00:54:39
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
იშვიათი ეგზემპლიარები
boika555დრო: კვირა, 08.07.2012, 16:01:24 | შეტყობინება # 1
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
აქ ვისაუბროთ ისეთ ცეცხსასროლ იარაღებზე რომელიც მხოლოდ ერთი ან რომოდენიმე არის გამზადებული და უნიკალურია როგორც ვიზუალურად ისე ხარისხით.

დამატებულია (08.07.2012, 14:34:26)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:35:38)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:36:19)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:37:11)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:37:43)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:38:59)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:39:29)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:40:09)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:40:40)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:41:16)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:42:36)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:43:19)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:44:06)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:45:13)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:47:51)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:48:29)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:49:09)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:54:21)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:54:48)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:56:10)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:56:47)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:57:26)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:58:09)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:59:17)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 14:59:54)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:01:24)
---------------------------------------------


ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
fshaveloდრო: კვირა, 08.07.2012, 16:02:48 | შეტყობინება # 2
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 923
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ასე სურათების დაყრას რა აზრი აქვს? მიაწერო რომელი რა თოფია და რა მონაცემები აქვს არ სჯობს?

საქართველოს მთა-გორების ხორუმი, ვაზი ვაზზე ლერწებგადალასტული, ალაგ თითა, ალაგ ალადასტური . . .
 
alekoდრო: კვირა, 08.07.2012, 16:04:32 | შეტყობინება # 3
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (fshavelo)
ასე სურათების დაყრას რა აზრი აქვს? მიაწერო რომელი რა თოფია და რა მონაცემები აქვს არ სჯობს?

+ და არის ტემა "ძვირფასი თოფი" და ეს მემგონი გაიგივებულია იმასტან.


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
boika555დრო: კვირა, 08.07.2012, 23:00:04 | შეტყობინება # 4
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Johann Fanzoj

დამატებულია (08.07.2012, 15:34:23)
---------------------------------------------


დამატებულია (08.07.2012, 15:34:42)
---------------------------------------------
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დიდ ავსტრიულ ფირმას, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენელი უდგას სათავეში.

ფანზოის გვარი თავის სახელობით იარაღს 1790 წლიდან აკეთებს ფერლახში. ამდენწლიანმა სტაჟმა ინდივიდუალური ხელწერა და ესთეტიკა შემატა მათ სამლულიანებს(ოთხიანებსაც), ექსპრესებსა და კლასიკურ ორიანებს.

ნადირობის სიყვარული და იარაღის წარმოების საიდუმლოებანი მამისაგან შვილებზე გადადიოდა თაობიდან თაობაში(აღსანიშნავია, რომ დღეს ამ გვარს გააჩნია უზარმაზარი სანადირო სავარგულები საკუთრებაში). 1999 წლიდან ფირმის ხელმძღვანელობა დანიელა ფანზოიმ ჩიბარა. თავიდან ეს მოულოდნელობა იყო, რადგან მამას(იოჰან ფანზოის) ვაჟიშვილიც ყავდა, თუმცა დანიელა მიზანმიმართულად ემზადებოდა ამ ეტაპისათვის: სწავლობდა იარაღთწარმოებას, სანადირო იარაღის ბაზარს და მუშაობდა ამ სფეროში. მან იმთავითვე განსაზღვრა თავისი ნიშა_,,ხელით შრომას+საცალო ეგზემპლიარები+ ხელოვნება".

დამატებულია (08.07.2012, 15:35:19)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:36:56)
---------------------------------------------
როგორც წესი, ფირმის კლიენტები უმდიდრესი ხალხია, რომლებსაც შესაბამისად ელიტარული მოთხოვნები აქვთ ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. იარაღი , რომელსაც უკვეთავენ უდა იყოს პირველრიგში უნიკალური, დამზადებული უნდა იყოს უმაღლესი ხარისხით, იდეალური მორგებულობით, საუკეთესო ლითონისა და ხის მასალებით და ერთადერთი !!! ამ მოთხოვნების შესრულებით ფირმა მხოლოდ 20-მდე თოფის წარმოებას ახერხებს წელიწადში.
ფირმა სალულედ იყენებს Boehler Super Blitz-ის ავსტრიულ ფოლადს. ლულები დემიბლოკია, რომლებშიც მაქსიმალური დასაშვები წნევა 1100-1200 ატმოსფეროს შეადგენს(შეადარეთ რიგით სტანდარტულებს_ 650-700-750!). ამასთან ერთად ხაზგასასმელია ამ ფოლადის სიმსუბუქე.

დამატებულია (08.07.2012, 15:38:28)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:39:55)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:40:15)
---------------------------------------------
ფირმა Karl Hauptmann არც თუ ისე ძველი საწარმოა. საგვარეულო მეიარაღეთა დინასტიის დამფუძნებლად გეორგ ჰაუპტმანი ითვლება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ფერლახში საიარაღო საამქრო გახსნა. დღეს ეს საამქრო აღარ არსებობს, თუმცა ოჯახში სათუთად ინახავენ დამფუძნებლის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბევრ შედევრს.
მამის კვალს შვილი კარლი გაყვა და სამუშაოდ ჯერ უდიდეს ავსტრიულ საქარმო Steyr-ში მოეწყო, ხოლო 1938 წელს მშობლიურ ფერლახში დაააფუძნა თავისი სახელობის კომპანია.
დღეს ფირმა Karl Hauptmann-ს ხელმძღვანელობს კარლის შვილი და შვილიშვილი.
საწარმო ამზადებს სანადირო იარაღს კომბინირებულ, ხრახნილ და გლუვლულიან ვარიანტში. წელიწადში იწარმოება არაუმეტეს 40 თოფისა. ფირმის სავიზიტო მოდელს წარმოადგენს ტრიპლი(სამლულიანი)_ შტუცერი სამი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულით.

დამატებულია (08.07.2012, 15:41:00)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:41:14)
---------------------------------------------
რატომ სამი ლულა ჰორიზონტალში??? სწორედ ესაა კონსტრუქციის გენიალურობა... სწორედ ეს იძლევა რიგ უპირატესობებს. პირველი უპირატესობა ისაა, რომ სხვა თანაბარ პირობებში ხრახნილი ლულების კლასიკური განლაგებისას(ორი ზემოთ და ერთი ქვევით) კალაპოტი უფრო მძიმეა, ვიდრე ჰაუპტმანის კალაპოტი. მეორე უპირატესობა გადატენვის სისწრაფეშია(კლასიკური კომბინირებულის ქვედა ლულა შედარებით მიუდგომელია) და ბოლოს, მესამე უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ხრახნილების კლასიკური შეერთებისას პირველ გასროლასა და შემდგომ გასროლას შორის უნდა გაკეთდეს 5-7 წამი პაუზა, რათა პირველმა ლულამ გაცივება მოასწროს(წინააღმდეგ შემთხვევაში სიზუსტე არაა აბსოლიტური). ჰაუპტმანის ლულების განლაგებისას შუა ლულა თერმო ბუფერის როლს ასრულებს და მზადდება კუთხოვანი. ეს 3 უპირატესობა იძლევა იმ წამების მოგების საშუალებას, რომელიც ზოგჯერ სასიცოცხლო მნიშვნელობის ხდება აფრიკულ ნადირობებში...

დამატებულია (08.07.2012, 15:41:34)
---------------------------------------------
როგორც წესი ტრიპლები მზადდება 8х57IRS და 9,3х74R ყალიბებისა. შეიძლება სამთავე ლულა ერთნაირი ყალიბის იყოს ან კიდის ლულები აფრიკული ყალიბისა, შუა კი უფრო მცირე ყალიბის.
შტუცერი ორსასხლეტიანია. წინა მხოლოდ შუა ლულას ემსახურება, ხოლო უკანა კიდურა ლულებს, რიგითობით_ მარჯვენა, მარცხენა.
აფრიკული საფარისათვის ჰაუპტმანი მარჯვენა-მარცხენა ლულას .470NE, ხოლო შუა ლულას 8х75RS ყალიბის ამზადებს. ასეთ მოდელზე კიდურა ლულებიც დაკუთხულია.

დამატებულია (08.07.2012, 15:42:22)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:42:37)
---------------------------------------------
ჰაუპტმანის სამლულიანები შედარებით მსუბუქებია და იწონიან 3,66 კგ-ს. ლულები კი 1,665კგ-ს.

უფრო მძიმეა ,,აფრიკული" სამიანები 5,34კგ მთლიანი და 2,64კგ ლულა.

ავსტრიაში ოთხლულიანები საყვარელი იარაღია არა მარტო მონადირეთათვის, არამედ მეიარაღეებისათვისაც, რადგან ასეთი იარღის დამზადებას უდიდესი კლასი და ოსტატობა ჭირდება. ეს კი კიდევ ერთი ხაზგასმაა უდიდეს პროფესიონალიზმზე.
ჰაუპტმანის ოთხიანებში ლულების კომბინაცია ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა ლულის სიგრძე ყოველთვის შეზღუდულია, როგორც წესი სიგრძე შეადგენს 60 სმ-ს.

დამატებულია (08.07.2012, 15:43:43)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:43:59)
---------------------------------------------
როგორც ყველა დიდი ,,შტუჩნიკი" კარლ ჰაუპტმანი გრავირებას ძალიან მარალ დონეზე აკეთებს:

დამატებულია (08.07.2012, 15:44:39)
---------------------------------------------
მწარმოებელი თავის ნაწარმზე 15 წლიან გარანტიას იძლევა. ამ ხნის მანძილზე ფირმა ღებულობს ყველა პრეტენზიას, აღმოფხვრის მათ, უფრო მეტიც, ნებისმიერ დროს მზადაა უკან გამოისყიდოს თავისი თოფი.
მაგრამ ამ ფირმის არსებობის მანძილზე ჯერ არ წარმოქმნილა ასეთი საჭიროება!!!

დამატებულია (08.07.2012, 15:45:38)
---------------------------------------------
FAMARS

დამატებულია (08.07.2012, 15:45:55)
---------------------------------------------
ყველაფერი 1967 წელს გარდონში დაიწყო, როცა ორმა ნიჭიერმა ოსტატმა მარიო აბიატიკომ და რემო სალვინელიმ ფირმა დააფუძნეს. მათ კლასიკური ბრიტანული კონსტრუქციისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის შერწყმით, ერთბაშად მოინადირეს იარაღის მოყვარულთა გულები ევროპასა და ამერიკაში.
აბრევიატურა FAMARS დამფუძნებლების ინიციალებისაგან წარმოიშვა _Fabbrica Armi Mario Abbiatico e Remo Salvinelli.

დამატებულია (08.07.2012, 15:47:04)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:47:19)
---------------------------------------------
ფირმის პროდუქცია ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში დამფუძნებელს, უნიჭიერეს გრავიორს, მარიო აბიატიკოს ეკუთვნის. 1980 წელს გამოცემული მისი წიგნი ,,თანამედროვე გრავირება ცეცხლასროლ იარაღზე" ითვლება ამ მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაშრომად. ამ ნაშრომის პირველი 2 ეგზემპლიარი რონადლ რეიგანსა და ბრიტანეთის დედოფალს მიართვეს. 1982 წელს გამოიცა იმავე ავტორის კიდევ ერთი ნაშრომი სახელწოდებით ,,სპორტული იარაღის გრავირება". ამ ორი წიგნის გავლენით მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გრავირების შეკვეთა იტალიაში ხდება(!!!)

დამატებულია (08.07.2012, 15:47:30)
---------------------------------------------
მარიო აბიატიკო 1984 წელს გარდაიცვალა. მისი იდეები და სტილი დღემდე ასახულია FAMARS-ის თითოეულ თოფში, რასაც ყველაფერთან ერთად განაპირობებს ამ ფირმის პრეზიდენტის პოსტზე მარიოს უფროსი ქალიშვილის, ქრისტინას ყოფნა.
იარღის თითოეული ეგზემპლიარი კონკრეტული შემკვეთის პროპორციებსა და გემოვნების მიხედვით კეთდება.
შემკვეთს თითოეული დეტალისა და კომპონენტის არჩევა თავად შეუძლია. გრავირების სიუჟეტის გადმოცემა კი თხრობის შემდეგ ესკიზებად მიეწოდება მას.
შემდეგ საქმე ხის მასალის არჩევანზე დგება. არჩევანი მართლაც რომ ზღაპრულია.

დამატებულია (08.07.2012, 15:47:50)
---------------------------------------------
შეკვეთა გაკეთებულია... თუმცა კლიენტს კიდევ ერთჯერ მოუწევს ფირმაში მისვლა, რათა გამოსცადოს სტენდზე და კიდევ ერთჯერ მოირგოს. მხოლოდ ამის შემდეგ უკეთებენ გრავირებასა და შებოლვას(ლულებს).
რით აიხსნება FAMARS-ის დიდი წარმატება? ეს არა მხოლოდ ხისა და მეტალის უმაღლესი ხარისხის შერწყმაა, არამედ ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები

დამატებულია (08.07.2012, 15:48:03)
---------------------------------------------
ფირმის წლიური წარმადობა 80 ერთეულს არ აღემატება. კლიენტები კი უმეტესად ფინანსურად კარგად უზრუნველყოფილი ხალხია. მათ შორის გვირგვინოსნებიც. FAMARS-ის თოფების შეძენა კარგი კაპიტალდაბანდებაა, რამეთუ ნაწარმის ფასი აუქციონებზე მუდმივად მზარდია.

დამატებულია (08.07.2012, 15:48:38)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:48:51)
---------------------------------------------
70-იანი წლების ბოლოს FAMARS-ის წარმომადგენლებმა შეისწავლეს ბაზარი და დაასკვნეს, რომ საშუალოსტატისტიკური ევროპელი მონადირე აფანატებს ინგლისურ თოფებზე, მაგრამ ამ იარაღის ფასი მიუწვდომელია მისთვის(15-25 ათასი$). ასეთი ევროპელი მონადირისათვის ოპტიმალური ფასი 3-5 ათასი დოლარია.
ამ მონაცემების შესაბამისად ფირმამ თავისი პროდუქტი დაყო რამდენიმე კატეგორიად: საშუალოდ 15 ათას დოლარიანი( მოდელები Zeus, Venus, Tribute, Antares) და 4-7 ათას დოლარიანი. მაგრამ კონკრეტული შემკვეთის სურვილებისა და ფინანსების გათვალისწინებით შედევრების გაკეთებაც შესაძლებელია.
1980 წელს ლონდონის კრისტის აუქციონზე ფამარსის ჩახმახიანმა ორპირამ Castore თავისი ფასით გაუსწრო ინგლისურ თოფებს.

დამატებულია (08.07.2012, 15:51:23)
---------------------------------------------
Ludwig Borovnik

დამატებულია (08.07.2012, 15:52:10)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:52:20)
---------------------------------------------
1848 წელს ავსტრიის ქალაქ ფერლახის ბურგომისტრმა ლუდვიგ ბოროვნიკმა(მაშინ 24 წლის იყო) თავისი საიარაღო საამქრო დააფუძნა. საწარმო თავიდანვე ელიტ კლასის შტუცერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. ბოროვნიკი თავისი არსებობის 160 წლის მანძილზე არ ღალატობს ავსტრიული იარაღისათვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხს, სტილსა და დიზაინს. თოფები ელეგანტურებია და გამოირჩევიან ძალიან მაღალი სიზუსტით.
საწარმოს მართვა თაობიდან თაობაში ოჯახის წევრებზე გადადის. მათ შორის უმეტესობა ლუდვიგ ბოროვნიკია.
საწარმოში ნებისმიერი სახის სანადირო იარაღის შეკვეთაა შესაძლებელი ლულათა სხვადასხვა კომბინაციით. ამასთან თითოეული ეგზემპლიარი ინდივიდუალიზმითაა გაჟღენთილი.
ლითონი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფოლადია, ხოლო ხე კი მხოლოდ ელიტარული კაკალი, რომელიც საწარმოს საწყობებში მინიმუმ 20 წელი ყოვნდება. ამ ხნის მანძილზე მასალა იძენს იმ თვისებებს, რომლებიც შემდგომი დამუშავებისას საუკეთესო შედეგს იძლევა.

დამატებულია (08.07.2012, 15:52:34)
---------------------------------------------
ბოროვნიკის თოფებზე გრავირებას ავსტრიის საუკეთესო ოსტატები ასრულებენ(მაგ. ობილჩინიგი), რომლებიც სხვადასხვა სტილს გამოიყენებენ, უფრო მეტად კი ღრმა გრავირებას. გრავირებისას ხშირად გამოიყენება ოქროს ინკუსტაცია.

დამატებულია (08.07.2012, 15:54:03)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:55:15)
---------------------------------------------
Dreyse _Goehler in Berlin გერმანია

დამატებულია (08.07.2012, 15:55:57)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:56:08)
---------------------------------------------
თოფი წარმოებულია 1870-1880 წლების შუალედში; ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე; ლულა დამასკური ფოლადის; საკეტის პროტოტიპი შექმნილია 1841 წელს; გააჩნია 2 წყვილი ლულა: პირველი_ სიგრძე 680მმ 16/65 და 11,3/50; მეორე_ სიგრძე 780მმ ორთავე გლუვი 16/65. სერიული N 112

დამატებულია (08.07.2012, 15:56:44)
---------------------------------------------
J.A. Robert

დამატებულია (08.07.2012, 15:57:11)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:57:22)
---------------------------------------------
ერთ-ერთი იშვიათი ცალლულიანი სახაზინო გადატენვით. საკეტი მექანიზმი ზედა გადასაწევ ბერკეტზე. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი განლაგებულია კალაპოტში. სამიზნე თამასა და ლულა დამასკური ფოლადისა(კალაპოტი და სასხლეტი მექანიზმი ფოლადის). გათვლილია მუყაოს ვაზნებზე. დამზადებულია პარიზელი ოსტატის J.A. Robert-ის მიერ 1834 წელს(1831 წლის პატენტი ეკუთვნის მასვე). ამაზე მეტყველებს წარწერა J.A. Robert Brevete a Paris სამიზნე თამასაზე. ოსტატი მუშაობდა პარიზში 1829-1840 წლებში.
ეს უნუკალური კონსტრუქცია 1833 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის მრეწველობის აკადემიისაგან ოქროს მედლით. კიდევ ერთი ჯილდო_ოქროს მედალი, კონსტრუქციამ მიიღო 1834 წელს პარიზში.
ეს სისტემა იმ დროის ბევრმა მეიარაღემ გადაიღო საფრანგეთში.

დამატებულია (08.07.2012, 15:58:54)
---------------------------------------------
Kemen Armas

დამატებულია (08.07.2012, 15:59:04)
---------------------------------------------
Kemen Armas ესპანურ საწარმოთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის იარაღის ბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა, მაგრამ მისმა პროდუქციამ(განსაკუთრებით სპორტული გლუვლულიანები) უკვე დაიმკვიდრა ადგილი. სპორტულ სარბიელზე(სხვადასხვა სახეში) ამ ფირმის თოფებს არაერთხელ გაუმარჯვიათ.
ექსპერტთა აზრით წარმატების საიდუმლო ფირმა Kemen-ის სალულე ფოლადშია, რომელსაც მაღალი დენადობის ზღვარი აქვს(120 კგ/მმ2).

დამატებულია (08.07.2012, 15:59:46)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 15:59:57)
---------------------------------------------
ამ ფოლადისაგან არა მარტო ლულებს, არამედ კალაპოტსაც ამზადებენ. მოდელთა სპექტრი რამდენიმე ვერტიკალური და ერთი ჰორიზონტალური გლუვლულიანია(ჰორიზონტალურის ლულის სიგრძე 70-76-810სმ-ა). ამ თოფების დახასიათებისას მხოლოდ ყველაზე აღმატებული ეპითეტების გამოყენება შეიძლება

დამატებულია (08.07.2012, 16:00:09)
---------------------------------------------
ყველა მოდელი აღჭურვილია სახსნელი სასხლეტ-დამცემი მექანიზმით ,რომელსავ V-სებური საბრძოლო ზამბარა და ერთი სასხლეტი აქვს(ბლიცი).
ვერტიკალურების საბაზო მოდელია Kemen КМ-4 Standard. მისი მოდიფიცირების შედეგად გამოდის Luxe, Super Luxe, Extra Luxe, Extra Gold და Suprema. თითოეულ ამ მოდელს გააჩნია შესრულების А, В და С ვარიანტები. მათი ლულის სიგრძე, შევიწროება და სხვა პარამეტრები ძალიან მრავალფეროვანია. კონდახის მასალად უმაღლესი ხარისხის კაკალია გამოყენებული.

დამატებულია (08.07.2012, 21:43:28)
---------------------------------------------
ЦКИБ СОО

დამატებულია (08.07.2012, 21:44:03)
---------------------------------------------
აღსანიშნავია, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ,,დიადი საბჭოეთის" დროსაც კი არ ამბობდენ უარს უმაღლესი კლასის იარაღზე. მაგალითად, ხრუშჩოვს ჰქონდა პერდეს თოფი, ბრეჟნევს გააჩნდა რამდენიმე ბრენდი მ.შ. კოსმი...
პარტიული ელიტაც არასოდეს ამბობდა უარს მატერიალურ სიკეთეებზე. იმდენად რამდენადაც ქვეყანაში უმაღლესი კლასის იარაღის მასიურად შემოტანა საზღვარგარეთიდან არ შეიძლებოდა, 1945 წლის მაისში ტულის ქარხანასთან შეიქმნა ,,საიარაღო ოსტატთა სკოლა", რომელიც იმ დროინდელ მოწინავე მეიარაღეთა კრებულს წარმოადგენდა. უკვე 1946 წლის აგვისტოში კი ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა ЦКИБ СОО(სპორტული და სამონადირეო იარაღის ცენტრალური საკონსტრუქტორო და კვლევითი ბიურო). ამ დაწესებულებაში გაკეთებულია(უფრო სწორია ითქვას მოპარული და გადმოტანილია) მც-ს თოფების ბევრი ბრწყინვალე მოდელი. ამ დაწესებულების კონსტრუქტორებმა არ დაიწყეს ახლიდან ველოსიპედის გამოგონება, აიღეს მსოფლიოს საუკეთესო იარაღი და გადააასლეს

დამატებულია (08.07.2012, 21:44:19)
---------------------------------------------
რაც შეეხება ძალიან მაღალ რესურსს, ეს გენმდივნების დამსახურება უფროა, ვიდრე საწარმოსი, რადგან დღეს მხოლოდ წარმოდგენა შეიძლება იმ პასუხისმგებლობისა, რასაც თითოეული ოსტატი განიცდიდა ხრუშჩოვისათვის, ბრეჟნევისათვის და მთელი პარტელიტისათვის თოფების დამზადებისას. სწორედ ძალიან მაღალი რესურსის ძიებამ მიიყვანა კონსტრუქტორები 3ХН2МФА მარკის ფოლადამდე, რომელიც მსოფლიოს არცერთი ფირმის მიერ არ გამოიყებნება თოფის დამზადებისას. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ამ ფოლადზე გრავირების ტექნოლოგიას მხოლოდ ЦКИБ-ი ფლობს

დამატებულია (08.07.2012, 21:44:54)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:45:11)
---------------------------------------------
აქ მინდა მოკლედ გაგაცნოთ 1948- 1950 წლებში გამოსული მოდელები ТС-1 და ТС-2(ТС ანუ Тульское садочное).
ეს თოფები ლულების ჰორიზონტალური განლაგებითაა და განკუთვნილი იყო სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე.

დამატებულია (08.07.2012, 21:45:48)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:46:00)
---------------------------------------------
ТС-1 გამოდიოდა 1948-1950 წლებში. ლულის სიგრძე 72სმ; სავაზნე 70მმ; ლულათა შევიწროება 0,8მმ მარჯვენა და 1,0 მარცხენა; საკეტი პერდეს ჩარჩო და გრინერის ჭანჭიკი. საბრძოლო ზამბარა იძაბება ლულათა გადახსნისას; წონა 3,6-3,8 კგ.
ТС-2 გამოდიოდა მხოლოდ 1950 წელს. ეს არის მოდერნიზებული ТС-1. საბაზოსაგან განასხვავებს ლულის სიგრძე(76სმ) და უფრო მეტად შევიწროებული ლულები(1,0მმ მარჯვენა და 1,25მმ მარცხენა). ამასთან ერთად მოდერნიზებულ მოდელში ექსტრაქტორი შეიცვალა ეჟექტორით და საკეტს მოეხსნა გრინერის ჭანჭიკი. ТС-2-ში ჩაქუჩები შედგება გადახსნისას, ხოლო საბრძოლო ზამბარა კი დაკეტვისას. კიდევ ერთი განმასხვავებელი არის საკიდი სარტყელის ანტაბკების არქონა. მისი წონა შეადგენს 3,4-3,7 კგ-ს.

ეს თოფები რამდენადმე მოუხეშავი და ბრწყინვალებას მოკლებულია, თუმცა საიმედოობა უმაღლეს დონეზეა ასული. მათი რესურსი უნდა ყოფილიყო 30-40 ათასი გასროლა, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მაჩვენებელი რამდენჯერმე მეტია(!!!).
1950 წელს ТС-2 ღირდა 6500 მანეთი, დღეისათვის კი მისი ფასი დაახლოებით 10 000 დოლარია.

დამატებულია (08.07.2012, 21:46:43)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:46:52)
---------------------------------------------
,,Русская охота"-ს სერიით ჩაფიქრებული იყო 4 საკოლექციო თოფის დამზადება.

პირველი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ЦКИБ-ი ე.წ. ,,თეთრი" სახით თოფებს არ უშვებს. ეს პრობლემა ოსტატმა ს. საპოჟნიკოვმა მოაგვარა, რომელმაც კალაპოტი გაწმინდა.
შემდეგი პრობლემა მდგომარეობდა იმაში რომ ЦКИБ-ის ნაწარმის თოფები დიდ რესურსზეა გათვლილი, კალაპოტებიც ძალიან მაგარი ნაწრთობი აქვთ. აქ გრავიორს არაერთი მძიმე დღე ექნებოდა გასავლელი.
აუცილებელი გახდა კონდახის შეცვლა, რათა ძალიან მაგარი კაკალი(აქაც რესურსზე გათვლილი) შეეცვალათ სტრუქტურულად ლამაზი, ღია ფაქტურით. კონდახის შეცვლა შეასრულა ვ. გუსკოვმა.
გრავირების სიუჟეტი რუსეთის მეფის ერთ-ერთი ნადირობაა, რომელიც ლამის ტრაგედიით დასრულდა(ნამდვილი ამბავი): ალექსანდრე მეორე სანადიროდ გახლდათ ტყეში. დათვმა ორი მარეკი დაჭრა ვიდრე სასროლ პოზიციაზე გამოვიდოდა, სადაც მეფე იდგა. უცებ ნადირი მეფესთან რამდენიმე ნაბიჯზე მიიჭრა და ამ დროს მეფე ალექსანდრემ გაისროლა. ნადირი დაიჭრა... მეორე გასროლა მეფემ ვერ მოახერხა... ამ დროს ერთმა მარეკმა ნადირს ესროლა, ხოლო მეორემ შუბი ჩასცა დათვს. ნადირი მეფის ფეხებთან დაეცა.
ამ სიუჟეტის გადმოცემა მთელი დრამატიზმითა და დინამიზმით გრავიორმა ევგენი გენერალოვმა შეძლო. ესკიზები კი ანიმატორმა ვადიმ გორბატოვმა მოამზადა.
გენერალოვმა გრავირებას 2 წელზე მეტი მოანდომა. მარცხენა დაფაზე რუსული მწევრების მელაზე ნადირობის სიუჟეტია.

დამატებულია (08.07.2012, 21:47:21)
---------------------------------------------
Granger

დამატებულია (08.07.2012, 21:47:34)
---------------------------------------------
მცირე კომპანია გრანჟე, რომელიც 100 წელზე მეტია საცალო შესრულების იარაღს უშვებს, 1902 წელს დაფუძნდა საფრანგეთის საიარაღო წარმოების ცენტრში სენტ-ეტიენში. დამფუძნებეილი კიორ ტიროდი იყო. კიორ ტიროდი ამ ქალაქის საუკეთესო ოსტატად იყო აღიარებული. სწორედ მას შეუკვეთეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ალბერტ ლებრანის სასაჩუქრე შტუცერი, რომელიც ქვეყნის მმართველს 1933 წელს სენტ-ეტიენსი სტუმრობისას გადაეცა.
შემდეგი წარმატება ოსტატ ენრი გიშართანაა დაკავშირებული(მან საწარმო 1934 წელს შეიძინა). საწარმოს პროდუქცია საერთაშორისო პრიზებით რამდენჯერმე იყო დაჯილდოებული. მათ შორის პარიზის გამოფენის ოქროს მედლით 1937 წელს.
ჟორჟ გრანჟემ 20 წელზე მეტი იმუშავა გიშართან ერთად და 1967 წლიდან საწარმო მთლიანად გრანჟეს მფლობელობაში გადადის. ახალ მეპატრონეს 1968 წელს საფრანგეთის საუკეთესო ოსტატის წოდება მიანიჭეს, 1978 წელს კი სანიმუშო ოსტატის წოდება ერგო, ხოლო 1979 წელს მან მიიღო ჯილდო ნომინაციით ,,სანადირო თოფი_ ხელოვნების ნიმუში".
ამ ტიტულებიდან გამომდინარე არაა გასაკვირი, რომ საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილი უნიკალური გლუვლულიანის გაკეთება ჟორჟ გრანჟეს მიანდეს.
ეს შედევრი 1913 წელს წარმოებული ჰორიზონტალური გლუვლულიანის პროტოტიპია. საკეტი ჰოლანდ-ჰოლანდის ტიპისაა და გვერდით დაფებზეა განლაგებული.
ჟორჟ გრანჟეს ამ თოფის გაკეთებაზე 800 სამუშაო საათზე მეტი დაეხარჯა. თუმცა მისი ფასეულობის ყველაზე დიდი განმსაზღვრელი იარაღზე შესრულებული გრავირებაა, რომელიც კრისტიან ფრეიკონმა შეასრულა.
კალაპოტსა და ლულებზე ლუდოვიკო XVl-ისა და მარია-ანტუანეტას პორტრეტებია გრავირებული.
ბასტილიის აღებისა და გილიოტინის გრავირებამ განსაკუთრებული ხიბლი მიანიჭა იარაღს.
ავტორს არც ერთი დეტალი არ გამორჩენია: კარეტის ბორბლის სამაგრი, სახლებზე აგურის წყობა და რაოდენობა აბსოლიტური ისტორიული სიზუსტითაა გადმოცემული.
გადასახსნელ ბერკეტზე ოქროს ლილიაა აღბეჭდილი, ხოლო მცველს ისტორიული გრენადერის სახე აქვს.
კრისტიან ფრეიკონმა გრავირებაზე 700 სამუშაო საათი დახარჯა(!!!).
სულ შედევრის დამზადებაზე 1500 სამუშაო საათზე მეტია დახარჯული.
ამ თოფს ასევე ქვია:,,საფრანგეთის რევოლუციის 200 წლისთავი". შედევრის მფლობელია ჯეკ ბრიუსონი.

დამატებულია (08.07.2012, 21:48:30)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:49:05)
---------------------------------------------
1993 წლიდან ფირმა პროფესიონალი მეიარაღის ლევის საკუთრებაა, რომელიც საწარმოში პირველად 1981 წელს გამოჩნდა. ამჟამად აქ მხოლოდ 2 ოსტატი მუშაობს და წლიური წარმადობა 2-3 თოფია.

დამატებულია (08.07.2012, 21:49:26)
---------------------------------------------
Franz Sodia

დამატებულია (08.07.2012, 21:50:03)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:50:17)
---------------------------------------------
1558 წელს ავსტრიის იმპერატორმა ფერდინანდმა, ფერლახში დააფუძნა სახელმწიფო საიარაღო ფაბრიკა, რომლის ხელმძღვანელობა ჰოლანდიიდან მოწვეულ სპეციალისტებს დაავალა. ამ საწარმოში დაიწყო ავსტრიული საიარაღო წარმოების ეპოპეა. ამ ფაბრიკაში შეისწავლეს პროფესია და შემდგომი განვითარება ჰპოვეს ავსტრიელმა ოსტატებმა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჭედურობის, გრავირების, ლულის წარმოებისა და კონდახის დამზადების საიდუმლოებანი...
მე–17 საუკუნიდან ამ საწარმოდან გამოსვლა და საკუთარი საქმის წამოწყება დაიწყეს მთელმა რიგმა ოსტატებისა, რომლებიც უმეტესად ძვირფასი იარაღის დამზადებით დაკავდნენ.
1869 წელს ახალგაზრდა ანტონ ზოდია ჩამოდის ფერლახში. ის ცოლად ირთავს გოგონას შეძლებული ოჯახიდან(იარაღის ოსტატის ოჯახიდან), ხოლო 1871 წელს კი ისაკუთრებს სიმამრის საიარაღო საამქროს. სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
40 წლის შემდეგ მისი ექვსი შვილიდან ერთ–ერთი, ფრანცი(სწორედ მისი სახელობისაა ფირმა) ქალაქის ცენტრში აშენებს დიდ საწარმოს სადაც კიდევ უფრო უფრო გაზრდილი მასშტაბით იწყებს იარაღის გამოშვებას.
ზოდიას წარმოებული შტუცერები და გლუვლულიანები იყიდებოდა ვენაში, პრაღაში, ბერლინსა და სოფიაში. წარმოება კიდევ უფრო განვითარდა პირველი მსოფიო ომის შემდგომ. 1929 წელს ფრანც ზოდიამ საწარმოს შენობას ახალი კორპუსი დაუმატა, შეიძინა ახალი დაზგები და დაიქირავა 30–ზე მეტი ოსტატი. ამ პერიოდიდან გაჩნდა შესაძლებლობა ეწარმოებინა თოფი თავიდან ბოლომდე_ ეწარმოებინა ყველა დეტალი ადგილზე.

დამატებულია (08.07.2012, 21:50:33)
---------------------------------------------
ფრანც ზოდიას სიკვდილის შემდეგ 1935 წელს ბიზნესის აღმასვლამ იკლო. ბაზრის მოთხოვნილება უფრო იაფ პროდუქციაზე გაკეთდა... მეორე მსოფლიო ომიც კარზე იყო...
ომის წლებში საწარმო რეიხსვერზე მუშაობდა და სანადირო პროდუქციის გამოშვება თითქმის შეწყდა.
1952 წლიდან საწარმო იბრუნებს თავის ძირითად სპეციალიზაციას და იმატებს კიდევ 2 საამქროს, რომლებიც დროის შესაფერისად უახლესი ტექნიკით დაკომპლექტდა.
ძნელია აწარმოო იარაღი სერიულად და ამავდროულად შეინარჩუნო უმაღლესი ხარისხი. სწორედ ამ ნიშას მიწვდა ზოდია. 1961 წელს ზალცბურგში საწარმოს ფილიალი გაიხსნა, რომელიც 30 წლის შემდეგ მისი სავაჭრო კომპანიის შტაბბინა გახდა. ოთხმოციან წლებში საწარმოს მსოფიო ბაზარზე გაჰქონდა შტუცერები და კლასიკური სამიანები, ბოქსფლინდები და კარაბინები. აღნიშნული იარაღი ფერლახის სტილისა და მაღალი ხარისხის იყო, თუმცა ღირდა გაცილებით იაფი

დამატებულია (08.07.2012, 21:51:10)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:51:22)
---------------------------------------------
წარმოების საუკეთესო წლებში ფირმა უშვებდა წელიწადში 1200 ერთეულ თოფს.
მასალისა და აწყობის ხარისხით, ბალისტიკითა და რესურსით ზოდია უცილობლად დგას ევროპის საუკეთესო მწარმოებელთა რიგში. ამასთან ერთად გამოირჩევა სიიაფით(!!!)
1992 წელს ფერლახში ქარხანა Franz Sodia დაიხურა, თუმცა სავაჭრო მარკა არ გამქრალა. დღეისათვის მარკა Franz Sodia-ს წარმოადგენს ზალცბურგის ფირმა.

დამატებულია (08.07.2012, 21:52:00)
---------------------------------------------

დამატებულია (08.07.2012, 21:53:33)
---------------------------------------------
,,შავი ქვრივის" ამბორი

დამატებულია (08.07.2012, 21:53:46)
---------------------------------------------
თოფი სრულყოფილი მექანიზმია, რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი. ის ხშირად არა მარტო დამამზადებელზე დიდ ხანს არსებობს, არამედ საუკუნეების ქარტეხილებს უძლებს და შემდგომ თაობებს თუ მოვლენებს მოესწრება. მთელი ამ ხნის მანძილზე დამსახურებულად ან შემთხვევით სხვადასხვა ისტორიის თანამონაწილე ხდება.
ალბათ გაგვიგია როცა ამბობენ: ,,ასეთი ფოლადი აღარ გამოდის" ,,ასეთი კაკალი უკვე აღარ იზრდება". სიმართლე და ჭორი ერთმანეთში იხლართება. ზოგჯერ მათ ამა თუ იმ სახელებს არქმევენ და ლეგენდები იბადება. ადამიანების ისტორია თოფების ისტორია ხდება და პირიქით.
თანამედროვე მყიდველი, რომელიც უმაღლესი კლასის იარაღს იძენს, საკმაოდ განებივრებულია დიდი არჩევანით. უმაღლესი კლასის ეგზოტიკური კაკალი, ყველაზე მტკიცე ფოლადი, გამაოგნებელი მდიდრული გრავირება, და ა.შ. ზოგჯერ ამდენი ,,სიმდიდრე" მომაბეზრებელი ხდება, აბსურდამდე მიდის და საერთოდ დაუგრავირებელი თოფის მოთხოვნილება ყალიბდება...
20-იან წლებში როცა ინდოელი მახარაჯები ძვირფასი ქვებით ინკუსტირებულ თოფებს უკვეთავდნენ, ზოგიერთი კლიენტი მოუხატველ, დაუგრავირებელ თოფს ითხოვდა, რომელსაც მხოლოდ ოქსიდირება(შებოლვა) ექნებოდა გაკეთებული. ასეთ თოფებს ,,შავი ქვრივები" უწოდეს.
პერდეს ერთ-ერთი დილერი აღნიშნავდა, რომ პირველად კომპანიაში არანაირი მიზანმიმართული მარკეტინგული სვლა არ გაკეთებულა დაუგრავირებელი თოფების შესაქმნელად. უპრიანია ითქვას, რომ ეს შემთხვევით მოხდა. კლიენტებმა მოითხოვეს მოუხატველი თოფები, რათა ნადირობაში რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ დაეგრავირებინათ ისინი(ან გრავირების საფასურის გადახდა არ უნდოდათ).
რასელ უილკინი(ჰოლანდის ტექნიკური დირექტორი) აღნიშნავს: ,,დაუგრავირებელი თოფები ტექნიკურად სრულყოფილია, მას არა აქვს მხოლოდ მხატვრული დამუშავება . მეტალი ოქსიდირებულია ლითონის დაცვის მიზნით. თუ კლიენტი ამას ითხოვს, ჩვენ უარს არ ვეუბნებით."
დონალდ დალასი თავის სამ


ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - კვირა, 08.07.2012, 16:36:37
 
alekoდრო: ორშაბათი, 09.07.2012, 10:28:28 | შეტყობინება # 5
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 1347
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote (zrichila)
aleko, მე მგონი boika555,-მა დაიმსახურა

მე იარღის და მათზე ინფორმაციის დადების არანაირი წინააღმდეგი არ ვარ, არც სადმე დამიწერია ეგ! მე უბრალოდ აღვნიშნე, რომ მსგავსი თემა იყომეტქი. ნამუშევარი კარგია, აჰა ბატონო 10 10
მაგრამ: ეცადე ერტ პოსტში მოაქციო და ნუ ამატებ, რადგან რთულდება გაგება, რომელ სურატს რომელი ტექსტი უწერია.


"საქების ქება და გასაკიცხის კიცხვა, ადამიანის აღზრდას ემსახურება"
 
boika555დრო: ოთხშაბათი, 11.07.2012, 15:03:34 | შეტყობინება # 6
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Jakob Reeb-ის თოფი მონარქისათვის

უკანასკნელი გერმანელი იმპერატორი ვილჰემ მეორე ნადირობის დიდი ფანატი იყო. თანდაყოლილი ნაკლის გამო მას სრულფასოვნად არ შეეძლო თოფის დაჭერა(გართულებული მშობიარობის შედეგად ვილჰემ მეორე მოევლინა ამ ქვეყანას მარცხენა ხელის დეფექტითა და მხრის ნერვის გაწყვეტით). 1911 წელს სპეციალური იარაღი მონარქისათვის Jakob Reeb-ის ფირმამ დაამზადა. იარაღის სისტემა ინგლისშია დამზადებული, ხოლო აწყობა და ,,დაყვანა" გერმანიაში(ზულში) მოხდა.
ეს ანტიკვარული ორლულიანი 20 ყალიბისაა(გამოსულია აგრეთვე 16 ყალიბისაც); ძალიან ელეგანტური, სადა შესახედია და იმთავითვე თვალშისაცემია ის დეტალი, რომ თოფს სასხლეტი კავები და ფარი არ გააჩნია!!! დასხლეტას აწარმოებს სასხლეტი ღილაკები, რომლებიც განლაგებულია კალაპოტის გაგრძელებულ კუდზე ზემოთ მხარეს და იმართება ცერა თითით. მცველის ფუნქციას ასრულებს დამცავი ფირფიტა( გადასახსნელი ბერკეტის გადაწევისას ფირფიტა წინ იწევს და სასხლეტი ღილაკები მიუწვდომელი ხდება)
ლულის სიგრძე 75 სმ; სავაზნე 70მმ; შევიწროება ორთავე ლულისათვის 0,8მმ;კონდახი ფრანგული კაკლისაა; სერიული ნომერი 3033.

დამატებულია (09.07.2012, 13:32:15)
---------------------------------------------
peter hofer
წარმოგიდგენთ ერთ–ერთ უნიკალურ სამლულიანს პიტერ ჰოფერის შესრულებით(ფერლახი, ავსტრია).

ამ უნიკალური იარაღის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ .17 HMR კალიბრის ტყვიის გამოსვლის შემდეგ. ლულის შიდა დიამეტრი ამ ტყვიისათვის შეადგენს 6,5მმ-ს. ლულის სიგრძე 76 სმ, ხრახნის სიღრმე 0,1მმ.
ჰოფერმა აღნიშნული ლულა განათავსა ორ ჰორიზონტალურად განლაგებულ გლუვ ლულას შორის. ასეთმა კომბინაციამ განაპირობა მისი მსგავსება კლასიკურ ორლულიანთან წონით, ბალანსითა და ზომებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ჰოფერი თავის ყველა თოფში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იარაღის სიმსუბუქეს.

ამ თოფის ცალკეული დეტალებისა და კვანძების დამზადება ძალიან დიდ შრომასა და სიზუსტეს მოითხოვდა(დამერწმუნებით ალბათ, რომ ძალიან რთულია სამიზნე თამასის ქვეშ მესამე ლულის განთავსება).
თოფს გააჩნია ორმაგი საკეტი(გვერდით დაფებზე) გლუვი ლულისათვის და ერთი ხრახნილისათვის. გლუვ ლულებს აქვთ ეჟექტორები, ხოლო ხრახნილს კი ექსტრაქტორი.
თოფს გააჩნია 2 სასხლეტი_ წინა გლუვებისათვის, რიგითობით ,,მარჯვენა-მარცხენა" და უკანა ხრახნილისათვის.
ამ თოფმა მოხსნა ყველა რეკორდი სამლულიანებისათვის წონის სიმცირეში. მისი წონა 3 კგ-ზე ნაკლებია. გლუვი ლულები შეიძლება იყოს 12,20 და 28 ყალიბებისა. ჰოფერის რეკომენდაციით, ხრახნილი ლულით ზუსტი სროლა შესაძლებელია 150 მეტრში.

დამატებულია (09.07.2012, 13:38:10)
---------------------------------------------
W.COLLATH კოლატის თოფი

დღეს მინდა წარმოგიდგინოთ კოლატის იარაღი, რომელშიც საკეტი სისტემა და მთლიანად მექანიზმი აბსოლიტურად განსხვავებულია ტრადიციული კლასიკური გერმანული იარაღისაგან.

კომპანია ,,ტეშნერი და კომპანია ფრანკფურტში"-ს (G. Teschner & Со Frankfurt) 1838 წელს შეიქმნა. აქ გეორგ ტეშნერი სხვადასხვა სისტემისა სახის იარაღს აწარმოებდა(ზუმბიანს, სარჭიანს და ა.შ). 1860–იანი წლების მეორე ნახევარში ტეშნერმა დააპროეტქა ცენტრალური აფეთქების ორლულიანი, რომელსაც ძალიან ორიგინალური საკეტი ჰქონდა.
1890–იან წლებში ამ ფირმის მესაკუთრე ვილჰემ კოლატი და მისი ოჯახი გახდნენ. ამ პერიოდიდან იარაღზე შესაბამისი სახელი(წარწერა) გაჩნდა_ W.COLLATH SОЕHNE FRANKFURT A.O. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე საწარმო უშვებდა სხვადასხვა მოდელის სანადირო იარაღს, ვაზნებსა და მასრებს. ამ ფირმის თოფების პოპულარობა საკეტის საიმედოობითა და დიდი რესურსით იყო განპირობებული. საკეტი სისტემა ინდივიდუალური, ყველასაგან განსხვავებული და ორიგინალური იყო. ამ სისტემას ჯერ ტეშნერი, ხოლო მოგვიანებით კი კოლატი დაერქვა.
კოლატის თოფის ლულა საკეტის გახსნისას ჯერ წინ იწევს, შემდეგ კი ზემოთ. დამცემი მექანიზმი იძაბება საკეტის გახსნისას. სანამ თოფი დახურული არაა დასხლეტა შეუძლებელია, რაც უსაფრთხოების მაღალ დონეზე მეტყველებს. გარდა ამისა თოფს გააჩნია მცველი, რომელიც კონდახის ყელის ზემოთაა განთავსებული. მცველის განივი განლაგებისას იკეტება ჩაქუჩები და თვალთახედვიდან იფარება სამიზნე თამასა. მცველიდან მოხსნა ხდება მისი მობრუნებით მარცხნივ.
კოლატის ამ სისტემის თოფები განკუთვნილი იყო სპეციალური სარჭიანი ვაზნებისათვის, რომელსაც იგივე საწარმო უშვებდა. მათი სპეციფიკა მდგომარეობდა იმაში, რომ ვაზნის აფეთქება ხდებოდა არა ძირიდან, არამედ გვერდიდან(ამ სისტემის დროს მიიღწევა უფრო მაღალი საწყისი სიჩქარე ჭურვისათვის, ხოლო ძირიდან აფეთქების დროს გაზების გარკვეული წილი უკუმიმართულებით გარეთ აღწევს). ამ ტიპის ვაზნები იმ ეპოქაში ყველა სამონადირეო მაღაზიაში იყიდებოდა.

აღნიშნულ ვაზნებთან მიახლოებული პროტოტიპი ამ სურათებზეა წარმოდგენილი:

მიუხედავად იმისა, რომ ვაზნების აღნიშნული ტიპი ბალისტიკას აუმჯობესებდა, მათი გამოყენება გარკვეულ სირთულესთან იყო დაკავშირებული და შესაბამისად გავრცელება ვერ ჰპოვა.
აღსანიშნავია რომ კოლატი ასეთ სისტემასთან ერთად უნიტარულ(სტანდარტულ) ვაზნებზე გათვლილ თოფებსაც უშვებდა. სწორედ ასეთ უნიტარულ ვაზნაზე გათვლილი თოფის სურთებია ქვემოთ წარმოდგენილი:


ყალიბი 16; ლულის სიგრძე 73სმ; სავაზნე 65მმ; კონდახი და ტიბჟირი უძრავადაა შეერთებული ერთმანეთში(კაკალი); გასახსნელი ბერკეტი მოპირკეთებულია რქით;
თოფი გამოშვებულია 1891წლიდან 1902 წლამდე შუალედში.

აღნიშნულ თოფს აქვს მაღალი ისტორიული და საკოლექციო ღირებულება.

დამატებულია (09.07.2012, 13:47:55)
---------------------------------------------
VO Gun and Rifle makers
ფორუმში ხშირად ვმსჯელობთ, რომელია ყველაზე მაგარი მეიარაღე ფირმა, კომპანია, ქვეყანა და ა.შ. ამან შვედი მეიარაღეების ნაკეთობანი გამახსენა, ამ თოფებში ცალკეული დეტალები სხვადასხვა ფირმისა თუ ოსტატის ნაკეთებია, მაგრამ ერთიანობაში ამ ,,შტუჩნიკებს" მოჰყავთ და ისეთ შედევრებს ღებულობენ, რომ სამეფო ოჯახებიც კი აღფრთოვანებულნი არიან ამ თოფებით!
დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთი შვედური ოჯახის, ოლსონების(მამა-შვილი) ნაკეთებ თოფებს.
ამ პატარა კომპანიას VO Gun and Rifle makers ქვია და განლაგებულია ქალაქ კრიშტიანშტადტთან ახლოს. ფირმის დამაარსებელი ვიგო ოლსონი(დაბ. 1945წ) ბავშვობის ასაკიდან გატაცებული იყო იარაღით. განათლება იტალიაში მიიღო ხისა და მეტალის დამუშავების განხრით. კომპანია 1977 წელს შეიქმნა. თავიდან ეს მცირე საამქრო-მაღაზია იყო. ოლსონი ამზადებდა და ყიდდა ტრადიციული სტილის გლუვლულიანებს, ხრახნილლულიანებსა და აქსესუარებს. თანდათან ოსტატმა ნაკეთობაში თავისი ხელწერისა და ხედვის შეტანა დაიწყო... წარმატებამაც არ დააყოვნა. მყიდველებმა უფრო მოუხშირეს ოლსონის მაღაზიაში მოსვლას, რადგან აქ უმაღლესი კლასის ხელნაკეთი ექსკლუზივები ეგულებოდათ. ფინანსურმა წარმატებამ საწარმოს განვითარება უზრუნველყო.
არაა გასაკვირი, რომ შვილი_ ულფ ოლსონის(დაბ. 1973წ) ჰობი ბავშვობიდანვე იარაღი გახდა. ადრეული წლებიდან ულფი მამის ოსტატობით აღფრთოვანდა და მის კვალზე სვლა დაიწყო. წლების განმავლობაში შვილი ოლსონი მეიარაღეობის საფუძვლებს ქვეყნის საუკეთესო ოსტატებთან ეუფლებოდა.
ულფის სწავლის დასრულების შემდეგ მამა-შვილი ხურავენ მაღაზიას და აფუძნებენ პატარა კომპანიას, რათა სრული კონცენტრაცია ამჯერად ექსკლუზიური იარაღის წარმოებაზე გადაეტანათ.

ფირმის ექსკლუზივია 1991-1992 წლებში დამუშავებული და 1994 წელს დაპატენტებული კალაპოტი და მექანიზმი Husqvarna 1900 სისტემით Take-Down, რომელც იძლევა საშუალებას ერთ თოფში გამოყენებულ იქნას რამდენიმე ყალიბისა და დიზაინის ლულა. ამ პატენტით ოლსონებმა შვედეთის წლის საუკეთესო გამოგონების პრემია მიიღეს.
მექანიზმი Husqvarna 1900 იწარმოება იტალიაში, ლულები სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში Lothar Valther-ის ფირმაში. შემდგომი დამუშავება, დაყვანა, ლულების ტესტირება, ბალანსირება კი ოლსონების კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ შვედი ოსტატები იყენებენ მრგვალ, გოფრირებულ და რვად დაკუთხულ ლულებს. მეტალის დამუშავების შემდეგ ისინი იგზავნებიან ბელგიაში, სადაც უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ ხდება იარაღის გრავირება. ოლსონების იარღის გრავირება ხელოვნების ნიმუშია. მოგახსენებთ მხოლოდ ორ საინტერესო დეტალს_ სასხლეტ ფარზეც კი სრულფასოვანი დასრულებული სიუჟეტია გრავირებული(!!!) და შემკვეთის ინიციალები 24 კარატიანი ოქროთია დაწერილი.
ფირმის ექსკლუზივია 1991-1992 წლებში დამუშავებული და 1994 წელს დაპატენტებული კალაპოტი და მექანიზმი Husqvarna 1900 სისტემით Take-Down, რომელც იძლევა საშუალებას ერთ თოფში გამოყენებულ იქნას რამდენიმე ყალიბისა და დიზაინის ლულა. ამ პატენტით ოლსონებმა შვედეთის წლის საუკეთესო გამოგონების პრემია მიიღეს.
მექანიზმი Husqvarna 1900 იწარმოება იტალიაში, ლულები სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში Lothar Valther-ის ფირმაში. შემდგომი დამუშავება, დაყვანა, ლულების ტესტირება, ბალანსირება კი ოლსონების კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ შვედი ოსტატები იყენებენ მრგვალ, გოფრირებულ და რვად დაკუთხულ ლულებს. მეტალის დამუშავების შემდეგ ისინი იგზავნებიან ბელგიაში, სადაც უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ ხდება იარაღის გრავირება. ოლსონების იარღის გრავირება ხელოვნების ნიმუშია. მოგახსენებთ მხოლოდ ორ საინტერესო დეტალს_ სასხლეტ ფარზეც კი სრულფასოვანი დასრულებული სიუჟეტია გრავირებული(!!!) და შემკვეთის ინიციალები 24 კარატიანი ოქროთია დაწერილი.
ფირმის ექსკლუზივია 1991-1992 წლებში დამუშავებული და 1994 წელს დაპატენტებული კალაპოტი და მექანიზმი Husqvarna 1900 სისტემით Take-Down, რომელც იძლევა საშუალებას ერთ თოფში გამოყენებულ იქნას რამდენიმე ყალიბისა და დიზაინის ლულა. ამ პატენტით ოლსონებმა შვედეთის წლის საუკეთესო გამოგონების პრემია მიიღეს.
მექანიზმი Husqvarna 1900 იწარმოება იტალიაში, ლულები სპეციალური შეკვეთით მზადდება გერმანიაში Lothar Valther-ის ფირმაში. შემდგომი დამუშავება, დაყვანა, ლულების ტესტირება, ბალანსირება კი ოლსონების კომპანიაში. აღსანიშნავია, რომ შვედი ოსტატები იყენებენ მრგვალ, გოფრირებულ და რვად დაკუთხულ ლულებს. მეტალის დამუშავების შემდეგ ისინი იგზავნებიან ბელგიაში, სადაც უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ ხდება იარაღის გრავირება. ოლსონების იარღის გრავირება ხელოვნების ნიმუშია. მოგახსენებთ მხოლოდ ორ საინტერესო დეტალს_ სასხლეტ ფარზეც კი სრულფასოვანი დასრულებული სიუჟეტია გრავირებული(!!!) და შემკვეთის ინიციალები 24 კარატიანი ოქროთია დაწერილი.

კონდახისათვის გამოიყენება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის კაკალი, რომლის ნახევარფაბრიკატები შემოაქვს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.
ამჟამად კომპანია მომხმარებელს სთავაზობს შემდეგ ყალიბებს: .270 Win, 6,5X55, 6,5-284, 30.06, 338-06, 9,3X62, 7მმ Rem. Mag, .300 WSM, .300 Win. Mag. და ახალი აფრიკული ყალიბი .416 Taylor.

ერთეული პროდუქციის ღირებულებაში შედის მექანიზმი Take-Down, ორი ლულა ნებისმიერი ყალიბით, ოპტიკის მონტაჟი(ოპტიკის გარეშე), ქეისი და კლუბ VO Owners Club-ის წევრობა.
ერთეული პროდუქტის გაკეთებაზე იხარჯება 6 თვიდან ორ წლამდე. კომპანია წელიწადში მაქსიმუმ 12 თოფს აკეთებს

შვედეთის მეფე კარლ-გუსტავ XVI არის სამეფო სამონადირეო კლუბის პრეზიდენტი, რომლისაგანაც 1995 წელს ვიგო ოლსონმა ბრწყინვალების ნიშანი მიიღო ხელნაკეთი შედევრებისათვის. წელიწადში ერთჯერ მეფის სასახლეში იმართება კლუბ VO Owners Club-ის წევრთა შეხვედრა.
პრინცმა კარლ-ფილიპმა 1998 წელს მოინახულა ოლსონების კომპანია და თავისი სამეფო გემოვნების დასაკმაყოფილებლად Take-Down-ის კონსტრუქცია და 6,5х55 и 7 мм Reg. Mag ყალიბების ლულები შეუკვეთა. ამ შეკვეთის შესრულება კომპანიამ 2001 წლის ბოლოს დაასრულა. საველე ტესტირების შემდეგ პრინცი აღფრთოვანებული დარჩა თავისი თოფის ხარისხითა და საუკეთესო ბალისტიკური მაჩვენებლებით. 2001 წლის შემდეგ ოლსონები შვედეთის სამეფო კარის ოფიციალური მეიარაღეები გახდნენ.
ვიგო და ულფ ოლსონების ერთ-ერთი შედევრი აფრიკული ხუთეულის თემაზეა შექმნილი. მართალია ეს ლიმიტირებული სერია აფრიკული საფარის ხუთეულს ეძღვნება, მაგრამ მიუხედავად ამისა შედგება ექვსი თოფისაგან. ხუთ მათგანზე გრავირებულია შესაბამისი ობიექტები(სპილო,მარტოტქა, კამეჩი, ლომი და ლეოპარდი), ხოლო მეექსვე თოფი ითვლება ამ კომპლექტის გვირგვინად და ეძღვნება ერნესტ ჰემინგუეის. თოფების ეს კოლექცია ითვლება ყველაზე ძვირ კოლექციად მსოფლიოში. ერთი მოდელი ღირს 295 000 დოლარზე მეტი!!!
აღნიშნული კოლექცია პირველად სტოკჰოლმში იქნა ,,გრანდ-ოტელში" გამოფენილი 2005 წელს.
ჩვენებამ სამშობლოს შემდეგ არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გადაინაცვლა, სადაც ფანტასტიური შედეგი ჰქონდა. აქვე გაიყიდა შედევრი ჰემინგუეის მოტივით იქაურ შეიხზე.

დამატებულია (09.07.2012, 13:52:38)
---------------------------------------------
Fabbri

ემდგომში განთქმული იტალიელი ოსტატი ივო ფაბბი ბავშვობიდანვე ნადირობის დიდი მოყვარული გახლდათ. ამ საქმის სიყვარულმა თავისთავად იარაღთან დააკავშირა. ის 50-იანი წლების დასაწყისში კონცერნ Fiat-ში მეტალის დამუშავებასა და ხარისხის კონტროლის მეთოდებს სწავლობს.
იმ დროისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის მეიარაღე გახლდათ ვინმე დეზენციანი, რომლის საამქროშიც ერთ-ერთი ვიზიტისას ფაბბი ნაკეთობებში გარკვეულ ხარვეზებს ამჩნევს და მათი აღმოფხვრის გზებს ასწავლის ოსტატს. დეზენციანი ახალბედა ფაბბიში ტალანტს ამჩნევს და იარაღის კეთებით დაკავებისაკენ მიუთითებს მას. ამ მიზნით ივო უკავშირდება დანიელ პერაცის, რომელიც ნებას რთავს მომავალ ვირტუოზს გამოიყენოს პერაცის საწარმოს ჩარხები და დანადგარები. სწორედ ასე შედგგა ივო ფაბბისა და პერაცის პირველი ნაცნობობა.
საქვეყნოდ ცნობილი პერაცის მოდელი MX8 ამ ორი დიდი მეიარაღის ტანდემის შედეგია. ამ მოდელის შექმნის შემდეგ ფაბბი მიხვდა, რომ დამოუკიდებელი წარმოებისათვის მომწიფდა.
თავისი პატარა საამქრო ივომ ბრეშიასთან ახლოს 1965 წელს გახსნა. 4 წლის შემდეგ გადადის კონჩეზიოში, სადაც ამჟამად განლაგებულია მისი საწარმო. ფირმაში 17 ოსტატი მუშაობს, რომელთა წარმადობა წელიწადში 30 თოფია.
ამ საწარმოში თოფის ყველა დეტალი ადგილზე მზადდება პატარა ჭანჭიკების ჩათვლით(ეს მომენტი ხასგასასმელია, რადგან საქმე გვაქვს მცირე საწარმოსთან!!!). კონდახი თავიდან ბოლომდე ხელით გამოჰყავთ, მხოლოდ ტიბჟირის საწყისი დამუშავებისათვის გამოიყენებენ ჩარხებს, ერთადერთი ეტაპი, რაც ამ საწარმოს კედლებს გარეთ კეთდება, ესაა გრავირება.

ამ ფირმის ნაკეთობათა ელიტ კლასზე მიუთითებს ის გარემოება, რომ მისი ბოკფლინდები 1 მილიონ გასროლაზეა გაანგარიშებული(!!!). ლულისათვის გამოყენებულია სპეციალური ფოლადი Vacuum arc remelting steel. ამ ფოლადისაგან დამზადებული ლულა ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე 110 კგ დაწოლას(წნევას) უძლებს.
ფაბის თოფები 12, 20, 28 და .410 ყალიბისაა. შეიძლება ერთი კალაპოტი დაკომპლექტებული იყოს სხვადასხვა ყალიბის ლულებით. ყველა ლულა დემიბლოკია. ჭანჭიკების თავები ისეთი კონფიგურაციისაა, რომ გამორიცხულია მათი მოშვება ინსტრუმენტის გარეშე.
ფაბის თოფები ძალიან ძვირადღირებულია იმის გამო, რომ შეზღუდულია რაოდენობრივად. მათი ფასი 2,5 ათასი დოლარიდან მეოთხედ მილიონამდე ადის. მაგალითად, თოფი ,,Over/Under Shotgu" ის ფასი 229 999 დოლარია. ნებისმიერფასიანი თოფის ყიდვისას კლიენტი დარწმუნებულია, რომ ფასი ზუსტად შეესაბამება საქონლის ხარისხს და ამასთან ერთად თოფში ჩადებული კაპიტალდაბანდება არასოდეს შემცირდება_ მისი ფასი მუდამ მატულობს!
ფაბბის თოფების გრავირების შარმი მანრიკო ტორკოლის ეკუთვნის. ნებისმიერი თოფი ხელოვნების ნიმუშია.
ექსპერტები ამ თოფებს ასე აფასებენ: ესაა ინგლისური საფუძველი, გერმანული პედანტურობა და ფრანგული ელეგანტურობა

დამატებულია (09.07.2012, 13:56:36)
---------------------------------------------
Piotti

იტალიის ქალაქ ბრეშიაში ძმებმა ორალდო და ფაუსტო პიოტებმა 50 წლის წინ საკოლექციო, სანადირო და სპორტული თოფების სარემონტო საამქრო გახსნეს. 60-იანი წლების შუა ხანიდან თოფების გამოშვებაც დაიწყეს კარგად აპრობირებული მერკელის სისტემების საკეტებზე.
ფირმა პიოტის ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1972 წელს მიუჰენის ოლიმპიადაზე ამ ფირმის თოფით ოქროს მედალი იქნა მოპოვებული. ამ მოვლენის შემდეგ ფირმაში შტატი 12 ოსტატამდე გაიზარდა, ხოლო წლიური წარმადობა 160 ერთეულამდე.
75 წლიდან გამოუშვეს მოდელი ,,მონაკო", რომელშიც ყველა დეტალი საკუთარი წარმოების იყო. მალევე გამოვიდა მოდელი ლულების ვერტიკალური განლაგებით მონტეკარლოს სტილში. ამ წლებში გრავირებაში მოდის სტილი ბულინო, რომელიც წარმატებით იქარგებოდა როგორ ვერტიკალურ ასევე ჰორიზონტალურ მოდელებზე.

პიოტის თოფებს ამშვენებს ყველაზე ცნობილი იტალიელი გრავიორების ნამუშევრები.
დღეისათვის ფირმას სათავეში უდგას 4 ძმა პიოტი. მთელი შტატი 20 ოსტატისაგან შედგება, რაც საცალო მწარმოებლისათვის საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
ფირმა თოფებს უშვებს ძალიან შეზღუდული რაოდენობით, თუმცა ყალიბების მთელი სპექტრია მათში წარმოდგენილი, ყალიბები 12 ყალიბიდან .410-მდე. საკეტი სისტემები ,,ჰოლანდ-ჰოლანდი", ,,ბოსი" ,,ენსონ დილეი"
ამ ფირმას იტალიური იარაღთწარმოების საუკეთესო ტრადიციები აქვს აღებული. თავის შედევრებში იყენებს მოწინავე ტექნოლოგიებსა და ხელით შრომას.
დასასრულს მინდა აღვნიშნო, რომ ამ ფირმის ნაწარმში, ისევე როგორც ყველა იტალიური ელიტ-მწარმოებლის პროდუქციაში ცალსახად ისახება ბრიტანული და გერმანული სტილისა და სკოლების მიმართულება, რაც მათი პროდუქციის დასახელებაში მშვენივრად აისახა

დამატებულია (09.07.2012, 13:59:39)
---------------------------------------------
წარმოგიდგენთ კარაბინისა და შტუცერის ჰიბრიდს, რომელიც ავსტრიაშია დამზადებული.

თოფს გააჩნია მჭიდი, ჰორიზონტალურად მოძრავი საკეტი და ორი ლულა(!!!) ლულების წყობა ჰორიზონტალური ან ვერტიკალურია.

ეს თოფი განკუთვნილია აფრიკული ექსტრემალური ნადირობისათვის


ყალიბი .30-06Sprg, .300Win Mag, 9,3x62, 9,3x64, .358Norma Mag, .375H&H Mag, .404Jeffery, .416Rem Mag и .458Win Mag, წონა 5,9 კგ-მდე.

ასეთივე კარაბინები გამოდის რვაკუთხა ლულებით. მათი ყალიბი კიდევ უფრო დიდია:416Rigby, .450Rigby, .458Lott, .460Short A-Square, .470Capstick, .495A-Square и .500Jeffery. ეს ყველაზე მძიმე მოდელებია 5,9-6,9 კგ.

2006 წელს გამოვიდა ორლულიანი კარაბინი ვერტიკალურ ლულებზე. ყალიბი .416Rem Mag.

დამატებულია (09.07.2012, 14:10:48)
---------------------------------------------
დრაკონი
რუსი მესტენდურის ს. კუზნეცოვის შეკვეთით, თოფი დამზადებულია(გრავირების გარდა) ვინჩენცო პერუჯინის მიერ. დამზადებაზე ოსტატს წელიწადნახევარი დასჭირდა, ხოლო გრავირებაზე მაქს გობიმ დამატებით 8 თვე დახარჯა.

თავიდან ნაკეთობა ჩაფიქრებული იყო როგორც სპორტულ-სანადირო. სწორედ ამიტომ კომპლექტში შედის 2 წყვილი ლულა(765მმ და 715მმ სიგრძის); გააჩნია 7 სახსნელი ჩოკი, 2 კონდახი(სანადირო და სპორტული) და სპეციალური ამორტიზატორი
აღსანიშნავია, რომ ორთავე კომპლექტაციაში თოფს გააჩნია ერთნაირი წონა_ 3,75კგ(ბალანსიც იდეალურია). კალაპოტი დამზადებულია მაღალლეგირებული, კოროზიისადმი მედეგი ფოლადით(18NiCrMo5); სასხლეტ-დამცემი მექანიზმი ჰოლანდ-ჰოლანდის სისტემისაა,V-სებური საბრძოლო ზამბარებით, დაცვა ხორციელდება ჩახმახების დაჭერით, რაც უზრუნველყოფს ძალიან მაღალ უსაფრთხოებას. სასხლეტი კავი ელასტიური და რბილია; დაფებს არ გააჩნიათ შთიფტები(რაც აისახა კიდეც მხატვრულ გაფორმებაში).

ინერციული ერთსასხლეტიანი მექანიზმი ვაზნის დაკვრის შემთხვევაში, გამორიცხავს განმეორებით სასხლეტზე დაჭერის დროს გასროლას(გასროლა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევში თუ კონდახის ყელზე ხელს დავარტყამთ ან მოვახდენთ გადამრთველის გადაყვანას). აღნიშნული ითვლება უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებად.
ლულების ჩაკეტვა Boss-ის სისტემისაა; ლულები დამზადებულია მაღალლეგირებული, კოროზიისადმი მედეგი ფოლადით(18NiCrMo5), სავაზნე და გარდამავალი კონუსები ქრომირებულია. ლულის არხი არაა ქრომირებული, რაც მწარმოებლის აზრით დადებითად მოქმედებს იარაღის ბალისტიკურ მაჩვენებლებზე.

სავაზნე ორთავე ლულაზე 70მმ სიგრძისაა, არხის დიამეტრი კი 18,5მმ. ლულა დემიბლოკია; შემაერთებელი თამასები მთლიანია, ხოლო სამიზნე თამასა კი ვენტილირებადი. სამიზნე თამასა ლულის ტუჩისაკენ ვიწროვდება და მისი ზომებია 10X7მმ; აღჭურვილია ეჟექტორით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ლულები გამოცდილია 3000 ბარ(!!!) წნევაზე.
კონდახი და ტიბჟირი(round) დამზადებულია თურქეთიდან შემოტანილი უმაღლესი კლასის კაკლისაგან.
კომპლექტში შედის წითელი ხის(შეერთება თითბერისა) ზუმბა და 2 ქრომირებული ფალშ-ვაზნა. ყველაფერი ეს განთავსებულია ტყავის ქეისში(ტყავი ინგლისური წარმოშობის)

დამატებულია (09.07.2012, 14:15:49)
---------------------------------------------
ერთ-ერთი უიშვიათესი თოფი რომელიც ინგლისელმა ოსტატმა ნელსონმა დაამზადა. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ლულები კრუპის ფოლადისაგან არის დამზადებული(ინგლისელები, როგორც წესი, საკუთარ ფოლადს სწყალობდნენ მხოლოდ და არც თუ უსაფუძვლოდ).

დამატებულია (11.07.2012, 14:00:20)
---------------------------------------------
Dixie Gun Works, Inc
ეს კომპანია ამერიკაში მდებარეობს და 1954 წელსაა დაფუძნებული ტერნერ კირკლენდის მიერ.
კირკლენდი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული იარაღის შეგროვებით. თავისი პირველი 1849 წლის გამოშვების პისტოლეტი(კოლტი) 1931 წელს შეიძინა 75 ცენტად და ამ დღიდან დაიწყო კოლექციონერობა. 1938 წლისათვის მისი კოლექცია ასზე მეტ პისტოლეტს ითვლიდა.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წყნარი ოკიანის ფლოტში მსახურობდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ საიუველირო ნაწარმის გაყიდვას შეუდგა და ამ პერიოდში ბევრს მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით.
იარაღის კოლექციონერთა წრე საკმაოდ დიდი გახლდათ და მათი უმეტესობა სათადარიგო ნაწილების დეფიციტს განიცდიდა თავისი საკოლექციო ეგზემპლიარებისათვის. მოგზაურობის პერიოდში კირკლენდი ბევრ ისეთ ოსტატს დაუახლოვდა, რომლებიც საკოლექციო იარაღისათვის სათადარიგო ნაწილებს ამზადებდნენ. თანდათან ის საკმაოდ კვალიფიციურ ექსპერტად ჩამოყალიბდა ანტიკვარიატის განხრით. ტერნერს შეეძლო ნებისმიერი საკოლექციო იარაღის გარემონტება.
დეფიციტური ნაწილების მოპოვებაში კირკლენდი კოლექციონერებს ხშირად ეხმარებოდა. აიღებდა იარაღს საკუთარი კოლექციიდან, დაშლიდა მათ და ნაწილებად ყიდდა.
ერთ დღესაც(1954 წლის 10 აპრილს) მან აღმოაჩინა, რომ მისი კოლექციიდან თითქმის არაფერი დარჩა. სწორედ მაშინ მიხვდა, რომ მისი გატაცება საუკეთესო შემოსავლის წყარო შეიძლებოდა გამხდარიყო. მიატოვა საიუველირო საქმე და საკუთარი საიარაღო ფირმა დააფუძნა. ასე წარმოიშვა Dixie Gun Works, Inc.

პირველად ტერნერმა ავტოფარეხი აიღო იჯარით. 1955 წელს აქ დამზადდა პირველი ,,რეპლიკა" ,,კენტუკის თოფი", რითაც საფუძველი დაედო პეპლიკების ერას.

ტერნერის პირველი სავაჭრო ფართი მისი სატვირთო მანქანის ძარა იყო, ხოლო ერთი კვირის მოგება კი 20 დოლარი.
დღეს კომპანია საკოლექციო-ანტიკვარული იარაღის და სათადარიგო ნაწილების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიმწოდებელია. სადემონსტრაციო დარბაზის საერთო ფართობი 465 კვადრატული მეტრია, სადაც 10 ათასზე მეტი დასახელების სხვადასხვა ნაკეთობას სთავაზობენ კლიენტებს. წელიწადში საშუალოდ 75 ათასი ერთეული საქონელი იყიდება.

ფირმა ყოველ 2 წელიწადში ბეჭდავს თავისი ანტიკვარიატის კატალოგს. კომპანიას საკუთარი მუზეუმიც აქვს.
1997 წელს ფირმის დამფუძნებელი გარდაიცვალა. მისი საქმე კი ვაჟიშვილებმა გააგრძელეს.
კომპანიის სრული ასორტიმენტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რეპლიკების მხოლოდ ორიოდ ზუმბიან მოდელს წარმოგიდგენთ
Kodiac

დამატებულია (11.07.2012, 14:03:34)
---------------------------------------------
,,შავი ქვრივის" ამბორი
თოფი სრულყოფილი მექანიზმია, რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი. ის ხშირად არა მარტო დამამზადებელზე დიდ ხანს არსებობს, არამედ საუკუნეების ქარტეხილებს უძლებს და შემდგომ თაობებს თუ მოვლენებს მოესწრება. მთელი ამ ხნის მანძილზე დამსახურებულად ან შემთხვევით სხვადასხვა ისტორიის თანამონაწილე ხდება.
ალბათ გაგვიგია როცა ამბობენ: ,,ასეთი ფოლადი აღარ გამოდის" ,,ასეთი კაკალი უკვე აღარ იზრდება". სიმართლე და ჭორი ერთმანეთში იხლართება. ზოგჯერ მათ ამა თუ იმ სახელებს არქმევენ და ლეგენდები იბადება. ადამიანების ისტორია თოფების ისტორია ხდება და პირიქით.
თანამედროვე მყიდველი, რომელიც უმაღლესი კლასის იარაღს იძენს, საკმაოდ განებივრებულია დიდი არჩევანით. უმაღლესი კლასის ეგზოტიკური კაკალი, ყველაზე მტკიცე ფოლადი, გამაოგნებელი მდიდრული გრავირება, და ა.შ. ზოგჯერ ამდენი ,,სიმდიდრე" მომაბეზრებელი ხდება, აბსურდამდე მიდის და საერთოდ დაუგრავირებელი თოფის მოთხოვნილება ყალიბდება...
20-იან წლებში როცა ინდოელი მახარაჯები ძვირფასი ქვებით ინკუსტირებულ თოფებს უკვეთავდნენ, ზოგიერთი კლიენტი მოუხატველ, დაუგრავირებელ თოფს ითხოვდა, რომელსაც მხოლოდ ოქსიდირება(შებოლვა) ექნებოდა გაკეთებული. ასეთ თოფებს ,,შავი ქვრივები" უწოდეს.
პერდეს ერთ-ერთი დილერი აღნიშნავდა, რომ პირველად კომპანიაში არანაირი მიზანმიმართული მარკეტინგული სვლა არ გაკეთებულა დაუგრავირებელი თოფების შესაქმნელად. უპრიანია ითქვას, რომ ეს შემთხვევით მოხდა. კლიენტებმა მოითხოვეს მოუხატველი თოფები, რათა ნადირობაში რამდენჯერმე გამოყენების შემდეგ დაეგრავირებინათ ისინი(ან გრავირების საფასურის გადახდა არ უნდოდათ).
რასელ უილკინი(ჰოლანდის ტექნიკური დირექტორი) აღნიშნავს: ,,დაუგრავირებელი თოფები ტექნიკურად სრულყოფილია, მას არა აქვს მხოლოდ მხატვრული დამუშავება . მეტალი ოქსიდირებულია ლითონის დაცვის მიზნით. თუ კლიენტი ამას ითხოვს, ჩვენ უარს არ ვეუბნებით."
დონალდ დალასი თავის სამტომეულში ,,თანამედროვე იარაღი"(1931წ) წერს:,, კლიენტებს სანადირო სეზონის დასაწყისში მოუხატველი თოფები მიჰქონდათ, რათა სეზონის ბოლოს უკანვე მოეტანათ დასაგრავირებლად. ზოგიერთ მფლობელს უკან აღარ მიუტანია იარაღი, რადგან ომში წავიდნენ და დაიღუპნენ ან სხვა მიზეზებით. თოფები კი მათ ქვრივებს დარჩათ." სწორედ აქედან დაერქვათ ამ თოფებს ,,შავი ქვრივები".
არსებობს მოსაზრება, რომ ,,შავ


ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.


შეტყობინება დაამუშავა boika555 - ორშაბათი, 09.07.2012, 14:28:59
 
ASLANBEIდრო: ხუთშაბათი, 16.04.2015, 12:26:12 | შეტყობინება # 7
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 35
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მოგესალმებით ბაზიერელებო არ ვიცი ამ თემას ეხება თუ არა მაგარამ მითხარით თუ ვინმემე იცით რა თოფია?......დამასკოს ფოლადის ლულები აქვს....



დამატებულია (16.04.2015, 11:26:12)
---------------------------------------------
კიდევ ერთხელ მოგესალმებით და თუ ვინმემ იცის ასეთი წარმოების ან ანალოგის შესახებ დაწერეთ რამე..... თოფი არის საინტერესო რადგან გადამტენი მექანიზმი და სახსნელი ერთდროულად აქვს არ ვიცი მაგარამ ვფიქრობ რომ თოფი ან სპორტული ნადირობისთვის განკუთვნილი იყო ან/და ვინმე დიდგვაროვანის რომელსაც გადატენვისთვის ბევრი დრო არ დაეკარგა.... ასევე თოფის ლულები არის დამსკოს ფოლადისგან რაიმე ნიშანი ან დამღა აღარ იკითხრბა....

შეტყობინება დაამუშავა ASLANBEI - ოთხშაბათი, 15.04.2015, 13:07:42
 
boika555დრო: ოთხშაბათი, 25.11.2015, 19:28:21 | შეტყობინება # 8
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 307
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
დამღებს უნდა გადაუღო ლულის საკეტის ძირზე ექნება დარტყმული და მაგის მიხედვით შევეცდები გითხრა თუ რა იარაღია.

ARMSAN PENOMA AURA DW 2.
HUGLU 104A.
ИЖ-18-Е 20 kal.
 
nisabaniდრო: ოთხშაბათი, 20.02.2019, 11:03:27 | შეტყობინება # 9
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს






დამატებულია (20.02.2019, 11:04:18)
---------------------------------------------
იქნებ მომეხმაროთ წარმომავლობის გარკვევაში


nisabani
 
giohunt1982დრო: ოთხშაბათი, 20.02.2019, 12:38:19 | შეტყობინება # 10
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nisabani, დამღები ცუდად ჩანს

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
nisabaniდრო: პარასკევი, 22.02.2019, 09:11:40 | შეტყობინება # 11
სერჟანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 7
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს






nisabani
 
giohunt1982დრო: კვირა, 24.02.2019, 13:37:04 | შეტყობინება # 12
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: გამგეობის თავმჯდომარე
შეტყობინება: 5838
რეპუტაცია: 10
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
nisabani, მოკლედ გერმანული თოფი უნდა იყოს. ფირმას რაც შეეხება კოლატს ქონდა ანალოგიური ქვედა საკეტიანი მოდელები და ამიტომ შეიძლება ეგ იყოს

მონადირეთა კლუბი "ბაზიერი"
 
ბაქარიდრო: ორშაბათი, 04.03.2019, 18:30:48 | შეტყობინება # 13
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
შევცდი ნამდვილად გერმანული დამღები აქვს
 
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика