისროლონ სამი პოზიციიდან. 3. ფინალურ ეტაპზე გადადის 6 მონაწილე ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება. ფინალურ ეტაპზე გადასასვლელად. თუ თანაბარი ქულები დაფიქსირდა მე-6 ადგილისთვის, მაშინ იქნება გადასროლა პირველ დაცილებამდე. ასევე თანაბარი ქულების შემთხვევაში ჩატარდება გადასროლა პირველი სამეულის გამოსავლენად პირველ დაცილებამდე. 3.1 ფინალში მონაწილეები მეორე პოზიციიდან ხუთ ორმაგ გასროლას განახორციელებენ წყვილ სამიზნეზე, ჯამში 10 გასროლა. 4. ფინალურ ეტაპზე გადასულ მონაწილეს აღებული ქულები გადაყვება და ფინალში აღებულ ქულას დაემატება. 5. მონაწილე, რომელიც დადგენილ წესებს და უსაფრთხოების ნორმებს არ დაიცავს, მოხსნილი იქნება შეჯიბრიდან!!! 6. გასროლა იწარმოებს მხოლოდ ორგანიზატორთა მიერ მოწოდებული ვაზნებით. მსროლელს მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ გლუვლულიანი 12 კალიბრის თოფით. 7. მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი უნდა აღემატებოდეს 18 წელს. 8. ყველა მონაწილე უნდა დაემორჩილოს მთავარ მსაჯს , თანამსაჯებსა და ორგანიზატორების მითითებებს! 9. ყველა მონაწილე, რომელიც არ იმყოფება მსროლელის პოზიციაზე, ვალდებულია სასროლეთის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდეს განმუხტული იარაღით! ანუ, ორლულიანი თოფი აუცლებლად უნდა იყოს გადახსნილი, მიუხედავად იმისა აწყვია სავაზნეში ვაზნები, თუ არა!!! ნახევრადავტომატური თოფები უნდა იყოს გადაწეული „ზატვორით“!! ანუ ადვილად შესამჩნევი უნდა იყოს. რომ თოფი არ არის დატენილი!!! ასევე, ლულები აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ვერტიკალურად(ნახევრადავტოები)!! ორივე ტიპის თოფებზე, აუცილებლად, უნდა იყოს მოხსნილი ე.წ. „რემენი“!!! ნებისმიერი მონაწილე, რომელიც დაარღვევს უსაფრთხოების წესებს, ავტომატურად მოიხსნება შეჯიბრიდან!!! მონაწილეობისთვის განკუთვნილი თანხის დაბრუნების გარეშე!!!
10. შეჯიბრის ყველა მონაწილე და მაყურებელი ვალდებულია დაიცვას სიჩუმე სასროლეთზე და ხელი არ შეუშალოს მსროლელს!! ნასვამ მდგომარეობაში არც მონაწილე და არც მაყურებელი არ დაიშვება სასროლეთზე!! წესების დამრღვევ მაყურებელ–გულშემატკივარზე პასუხისმგებლობა ეკისრება მონაწილეს, რომელსაც ახლავს!!
ბოლოს კი მინდა ვთქვა, რომ რაც შაკო მონასელიძის თოფმა გააკეთა შეედაროს ბარე ორი ბერეტა ან ბენელი სხვა ღონისძიებაზე 10 ლარს გადაიხდის თითო კაცი ოპერატორისას. აქკი თუ ვინმე კადრში არ მხვდით ბოდიშ გიხდით. :39: მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
1 ქულლა და ექვსეულში ვხვდებოდი მაგარი გაასწორა ველოდები დიდი სიამოვნებთ 2 ჩემოიონატს. giohunt1982 მალე იქნება remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
დამატებულია (10.06.2015, 10:12:07) --------------------------------------------- ჩანს რამე? მე ტელეფონიდან ვტვირთავ და ვერ ვხედავ "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ძალიან კარგი საქმეა ასეთი ჩემპიონატის ჩატარება, იმედია მომავალში კიდევ მოეწყობა. ჩემი აზრი უნდა გამოვთქვა, ორგანიზატორებს არ გეწყინოთ, მომავალში ვიდეო იქნას გადაღებული სპეციალისტის მიერ, რომ ჩანდეს თეფშის მოძრაობის ტრაექტორია მთლიანად და მსროლელიც; უკეთესი იქნება პრაქტიკისთვისაც და დამწყებებისთვისაც. და კიდევ ერთი თხოვნა: იქნებ დაწეროთ გამარჯვებულები რა იარაღით ასპარეობდნენ. HUGLU 103-C
vanoarchi, ისე მეც მომხრე ვარ რომ ვინმე მცოდნე დავიქირაოთ მაღალი ხარისხის ვიდეოებისთვის რომ ყველაფერი ეფექტურად ჩანდეს. ისე იყო უკვე კადრები სადაც მოტყმები ჩანს ოღონდ ფინალისტების მხოლოდ. მეტის გადაღება ვერ მოვახერხე გასაგები მიზეზების გამო (ჯამრთელობა) ხოლო რაც შეეხება შენს შეკითხვას, აჩი სარჯველაძე (კრიმანჯული) ასპარეზობდა ატა არმს სპორტინგით, დათო კაპანაძეს ჰქონდა თუ სწორად მახსოვს ბერეტა, სიმონი რუსიშვილი ისროდა არმსან ა612 სპორტინგით ხოლო რამაზ ჯიქიას თოფი ნათხოვნი ქონდა... "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, ოპერატორის ქირაობა კარგი აზრია, კადრები რომ ხარისხიანი იყოს სონი ვეგასი შესაძლებლობას იძლევა მორტყმის მომენტი და სროლის ერთდროულად ჩანდეს მონტაჟში რაც ძალიან ლამაზია, მაგრამ ტელეფონით გადაღებულს რო ადიდებ იქ აღარაფერი ჩანს წესიერად
vanoarchi, არა საყვედურად არ მიმიღია, პირიქით მივხვდი რაც მითხარი და მეც მომხრე ვარ მსგავსი რამის გაკეთების (პროფესიონალის მიერ გადაღებული ჩემპიონატი) "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
akson777, სონი ვეგასი მაგარია მე მოყვარულის დონეზე ვიცნობ 12 თევში დიდი ვერაფერი, მაგრამ მეპატიება იმ ღამეს 1 საათზე წამოვედით გურულები და საერთოდ არ გვიძინია თან ცოტა ნერვიულობაც და ცოტა თოფიც იმედია გურიაში უკეთეს შედეგს დავდებთ
vanoarchi, ძამიკო, გაგიკვირდება და ოპერატორის დაქირავების იდეა ჩვენც ქე მოგვსვლია აზრად! მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება ეგ ამბავი! მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
ძამიკო, გაგიკვირდება და ოპერატორის დაქირავების იდეა ჩვენც ქე მოგვსვლია აზრად! მაგრამ ძალიან ძვირი ჯდება ეგ ამბავი!
35 ლარის მაგივრად 40 ლარი რომ დავდოთ ხოლმე ანუ თითო თუ დავდებთ 5 ლარს ოპერატორისთვის, 30 კაცი თუ ვიქენით 150 ლარი შეგროვდება და არ ეყოფა ვითომ მაგ დაგაკარგ ოპერატორს ? "სამშობლოს გარეშე კაცი არ ხარ!" - გურამ დოჩანაშვილი
არ აპირებთ ჩემპიონატის გაკეთებას ძალიან სასიხარულო იქნებოდა თან მწყერი აღარ არი ქათამი არ შემოსულა და ამ შუალედ პერიოდში მშვენიერი გასართობი გამოვიდოდა remington versa maxs sport.mp 153 12/89.at 44.toz 8.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!