ჩემი აზრით ეს თემა საინტერესო იქნება ყველასთვის მითუმეტეს სახლში ყველა ჩვენთაგანი ვამზადებთ რაიმე ხელსაწყოს ვაზნის დასატენა და გავუზიაროთ ერთმანეთს ვის რა დაუმზადებია და ფოტომასალით წარმოვადგინოთ. ყველას უყვარს ჩხირკედელაობა მათ შორის მეც. საუკეთესო ნაშრომი დაჯილდოვდება (რეპუტაციის დონეს ავუმაღლებ) ოღონდ უმეტესობა უნდა ემხრობოდეს იმ ნამუშევარს მათ შორის მეც.
. ხის ხელსაწყოები ჩემი ნამუშევარია პიჟის საპრესი და მონახუფი ვაზნების თავის სასწორებელი.
bichi2009, მონახუფი როა ხისა გამოცარხული ეგ ბოლოში რა ზომაა ხო არ იცი სანამ ტარი დაიწყება მანდ გეუბნები, გაკეთება მინდა და რა ზომაზე გავაკეთო არ ვიცი, ან რომელისაა ეგ 16 თუ 12_ის?
giiiivi, ზომა არმახსოვს მარა 12 ისაა და 16 ზეც მიდის გამოანგარიშება დიდად არუნდა ორივე ვაზნა უნდა გქონდეს და დამუშავების დროს მოსინჯო ხოლმე. კაი რამე დარჩა. აბა ყველამ ვიაქტიუროთ და გამოვამზეუროთ ნამუშევრები სადაა ბაქარი, ზვიადი კაი ნამუშევრები გვანახეს. დადეთ აქაც სურათი
აი ეს ჩემი დამზადებულია ირმის რქისგან ,თავიდან ფიბრის ტარი ქონდა ,დანა სამხედრო მაღაზიაში ვიყიდე ნატოს საზღვაო დესანტის დანაა ,მემგონი ოსტატურად გამოვიდა ხელში კარგად ჯდება და მაგარი საიმედოა დაჭრილი ღორის საჩხვლეტად ,გამოცდილია ბევრ უაზრო პირობებში v shavisvili
zviadi565, ნამდვილად კარგია საუკეთესო ნამუშევრის ავტორს რეპუტაციის დონე გაეზრდება ეს წახალისების პონტში. თან თემაშიც საჭირო ინფორმაცია და მასალა დაგროვდება რაც საინტერესოა
bizona, ბიჟების სიმაღლეს ქახალდის სიგრძით ვარეგულირებ, მაგ: 50სმ სირძის ქახალდს ხელში დავამრგვალებ და შემდეგ ჩავდებ მაგ მილში, დაახლოებით 4 ცალი ეტევა და დაპრესვის შემდეგ რო გამოვყრი ერთმანეთს თავისით შორდება
zviadi565, თუ შეგიძლია, რომ დეტალურად აგვიხწერო შენი დამტენის აგებულება??? მაგრად მომეწონა და თუ საიდუმლო არაა და გაგვიმხელ ამ მექანიზმის აწყობის გეგმას მადლობელი დაგრჩები მეგობარო... მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
zviadi565 და baqari3501, კარგი ნამუშევრებია. მაინტერესებს, ქარხნულად ჩანახვევ ნახმარს რამდენად კარგად ჩაახვევს, "ძველ" ნაკეცზე "დამიზნება" თუ ჭირდება, აალების დროს კომპრესია თუ ყოფნის რომ წამლის სრული აფეთქება მოხდეს, ერთი ნახმარი ვაზრა რამდენ გადატენას უძლებს, საშუალოდ 100-დან რამდენი ვაზნა "ფუჭდება" ჩახვევის დროს. და ბოლო: ყალიბი სად იშოვეთ?(თვითონ დაამზადეთ!?)
პედიატრი, კითხვები მომეწონა ე.ი მე ჯერ არ ვიყენებ ნადირობაში იმიტო რო მთლიანად არ დამისრულებია. ასე რომ რამდენ მოხვევას უძლებს და რამდენი ფუჭდება დატენვის დროს ვერ გეტყვი, დანარჩენს კი. დეტონაცია ძალიან კარგი აქვს; აჩაკეცვის დროს დამიზნება სჭირდება და მე თვითონ გავაკეთე ეგ პატარა რაღაც.
bichi2009, თემის სათაური არასწორად გავიგე, დანებისთვის და სხვა რაღაცეებისთვის ისედაც არის თემები, ასე რომ ჩემ სურათებს წავშლი ასე უფრო საინტერესო იქნება ეს თემა
მაინტერესებს, ქარხნულად ჩანახვევ ნახმარს რამდენად კარგად ჩაახვევს, "ძველ" ნაკეცზე "დამიზნება" თუ ჭირდება,
მინდა გითხრა რომ განასროლ ვაზნას თავს უხვევს იდიალურად,რათქმა უნდა ჩანაკეც ადგილას დამიზნება უნდა ისე არ გამოვა,კარგი . რაც შეეხება ახალ ვაზნას ჯერ არ მიცდია,ვცდი და შედეგს აუცილებლად დავდებ . რო მოვიცლი იქნებ ვიდეოც გადაუღო ვაზნის თავის ჩახვევის პროცესს ასე უფრო თვალსაჩინო იქნება ყველასთვის
თუ შეგიძლია, რომ დეტალურად აგვიხწერო შენი დამტენის აგებულება?
აქ ნახავ მუშა დეტალების ძირითად აგებულებას ,მეც ამ ვიდეოთი ვიხელმძღვანელე. საავტორო უფლებები რო არ დამერღვია დიზაინი და კონსტრუქცია შევცვალე და ასე უფრო პრაქტიკული მოსახმარისია
წარმოგიდგენთ კიდევ ერთ ჩემ გამოგონებას. დატენვის სიამოვნებას ალბათ არცერთი მონადირე არ მიიკლებს მაგრამ ხარისხს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას მე მათ რიცხვში არ ვარ და ვცდილობ ყოველდღიურად დავხვეწო ჩემეული და სხვისი გამოგონილი ტექნოლოგიები. მარტო დატენვა და ვსიო მორჩა საქმეო მე ასე არ ვიქცევ და ბევრ ნიუანს ვაქცევ ყურადღებას. მოკლედ რაშია საქმე მწყერზე ვხმარობ ჩვეულებრივ ვაზნის თავსახუფავს რომელიც შევიძინე საბერძნეთში და ძალიან გამომადგა. თხლად და ლამაზად კეცავს მაგრამ თხლად მოხვევას ქონია ერთი დიდი მინუსი სჭირდება დიდი ძალა და თუ კონტეინერძე ან ნახევრად კონტეინერძე ტენი სიცარიელეს სადაც ნახავს იმ ადგილზე ზოგიერთი მასრა იკეცება (იგრიხება) და ულამაზოდ გამოიყურება თან თუ ტბილა და პლასმასიც დარბილებულია მაშინ უფრო. მოკლედ განახებთ როგორ გადავჭარი ეგ პრობლემა და თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ გამოგადგებათ. . . მსგავსი პრობლემები ექმნებათ ვისაც დამტენი ლი ლოუდერი აქვს ან მეკის მარკის დაზგა დანადგარი. იმედია გამოგადგებათ გურული ჩხირკედელა კაცის გამოგონება. ესეც ჩემი დამზადებული ვაზნები მწყერზე ვემზადები სერიოზულად. იმედია არ გაგვაწბილებს წარმატებები ყველას
ამ პატარა გამოგონებას შევარქვი დიამეტრალკა მასრის პლასმასის ნაწილის გარე დიამეტრის ოდნავ დიდი ზომა უნდა იყოს. ასე ვთქვათ 1 მეოთხედი მმ თ ან თუნდაც 1 ან 2 დიამეტრით. მოკლედ ეგ თქვენ უნდა დაარეგულიროთ.
12-იანი მონახვევი მასრა რომ თავიდან იოლად დავტენოთ, ჯერ ჩავყოთ შიგ 16-იანი თითბრის მასრა(ღია მხრიდან ან უკეთესია თუ დახურული მხრიდან შემოვქლიბავთ არშიას მაქსიმუმ, წაკონუსებამდე და აქედან), ჯერ მდუღარე წყალი დავასხათ "დაკუჭულ" ნაწილს და მაშინვე ცივი, მოაძვრე და გადადი სხვაზე.მოსახვევი თავი ისევ სწორი, მრგვალი გახდება. პ.ს.: აცალეთ მთლიანად გაშრობა გამზადებულ მასრებს,სანამ დატენვას შეუდგებოდეთ, რომ ნადირობისას არ გიღალატონ. მდუღარესთან სიფრთხილით, განსაკუთრებით თუ ცნობისმოყვარე ბავშვებს არ სძინავთ.
ეგ მხოლოდ ნაწილია. ჯერ ბევრი მაქ დასატენი. 13 კილო საფანტი მელოდება და იმედია იქნება ისეთი სეზონი რო დავხარჯავ თუარადა მაგის ნახევარი მასროლინა კმაყოფილი ვარ და ენის ამომღები არავარ. დატენვის ამბებში მაგარი მიღწევები მაქ
ესეც მოდერნიზებული ვარიანტი ჩემი ვაზნების სატენის. დამატებითი ბერკეტის დაყენება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ახალი გაუსროლელი ვაზნის თავის ჩატეხვას(მოჭუპნვას)ჭირდებოდა გაცილებით მეტი ძალის დატანება, რაც პივველი ვარიანტით ცოტა რთული იყო (გასროლილ ვაზნაზე პრობლემა არ ქონდა)ახლა კი ეგ პრობლემაც მოგვარებულია. იმედია ეს ამ მოდელის ბოლო ვერსიაა და შემდგომი გადაკეთება აღარ დაჭირდება .... ეს არის გაუსროლელი ,ამ სატენით დატენილი ვაზნები
bichi2009, საინტერესო რამეა, მოკლედ რა ვართ აი გურულები :069:დამზადებული ვაზნები ვიზუალურად მაგრად მომწონს zviadi565, დამატებითი ბერკეტი კარგად მოგიფიქრებია, თან მაგ ვაზნას რო გაისვრი მეორედ უკეთესად ჩაიკეცება (იმედია ეს ამ მოდელის ბოლო ვერსიაა და შემდგომი გადაკეთება აღარ დაჭირდება ) მე პირიქით ვფიქრობ იმედი მაქვს კიდე ბევრჯერ გადააკეთებ დახვეწავ და გაგვიზიარებ
დამატებულია (19.09.2013, 14:15:20) --------------------------------------------- ვაზნების სატენი მაქვს დაწყებული კაი პროექტია მარა ჯერჯერობით დროის უქონლობის გამო ვერ დავამთავრე. ეგ მილი ტოკარს გამოვაჩარხინე ტარად კი ბანკების სახუფავის პლასმასი დავამაგრე რაც ჭრის ის საკანცელარიო დანის პირია კემპით მისვარკული, ბევრად უფრო ლამაზი და მოსახერხებელი გამოვიდა ვიდრე მისი წინამორბედი ხეზე რო მქონდა აწყობილი
gelka72, ჩემი ნაცოდვილარია baqari3501, კაი რამეა მეგობარო , ისე რამე რო მოგეფიქრებია ისეთი საკანცელარიო დანის მოხსნა და მიგება რო შეიძლებოდეს უკეთესი იქნებოდა ,ბოლობოლო დაიბლაგვება დანა. ისე არც ეგაა პრობლემა ძველს მოაძრობ და ახალს ჩაადუღებ
zviadi565, ეგ მეგობარო ნაცოდვილარზე ბევრად მეტია მშვენიერი და პრაქტიკულია რაც ვიდეოში კარგად ჩანს თან ორივე მხარეს სახელური მეტი დაწოლის საშვალებას გაძლევს ჩემსას რაც შეეხება აბსოლიტურად მართალი ხარ ძალიან მიმდოდა ეგ დანა მოხსნადი ყოფილიყო თან არც ისე დიდი პრობლემაა მანდ პატარა რეზბის მოჭრა მარა უბრალოდ ვერ მივიცალე ცალკე ჯარი ცალკე სამსახური და ბოლოს რემონტი სახლში სადაც ხელოსანზე მეტს მე ვაკეთებ დაბლაგვებით კი მუშაობაში ნამდვილად არ დაიბლაგვება პლასმასი ვერაფერს უზავს თუნდაც მილიონი ვაზნა გადაჭრა, მაგრამ დავარდნისას ან შენახვის დროს შეიძლება მოტყდეს
დამატებულია (20.09.2013, 08:59:32) --------------------------------------------- bichi2009, ვიცი ეგ რაც არის ადრეც მომწერე მარა ჯერჯერობით ვერაფერი მივამსგავსე და ჩვენი ტოკრები მასეთ რამეს ვერსდროს გააკეთებენ ვაზნების სატენს რო მოვრჩები მერე ვაპირებ ვცადო ოღონს სამ ფრთიანი ის უფრო ადვილი გასაკეთებელი იქნება სურათი ვერ ვიპოვე იქნებ დადო
giohunt1982, კი ახალ მასრას რო ყიდულობ თუ დაკვირვებიხარ უკვე ამოჭრილი აქვს და გასროლის მერე რო გადაჭრი უკვე სქელი მასრის მოხვევა გიწევს და ძნელია და არც კარგად არ იკეცება ამიტომ ესაჭიროება ამოკლება შიდა მხრიდან. მე მჭრელი დანა მაქვს და იმით ვაკლებ ნელნელა მაგრამ ძნელია. მაგარი იდეები მაქვს მასეთ ხელსაწყოებს დავამზადებ მალე და დავდებ სურათებს. ფრეზი , და ვაზნების საწური უნდა გავაკეთო
giohunt1982, არა ძმა არმინახია. საბერძნეთში 40 ევრო ღირდა და ვერ გავიმეტე მაგდენი. ხო მართლა ვაკეთებ ახალ დიამეტრალს რომელიც ეცმევა ვაზნაზე და მოხუფვის დროს ზუსტად ერთ დონეზე მოხუფავს ყველა ვაზნას და ზომაში იქნება ერთნაირი. მოუცლელობის გამო შემინელდა ტემპი დროს ვერ ვნახულობ და მალე განახებთ ყველაფერს. დაახლოებით ისეთია ზემოთ რო გავაკეთე გვერდები რო არ შეიჭეჭკოს ოღონდ ცოტა იფრო მაღალი გამოვა.
ვაზნების საწური მე მაქ გაკეთებული თავისი ამომგდებით ძველი თოფის ლულაა გადაჭრილი ერთი სანტიმეტრით ის ნაწილია რომელშიც გილძს თავის შეყოფა არა უჭირს შემდეგ ვიწროვდება და ისეთ ზომაზე რჩება რომ გილძი ნაბისმიერ 16 კალიბრით შეგიძლია ისროლო ხოლო ეს თოფის ლულის ნაჭერი ჩაპრესილია 5 სმს დიამეტრის რკინაში ამ ცილინდრის სიმაღე არ აღემატება 1 სმ–ს რაც გილძის გაწურვისას დაიკომფორტის შემქმნელია და ამიტომ მისვარკული აქ 10 სმ სიგრძის ტრუბა. სამწუხაროდ ახლა სახლში არ ვარ და არც სურათი არ მაქ რომ დავდო, როცა გადავუგებ იმ დღესვე დავდებ ხონსკი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!