მინდა წარმოგიდგინოთ ბუშნელის მარკის სანადირო ოპტიკური სამიზნე რომელიც ფასის და ხარისხის შესაბამისია. ვინც ეძებს ოპტიკას რომლის გამოყენებაც უნდა ახლო და საშუალო დისტანციამდე (საშუალო დისტანცია 500 იარდია ანუ 455 მეტრი) ეს არჩევანი იდაოდ კაი არჩევანია. არ შედის წყალი უძლებს ყველა სახის კალიბრის გასროლას და ფასიც 300 $ ის ფარგლებშია მგონი არც ისე ძვირია. ნაწარმი ახალია და არამგონია ვინმეს ქონდეს და რაიმე გვითხრას მის შესახებ ასე რომ შეაფასეთ
vladi, ხო ესენი მომწონს თან იაფია 300$ ღირს და საკმაოდ ძლიერია ყველანაირი ამინდისთვის განკუთვნილი. მოკლედ ჯერ არგონავტების ხომალდს ველოდები და მერე შეუვარდები ამასაც წელში
bichi2009, მეც მასე ვიზავ თუ მექანიკურის ყიდვა დავაპირე ოპტიკას გამოვიწერ მანდ თანაც შენ რომ გექნება იმას დავაკვირდები ,ისე ეს მოდელი აფსოლიტურად იდენტურია რაც ჩემ ძმას გაუგზავნე ოღონდ ის 3-9-40იყო მაგარი მადლიერია v shavisvili
ხო ამის ლინზები 50 მმ ია აი გამავალი მილის დიამეტრი მეწვრილება მარა ნიჩევო ჩემ საქმეს 5 იანზე გამიკეთებს. რასაც ვქიდულობ ხო ტყის და სარეკში მოსახმარი შაშხანაა და იმ დისტანციას რაც მე მინდა კი გაქაჩავს ესეც. რაც უფრო ვაკვირდები უფრო მომწონს. ეხლა რო დავაკვირდი და ცოტა გავერკვიე კიდეც მგონი ნამეტარი ბევრი დამჯდარა შენი ოპტიკა. კი ბატონო ტაქტიკურის პონტში გადის მარა რავიცი მთავარია გადიდება და ლინძები მაგით ფასობს ოპტიკა. აა რას იტყვი?
bichi2009, ხო მე ცოტა ძვირი დამიჯდა მე იმან შემაცდინა რომ ორივე საქმეზე რომ ყენდება იმისთვის გავრისკე ყიდვა შემეძლო ბრუშნელის ყიდვა მაგრამ მაშინ ეს გადავწყვიტე რატომ ვერ გეთყვი ,ისე ყველა იმედები გაამართლა ჩემმა და გული ნაღდად არ ვტკივა ფულის გამო ,მე გვერდში არავინ არ მყავდა რომ ეჩია ჩემთვის რამე ხომ იცი ურემი რომ გადატრიალდება გზა მაშინ ჩნდება ,ჩემს საქმეს გამოადგა v shavisvili
ეხ მე რო მომწონს ის ჩემ საქმეს არ არგია თან ძვირია. ვფიქრობ რო ეს დამაკმაყოფილებს სრულად. ვნახოთ დრო წინაა შენ თავი ქუდში გაქ უკვე ნაყიდი გაქ ერთიც და მეორეც ასე რომ თან რაც მაგით მანდ ნადირი გეყოლება ნახოცი აქ რას იზამ ააა? ნოსტალგია მოგეძალება ვატყობ
vladi, არ იქნება ეგ ამბავი მთლად მარტივი პროცედურა საზღვრის გადაკვეთა იარაღებით მითუმეტეს შაშხანებით. ვნახოთ ჩემი კარაბინის პირველი მსხვერპლი ტახი უნდა იყოს აი ასეთ ვიდზე მინდა ოღონდ შავი რესივერით ეს ნამეტარს ანათებს.
წინასწარ ბოდიშს ვუხდი ადმინისტრაციას იქნებ გაითვალისწინონ რადგანაც შესაბამისი თემა ვერ ვნახე რატომღაც. მაიტერესებს, იყიდება (ბინოკლი) 20X50 გადიდებით, გერმანულია (ორიგინალი) სამამულო ომის დროინდელი კარგია თუ არა ასეთი მონაცემებით. ფასი 50 ევრო. იქნებ მირჩიოთ ძალიან მეჩქარება პასუხი qadagishvili
Bushnell 6-24X50 ოპტიკური სამიზნე ბადის მინათებით მწვანე წითელ ფრად, აქვს მანძილმზომის ფუნქციაც. კრონშტეინი 11მმ - 20მმ. სიგრძე საჩრდილობლით 45სმ. მის გარეშე 37სმ.
Ķ კარგი ოპტიკური სამიზნეა?? 6-24X50 ეს ციფრებi რას ნიშნავს ვახო
ზუმი ანუ გადიდება ცვალებადია და შეგიძლია დააყენო 6-დან 24 ჯერადობამდე, 50 გარე ლინზის დიამეტრია მილიმეტრებში.
კარგია თუ არა ვერ გეტყვი. უნდა გაარკვიო დარტყმაგამძლეა თუ არა და მაქსიმალურ ზუმზე ანუ 26 გადიდებაზე რო გაიხედავ არ უნდა ბინდავდეს, სუფთად უნდა ჩანდეს ყველაფერი.
alpaidze2002, გააჩნია რისთვის გჭირდება; როგორც მახასიათებლებიდან ჩანს სერიოზული ოპტიკაა, ტაქტიკური, ჩემი აზრით სნაიპერებისთვის. თუ სანადიროდ გინდა მე მგონი ზედმეტია, ნამეტანი დიდი ზუმი (გადიდება) აქვს. როგორც ვიცი ინტერნეტიდან ნადირობისთვის მაქსიმუმ 4 -ჯერ გადიდება საკმარისია, მაგას კიდევ 6-დან 24-მდე გადიდება აქვს; 50 მიშნავს წინა ლინზის დიამეტრს, რაც მეტი დიამეტრს მით მეტ არეალს ხედავ განსაკუთრებით ახლო მანძილზე, მაგრამ დიდი დიამეტრის ლინზა ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. ისე კაი მძიმე ოპტიკა იქნება, იმასაც გააჩნია რა იარაღზე უნდა დააყენო.
დამატებულია (25.12.2016, 22:09:19) --------------------------------------------- აი ერთი ვიდეო ოპტიკაზე: https://youtu.be/O1ykqy6lLZ4
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!