01:56:07
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ლულების დაზიანება (გახეთქვა) და გამომწვევი მიზეზები
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 13:50:23 | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მინდა ამ თემაში შემოგთავაზოთ სანადირო თოფის ლულის დაზიანებები და მათი გამომწვევი მიზეზები. მოვიდა წყალმცურავებზე (იხვი, ბატი და ა.შ) ნადირობის მორიგი სეზონი და შესაბამისად გვიხდება მაღალგრამიანი ვაზნების შეძენა ან სახლის პირობებში დამზადება, ამ დროს (ამ სეზონზე) უფრო მეტია ჩვენი სანადირო იარაღების დაზიანების საფრთხე და ალბათობა. ვეცდები მოპოვებული დაზიანებული ლულების ფოტოები განვათავსო ამ თემაში, ვისაუბროთ და გაუკეთოთ კომენტარები რათა წარმოდგენა შეექმნას როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ მონადირეებს თუ რა საშიშროებას წარმოადგენს და რა ფატალურ შედეგამდე მიიყვანოს არასწორედ დატენილმა ვაზნამ და უყურადღებობამ, რაც ხშირად ხდება ნადირობის დროს. თუ გაგვიჩნდება კითხვები ვეცადოთ გაუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა ჩვენი პრაქტიკიდან თუ გამოცდილებიდან მიღებული. გავითვალისწინოთ გამოცდილი მონადირეების რჩევები, რაც გაუადვილებს დამწყებ მონადირეებს უსაფრთხოების წესების დაცვას. უსაფრთხობა ყველაზე მნიშვნელოვანია რათა წამის მეათედში გაკეთებული გასროლა არ გადაიქცეს დარჩენილ ცხოვრებაში სანანებლად და მწარე გაკვეთილად. რა ფაქტებმა შეიძლება გამოიწვიოს ლულების გახეთქვა და როგორ ავიცილოთ თავიდან? რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

----->
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 16:12:59 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka, ამ ფოტოებზე ასახული ლულების უმეტესეობა დაზიანებული ლულაში უცხო სხეულის ჩავარდნის ან დარჩენის გამო მაგ: ცუდი დეტონაციისას დარჩენილი პიჟი, კონტეინერი ან ლულის წმენდისას დატოვებული ჩვარი. ასე რომ ვაზნის წონასთან ერთად აუცილებლად გაითვალისწინეთ სანამ თოფს დამუხტავთ ლულა შეამოწმეთ 23
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 16:44:03 | შეტყობინება # 3
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, რათქმაუნდა გეთანხმები. თოვლის ლულაში მოხვედრისას უმეტეს შემთხვევაში დაზიანება გარდაუალია. არსებობს ბევრი სხვა მიზეზებიც და ვისაუბროთ თითოეულზე

----->
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 16:58:40 | შეტყობინება # 4
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
როცა ლულა სავაზნესთან სკდება ცალსახად ვაზნის ბრალია. უმთავრესი შეცდომაა როცა 76 მმ-იანი სავაზნის მქონე თოფს "მაგნუმთან" აიგივებენ და მთავარი შეცდომა-უმეტესობა დარწმუნებულია "მძიმე" ვაზნების ეფექტურობაში, როცა 32 (34) გრ აბსოლუტურად საკმარისია, 36 გრ არის ზღვარი ეფექტურობის მხრივ

დამატებულია (05.11.2015, 16:58:40)
---------------------------------------------
36 გრ-ზე მეტ ან 76 მმ-ან მასრებში დატენილ ვაზნებს აწერია 1050 ბარი, რაც გაცილებით მეტია 76 მმ. სავაზნიანი თოფების უმეტესობაზე მითითებულ მაქსიმალურ წნევაზე 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 18:28:53 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
უმთავრესი შეცდომაა როცა 76 მმ-იანი სავაზნის მქონე თოფს "მაგნუმთან" აიგივებენ
76 მმ სავაზნე ნამდვილად მაგნუმია და მასში შესაძლებელია 56გ ვაზნის გამოყენება 23 რაც შეეხება 70მმ სავაზნეს ნახევრად მაგნუმია და შესაძლებელია 42 გრამიანი ვაზნის გამოყენება ასე რომ ვაზნა თუქარხნულია ნაკლებად შეიძლება დამნაშავე იყოს ასეთ შემთხვევაში აი სახლში დატენილს რაც შეეხება მასში შეიძლება ნ დაუდევრობიტ იმდენი დენთი ჩაყაროს პატრონმა რამდენსაც 89 მმსუპერ მაგნუმის სავაზნეც ვერ გაუძლებს
 
jeri20დრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 18:32:09 | შეტყობინება # 6
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 80
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ესეთი შმეთხვევა არ მქონია მაგრამ ჩემმა ახლობელმა გილძი დატენა ბამბიტ ეგ დარცა ლულაში არ გავიდა გასროლის დროს და მეორე ისე ჩადო არ შეამოწმა და სროლის დროს ლულა გახდა გვირილასავით კიდევ კარგი არაფერი მოუვიდა ისე კი ბევრი ვიცინეთ 069 069 069 069 069 069 069 069

დამატებულია (05.11.2015, 18:30:34)
---------------------------------------------
ბაქარი, ბოდიშით მაგრამ ვერ მივხვდი რა დაწერე ძმაო და თუ შეგიდზლიათ გამარკვიოტ

დამატებულია (05.11.2015, 18:32:09)
---------------------------------------------
ბაქარი, ყველაზე დიდი რამდენ ზარიადიანი შეიძლება 16 კალიბრის ტოზ27 ზე თუ იცით?


ვინც ნამდვილი მონადირეა უყვარს და იცავს ბუნებას !!!
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 18:48:59 | შეტყობინება # 7
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარ სავაზნის სიგრძე კი არა წნევა განსაზღვრავს "მაგნუმია" თუ არა, ბევრი იარაღია 76 მმ-იანი სავაზნით, მაგრამ წნევა აწერია 980 ბარი, მაგნუმ ვაზნას კი 1050 ბარი აწერია

დამატებულია (05.11.2015, 18:38:02)
---------------------------------------------
70 მმ-იან მასრაში 36 (საბჭოთა სტანდარტით 35გრ)გრამზე მეტის ჩაყრა სრული სისულელეა, თვითმკვლელობაა, გარდა იმისა, რომ არაეფექტურია

დამატებულია (05.11.2015, 18:41:08)
---------------------------------------------
რაც შეეხება სახლში დატენილ ვაზნებს - აქ ადამიანის ფანტაზია უსაღვროა 069 და გეთანხმები, ყველაფერი მოსალოდნელია

დამატებულია (05.11.2015, 18:47:04)
---------------------------------------------
დაწყებული გაურკვეველი წარმომავლობის დენთით (დოზა უაზროდ ბევრი), სხვადასხვა ჯურის საცობებით, მათ შორის "ლინოლიუმიც" . უცნაური ჭურვები : უფორმი ტყვიის ზოდები, 7,62 -ის ტყვიის გულა 3 ცალი ერთად, საკისრის ბურთულები (ფოლადის)

დამატებულია (05.11.2015, 18:48:59)
---------------------------------------------
ყოველივე ზემოთჩამოთვლილის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. სიცოცხლისთვის სახიფათოა


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:04:59 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, საკისრის ბურთულებზე გამახსენდა. ერთმა ჩემმა ახლო მეგობარმა ღრმა ბავშვობაში საკისრის ბურთულებით დატენა ვაზნა და გასროლის შიმდეგ ლულა შიგნიდან ფუტკრის ფიჭასავეთ იყო დაკუბიკებული 069 069 ცოტა ეყარა და გახეთქვას გადაურჩა. ახალბედებს ესეთი ფოკუსების ჩატარებას არ ვურჩევ. რაც მეტს გაიგებთ მით მეტად იქნებით დაცული a5

დამატებულია (05.11.2015, 19:04:59)
---------------------------------------------
ლულის გახეთქვისას საკუთარი თავის ზიანი ერთია და შენს გვერდით მდგომისთვის კიდე მეორე.


----->
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:06:32 | შეტყობინება # 9
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka აღარ დავწერე, თორემ 16-იანი ბოლტიც მოსული პონტია "ჟაკნის" პონტში

დამატებულია (05.11.2015, 19:06:32)
---------------------------------------------
ხშირად გვერდით მდგომი უფრო ზიანდება თუ ახლოს დგას 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:07:09 | შეტყობინება # 10
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძირითადი ყურადღება ახალბედებისთვის რჩევის მიცემაზე გავამახვილოთ მეგობრებო.

----->
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:10:11 | შეტყობინება # 11
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, აი ბოლტი კი პირველად გავიგე 23

----->
 
VAXO-HUNTERდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:15:54 | შეტყობინება # 12
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალბედებს ვურჩიოთ ნუ ეცდებიან "ახალი ველოსიპედის" გამოგონებას, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია და ამასთანავე მწარმოებელი ფირმების მარკეტინგული ხრიკებია. 36 გრამი იყოს თქვენთვის მაქსიმალური ზღვარი, რაც არ უნდა ნოვატორულმა იდეებმა შეგაწუხოთ იცოდეთ 35-40 მ მაქსიმალური მანძილია (უიშვიათესი გამონაკლისების გარდა) და ფიზიკის კანონებს ემყარება, რასაც ვერ შეცვლით. წარმატებები 39

დამატებულია (05.11.2015, 19:15:54)
---------------------------------------------
და 7.62-ის "გალოვკები" იცოდი ? 12 კალიბრში 3 ცალი ეტევა 069

არც იფიქროთ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:21:20 | შეტყობინება # 13
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არის კიდევ ერთი რამ. როცა ვაზნებს ვამზადებთ უმჯებესია ამ პროცესის შესრულებისას მარტო ყოფნა და მშვიდად მუშაობა. ბევრჯერ გამიგია ... დენთი დააყარა შემდეგ ვიგაცას გამოელაპარაკა დაავიწყდა და მეორედაცჩაყარაო... შედეგი ალბათ წარმოგიდგენიათ d

----->
 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:36:07 | შეტყობინება # 14
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ლულის დაზიანება მხოლოდ ვაზნებით და მაღალი გრამებით არაა გამოწვეული. სხვა კიდევ ბევრი მიზეზები არსებობს რომლის ახსნაც შეგვიძლია.

----->
 
giorgigagoshviliდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:46:56 | შეტყობინება # 15
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დააკვირდით აუცილებლად ვაზნას რამდენი ბარელი წნევის წარმოქმნა შეუძლია ლულაში და თუა გათვლილი თქვენი თოფები მაგ წნევაზე, ძველ თოფებზე უფრთხილდით ისეთ ვაზნებს რომლებსაც MAX 1050 ბარი აწერიათ. ამასწინათ ერთი მონადირე შემხვდა ემცე2112 ეჭირა ხელში და მაგ ვაზნებს ხმარობდა, გავაფრთხილე და მგონი დამიჯერა კიდეც, შეილება ერთი ორს გაუძლოს მაგრამ დიდი შანსია ლულა გახეთქოს ძალიან ადვილად...

HOLLAND & HOLLAND
 
chale88დრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 19:56:18 | შეტყობინება # 16
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. იჯ27 ვიყიდე და სამიზნე პლანკა აქვს ცუდად დასმული ცოტა მაღლათ აქვს დაჯენილი ვნერვიულობ ძალიან ნეტა ხო არ აძვრება.

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - შაბათი, 07.11.2015, 23:38:59
 
ბაქარიდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 20:08:41 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ბაქარ სავაზნის სიგრძე კი არა წნევა განსაზღვრავს "მაგნუმია" თუ არა, ბევრი იარაღია
ვერ დაგეთანხმები 23 სავაზნის ტისპს ნამდვილად მისი სიგრძე განსაზღვრავს და არა წნვა, თავისთავად რაც გრძელია სავაზნე მით მეტ წნევას უძლებს. მოკლედ ეს სავაზნის ევოლუციაა
ვაზნების და სავაზნის ევოლუცია 12 კლაიბრისთვის
.
12/65--24 იდან 34 გრამამდე
.
12/70--36 იდან 42 გრამადე და ეწოდება ნახევრად მაგნუმი SEMI MAGNUM, DEMI MAGNUM BABY MAGNUM ვიყენებთ ზოგს 24 იდან 36 გრამამდე და ზოგსაც 24 იდან 42 გრამამდე.
.
12/76--43 დან 56 გრამამდე და ეწოდება მაგნუმი MAGNUM
.
12/89-- 57 იდან 64 გრამამდე მისი პირვანდელი სახელი იყო მაგნუმ ფოლადის MAGNUM STEEL თუმცა დღესცნობილია როგორს სუპერ მაგნუმი ან მაქსი მაგნუმი
.

დამატებულია (05.11.2015, 20:00:46)
---------------------------------------------
თავისთავად იმის მტკიცებაც სისულელეა თითქოს 36 გრამიიანი ვაზნა აჯობებს 42 ან 56 გრამიანს 64 ზე საუბარი არ მაქ თითქმის ორჯერ ძლიერია,მაგრამ ისიც ფაქტია რომ საქართველოსი 36 გრამიანიც საკმარისია

დამატებულია (05.11.2015, 20:06:44)
---------------------------------------------
chale88, ცუდია ქარხნული ხარვეზი აქვს წესით ასე უნდა იყოს

დამატებულია (05.11.2015, 20:08:41)
---------------------------------------------
jeri20, კონკრეტულად რა ვერ გაიგე? თუ სულ ვერაფერი მაშინ თავიდან წაიკითხე 36_1_69

 
m@mukaდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 20:24:13 | შეტყობინება # 18
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს


----->
 
kobaxidzeდრო: ხუთშაბათი, 05.11.2015, 21:27:13 | შეტყობინება # 19
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
რაკოვინების შემთხვევაში თუა მოსალოდნელი ლულის გახეთქვა, ხრომი აქ გადამძვრალი,რო გახედავ გგონია რო ღრმად არი ამოტეხილები,მაგრამ,წვრილი მავთული გადავატარე რაკოვინებზე და არ ჩახტა,მაინტერესებს,გამოცდილ მონადირეებს გეკითხებით,ვისაც ქონია შეხება წლების მანძილზე,მსგავსი პრობლემების ლულებთან. მადლობთ

დამატებულია (05.11.2015, 21:27:13)
---------------------------------------------
რომელი ზეთით უნდა გავწმინდო და შევინახო მაქსიმალურად რო შეანელოს რაკოვინების ზრდა


GEBRUDER MERKEL
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.11.2015, 10:32:32 | შეტყობინება # 20
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარ 36გრამზე მეტი მაშინ არის ეფექტური თუ "პლაკირებული" საფანტია ან სპეც შენადნობებია, ტყვისს საფანტი ვერ უძლებს დიდ წნევას. 70-იან ვაზნაში სისულელეა 42 გრამის ჩაყრა. 76 მმ-იანი ვაზნები უმთავრესად ფოლადის საფანტისთვის არის გათვლილი (ნაკლები სიმკვრივის გამო ფოლადს ტყვიაზე მეტი მოცულობა ჭირდება) , ამიტომ უმნიშვნელოვანესი პარამეტრია წნევა, რაც აწერია ვაზნას, თორემ 70იან ვაზნაშიც მოათავსებს მონდომებული კაცი 50 გრ საფანტს. 56 გრამიანს საწყისი სიჩქარე რამდენით ნაკლები აქვს 32-36 გრამზე თუ იცი ?

დამატებულია (06.11.2015, 10:30:23)
---------------------------------------------
იმაზე რაღას იტყვი , რომ 76 მმ სავაზნიანი თოფების უმეტესობას 980 ბარი აწერია და 76 მმ-იან ვაზნებს 1050 ბარი ?

დამატებულია (06.11.2015, 10:32:32)
---------------------------------------------
ვაზნის სიძლიერეს საწყისი სიჩქარე და საფანტის ჯგუფი (კუჩკა) განსაზღვრავს. ბევრი საფანტი არ ნიშნავს უკეთეს დაჯგუფებას 167


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
chale88დრო: პარასკევი, 06.11.2015, 10:37:22 | შეტყობინება # 21
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ხელოსანს ველაპარაკე და ცოტა ჩალიჩი ჭირდებაო. მოკლედ მე არ მიღირს ამდენ წვალებად მირჩევნია თავი დავანებო იყოს ისე როგორც არის.

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - შაბათი, 07.11.2015, 23:42:19
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.11.2015, 10:42:26 | შეტყობინება # 22
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze ეგ ლულების "სიბერეა", თუმცა ნორმალურ პირობებში კიდევ დიდ ხანს იმუშავებს. ნებისმიერი ნორმალური ზეთით შეგიძლია გაწმინდო, ლულების N 1 მტერია დიდი მუხტები (მძიმე ვაზნები)და მერე მოუვლელობა.

დამატებულია (06.11.2015, 10:42:05)
---------------------------------------------
chale88 ამოიგდე თავიდან ეგ აზრი, იყოს ისე როგორც არის. ლულების შეწყვილება ურთულესი პროცესია და ძალიან მეეჭვება, რომ საშკამ უკეთესად შეაწყვილოს 167 თან მაგარი მეძვირეა, გაგატყავებს


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
hunter78დრო: პარასკევი, 06.11.2015, 12:44:17 | შეტყობინება # 23
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გამარჯობათ მნადორეებო არმსან ა 612 მაქვს რამდენ ბარზეა გათვლილი 42 გრამიანი ზუბერები მაქვს 950 ბარი წერია პაჩკაზე ხომ არ დამიზიანებს თოფს? სავაზნე 76 აქვს.
 
ბაქარიდრო: პარასკევი, 06.11.2015, 12:54:53 | შეტყობინება # 24
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, მაჩვენე ერთი 76 მმ თოფის ფოტო რომელსაც 980 ბარი აწერია :23:
76 მმ სავაზნე არ არის გათვლილი ფოლადზე უფრო მეტიც 76 მმ იანი სავზნით ლულებიდან არ შეიძლება ფოლადის საფანტის გასროლა ფოლადისთვის განკუთვნილია 89 მმ სავაზნე რომლით აღჭურვილ ლულებს სპეციალური გაბურღვა და შევიწროვება აქვს რათა ფოლადმა არ დააზიანოს ლულა შევიწროების დროს ანუ ჩოკი სულ ბოლოში ფართოვდება gimili
Quote VAXO-HUNTER ()
ვაზნის სიძლიერეს საწყისი სიჩქარე და საფანტის ჯგუფი (კუჩკა) განსაზღვრავს. ბევრი საფანტი არ ნიშნავს უკეთეს დაჯგუფებას
ბევრი საფანტი ნამდვილად ნიშნავს უკეთეს დაჯგუფებას ეს შეგიძლია სახლის პირობებში შეამოწმო 28 და 34 გრამიანი ვაზნების შედარებით.

დამატებულია (06.11.2015, 12:48:37)
---------------------------------------------
hunter78, შეგიძლია 1050 ბარიანი ვაზნებიც გამოიყენო ანუ ნებისმიერი 76 მმ ვაზნა 24 დან 56 ჩათვლით

დამატებულია (06.11.2015, 12:54:53)
---------------------------------------------
chale88, ასევე დატოვე ლულების დაშორება სისულელა და არა მგონია მგ მოახერხოს ხელოსანმა უბრალოდ მაგ პლანკას დაწევს და იმ ადგილს კალით ამოავსებს შემდეგ გააშევებს და სულ ვერ მიხვდები დაშალა თუარა ლულა ის კიდე ვითომდა ამხელა რესტავრაცია გააკეთა გაგატყავებს და მაგ თოფის ნახევარს ხელობაში მოგთხოვს... მე მსგავს პრობლემას სახლის პირობებსი მოვაგვარებდი და მას მარტო გაშავებიზა მიუტანდი მაგრამ შენ არ გირჩევ 166

შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - პარასკევი, 06.11.2015, 12:46:55
 
პედიატრიდრო: პარასკევი, 06.11.2015, 13:55:33 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საკისრის ბურთულაზე იყო ვიდეოექსპერიმენტი. ლულა დააზიანა მხოლოდ მაშინ, როცა ბურთულის წინასწარ ლულაში გატარების დროს ბურთულა არ გაეტია შევიწროებაში. თუმცა არ ღირს არც საექსპერიმენტოდ და ჯერ ერთ ფისტონი, წამალი და კონტეინერი მაინც ხარჯია, ბარემ ჯაკანიც იყიდე. თან მწყერზე ხომ არ ვხმარობთ, ერთეული გასროლებისთვისაა საჭირო.

დამატებულია (06.11.2015, 13:55:33)
---------------------------------------------
chale88 თუ დაბრუნებას უკვე არ ექვემდებარება, ინადირე და შეიძლება არც აძვრეს, მაქ არა და ლულებს შორის უფრო გამიგია აძრომა. ლულა დაკიდე წვრილ ძაფზე და ლითონის საგანი მიარტყი ზომიერად (როგორც კამერტონს მუსიკოსი), ხმას დაუგდე ყური: სუფთა უნდა იყოს. ზრიალი არ უნდა გაუდიოდეს.

 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.11.2015, 14:56:22 | შეტყობინება # 26
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარ 76 მმ-იანი სავაზნე ფოლადის საფანტისთვის არს, მთავარია შევიწროვება როგორია ლულის ბოლოში. დაუყენე 0.75 ზე ნაკლები ნებისმიერი ჩოკი
უამრავი თოფია 76 მმ-იანი რომელსაც 980 ბარი აწერია, მაგაზე არ ვიკამათოთ 167
რაც შეეხება საფანტის დაჯგუფებას - 34-36 გრამის მერე ჯგუფი იწყებს გაუარესებას, 36 გრამზე მეტი ვიგულისხმე.
36 გრამზე მძიმე ჭურვს ( საფანტს) რომ საკმარისი საწყისი სიჩქარე მიანიჭო ლულაში ისეთი წნევა ვითარდება, ტყვიის საფანტი განიცდის დეფორმაციას და შესაბამისად ფუჭდება დაგჯუფება (კუჩნოსტ) ამიტომ არ ნიშნავს ბევრი საფანტი უკეთეს ჯგუფს,
პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა 28 გრამიდან დავიწყე და +2 გრამს ვუმატებდი შესაბამისი რაოდენობის დენთით, 32 გრამი იყო საუკეთესო, 34-ს არაუშავდა და 36 აღარ მომეწონა


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ლაშა80დრო: პარასკევი, 06.11.2015, 15:01:24 | შეტყობინება # 27
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 38
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ნახევრათ ავტომატურ თოფებში თუა შანსი ქარხნული ვაზნების სროლისას,ერთი -მეორის მიყოლებით ლულაში დარჩეს პიჟი? და მომდევნო ვაზნის გასროლამ გამოიწვიოს ლულის გახეთქვა?.თუ გიწევს 5-6 ვაზნის გასროლა ზედიზედ ყოველ გასროლაზე ხომ არ შეამოწმებ ლულას, ხომ არაფერი დარჩა შიდ? 23
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.11.2015, 15:14:30 | შეტყობინება # 28
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ფოლადის ბურთულას "ჟაკნის" მაგივარდ ერთ ცალს კი აარა, "კარტეჩივით" 9 ცალს ტრიან, ან თუ წვრილია უფრო ბევრს-საფანტივით და ამ შემთხვევაში ლულის გაფუჭება გარდაუვალია,

დამატებულია (06.11.2015, 15:14:30)
---------------------------------------------
ლაშა80 თუ ნორმალური, სრულფასოვანი გასროლა მოხდა გამორიცხულია ლულაში პიჟის დარჩენა


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
ბაქარიდრო: პარასკევი, 06.11.2015, 16:46:50 | შეტყობინება # 29
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
ბაქარ 76 მმ-იანი სავაზნე ფოლადის საფანტისთვის არს, მთავარია შევიწროვება როგორია ლულის ბოლოში. დაუყენე 0.75 ზე ნაკლები ნებისმიერი ჩოკი
უამრავი თოფია 76 მმ-იანი რომელსაც 980 ბარი აწერია, მაგაზე არ ვიკამათოთ
რაც შეეხება საფანტის დაჯგუფებას - 34-36 გრამის მერე ჯგუფი იწყებს გაუარესებას, 36 გრამზე მეტი ვიგულისხმე.
36 გრამზე მძიმე ჭურვს ( საფანტს) რომ საკმარისი საწყისი სიჩქარე მიანიჭო ლულაში ისეთი წნევა ვითარდება, ტყვიის საფანტი განიცდის დეფორმაციას და შესაბამისად ფუჭდება დაგჯუფება (კუჩნოსტ) ამიტომ არ ნიშნავს ბევრი საფანტი უკეთეს ჯგუფს,
პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრა 28 გრამიდან დავიწყე და +2 გრამს ვუმატებდი შესაბამისი რაოდენობის დენთით, 32 გრამი იყო საუკეთესო, 34-ს არაუშავდა და 36 აღარ მომეწონა


პირად გამოცდილებას რაც შეეხება ცუდად დაგიტესტია დავდებ შდეგს რა განსხვავებაცაა წონის მიხედვით და ნახავ
76 მმ არ ვკამათოვ უბრალოდ გეკითხები რომელია ეგ მოდელი და სად აწერია 76 მმ 12 კალიბრს 980 ბარი 23 თუ ბევრია ერთერთის ფოტო არც ისე ძნელი მოსაპოვებელი იქნება.
ხვალ შემოგთავაზებთ ვიდეოს 32 და 42 გრამიანი ვაზნების შდარებით 39


შეტყობინება დაამუშავა ბაქარი - პარასკევი, 06.11.2015, 17:05:55
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.11.2015, 17:34:01 | შეტყობინება # 30
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
უამრავი თოფია ასეთი, მოიძიე შესაბამისი მასალა, ან დააკვირდი თოფებს ( MP 12/76 -ების უმეტესობას 90 მპა რომ აწერია ეგ არის 900 ბარი )
პირად გამოცდილებას რაც შეეხება ცუდად დაგიტესტია - შენ განსაკუთრებულას ტესტავ ? 069 მიდი დატესტე, ოღონდ ეშმაკობის გარეშე 167

ჩემი დატენილი ვაზნა N7 30+2 გრ შევადარეთ რც N7 50 გრ და.... რა რც-ს დანიშნულებას ვერ მივხვდით gimili

დამატებულია (06.11.2015, 17:33:01)
---------------------------------------------
ყველაფერში აჯობა, დაჯგუფებაში, თანაბრად განაწილებაშიც და ჭრაშიც

დამატებულია (06.11.2015, 17:34:01)
---------------------------------------------
მემგონი სხვა თემაზე გადავდივართ და აქ არ უნდა ვწერდეთ gimili


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
Avciდრო: პარასკევი, 06.11.2015, 21:52:15 | შეტყობინება # 31
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 128
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემს თოფს აწერია 12/76 NBD 870 და 870 იან ბარსზე არის გათვლილი თუ როგორ უნდა ვნახო ან გავიგო?სხვა არაფერი არ აწერია

წარმატებები...
 
m@mukaდრო: შაბათი, 07.11.2015, 12:46:29 | შეტყობინება # 32
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს

დამატებულია (07.11.2015, 12:46:29)
---------------------------------------------
ძირითადი ყურადღება რჩევებზე და უსაფრთხოებაზე გავამახვილოთ. ვაზნებზე ვაზნების თემაში ვისაუბროთ, ბოლო ფოტოზე რაშეიძლება ითქვას? 23 23


----->
 
giorgigagoshviliდრო: შაბათი, 07.11.2015, 13:00:18 | შეტყობინება # 33
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka, ბოლო ფოტოზე ის შეიძლება ითქვას, რომ ალბათ ლატუნის ვაზნა იყო გაბზარული წამლის ჩაყრის დონეზე და დეტონაციის დროს გაიხსნა გილზა და დაგროვებული ენერგია როგორც წინ მიიმართა ასევე უკან სანემსეებისკენ და გამოიწვია ეს შემთხვევა, ჩემი აზრი მასეთია ამ სურათთან დაკავშირებით...

HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: შაბათი, 07.11.2015, 13:29:38 | შეტყობინება # 34
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაბზარული გილზა არაფერ შუაშია, ისე არ აწვება წნევა სანემსეებს ? სავაზნე გასკდა და "კალოდკაც" გასკდა შესაბამისად. ცალსახად დიდი მუხტის ბრალია

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
minchaninდრო: შაბათი, 07.11.2015, 13:30:06 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote chale88 ()
ხელოსანს დაველაპარაკე ტელეფონით მეგონა იოლი პროცესი ადვილად გასაკეთებელი პლანკის გასწორებას ვგულისხმობ. თოფი აბსოლიტურად უნდა დაიშალოსო ლულები უნდა გავყოთ და ხელთავიდან უნდა ავაწყოთო თან ლულებსაც მოუწევს ხელთავიდან გაშავებაო. მოსკოვის პროსპექტზე რო ხელოსანია მაგას ველაპარაკე და ასე მითხრა. ლილების მოხსნა რა შუაშია სამიზნე პლანკასთან მაგას ვერ ვხვდები? მიზანში სწორად ისვრის უბრალოდ იმ სიცარიელეების ამოვსებას ვფიქრობ რას გვერდებზე აქვს ამძვრალი არ არის და რატოო უნდა დაჭირდეს ამხელა პროცედურა?? თქვენ რას იტყვით ბიჭებო?? გამომეხმაურეთ რა თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს ან საერთოდ ასე ხომ არ დავტოვო? მაგრამ თან რო უყურებ არ მომწონს.


რათა ეგ ადგილი "შეწეპდეს" უნდა მოხდეს ლულების გაცხელება. სასურველია მთლიანად გაცხელება, რათა არ მოხდეს ლულების გაღუნვა. მაგ ადგილის {და შეიძლება არა მარტო მაგ ადგილის} სპეციალური მჟავით დამუშავება, რაც გამოიწვევს მიმდებარე ადგილების შემდგომში {სულ რამოდენიმე დღეში} დაჟანგვას. უკეთეს შემთხვევაში საკმარისი იქნება მხოლოდ გაცხელება და თასმის ადგილზე დასმა. მაგრამ რა დღეშია ის ადგილი? "შეწეპდება " კარგად? ვერავინ მაგის გარანტიას ვერ მოგცემს. თუმცა კარგ შედეგსაც ვერ კამოვრიცხავ. შეიძლება აუცილებელი გახდეს თასმის მთლიანად აძრობაც. რაც ხშირად აუცილებლობას წარმოადგენს. რათა თავიდან მოხდეს მაგ ადგილის {და არა მარტო მაგ ადგილის} დამუშავება. და შემდეგ ისევ "შეწეპება". მართალია შეიძლება ლულების მთლიანად დაშლა საჭირო არ იყოს. მაგრამ არც ისე "მსუბუქად" შეკეთებადია, თუ ხარისხიანად გვინდა გავაკეთოთ. ასე, რომ იმ კაცმა შეიძლება არც კი მოგატყუათ.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - შაბათი, 07.11.2015, 13:32:15
 
m@mukaდრო: ორშაბათი, 09.11.2015, 11:55:16 | შეტყობინება # 36
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
VAXO-HUNTER, გეთანხმები. მეც ეგრე მგონია

----->
 
stoeger1დრო: ორშაბათი, 09.11.2015, 20:17:57 | შეტყობინება # 37
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დაზიანებულ ლილებთან დაკავშირებით ჩემი აზრი ასეთია (ექსპერტების დასკვნიდან გამომდინარე) ლულის დაზიანება ხდება თუმდაც ძალაინ პატარა ზომის უცხო სხეულის მოხვედრისას, გადამეტებულმა წამალმა და ვაზნამ შეიძლება დააზიანოს თოფის სხვა ნაწილები გაუკეთოს ეგრედწოდებული "შატკა" და "ზაზორები" ვაზნის მიზეზით ლულის გახეთქვა 100ში ერთია ექსპერტების დასკვნით. ხო კდიევ პლისუი უჭირავს თოფებს რომლის ლულებიც დახვრეტილია ამ შემთხვევაში ლულები უფრო უძლებს მეტს,

დამატებულია (09.11.2015, 20:07:11)
---------------------------------------------
ხო კდიევ ერთი ყველა თოფს უნდა ეწეროს თუ რამდენ ბარ წნვაზეა გათვლილი, ჩემ თოფს 780 ეწერა ეგ მეგონა ბარი შემდეგ ქარხანაში დავრეკე და მითხრეს რომ 1050 ბარზე იყო გათვლილიი

დამატებულია (09.11.2015, 20:10:27)
---------------------------------------------
76 მმ მაგნუმია ანმდვიალდ მაგრამ 50 გრამაინი ვაზნები ბევრი მიანხავს 850 ბარ წნევაზეა, და 36 გრამაინი ბორნაჯები 1050 ბარ წნევაზეა და ეს ვერ გავიგე როგორააა თუ ვინმემ იცით მომწერეთ

დამატებულია (09.11.2015, 20:17:57)
---------------------------------------------
ლაშა80, ქარხნულ ვაზნებს პიჟი არააქ , აქვს მხოლოდ კარტეჩებს ისიც პლასმასია მყარი და იმტვრევა გასროლისას, აი კონტეიენრის ჩარჩენის შანსი კდიე 0 ის ტოლია , შენ თუ გიდნა 32-34-36-28-30 გრამაიენბი ჩადე ერთად სავაზნესი მაგის პრობლემა არ იქნებაა არასდროსს ,

 
m@mukaდრო: ორშაბათი, 09.11.2015, 20:27:59 | შეტყობინება # 38
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰუგლუ 104 A 12 / 76 ლულა 76 სმ საცვლელი ჩოკებით, მაქსიმუმ რამდენ გრამიანი ვაზნები შეიძლება გამოვიყენოთ (ვისროლო) ამ იარაღით? რამდენ ბარზეა გათვლილი არვიცი.

დამატებულია (09.11.2015, 20:27:59)
---------------------------------------------


----->
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 09.11.2015, 22:20:34 | შეტყობინება # 39
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka, 56 გრამიანი ვაზნები 1050 გარი წნევით ჰუგლუს თემასი მიწერია ჰუგლუს ლულები ტესტირებულია 1700 ბარზე. როგორც ფოტოზე ჩანს ახალი თოფია საინტერესოა კალაპოტი ერგალის აქვს? ტუ ერგალია არ გირჩევ მძიმე ვაზნების ხსირ გამოყენებას მაგრამ სულ უარის თქმაც არაა საჭირო
 
m@mukaდრო: სამშაბათი, 10.11.2015, 08:18:32 | შეტყობინება # 40
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, კი ახალია გასულ წელს შევიძინე. თუ ერგალია მაგნიტი არუნდა მიიზიდოს. დგეს გავსინჯავ და გეტყვი. ისეკი დიდი ხანია დავატარებ 4 ცალ 50 გრამიან ვაზნას მაგრამ სროლას ვერიდები რატომღაც 23

----->
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 10.11.2015, 10:29:46 | შეტყობინება # 41
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka, ფერზე გავს ერგალს, მასეც ნუ შეშინდები 76 მმ სავაზნე ჩვეულებრივად გაისვრის 50 გრამიან ვაზნას 166
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 10.11.2015, 20:41:28 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
m@muka, მე ვისროლე რამდენიმეჯერ 50 გრამიანები მასეთ ჰუგლუდან, შედეგებით დიდ წინსვლას ვერ იგრძნობ წვრილ ფრინველზე და იხვზეც, უფრო ტურა-მგელი და ფრინველიდან ბატზე თუ იხმარ. არაა საჭირო, 36გრ საკმაოდ შედეგიანია. 50-იანებით რამდენიმე გასროლამ ცოტა გამაბრუა, არასასიამოვნო იყო. თოფი კი უძლებს, მაგრამ თუ 32-36 გრამიანებით სროლისას გარანტიული რესურსი სადღაც 15000 გასროლაა, 50-იანებით სროლისას ძალიან შემცირდება, ანუ უფრო მალე მოირყევა. ისე, მაინც ცადე და ეგ 4 ვაზნა ერთ დღეს ისროლე, თვითონ დარწმუნდები.
 
ბაქარიდრო: სამშაბათი, 10.11.2015, 21:32:56 | შეტყობინება # 43
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
პედიატრი, საერთოდ 36 გრამს ზემოთ ჩემი აზრით პოლუავტომატის თემაა რომელიც ძალიან ამცირებს უკუცემას და მისი ენერგიის ხარჯვა მაღალი მუხტით ანაზღაურდება 23
 
m@mukaდრო: ოთხშაბათი, 11.11.2015, 14:18:02 | შეტყობინება # 44
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 112
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, შევამოწმე კალაპოტი და ერგალია. მე პირადად 36 გრამიანებით მაგარი კმაყოფილი ვარ.

----->
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика