07:04:57
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ორ ლულიანი ვერტიკალური სანადირო თოფები
ENUQICHIდრო: კვირა, 23.12.2012, 02:12:58 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ამ თემაში ჩამოვწეროთ ვერიკალურად განლაგებული ორ ლულიანი სანადირო თოფები, ფოტო სურათებით და მოკლე გამოშვების ისტორიებით, შემდეგ დახასიათებას და მოსაზრებას გამოთქვამს მცოდნე და გამოცდილი მფლობელები ან უბრალოდ მცოდნენი..
თემა შექმნილია ჰორიზონტალურ ლულებზე თოფების მსგავსად და იგივე მიმართულებით დავიწყოთ რუსული ჩვენში უფრო ხელმისაწვდომი თოფების დაფოსტვით, რადგანაც ჩვენში ბრუნავს ეს თოფები, მიდის ყიდვა - გაყიდვა და შედარებით ხელმისაწვდომია. წინასწარ დიდი მადლობა


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 12:03:19 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-27 წარმოადგენს ორლულიან სანადირო თოფს, რომელსაც ლულები ვერტიკალურად აქვს განლაგებული. იგი შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე ანატოლი კლიმოვის ხელმძღვანელობით. ამ იარაღის შექმნაში, დიდი წვლილი მიუძღვის ჰერმან პროტოპოპოვს, რომელიც მანამდე ИЖ-12-ის შექმნაში ღებულობდა მონაწილეობას.

ИЖ-27-ის წარმოება ხდება 1970-ანი წლების დასაწყისიდან. ამ ხნის განმავლობაში გამოშვებულია 1.5 მილონზე მეტი ეგზემპლიარი (მისი ყველა მოდიფიკაცია) და შესაბამისად იგი ითვლება ყველაზე გავრცელებულ, რუსული წარმოების სანადირო იარაღად. მისი კონდახი ძირითადად პისტოლეტური ტიპისაა, რომელიც მზადდება წიფელისგან, თუმცა არსებობს საექსპორტოდ გამოშვებული ერთეულები, რომლებსაც კაკლის კონდახი აქვთ.

არსებობს მისი სხვადასხვა მოდიფიკაციები:

ИЖ-27 – ИЖ-12-ის ბაზაზე შექმნილი ვერტიკალურლულებიანი სანადირო თოფი. გასროლილი ვაზნების ამოღება სტანდარტული ექსტრაქტორით ხდება;
ИЖ-27Е – იჟექტორით („Е“ – эжектор). მისი საშუალებით ხდება გასროლილი ვაზნის სავაზნიდან ამოგდება, რომლის გამორთვაც ძალზედ მარტივია, ამისათვის მხოლოდ სახრახნისია („ატვიორტკა“) საჭირო.
ИЖ-27M – მოდერნიზებული ( „М“ – модернизированное). ИЖ-27-ის მოდერნიზებული ვარიანტი;
ИЖ-27ЕМ – მოდერნიზებული, იჟექტორით;
ИЖ-27 РУСЬ – იგივეა რაც ИЖ-27ЕМ, იმ განსხვავებით რომ იგი ერთეული წარმოებისაა (ИЖ-27ЕМ სერიულია). მისი კალიბრი 12/76 „Magnum“-ია, ლულები – „ჩოკი“ და „ნახევარჩოკი“, ლულის სიგრძე 725მმ. ვინაიდან იგი ცალობით გამოდის, მას აქვს ვერცხლის გრავირება და კაკლის კონდახი. იგი გამოდის დამატებითი 660მმ-იანი ცილინდრული ლულებით, რაც მას უნივერსალურს ხდის და შესაძლებელია მისი ნებისმიერი ნადირობისთვის გამოყენება. მასა 3.6კგ-ია;
ИЖ-27-1С – ერთ სასხლეტიანი („1С“ – один спуск). თავდაპირველად გამოდიოდა ორსასხლეტიანი სანადირო თოფები, მაგრამ 1977 წლიდან ქარხანამ დაიწყო ერთსასხლეტიანი ИЖ-27-ის გამოშვება, სადაც სელექტორის საშუალებით შესაძლებელი იყო ლულებიდან გასროლის თანმიმდევრობის რეგულირება.
ИЖ-27М-1С – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი;
ИЖ-27EМ-1C “СПОРТИНГ” – მოდერნიზებული, ერთსასხლეტიანი, იჟექტორით.
ИЖ-27-ის ბაზაზეა შექმნილი მრგვალი და სასანგრე სტენდისთვის განკუთვნილი ИЖ-25 და ИЖ-39.

2008 წლის სექტემბრიდან ИЖ-27 გამოდის სახელით – MP-27.



ИЖ-27-ის მახასიათებლები სხვადასხვა მოდიფიკაციით:
კალიბრი – 12, 16, 20. 28, .410;
ლულის სიგრძე – 660-760მმ;
სავაზნე – 70-76მმ;
ჩოკები – 0,5-1მმ;
კონდახი – წიფელი, კაკალი;
მასა – 3,1-3,65 კგ.
მიმაგრებულია: 7534333.jpg (8.9 Kb) · 5917802.jpg (4.6 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 22.01.2013, 12:04:55
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 22.01.2013, 12:09:37 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გლუვლულიანი სანადირო თოფი იჟ-12 იწარმოებოდა 1962-1974 წლებში. როგორც სამოყვარულო სპორტული ნადირობისათვის განკუთვნილი საშუალო კლასის გლუვლულიანი სანადირო თოფი, რომელიც გათვლილია ქაღალდის ( კარდონის) მასრიანი სანადირო ვაზნების სასროლად და შესაბამისად სავაზნის შიდა დიამეტრიც მიახლოებულია ქაღალდის მასრიანი ვაზნის დიამეტრს.

ლულა და სავაზნე ქრომირებულია, სავაზნის სიგრძეა 70 მმ ლულის სიგრძე კი მერყეობს 720-730 მმ მდე. იწარმოებოდა ორ კალიბრში 12 და 16.
ამ მოდელის საბაზო მოდელად აღებულია გლუვლულიანი სანადირო თოფი იჟ-59.

იჟ-12 ლულები ვერტიკალურ სიბრტყეში აქვს განლაგებული დამცემ სასხლეტი მექანისმი აღჭურვილია ცილინრტული ფორმის სპირალური ზმბარებით, დამცემი ჩაქუჩები და ნემსები ცალ - ცალკე დეტალებადაა დამზადებული და თავიანთ განკუთვნილ ადგილებზეა მოთავსებული ცალ ცალკე.

თოფის შეყენება მისი გადახსნის მომენში ხდება. ლულის ჩოკური შევიწროვება სტანდარტულია 1,0-0,5 მმ შესაბამისად ზედა და ქვედა ლულისათვის!
სამიზნე თამასა არავინტილირებული აქვს, დამცემ სასხლეტი მექანიზმი არა ავტომატური ( 1960 წლის ბოლოდან უკვე აყენებდნენ ავტომატურ მცველს). კონდახი მზადდებოდა წიფლის ან კაკლის.
წონა 12 კალიბრისათვის 3,3-3,5 16 კალიბრისათვის 3,1-3,3 კგ. ამ თოფის რესურსი წარმოადგენს 10 000 გასროლას რაც არც თუ ისე ცოტაა.

იჟ-12 გახდა საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული რუსული ვეტიკალურლულებიანი სანადირო თოფის იჟ-27 საბაზო მოდელი.

რუსული ასო K ნიშნავს რომ თოფი დამზადებულია მრგვალ სტენდზე სასროლად (Круглй стенд)
იჟ-12. ის 16 კალიბრიან მოდელებს პირველ ეგზემპლარებს ტიბჟირი (ცევიო) ორ ნაწილად ქონდათ დანაწევრებული ნაწილი ლულებზე იყო მიხრახნილი ორივე მხრიდან და არ იხსნებოდა ხოლო მეორე ნაწილი კი ჩვეულებრივად სძვრება, საკეტის გახსნის შემთხვევაში. კონდახი ბევრად უკეთ დამუშავებული და კარგად მორგებულია, სამიზნე თამასა არავინტილირებულია გრავირება დაზგური პრესირებული მეთოდით ხდებოდა,
მიმაგრებულია: 4691856.jpg (6.9 Kb) · 3761519.jpg (4.7 Kb) · 8262689.jpg (4.9 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
omarinnnდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 22:47:00 | შეტყობინება # 4
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 119
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე რუსულებიდან ვერტიკალებიდან უპირატესობას მც და იჟ-ებს ვანიჭებ უპირატესობას უტყუარი თოფებია.ტოზებიც კარგია მაგრამ მაშები უტყდება შეიძლება სანადიროდ ჭახვიდე და გიმტყუნოს.უცხოურიდან ბერეტას მივანიჭებ უპირატესობას,ბევრი კარგი თოფებია მაგრამ სანადიროთ ბერეტას ვანიჭებ უპირატესობას
 
avtandilდრო: ხუთშაბათი, 28.03.2013, 23:14:42 | შეტყობინება # 5
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, მე მაქვს 2008 წლიანი. თავის საქმეს კარგად ასრულებს, მაგრამ ძალიან ფაქიზია ადვილად ძველდება გარეგნულად თორე ისე მგელივითაა... gimili

მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика