07:04:17
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
ორ ლულიანი ჰორიზონტალური სანადირო თოფები
ENUQICHIდრო: კვირა, 23.12.2012, 01:40:41 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თავდაპირველად როდესაც ადამიანი ირჩევს იარაღს, ჯერ არკვევს მას რა გემოვნება აქვს და რომელი სტილის თოფი მოსწონს ან მოეწონებოდა ორმ იქონიოს. შემდეგ იხერხებს, მიიდებს მხარზე, გაისვრის რამოდენიმეჯერ და თუ იგრძნობს კომფორტულად თავს გადაწყვიტავს რომ ასეთი სტილის თოფი უფრო მოსახერხებელია ჩემთვის და უკეთ მომწონს ვიდრე სხვა სტილი. ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს ჰორიზონტალურ განლაგებასთან, რადგანაც ხშირად ზემოთაღნიშნულ შემთხვევისას როდესაც დამწყები მონადირე არჩევს ჰორიზონტალი თუ ვერტიკალი, მას უკვე აქვს ჩვენს საიტზე თემა "ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური" და წაიკითხზავს, მოისმენს მოზასზრებებს გამოცდილი ხალხისგან. ამის შემდეგ უკვე როცა ის მივა გადაწყვეტილებამდე რომ მას მოსწონს ჰორიზონტალურად განლაგებული ლულები, უკვე საკითხი დგება რომელი? ალბათ ეს თემა დაეხმარება ყველას რადგანაც ვაპირებ ჩამოვწერო თავის ფოტოებით მცირე გამოშვების ისტორიებით თითქმის ყველა.
ჩემი თხოვნა იქნება გავაქტიურდეთ და რუსულები ამოვწუროთ იჟებიდან. მადლობა წინასწარ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
zaza123დრო: კვირა, 23.12.2012, 13:22:13 | შეტყობინება # 2
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე ჰორიზონტალურ ლულებიანი თოფები მომწონს,ვერტიკალურს ვერაფრით ვერ შევეგუე,ალბათ იმიტომ რომ სულ ჰორიზონტალურიტ ვნადირობ,კაცია და ხასიათი

me var monadire
 
თედოდრო: კვირა, 23.12.2012, 13:47:40 | შეტყობინება # 3
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 223
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მეც მომწონს უფრო ჰორიზონტალები, უფრო მოსახერხებლად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა რომ ახლა ვერტიკალი მაქვს, თან კლასიკაა.

სიამოვნებით ვიქონიებდი, ერთ ევროპულ მსუბუქ ჰორიზონტალს, 71 ლულით.

თურქულებში აკუსის ჰორიზონტალები მომოწნს მაგრა, ფასით და გარეგნობით უტოლდებიან კიდეც ევროპულებს.


"აქ არიან არტისტები ცხოვრებაში
და უიღბლოები ნამდვილ სცენაზე"
 
bichi2009დრო: კვირა, 23.12.2012, 14:29:43 | შეტყობინება # 4
ჯგუფი: წაშლილები





კარგი ჰორიზონტალი გრავირებით და ინგლისური კონდახით და ცილინდრული ლულებით 66 სანტიმეტრი სიგრძის აი ასეთ ჰორიზონტალს მწყერზე და ქათამზე დიდი სიამოვნებით გამოვიყენებდი. მიყვარს ნადირობაშიც ესთეთიკა
 
mamalixarazuliდრო: კვირა, 23.12.2012, 15:02:14 | შეტყობინება # 5
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფი ჰორიზონტალური ლულებით არის "კლასიკური თოფი" ... ვერტიკალკა როგორც მახსოვს სპორტინგისთვის შექმნეს თავიდან. მოყვარულიც ბევრი გამოუჩნდა და სანადირო ვარიანტებიც "დააყარეს".... ვერტიკალკაზე ვოცნებობდი ერთი პერიოდი.მქონდა კიდეც... ერთნაირი სახმარია ორივე ჩემთვის.არავითარი მნიშ არაქვს ლულების განლაგებას... მთავარია მორგებული თოფიდან ისროდე Shooting hunter practice 54d43a8c

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
giohunt1982დრო: კვირა, 23.12.2012, 15:02:53 | შეტყობინება # 6
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორლულიანი, ჰორიზონტალკა მაინც კლასიკაა და მაგიტომ მომწონს, საერთოდ მომწონს კლასიკური, მონადირული აქსესუარები, რაღაცნაირად აღვივებს მონადირეში რომანტიკოს gimili ასეთი რაღაცეები

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: კვირა, 23.12.2012, 19:23:24 | შეტყობინება # 7
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემო ძმებო ეს თემა ჰორიზონტალური ლულებიანი თოფებზე შეხედულებასაც გულისხმობს მაგრამ ძირითადი დანიშნულება აქვს ჩამონათვალს, ამიტომ ერთს მალევე გავაკეთებ რომ მიხვდეთ რა მიმართულებით ვწეროთ ამ თემაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თემა დაემსგავსება სხვა თემას (ჰორიზონტალური თუ ვერტიკალური-ს).

★ஜ۩۞۩ஜ★
 
77777დრო: კვირა, 23.12.2012, 21:21:11 | შეტყობინება # 8
მაიორი
ჯგუფი: კლუბის წევრი
შეტყობინება: 199
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მე მომწონს და

77777 i.tsirekidze
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 24.12.2012, 01:19:27 | შეტყობინება # 9
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-26 ორლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით

შიდასასხლეტებიანი სანადირო თოფი იჯ-26 ნაწარმოებია ИЖ-54-ის ბაზაზე.მის ლულაში შექმნილი წნევა აღწევს აწყობილ(კომპლექტირებულ) თოფში 850კგ/სმ2-ს.
ძველი მოდელია. ИЖ-26 და ИЖ-26Е გამოდიოდა სერიულად და საცალოდ.
ლულის სიგრძე 725-730მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. შევიწროებები ლულებში სტანდარტულია. სიბურჯღლე მარჯვენა ლულისათვის 55%, მარცხენასთვის 65%, მასა 3,3კგ.
გამოდიოდა 1970-1975 წლებში.

ИЖ-26E განსხვავდება ИЖ-26-საგან მხოლოდ ვაზნების ატომატური ამომგდებით ე.წ. ეჟექტორით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ИЖ-26E ჩაფიქრებული იყო არა მარტო ИЖ-54-ის მოდერნიზირებულ ვარიანტად, არამედ დამოუკიდებელ ეჟექტორიან მოდელად. ამიტომ ამ მოდელის გამოშვება დაიწყეს 1969 წელს, ერთი წლით ადრე ვიდრე უეჟექტორო ИЖ-26.
სულ დამზადებულია 214754 ცალი(იჟ26 და იჟ26 ე ერთად). მისი საბაზრო ღირებულება (რათქმაუნდა ნახმარის) მერყეობს იმის მიხედვით თუ როგორი მოვლილია. კარგი იქნებოდა თუ დაწერდით რამდენად არის შესაძლებელი ჩვენთან შევიძინოთ, მკითხველს მოეხმარება
მიმაგრებულია: 3335833.jpg (11.2 Kb)


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 24.12.2012, 02:05:10
 
ivane-66დრო: ორშაბათი, 24.12.2012, 01:23:38 | შეტყობინება # 10
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 212
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, ყორიფელი შესაძლებელია მონდომებაა საჭირო. 167 166 166 166

vanihka.
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 24.12.2012, 01:30:12 | შეტყობინება # 11
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-43 ორლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით

ამ თოფზე მონადირეები იძახიან რუსული სერიული იაფფასიანი კატეგორიის იარაღია. მას შემდეგ რაც იჟ54 -მა სერიული თოფისათვის ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რატომღაც მისი გამარტივება გადაწყდა. კონსტრუქტორთა საბჭოში, პირველ რიგში საჭიროდ ჩათვალეს მუშა ხელის ჩართვა თოფის აწყობაში მინიმალური ყოფილიყო, ეს უკანასკნელი გულისხმობდა დეტალების მასიურ და მანქანურ დამზადებას, შესაბამისად ყველა დეტალის იდენტურობას და აქედან გამომგდინარე აწყობისათვის საჭირო დროისა და გამოცდილების გამოთიშვას. გამომდინარე აქედან, წამოვიდა სერიული იჟ 26 რომელშიც შეიმჩნეოდა დეგრადაციები, მას მოყვა სერიული იჟ 58-ი სადაც უკვე აშკარა იყო მუშა ხელის ეკონომია, როგორც დეტალებზე ასევე აწყობა გამართვაზე. ბოლოს იჟ 58 -ი კიდევ უფრო გაამარტივეს და მიიღეს იჟ 41 რომელიც ამოცანას ვერ გადაჭრიდა რიგი ფაქტების გამო, ბოლოს კი მაქსიმალური გამარტივების შედეგად შექმნეს იჟ 43.
მისი კონსტრუქციიის დახვეწა 1984 წლიდან 1986 წლამდე მიმდინარეობდა. 1986 -ში სერიაში ჩაუშვეს. ავტორად ითვლება კალინინი.
ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტიანი სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით 12 და 16 ყალიბისა. შექმნილია ИЖ-58 МА და ИЖ-58МАЕ-ს ბაზაზე (20 ყალიბის ИЖ-43 ,,მაგნუმი” გამოდის მხოლოდ საექსპორტოდ). შემუშავებულია კონსტრუქტორ კალინინის მიერ.


ИЖ-43M

სახსნელი ლულებით, რომლებიც შეერთებულია ზედა(სამიზნე) და ქვედა თამასით და სარტყელით სახაზინო(საწყის) ნაწილში. ლულის სიგრძე_725მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. მარჯვენა ლულა ნახევარჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 50%), ხოლო მარცხენა ჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 60%).საცალო და საექსპორტო ეგზემპლარებისათვის სიბურჯღლე გაზრდილია(თითოეულისათვის) 5%-ით.
12 ყალიბიანი თოფის წონაა არაუმეტეს 3,3 კგ, 16-ის არაუმეტეს 3,2 კგ.
მოდელი ИЖ-43ემ განსხვავდება ИЖ-43მ -საგან ე.წ. ეჟექტორით.


ИЖ-43К

ეს მოდელი ცალკე საუბრის თემაა, რადგან მას გააჩნია ჩახმახები, თუმცა მიეკუთვნება შიდადამცემმექანიზმიანს. საქმე შემდეგში გახლავთ_ ჩახმახები გამოიყენება მხოლოდ იარაღის ფეხზე შესაყენებლად და ნემსებს არ ურტყამს. იგი შექმნილია თავდაცვის მიზნით, რამეთუ სხვა შემთხვევაში ვაზნების ჩატოვება დიდი ხნით თოფში(ამ დროს საბრძოლო მდგომარეობაშია ზამბარა) გამოიწვევს მის უცილობელ დაზიანებას, ხოლო იჟ-43კ-ს შემთხვევაში კი ვაზნა შეიძლება დატოვებულ იქნას დიდი ხნით. სასროლად კი საკმარისია მხოლოდ ჩახმახების შეყენება და სასხლეტის გამოკვრა - ეს ინფორმაცია club-monadire.ge-დან მოვიპოვე

ზოგადად ამ თოფზე უკვე შეჯერებული არიან მონადირეები რომ არის რამოდენიმე თვალში საცემი პრობლემა, ის რომ დამზადების დაბალი დონეა, ასევე ცერად არსებული გაბურღვა, კონდახის რკინასთან უხარისხო მიჯენა, უხარისხოდ მირჩილული პლანკა, ნემსების ზამბარების არასაკმარისი ძალა, ლულების ოვალების ასიმეტრულობა და სხვა რაღაც-რაღაც..

საბაზრო ღირებულებას თუ დაგვიწერთ კაი იქნება
მიმაგრებულია: 5332077.jpg (4.2 Kb) · 0007931.jpg (15.7 Kb)


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 24.12.2012, 07:48:10
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 24.12.2012, 01:57:18 | შეტყობინება # 12
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-54ორლულიანი სანადირო თოფი, ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით

ზოგადი მახასიათებლებია:

ჰორიზონტალურ ლულებიანი - 12 კალიბრიანი სანადირო თოფი
ლულები სახსნელი სიგრძე - 730 ან 750მმ
სავაზნის სიგრძე - 70მმ.
ლულათა შევიწროება - სტანდარტული, პარაბოლური.
სავაზნე და ლულა- ქრომირებული.
მასა შეადგენს - 3,3 - 3,5კგ.
რესურსი - 7500 გასროლაზე მეტი.


საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და პოპულარულ სანადირო იარაღს მიეკუთვნება. სერიული გამოშვება დაიწყეს 1954 წლიდან. კონსტრუქტორი - ა.ა. კლიმოვი(თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან, მისი წინამორბედია ИЖ-49.)
ИЖ-54 -ს 15 წლის მანძილზე უშვებდნენ სამამულო და საექსპორტო სახით. გამოშვებული იყო 500 000 მეტი ცალი აქედან 70 000 საესპორტოდ. ამ მოვლენამ დაუდო საფუძველი მსოფლიო ბაზარზე რუსული იარაღის დამკვიდრებას.
ამ მოდელიდან დაწყებული ИЖ-ის ყველა თოფს უკეთდებოდა ქრომირება. თოფის კონსტრუქცია დამზადებული იყო ზეგამძლე ფოლადისაგან, გათვლილი იყო დენთის გაზის მაქსიმალურ დაწოლაზე. ამ თოფის გამძლეობა მაქსიმალურად დამტკიცდა მონადირეების მიერ, მისი ხანგრძლივი ექსპლუატაციის შემდეგ. მონადირეების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ რამდენიმე ათეული ათასი გასროლის შემდეგაც ИЖ-54 ინარჩუნებს სრულ მუშა მდგომარეობას და არ ახასიათებს ლულის "რხევა". თოფის გადახსნა ადვილად ხდება, რაც აადვილებდა და უსაფრთხოს ხდიდა მის მოხმარებას.
1956 წლიდან გამოუშვეს მოდელი ИЖ-54 "Спорт". ის იყო უფრო დახვეწილი მოდელი კონსტრუქციით და ვიზუალურადაც. ეს იყო სპეციალური სპორტული იარაღი ტრანშეული სტენდისათვის. არ შეუცვლიათ ლულის სიგრძე, სამაგიეროდ შეიცვალა ლულის შევიწროება, მარჯვენასათვის 0,6მმ, ხოლო მარცხენასათვის დარჩა იგივე 1,0მმ. კიდევ უფრო გაძლიერდა კალაპოტის სიმყარე და დამცემი მექანიზმი. გაუმჯობესდა გრავიურა. ყველაფერმა ერთად იარაღის წონა გაზარდა 3,6-3,8 კგ-მდე.
ყოველი ეგზემპლიარი მზადდებოდა საცალოდ.
1958 წლიდან წარმოებული იყო აგრეთვე ხელნაკეთი სერია, "штучни": ესენია: ИЖ-54-Ш, ИЖ-54-Ш1, ИЖ-54-Ш2, მათ ჰქონდათ კაკლის ხის კონდახი, ლითონზე კი იყო შესრულებული მაღალმხატვრული გრავიურები, ნადირობის ამსახველი სცენებით. ქონდათ შედარებით მაღალი საბრძოლო ხარისხი. ესენი მზადდებოდა ინდივიდუალური შეკვეთებით.
მიმაგრებულია: 6884386.jpg (38.3 Kb)


★ஜ۩۞۩ஜ★

შეტყობინება დაამუშავა ENUQICHI - ორშაბათი, 24.12.2012, 02:03:47
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 24.12.2012, 10:17:16 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ54 ჩემი აზრით ერთერთი ყველაზე კარგი თოფია საბჭოურ წარმოებაში. იჟ54სპორტი არა უბრალოდ საცალოდ დამზადებული თოფია არამედ ის კეთდებოდა სპეციალურად მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირებისთვის. ის გაცილებით კარგი და დახვეწილი ნაწარმი იყო ვიდრე იჟის დანარჩენი ნაწარმი.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: ორშაბათი, 24.12.2012, 11:42:37 | შეტყობინება # 14
ჯგუფი: წაშლილები





ზმთარში სანადიროდ ჰორიზონტალკა არმომწონს მარცხენა ხელს მიყინავს ხოლმე ეგ პრობლემაა ჩემი აზრით თუმცა 13 წელი აქტიურად ვინადირე და ეხლაც ვიყენებ ხანდახან. მე ყველაზე უფრო რუსულებში იჟ 54 მომწონს.
 
giohunt1982დრო: ორშაბათი, 24.12.2012, 15:09:31 | შეტყობინება # 15
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჯ - 54 "სპორტი". ეს არის სპეციალურად სასანგრე სტენდისატვის გათვლილი თოფი 750 მმ ლულებით, 18,5,
ამ თოფ ქონდა აბსოლუტურად იგივე მექანიზმი, გარდა ერთისა: გრინერის ჭანჭიკი თოფის გადახსნისას გარეთ გამდის, იჟ- 54 სპორტის შმთხვევაში ასე არ იყო( ამას არსებიტი მნიშვნელობა არა აქვს), თოფი უფრო მტკიცე კეთდებოდა, შესაბამისაგ დიდი წონით 3,800მდე. ძირითადად იყენებდნენ სასჩუქრე ძვირფას ეგზემპლარებში.
ძალიან იშვიათი, და უმნიშვნელო რაოდენობით გამოვიდა აგრეთვე იჟ - 54 "სპორტი" მრგვალი სტენდისტვის, შესაბამისად მოკლე ლულებით( 650მმ - 680მმ დე) ლულის ბოლოში ცილინდრებით და არა გაგანიერებით.
იჟ - 54 საუკეთესო სანადირო თოფადაა აღიარებული საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებულ თოფებს შორის( რათქმუნდა სერიულ, რიგით თოფებში) . აგერ უკვე სამი თაობაა მონადირეებისა რომლებიც სიმპატიას გამოთქვამენ ამ თოფზე, მართალია ის კოპირებულია ზაუერიდან მაგრამ, რუსმა კოსტრუქტორებმა ვერ გამოაყოლეს გერმენული თოფებისათვის დამახასიათებელი ჭრა. ქარხანაში თოფს აძლევდნენე 7000 გარანტირებულ გასროლას, თუმცა მან ბევრად მეტი გაისროლა...

დამატებულია (24.12.2012, 14:09:31)
---------------------------------------------

(ENUQICHI)
(თუმცა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია რომ ეს მოდელი კოპირებულია გერმანული Sauer-8-ს მოდელიდან,

ამ უპატრონოებს რავა არაფერი არ აქვთ თავიანთი gimili


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ENUQICHIდრო: ორშაბათი, 24.12.2012, 21:10:26 | შეტყობინება # 16
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(giohunt1982)
ამ უპატრონოებს რავა არაფერი არ აქვთ თავიანთი

მაგ უპატრონოების თოფებზე გაიზარდეთ გიოჰანთერ და თუ კაი მოდელებიდან გადმოიღენ რა ცუდია 167
აქ ამთემაში წაიშლება ყველა არა საქმეზე საუბრები დანარჩენები გადავა ახალ განყოფილებაში, ამიტომ არავინ დაწეროს ბოლო ფოსტებზე ნაკლები თუარა წაიშლება მაინც..
იქნება მალე სათითაულოდ ეს თოფები გაკეთებული ცალ-ცალკე თემებში და იქ ინდივიდუალურად ვისაუბრებთ..პირველ ფოსტებში მაქ აღნიშნული რა მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ და გამოვა კაი საქმე!
მადლობა: giohunt1982, bichi2009, ასევე დანარჩენებსაც ვინც დაწერთ


★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 25.12.2012, 11:07:10 | შეტყობინება # 17
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე(რამდენიმე მოდიფიკაციით). უდიდესი უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით.

ИЖ-58-20_ 20 ყალიბის იარაღი(თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბოლოდან 1960 წლამდე. სახსნელი ლულებით(50À მარკის ფოლადი), სიგრძით 675მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულები შეერთებულია დასაწყისში(სახაზინო შეერთება) სარტყელით, ხოლო შემდეგ ორთავე მხრიდან შედუღებულია(ავტორი აღნიშნავს_,,სპაიანნი” მირჩილული). არხების დიამეტრი 15,5+-0.25მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. ლულების პარაბოლური შევიწროებით, მარჯვენა ლულა ნახევრადჩოკი, მარცხენა ჩოკი. ნორმალური დოზირების ვაზნებით მისროლისას 35 მეტრში აჩვენა სიბურჯღლე 45 და 55% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულამ. თოფის წონა 2,7-2,9 კგ.

ИЖ 58-16_16 ყალიბის თოფი. იწარმოებოდა 1960 წლიდან 1970 წლამდე. ლულების სიგრძე 720მმ, წონა 3,2 კგ-მდე. არხების დიამეტრი 17,0+-0.25მმ. კონდახი პისტოლეტური ან ინგლისური. დამცველი არაავტომატური.

ИЖ 58М-12_12 ყალიბის თოფი შემუშავებულია 1970 წელში 16 ყალიბის თოფის ბაზაზე და იწარმოებოდა სერიულად 1971-1976 წლებში. ლულის სიგრძე 720-730 მმ, არხების დიამეტრი 18,2+-0.2მმ. მაქსიმალური საექსპლოატაციო წნევა 750კგს/სმ2. ჩოკისა და ნახევარჩოკის შემთხვევაში სიბურჯღლე შეადგენს 50-55 და 60-65%-ს. ორთავე სახის კონდახით; წონა 3,2-3,3 კგ. დაყენებული აქვს ჩვეულებრივი ფორმის თამასა(პლანკა). ამ მოდელის 12 ყალიბის თოფებზე დამცველი არაავტომატურია.

ИЖ-58МА და ИЖ-58МАЕ 12 და 16 ყალიბის თოფები შეიქმნა 1977 წელს ИЖ-58M-ის ბაზაზე. ИЖ-58M-ზე დაყენებულია ავტომატური მცველი, რომელიც ირთვება თოფის გადახსნისას; ИЖ-58M-ზე დამატებულია მცველთან ერთად ვაზნების ატომატური ამომგდები ე.წ. ეჟექტორი. დანარჩენი ტექნიკური მახასიათებლები იდენტურია ИЖ-58M-ის. იწარმოებოდა ძირითადად 1976-1986 წლებში.

ИЖ-58M-20М_ 20 ყალიბის თოფი განკუთვნილია ,,მაგნუმის” ვაზნისათვის(ვაზნის სიგრძე 76მმ). იწარმოებოდა 1979 წლიდან ძირითადად საექსპორტოდ, თუმცა ხან და ხან გამოჩნდებოდა გაყიდვაშიც(ადგილზე). ლულის სიგრძე_670-680მმ, წონა 3.3 კგ-მდე, სავაზნის სიგრძე 76,2მმ. ამ თოფში შეიძლება გამოყენებულ იქნეს სტანდარტული ვაზნებიც 70მმ სიგრძის(ნაწილობრივ ეკარგება სიბურჯღლე).

დამატებულია (25.12.2012, 10:07:10)
---------------------------------------------
იჟ58-იც ერთერთი კარგი და მუშა თოფია კომუნისტური წარმოების იჟებიდან.
მიმაგრებულია: 5870783.jpg (7.9 Kb) · 8637192.jpg (3.6 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - სამშაბათი, 25.12.2012, 19:57:52
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 25.12.2012, 19:28:20 | შეტყობინება # 18
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, ჩემი ფოსტის მსგავსად თუ დაარედაქტირებ კაი კაცი იქნები,ნუ ისედაც ხარ მარა უკეთესია შემომსვლელისთვის, რაღაც სიასავით გამოგვივა და კარგია. ვგულისხმობ გამოკვეთას და შრიფტის გაზრდას იჟ-58-ზე შემდეგ იყოს თუ გინდა რა შრიჶტიც აქვს ნაწერებს, ფოტო მიამაგრე და ეგარი

★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: ხუთშაბათი, 27.12.2012, 10:24:24 | შეტყობინება # 19
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ორლულიანი ჰორიზონტალური თოფი იჟ49
ИЖ-49 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით ძირითადად 16, იშვიათად კი 12 და 20 ყალიბისა. ძველი მოდელია, რომელიც შექმნილია ,,ზაუერის” ბაზაზე. იწარმოებოდა 1950 წლიდან 1954 წლამდე სერიულ და ცალობით ეგზემპლარებად. თოფს გააჩნია საკმაოდ დიდი მასა და არადამაკმაყოფილებელი ბალანსი. ასე მაგალითად_ უდიდეს უმრავლესობას 16 ყალიბის თოფებისა გააჩნდათ წონა 3,25კგ(ზოგჯერ 3,5კგ), ხოლო 12 ყალიბის კი 3,5-3,75კგ, 20 ყალიბის 3-3,25კგ.
ლულის სიგრძე 700-725მმ; ცალობითი შეკვეთებით, შემკვეთის სურვილისამებრ კეთდებოდა 750მმ-იანიც. ლულა დამზადებულია50À მარკის ფოლადისაგან მუყაოს ვაზნაზე, თუმცა შესაძლებელია ლითონის ვაზნების გამოყენებაც. სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულის არხების დიამეტრი 12 ყალიბისთვის შეადგენს 18,5მმ, 16-თვის_16,8, ხოლო 20-თვის 15,7მმ. ლულათა შევიწროება 12 ყალიბისათვის არის სტანდარტული(0,5, 1,0) 16 და 20 ყალიბებისათვის კი 0,45 და0,8მმ შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულისათვის. სიბურჯღლე: 50-55% მარჯვენა და 55-60% მარცხენა ლულისათვის.
მიმაგრებულია: 3150523.jpg (5.3 Kb) · 8832914.jpg (6.5 Kb) · 3094698.jpg (6.5 Kb) · 0007712.jpg (7.2 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"

შეტყობინება დაამუშავა giohunt1982 - ხუთშაბათი, 27.12.2012, 10:27:00
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 09.01.2013, 16:22:22 | შეტყობინება # 20
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Серия двуствольных бескурковых охотничьих ружей с горизонтальным расположением стволов под бумажную гильзу длиной 70 мм. выпускалась Ижевским машиностроительным заводом с 1936 по 1946 год. В 1947 году была выпущена небольшая партия ружей мдели ИЖБ-36М, являющейся модификацией модели ИЖБ-36. Завершило серию легендарных двухстволок ружье ИЖБ-47.
Ружья ИЖБ получили высокую оценку С.А.Бутурлина.

ИСТОРИЯ СОЗДАНИЯ
ИЖБ-36 -двуствольное бескурковое охотничье ружье 12-го калибра с горизонтальным расположением стволов. Выпускалось с 1936 по 1946 г. В 1947 г. была выпущена небольшая партия ружей модели ИЖБ-36М, являвшейся модификацией модели ИЖБ-36.
Стволы ружья изготовлены из стали 50А. Длина стволов 700-710мм, их вес 1,5кг. Правый ствол-цилиндр с диаметром канала ствола 18,2 мм. Левый ствол с дульным сужением 0,8 мм. Патронник под бумажную гильзу, его диаметр 20,65 мм, длина 70,1 мм.
Особенностью данной модели являются замки-отъемы на боковых досках (фото 1). Следует отметить большое удобство в эксплуатации и надежность подкладных замков.

Ружье имеет тройное запирание поперечным болтом Гринера (фото 2) и рамкой Перде. Взвод осуществляется опусканием стволов. Предохранитель автоматический, запирает спусковые крючки. Цевье — пружинное, системы Энсона. Ложа ореховая, с пистолетной шейкой. Вес ружья 3,2 кг. Длина ружья 1130 мм.



Дополнительные стволы, изготовленные на Тульском оружейном заводе, имеют длину 752 мм и вес 1,85 кг. Сверловка патронника та же, правый ствол - улучшенный цилиндр (сужение 0,2 мм), левый — чок (сужение 0,8 мм). Баланс ружья с дополнительными стволами был несколько нарушен.
Выпущенные в конце 1945 года ружья ИЖБ-36 были неплохи по бою, но неудобны по конструкции ложи и приклада: шейка толста и коротка, движение кисти при выстреле из левого ствола неудобно.
Модель ИЖБ-36М имеет следующие отличия по сравнению с базовой моделью ИЖБ-36: усилие боевых пружин увеличено до 17 - 21 кг; ход курков увеличен до 11-12 мм; обеспечено более легкое взаимодействие деталей замка; введен отбой бойков после выстрела; усилена ложа в месте сопряжения с коробкой; вместо английской ружье имеет пистолетную ложу.
Усовершенствования были направлены на устранение осечек, среза с бойков и смятия капсюля при открывании ружья, они дали возможность одинаково легко снять или поставить цевье как при взведенных, так и спущенных курках.


После Великой Отечественной войны Ижевский завод начал сразу выпускать на базе ИЖБ-36 двуствольные бескурковые ружья ИЖБ-45, ИЖБ-46, ИЖБ-47, затем ИЖ-49. С 1947 по 1954 на базе деталей, получаемых из Ижевска, одна из киевских артелей выпускала гладкоствольные бескурковые двустволки 16-го калибра под названием «Киев-2» и «Киев-3», которые по конструкции были идентичны ИЖБ-47 и ИЖБ-49. Однако качество ружей «Киев» (сверловка, подгонка стволов и т.п.) было невысоким, и в 1954 г. выпуск ружей на Украине прекратился.
ИЖБ-46
Модификация ИЖБ-36 16-го калибра, выпущенная в 1946 году. Длина стволов 700 мм, их вес 1,6 кг, сверловка цилиндр-чок. Масса ружья 3,2 кг.
ИЖБ-47
Ружье ИЖБ-47 является модификацией ИЖБ-36 16-го калибра, реже 12-го и 20-го калибра, выпущенное в 1947 году. Стволы — цельнотянутые (фото 3). Длина стволов 16-го калибра 700 мм, их вес 1,69 кг, сверловка получок-чок, масса ружья 3-3,2 кг. Длина ружья 1130 мм. Замки ложноподкладные. Кучность для получока 47%, для чока — 57%.
Модель ИЖБ-47 имеет следующие отличительные особенности от выпускаемых ранее моделей:
— изменен наружный контур стволов;
— верхняя планка стволов цельная без стыков;
— замочные доски утолщены и укорочены;
— ударные пружины усилены до веса 17-21 кг;
— взмах ударников увеличен до 11-12 мм;
— бойки после выстрела автоматически отводятся внутрь ствольной коробки;
— введен указатель взведения ударников;
— упрочнена ложа вместе сопряжения с коробкой и удлинена шейка ложи;
изменены предохранительный и спусковой механизмы. Предохранитель надежен в работе и позволяет производить спуск ударников без удара по капсюлю;
— улучшены форма и оттелка деталей спускового механизма (спусковые крючки, скоба);
— улучшены прикладистость, а также внешний вид ружья.
В 1949 году завод получает новое задание — развернуть производство двуствольных ружей. Первоначально их предполагалось выпускать на заводе №524 (ныне — АО «Аксион»). Под руководством зам. главного конструктора предприятия М. И. Горбова была осуществлена адаптация конструкции ружья «Зауэр» модели 8 под технологию, использовавшуюся при выпуске ружья ИЖБ-47. «Переведённый на русский» «Зауэр» получил обозначение ИЖ-49.

დამატებულია (09.01.2013, 15:22:22)
---------------------------------------------
რუსულ ენაზეა, მაგრამ ალბათ ყველამ ვიცით ეს ენა და არ გაგვიჭრდბა წაკითხვა.

მიმაგრებულია: 1748760.jpg (12.8 Kb) · 6814288.jpg (41.1 Kb) · 1237745.jpg (69.1 Kb) · 1631970.jpg (50.4 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 09.01.2013, 16:29:04 | შეტყობინება # 21
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოდელთა ეს ჯგუფი გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტებზეა და სერიულად იწარმოებოდა.

1_ ИЖБ-36

2_ ИЖБ-46;

3_ИЖБ-47

ИЖБ-36_ორლულიანი თოფი 12 ყალიბისა ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. იწარმოებოდა 1936 წლიდან 1946-47 წლებამდე. გამოშვებული იყო მცირე პარტია თოფებისა ИЖБ-36М, რომელიც წარმოადგენდა ИЖБ-36-ის მოდიფიკაციას.
ლულების სიგრძე 700-710მმ, წონა(ლულა) 1,5კგ. მარჯვენა ლულა- ცილინდრი ლულის არხის დიამეტრით 18,2მმ. მარცხენა_ ლულის შევიწროებით 0,8მმ. იარაღის წონა 3,2 კგ. სიგრძე(მთლიანად) 1130მმ.
ИЖБ-36М-ს ИЖБ-36-თან შედარებით აქვს შემდეგი განსხვავებანი: საბრძოლო ზამბარების დაცემა გაზრდილია 17-21 კგ-მდე; დამცემი მექანიზმის სვლა გაზრდილია 11-12მმ-მდე; უზრუნველყოფილია საკეტის დეტალების უფრო მსუბუქი ურთიერთმოქმედება. შემოტანილი იქნა გასროლის შემდეგ ნემსის დაბრუნება( ზამბარით) საწყის პოზიციაში(პატარა განმარტება: ადრინდელ მოდელებში ნემსა ბრუნდებოდა ვაზნის თავის უკუცემის ძალით).
გაძლიერდა კონდახი კალაპოტთან შეერთების ადგილზე. კონდახს აქვს პისტოლეტური ფორმის კონდახი ე.წ. ინგლისურის ნაცვლად.

ИЖБ-46 16 ყალიბის_ИЖБ-36-ის მოდიფიკაცია გამოშვებულია 1946 წელს. ლულის სიგრძე 700მმ, რომლის სიგრძე 1,6 კგ. ცილინდრი-ჩოკის გაბურღვით. იარაღის წონა 3,2 კგ.
ИЖБ-47 16 ყალიბის, იშვიათად 12 ყალიბის_ ИЖБ-36-ის მოდიფიკაცია გამოშვებულია 1947 წელს. 16 ყალიბის ლულის სიგრძე 700მმ,მასა(ლულის)1,69 კგ. ნახევარჩოკი-ჩოკის გაბურღვით. იარაღის წონა 3,27 კგ. ნახევარჩოკის სიბურჯღლე 47%-ია, ხოლო ჩოკის- 57%.
მიმაგრებულია: 5017207.jpg (4.1 Kb) · 2935783.jpg (6.4 Kb) · 0985563.jpg (4.4 Kb)


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zaza123დრო: ოთხშაბათი, 09.01.2013, 17:43:23 | შეტყობინება # 22
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჰორიზონტალურ იჯ-ებიდან ყველას მირჩევნია იჯ-54

me var monadire
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 09.01.2013, 17:48:30 | შეტყობინება # 23
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
(zaza123)
ჰორიზონტალურ იჯ-ებიდან ყველას მირჩევნია იჯ-54

იჟ - 54 საუკეთესო სანადირო თოფადაა აღიარებული საბჭოთა კავშირის მიერ გამოშვებულ თოფებს შორის( რათქმუნდა სერიულ, რიგით თოფებში) . აგერ უკვე სამი თაობაა მონადირეებისა რომლებიც სიმპატიას გამოთქვამენ ამ თოფზე,


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
klarasiდრო: პარასკევი, 01.02.2013, 00:54:17 | შეტყობინება # 24
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ახალი იჟ-43 რამდენიმე თვის ნაყიდი სულ ალბათ 40 პატრონა ექნება ნასროლი, 500 ლარი როგორ ფასია?
და საერთოდ როგორი თოფია?
თუ შეგიძლიათ მითხრათ... 23 gimili
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 01.02.2013, 10:52:55 | შეტყობინება # 25
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
klarasi, სიმართლეს თუ გეტყვი, ნამდვილად გეწყინება.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
avtandilდრო: პარასკევი, 01.02.2013, 11:26:29 | შეტყობინება # 26
გენერალ-ლეიტენანტი
ჯგუფი: სანდო პირი.
შეტყობინება: 1207
რეპუტაცია: 6
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giohunt1982, gimili 166 166
klarasi, გაყიდე მანამ ახალია:)


მოიქეცი ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ!!!
 
klarasiდრო: პარასკევი, 01.02.2013, 12:59:15 | შეტყობინება # 27
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ მიყიდია ჯერ, 500 ლარში მომცემენ ალბათ.. არ ვარგა საერთოდ?
500-600 ლარში რას მირჩევთ ?


შეტყობინება დაამუშავა klarasi - პარასკევი, 01.02.2013, 12:59:38
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 01.02.2013, 13:01:54 | შეტყობინება # 28
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (klarasi)
არ მიყიდია ჯერ, 500 ლარში მომცემენ ალბათ.. არ ვარგა საერთოდ?

არ იყიდო. 2daf4

დამატებულია (01.02.2013, 12:01:54)
---------------------------------------------

Quote (klarasi)
500-600 ლარში რას მირჩევთ ?

მაგ ფასში ვერაფერს.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
mamalixarazuliდრო: პარასკევი, 01.02.2013, 13:18:04 | შეტყობინება # 29
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 641
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
klarasi, მაგის ყიდვას ჩახმახიანი "ტულა" იყიდო ის გირჩევნია..

"თოფს უკან,კაცი უნდა!"
 
giohunt1982დრო: პარასკევი, 01.02.2013, 15:56:49 | შეტყობინება # 30
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli, ბევრად ჯობია მართლა.

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
zaza123დრო: პარასკევი, 01.02.2013, 18:24:09 | შეტყობინება # 31
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
არ იყიდო კაცურად,მაგ იჯ-43-ს ნებისმიერი იჯი ჯობია ყველაფრით

me var monadire
 
zrichilaდრო: პარასკევი, 01.02.2013, 21:07:24 | შეტყობინება # 32
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
klarasi, ტოზ-63 ვიყიდე 2 თვის წინ 250 ლარად. არ ვემდური და იჟებს ჯობნის განსაკუთრებით იჟ-43-ს

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
klarasiდრო: პარასკევი, 01.02.2013, 23:35:46 | შეტყობინება # 33
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 12
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
და ჩახმახები მერე უხერხული სახმარი არ არის?

დამატებულია (01.02.2013, 22:35:46)
---------------------------------------------
ტოზ 63 ზე

 
hunter78დრო: პარასკევი, 01.02.2013, 23:42:18 | შეტყობინება # 34
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მართალს ამბობთ Aხლობელს აქვს იჯ43 ცოტა ნორმალურ ზარიადზე იხსნება თოფი და ვისაც ეგ მოდელი აქვს ყველა მაგ პრობლემას უჩივის ეტყობა საკეტები არ უვარგა .ისედაც ხელში რო დაიჭერ რაღაც ნეტოთ ზის 23
 
Marco-Poloდრო: პარასკევი, 01.02.2013, 23:49:02 | შეტყობინება # 35
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 251
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ-54 -ის შემდეგ იჟ-26-იც მაგარი თოფია, 166
 
zrichilaდრო: პარასკევი, 01.02.2013, 23:57:17 | შეტყობინება # 36
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
klarasi, ბავშვობიდან ვარ ჩახმახზე მიჩვეული და პრობლემა არ მაქვს მაგრამ შეუჩვეველი ადამიანისთვის მართლა უხერხული რამეა. თანაც ტოზის ჩახმახი ძალიან მძიმეა. სამაგიეროდ მიტანა და ჭრა მართლა კარგი აქვს და იმიტომ ვეგუები. იჟ 54-ც მქონდა, ისიც მაგრა ერეკებოდა, ერთნაირი შედეგები აქვთ

წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის

შეტყობინება დაამუშავა zrichila - პარასკევი, 01.02.2013, 23:57:39
 
hunter78დრო: შაბათი, 02.02.2013, 00:02:19 | შეტყობინება # 37
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჯ 54 ვნახე სტენდავიკის ნაქონი შუაში სამიზნე აქვს დამატებული .ამართლებს ეგ სამიზნე?
 
zrichilaდრო: შაბათი, 02.02.2013, 00:04:21 | შეტყობინება # 38
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 510
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
hunter78, იჟ 43 მგონდა და ვერაფერი გავუგე, იქნებ არც დაიჯეროთ და ლულა შიგნიდან შტანგერით გავზომე და იგივე ზომა ჯვარედინად არ ჩაეტია, ოვალურად იჯო გაჩარხული. ავდექი და გავაჩუქე აბა რად მინდოდა ერთი და იგივე ვაზნას სხვადასხვანაირად ისროდა.

დამატებულია (01.02.2013, 23:04:21)
---------------------------------------------

Quote (hunter78)
იჯ 54 ვნახე სტენდავიკის ნაქონი შუაში სამიზნე აქვს დამატებული .ამართლებს ეგ სამიზნე?

არა მგონია უფრო ტრიპაჩული რამე იქნება


წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის
 
hunter78დრო: შაბათი, 02.02.2013, 00:16:07 | შეტყობინება # 39
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 162
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სამიზნის დამატებას მეც ვერ ვიგეფ ჰორიზონტალზე მით უმეტეს მოძრავ ობიეკტს რომ ესვრი
 
giohunt1982დრო: შაბათი, 02.02.2013, 12:18:25 | შეტყობინება # 40
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (hunter78)
სამიზნის დამატებას მეც ვერ ვიგეფ ჰორიზონტალზე მით უმეტეს მოძრავ ობიეკტს რომ ესვრი

არის რაღაცა მუღამი, (ალბათ) .


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: შაბათი, 02.02.2013, 12:23:49 | შეტყობინება # 41
ჯგუფი: წაშლილები





Quote (hunter78)
იჯ 54 ვნახე სტენდავიკის ნაქონი შუაში სამიზნე აქვს დამატებული .ამართლებს ეგ სამიზნე?

სპორტულ მოდელებს ეგრე აქვს ყველას რაც გამოდის რო თოფის სისწორე მაქსიმალურად დაიცვა დამიზნებისას მარა ვინ უყურებს მაგას წამის მესამედში ისვრიან და მაგას რო უყურო და ასწორო სადაა მაგდენი დრო? გამოუსადეგაააარ ია ტაკ დუმაიუ 23
 
giohunt1982დრო: შაბათი, 02.02.2013, 13:08:18 | შეტყობინება # 42
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
გამოუსადეგაააარ ია ტაკ დუმაიუ

აბა რაღაზე აყენებენ?? რა აზრი აქვს??


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
bichi2009დრო: შაბათი, 02.02.2013, 13:28:03 | შეტყობინება # 43
ჯგუფი: წაშლილები





giohunt1982, ალბათ მისაჩვევად რო პირველი სამიზნე უფრო ახლოა და თვალმა სწრაფად რო იპოვოს ჩემი აზრით ეგ სასწავლო პონრია და მეტი არაფერი. მონადირულ ამბავში გამოუსადეგარი პირადად ჩემთვის.
 
gelka72დრო: შაბათი, 02.02.2013, 15:37:12 | შეტყობინება # 44
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 136
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თოფი ჰორიზონტალური განლაგებით არ მქონია, მარა სიმპატიურათ კი გამოიყურება ძაიან. უფრო მე-20 საუკუნეს მაგონებს ეგეთ სტილის თოფები

qadagishvili
 
giohunt1982დრო: შაბათი, 02.02.2013, 16:13:15 | შეტყობინება # 45
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (bichi2009)
მონადირულ ამბავში გამოუსადეგარი პირადად ჩემთვის.

კი, მაგაში გეთანხმები.


მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
balu78დრო: სამშაბათი, 05.02.2013, 02:37:30 | შეტყობინება # 46
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 74
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
mamalixarazuli, მართალი ხარ ძმაო ტოზ-ბმ , ეგრედ წოდებული '' ტულა'' მართლა ჯობია იჟ-43-ს, თან გაცილებით . თუ ჩახმახები დისკომფორტს არ გიქმნის ტოზ-ბმ მაგარი უღალატო თოფია, თან ნებისმიერ იჟს ჯობია გატანაში 10 15

d.xvedelidze
 
ENUQICHIდრო: სამშაბათი, 05.02.2013, 03:20:08 | შეტყობინება # 47
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1055
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიჭებო ამ თემას როცა ვაკეთებდი იმ თავითვე ავღნიშნე რომ ეს იყო ნაწილი საიტზე იარაღების გრაფისა რომელიც მომავალში გაგეთდება, ამიტომ წაიშლება სხვა ფოსტები და დარჩება საქმე, კი კარგია ამა თუ იმ თოფზე არა ძირითადი ფოსტების წერა მაგრამ თუ საქმის გაკეთება გვინდა დავფოსტოთ ჰორიზონტალურ ლულებზე თოფები ისე როგორც მე გავაკეთე (სასურველია ისეთი განლაგებით, ისეთი შრიფტით და ა.შ.). ეს თემა დროებითად ჩათვალეთ და მიხვდებით მერე რაც უნდა გაკეთდეს აქ/..

★ஜ۩۞۩ஜ★
 
giohunt1982დრო: სამშაბათი, 05.02.2013, 22:25:35 | შეტყობინება # 48
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ENUQICHI, გადავიდეთ, ვეროპულ ჰორიზონტალებზე??? (სასაუბროდ მაინც gimili )

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ringoდრო: სამშაბათი, 05.02.2013, 23:48:08 | შეტყობინება # 49
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 401
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ-26-ე მაქვს , კარგი თოფია . მე მომწონს და კმაყოფილი ვარ.

დამატებულია (05.02.2013, 22:48:08)
---------------------------------------------
ENUQICHI კარგი თემა, ყოჩაღ 39 მიდიდ დაცხეთ ბიჭებო ამ თოფის დადებითი და უარყოფითი მხარეები თუ აქვს რათქმა უნდა. მეც შემოგიერთდებით ცოტახანში 10


@@@@@
 
butiliდრო: ოთხშაბათი, 06.02.2013, 21:30:56 | შეტყობინება # 50
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 132
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გორიზონტალურს ძამა, ვერტიკალურთან შედარებით ერტი ნაკლი აქვს. ესაა ლულების ვიბრაცია სროლის მომენტში რაც ვერტიკალურს უფრო ნაკლები აქვს gimili

kola
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
  • 2
  • »
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика