გლუვლულიანზე? თუ საერთოდ? მე ვიყენებდი პნევმატიკაზე, გეკოზეც..
პლიუსი ის აქვს რომ ახლო მანძილზე იძლევა სწრაფი დამიზნების საშუალებას. შორ მანძილზე უკვე რთულია სროლა პატარა ობიექტზე (100მ და მეტი). კოლიმატორი გარე სამიზნეს (სტანდარტულს) ოდნავ სჯობს.
დამატებულია (03.02.2013, 21:01:03) --------------------------------------------- მე პირადად, მიმაჩნია, რომ ტყეში ხრახნილლულიანებზე, კოლიმატორი ოპტიკას ბევრად ჯობია, უფრო მოსახერხებელია კოლიმატორით სროლა.
giohunt1982, ჰო კარაბინზე მაქვს ლაპარაკი, გლუვლულიანისთვის ზედმეტი მგონია თუ ტყვიას არ ისვრი და კარაბინისთვის დიდი აქვს ცდომილება. აი 200 მეტრზე რომ 5 სმ დიამეტრის მკვეთრი წერტილი მოგცეს კი კაი იქნება
დამატებულია (04.02.2013, 22:19:10) --------------------------------------------- ისე გეთამხმები რომ კალიმატორი უფრო მოსახერხებელია ვიდრე ოპტიკური. სიზუსტე კი ოპტიკაა რა თქმა უნდა
აი ის 20 ლარიანი კოლიმატორი, მაიმარკეტზე დევს ხშირად, როგორი იქნება პნევმატური თოფისთვის 20-25 მეტრში თუ გვინდა სროლა? თუ ღია სამიზნეს ბევრით არ ჯობია ამ მანძილზე?
როგორი იქნება პნევმატური თოფისთვის 20-25 მეტრში თუ გვინდა სროლა?
კოლიმატორი, მაგ მანძილზე მშვენიერი იქნება, პნევმატიკისთვის. გლუვლულიანებისთვის, ტყვიის სასროლად 80მ.-დე კარგია. კარგი სიზუსტე აქვს ამ მანძილზე ტყვიას. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
კოლიმატორი არის შქმნილი სწრაფად დასამიზნებლად. და ის რა თქმა უნდა ვერ შეცვლის ოპტიკურ სამიზნეს, როცა დამიზნება ხდება დიდ მანძილზე 100-150 მეტრი და უფრო მეტი. რადგან მას სიზუსტეც ნაკლები აქვს ოპტიკურ სამიზნესთან შედარებით და , როგორც უკვე აღნიშნეს ზემოთ, შორ მანძილზე შეიძლება სამიზნე სრულიად გადაფაროს. ახლო მანძილზე კარგ შედეგს იძლევა. მე პირადად გამომიცდია გლუვ ლულიან ნახევრად ავტომატზე მწყერზე ნადირობის დროს და ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა კოლიმატორი უნდა იყოს ხარისხიანი. რადგან ცუდი ხარისხის კოლიმატორი მიზანს ვერ იჭერს და ირღვევა. ამ შემთხვევაში კი სიამოვნების მაგივრად საკმაო უსიამოვნობას ვიგრძნობთ. რა უპირატესობა აქვს მას ჩვეულებრივ სამიზნესთან შედარებით. უპირატესობა შემდეგშია - დამიზნების დროს საჭიროა სამი წერტილის შეთანმება ,( ქართულად არ ვიცი რა Qვია) "პრორეზის",(გლუვ ლულიანებში ლულის სამიზნე სიბრტყის, "მუშკის", და თვითონ მიზნის შეთანხმება. კოლიმატორის შემთხვევაში კი ირი წერტილის შეთანხმებაა საჭირო -კოლიმატორის წითელი წერტილის და მიზნის.
კოლიმატორი მწყერზე რაღაც არამონადირულ ვარიანტად მეჩვენება მე პირადად. ჩვენთან ყველაფერი მისაღები ხდება სამწუხაროდ. ეგ ჩემთვის იგივა სტენდზე როკოლიმატორით ესროლო. ასეთ ნადირობას მე არაესთეთიკურს ვუწოდებდი და არამონადირულს ეს ჩემი აზრია.
ისე, მაინც და მაინც ვერ გავიგე რატომ არის არა ესთეტიკური კოლიმატორით ნადირობა მწყერზე. იქ რა სწრაფად დამიზნება არ უნდა?
მწყერზე ნადირობისას, კოლიმატორის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას. მაშინ არი თანამედროვე ოპციების, გამოყენება გამართლებული როცა ისინი საჭირო ხდება. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
მე არ ვამბობ რომ აუცილებელია მეთქი. მე ვთქვი რომ უკეთესია მეთქი. თანაც ახალ თოფზე მინდოდა ახალი ოპცია გამესინჯა. თუმცა არ გამოვრიცხავ თუ ვინმე კოლიმატორს სხვა შემთხვევაში იყენებს. მე გამოვიყენე მისი პირდაპირი დანისშნულებისამებრ.
minchanin, ჯიგარო, შენი საქმის შენ იცი. მე უბრალოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ: მწყერზე კოლიმატორი საჭიროა არაა. დარწმუნებული ვარ ბევრი იზიარებს ამ აზრს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ გიწუნებ კოლიმატორის მწყერზე გამოყენებას, ხაზსგასმით ავღნიშნავ, შენი საქმის შენ იცი. მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
minchanin, სხვა რა ნადრობისას გიხმარია კოლიმატორი???
ერთხელ ვინადირე ბელორუსიაში MP 153 კოლიმატორით იხვებზე. სამი გასროლიდან არც ერთი არ ამიცილებია. ასევე ვხმარობდი იხვზე პნევმატიკით ნადირობისას (დამჯდარ იხვზე). აქ გამოვიყენე ჩემს სანადირო გლუვ ლულიანზე . ხუთი გასროლიდან ხუთი მწყერი მოვკალი და კოლიმატორს დავაბრალე. რა ვიცი შეიძლება უბრალოდ გამართლება იყო. თუმცა მე ასე არ ვფიქრობ.
კოლიმატორი კარგია მხოლოდ კაკალ ტყვიაზე (ჟაკანზე) ან კარტეჩზე დანაარჩენ შემთხვევაში რა საჭიროა საფანტი ისედაც აკეთებს თავის საქმეს და კოლიმატორს ნუ მივაწერთ. ისე ევროპაში ან ამერიკაში რო ეგრე გნახონ მონადირე წარმომიდგენია რას იცინებენ. საფანტის განხრით ნუ მიგყავთ ეს თემა დანიშნულებისამებრ წაიყვანეთ საუბრები. პატივისცემით
კოლიმატორი კარგია მხოლოდ კაკალ ტყვიაზე (ჟაკანზე) ან კარტეჩზე დანაარჩენ შემთხვევაში რა საჭიროა საფანტი ისედაც აკეთებს თავის საქმეს და კოლიმატორს ნუ მივაწერთ
შეიძლება ეგრეც იყოს. მე კოლიმატორი მეგონა, თურმე სროლა მცოდნებია.
Quote (bichi2009)
ისე ევროპაში ან ამერიკაში რო ეგრე გნახონ მონადირე წარმომიდგენია რას იცინებენ.
კი ბატონო აგრე იყოს. არ წავალ ამერიკაში და ევროპაში კოლიმატორით სანადიროდ. ისე კი მახსოვს ერთხელ ხოხობზე ნადირობდნენ კოლიმატორით რომელიღაც უცხო ქვეყანაში. დისკოვერზე აჩვენეს. ეს ალბათ სიცილის მერე ნადირობდნენ ალბათ. პატივისცემით.
კოლიმატორი ჩემი აზრით საერთოდ არ ჭირდება მონადირეს გლუვლულიან სანადირო თოფზე, თუმცა მინახავს ვიდეოები სადაც ორ ლულიან თოფზე ეყენათ სპეციალური სალასკით ოღონდ ისროდნენ მსხვილ კალიბრიანი საბრძოლო ტყვიებით მსხვილ ჩლიქოსნების წინააღმდეგ. ეს სწრაფი დასამიზნებელი საშუალება ძალიან ეფექტურია და საბრძოლო მოქმედებებში გამოიყენება, უეცარი შემოფეთებისას, შენობაში გადააადგილებისას და სხვა. სანადიროდ კი უეცრად გამოვარდნილი ცხოველის სწრაფად მიზანში ამოსაღებად იყენებენ, რომელიც მალევე მიეფარება თვალს და მანძილი 70-80-90 მეტრია, შეიძლება ნაკლები მანძილიც.. ჩვენს პირობებში ცხოველზე დავდივართ ხეს როცა ფოთლები გაცვივდება და თუ დავაცდენთ ისედაც ცოტაა ნადირ-ფრინველი, წავიდეს იქნებ გამრავლდეს. იქ კიდე უამრავია და როცა აწყობენ ნადირობას იციან რამდენი უნდა ამოიღონ ბუნებიდან, სანამ არ შეასრულებენ არ წამოვლენ. ასე რომ რაში გვჭირდება ისე შევიგრძნოთ "ფერადი "მუშკიდან" ჩვენი სამიზნე არ ჯობია? ★ஜ۩۞۩ஜ★
კი ეგრეა ნადირზე როცა ტყვიას ან კარტეჩს ვიყენებთ კაი რამეა გუნდ გლუვზე ან გინდ ნარეზიან ლულაზე. მე უბრალოდ საფანტზე მისი გამოყენების აუცილებლობას ვერ ვხედავ და ვერც შემიცვლის ის მიზანში ამოღებას როდესაც გასროლა და მიზნის დაზიანება ჩემზეა დამოკიდებული. საფანტზე მაინც რა რადიუსიც აქვს მაგის გარეშე გავდივარ ფონს. აი ტყვიაზე და თან თუ საცვლელი ლულა მაქ მოკლე საჟაკნედ მაშინ მაგარი რამეა. საერთო ჯამში ყოველგვარი ოპტიკა ხომ მხოლოდ ცხოველზე სანადიროდ გამოიყენება. ფრინველზე პნევმატურზე კაია.
საერთო ჯამში ყოველგვარი ოპტიკა ხომ მხოლოდ ცხოველზე სანადიროდ გამოიყენება.
მე არ მინდა ეს ჩვენი დიალოგი კამათში გადაიზარდოს. მით უმეტეს რომ მე ახალბადა ფორუმელი ვარ. ისე ინფორმაციისთვის ვიტყვი -კოლიმატორული სამიზნე იქნა შექმნილი ამერიკული კომპანია "ვივერ"-ის მიერ ჰაერში სწრაფად გადამაადგილებელი ფრინველის გასანადგურებლად. რუსულად ჰქვია "ნა პერო". ეს ასე ვთქვათ ამ ხელსაწყოს სამოქალაქო გამოყენება. ხოლო საერთოდ ეს ხელსაწყო იყო გამოგონებული თვითმფრინავ გამანადგურებლებისთვის. ჩემი აზრით ნედირობა ისეთი მოქმედებაა, სადაც ადამიანის ფანტაზიას ზღვარი არ აქვს. და ყველას შეუძლია გამოიყენოს ია იარაღი და ხელსაწყო რომელიც მას უფრო მიზანშეწონილად მიაჩნია. რა თქმა უნდა კანონის ფარგლებში. მაგალითად არც სკს-ი არ არის შექმნილი სანადიროდ. მაგრამ საკმაოდ ბევრი მონადირე ნადირობს მით. და მათი მოქმედების კატეგორიული უარყოფა არ მიმაჩნია სწორად.
დამატებულია (07.02.2013, 00:11:37) --------------------------------------------- თუმცა არა ექსპანსიური ტყვიებით ნადირობა ამ იარაღიდან საკმაოდ არა ეფექტურია, მისი დაბალი შემაკავებელი ეფექტის გამო.
minchanin, საკამათო რა გვაქ უბრალოდ განვიხილავთ. მე ეგ უფრო სამხედრო ვარიანტი მგონია რომელსაც ამერიკის შეირაღებული ძალები იყენებს უკვე დიდი ხანია და საკმაოდ ეფექტურად. შენს აზრსაც პატივს ვცემთ ასე რომ იმაზე დაობას თუ ვისი მოგონილია ჯობია იმაზე ვისაუბროთ ვისთვის გამოსაყენებელია. ჩემი ღრმა რწმენით მიმაჩნია გლუვისთვის ზედმეტად
ის ხელსაწყო, რომელიც თემის დასაწყისშია დადებული გალოგრაფული სამიზნეა. მისი მუშაობის პრინციპი განსხვავდება კოლიმატორის მუშაობის პრინციპისაგან. მაგრამ მიუხედავად ამისა მათი ფუნქციონალური მუშაობა ძალიან წააგავნენ ერთმანეთს. ორთავეს გააჩნია თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. კერძოდ, გალოგრაფული სამიზნე ღიაა და მისი ეკრანი ნაკლებად დაცულია. დადებითად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ (როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ) გალოგრაფული სამიზნით დამიზნება 2-3 -ჯერ უფრო სწრაფად ხდება ვიდრე კოლიმატორული სამიზნით.
minchanin, giohunt1982, თემა დავაკორექტირე კარგია რო ორივე პატივისცემით ხართ ერთმანეთისადმი და ასაკსაც პატივს ვცემთ ეს კარგია გავგრძელოთ საუბრები ჩვეული რიხით. კოლიმატორს რაც შეეხება ვინმემ იცით მისი წონა? ისე დამაინტერესა
ბიჭებო კოლიმატორი გამოიგონეს ისრაელის არმიის შეიარაღებისთვის . კერძოდ ახლო მანძილის ბრძოლისთვის შენობაში ბუნკერში აკოპებში და სხვაისეთ ადგილებში სადაც სწრაფი დამიზნების სასუალება ეძლევა ადამიანს . ეს იდეა სანადირო მარკეტებმა აიტაცეს და საკმაოდ ეფექთური აღმოჩნდა ახლოს ნადირობის დროს, გლუვ ლულიანი თოფით ნადირზე ჟაკანით. ცარტეჩი აკრძალულია თითქმის ყველგან . მარტო ძველ საბჭოთაკავშირის ტერიტორიაზე იყენებენ.მემარტო იმის თქმა შემიძლია რომ ძალიან გამოსადეგია ნადირის დროს 40მეტრის იქით სასროლად მოძრავ სამიზნეზე . როცა ძალიან ძნელია ჟაკანის 50 მეტრში მოძრავ სამიძნეზე გარტყმა ჩვეულებრივი სამიზნით,ასერომ კარგი რამეა კონკრეტულ საქმეზე v shavisvili
vladi, მეც მაგიტომ დავპოსტე რო არამონადირულია და იმიტომ ვერ ვამართლებ თქო ეს საფანტზე და ჯაკანზე და კარტეჩზე კი ბატონო კაია. ვისაც პოლუავტომატი აქვს სლაგ ლულით იმისთვის მისწრებაა. განსაკუთრებით კაია იმათზე რომელსაც ოპტიკის სამაგრი ინტეგრირებული აქვს.
http://s019.radikal.ru/i615/1302/ca/3c693eb85e39.jpg ეს ყველანაირ პოლუავტომატზე მიდის საკმარისია ნადირი მოექცეს მონიტორში ეფექტური მორტყმა ხდება მოძრავ ნადირზე მაქ ლაპარაკი,საკმაოდ კარგია სწრაფი სროლის განსახორციელებლად v shavisvili
გლუვზე კოლიმატორი მოუხერხებელია, თან ცოტა ძვირიანი ვერსია დაჭირდება რომ უკუცემამ არ მოარყიოს. გარე სამიზნე ჟაკანის სასროლად ჯობს. კოლიმატორზე არ ვამბობ რომ ცუდია, ხრახნილლულიანზე კარგია ახლო მანძილზე სასროლად.
აი ეს არის კოლიმატორის დანიშნულება, ახლო მანძილზე დიდ ობიქტზე სროლა რადგან იძლევა სწრაფი დამიზნების საშუალებას. გლუვით იხვზე სროლა კოლიმატორით უაზრობაა. თუ მაინც დააყენებთ მაშინ ცოტა ძვირიანი მოდელი დაჭირდება.
კოლიმატორი ნარეზნოი ლულიან თოფებზეა გთვლილი,გლულ ლულიან თოფრბისთვის არაა,დასამიზნებლად ძალიან კარგია,100 მეტრზე გაასწორე მიზანში,შემდეგ შენით გაერკვევი სხვადასხვა მანძილზე 200 მეტრომდე სად უნდა დაუმიზნო.ძალიან პრაქტიკული სამიზნეა, სწრაფი დასამიზნებელია გაქცეულ ცხოველზე,ვიდრე ოპტიკური სამიზნე,ოფტიკუღში შეიძლება დაკარგო ცხოველი.
დამატებულია (20.02.2013, 18:54:54) --------------------------------------------- გლუვ ლულიანზეც შეიძლება დააყენო როცა ჟაკანს იყენებ კალიმატორი,კარგი ვეშია,ოღონდ გლულ ლულიანზე უნდა გაასწორო 60 მეტრზე,იმის შემდეგ ტყვია თანდათანობით კარგავს ძალას დაძალიან დიდი ცვალებადობა აქვს ტრაექტორიის
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!