07:18:14
განახლება




[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]

  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
ფორუმის მოდერატორი: პედიატრი, ზურა333, ბაქარი  
iJ-27 სინათლე გვირაბის ბოლოს
ძველანაგადრო: ორშაბათი, 19.12.2016, 15:56:50 | შეტყობინება # 401
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
иж-27 20 კალიბრიანი მაგნიუმი თუ გაქვთ ვინმეს და რას მირჩევთ ზოგადად მაგთოფზეც და 20/76 მაგნუმზე.
 
კობა1973დრო: ხუთშაბათი, 05.01.2017, 10:39:49 | შეტყობინება # 402
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
lash131,
ნეტა როდის მოვა ის დრო საქართველოში?! როცა აღარ მიმოიხილავენ იჟ 27 დს. და საერთოდ რუსული აღარაფერი იარსებებს საქართველოში, წიხლს ჩაარტყავენ დზველ რუსულ სტერეოტიპებს და რუსულ ნაწარმს?! ლეგენდარნი იჟ დმაცეტ სემ , მაგრად შეკრული ადინაცეტი და ასე შემდეგ, აღარ ჩამოვთვლი, თეთრი ნივა კიდე ხო შედევრია. ეს უბრალოდ ჩემი აზრია და ამავ დროს დიდი წუხილი

ყველა ქვეყნის იარაღს ეყოლება თავისი ფანები. მითუმეტეს რუსულს, რადგან უფროსი თაობის ბევრ წარმომადგენელს ნოსტალგია აქვს და სხვაზე მეტად აფასებს. ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა მამისთვის მანქანა ეყიდა და რა თქმა უნდა კითხა რა მანქანას ისურვებო. გაზ24იო . რას ამბობ კაცო რამე წესიერი მითხარი ნუ მიფრთხილდებიო. იფიქრა, იფიქრა და ისევ იგივე თქვა. ავუხსენით რომ ავტომატიკას უფრო იოლად ატარებდა(ინვალიდია სამი ტყვია აქვს გავლილი ფეხში და კოჭლობს), მაგრამ არ გადათქვა. ჩემი ოცნება ეგ მანქანა იყო და თუ ყიდულობ ეგ მიყიდეო.


иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
 
chale88დრო: ხუთშაბათი, 05.01.2017, 20:24:14 | შეტყობინება # 403
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თურქულ თოფებზეც ნუ დავკარგავთ მაშინ დროს სასაუბროთ არცეგენია ბერეტა ბენელის შესადარებელი. ვისაც რა მოწონს და უსწორდება იმას იყიდის მეგობარო მე მომწონს რუსული იარაღი რომლიდანაც ძალიან შედეგიანად ვისვრი და არც ისეთი წარმოდგენა არ მაქვს რო მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა უბრალოა და რაც მთავარია საიმედო მუშაა. ასე რო ვისაც რა იარაღი გვაქვს ის მოვიხმაროთ წარმატებით საქმეში. ხო კიდევ ერთი თემას გადახედე ძმა რამდენი ხნის მივიწყებულია შენ გაახლე. gimili

ბ.თოთაძე
 
stoeger1დრო: ხუთშაბათი, 05.01.2017, 21:54:15 | შეტყობინება # 404
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კობა1973, შენსკენ ვარ ძმაოო, ძაან გული მწყდება მაღაზიაში ვმუშაობ და ახალგაზრდა ბიჭები შემოდიან და ლეგენდარულ ნაჯახებს კითხულობენ რატო აქვთ ქართველებს ამ უნიათო ქვეყნის მენტალიტეტი ისევ და ისევ ვერ ვხვდებიი
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 06.01.2017, 00:16:45 | შეტყობინება # 405
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ-მპ 27 ებში საქმე ისეა, ზოგჯერ გვირაბის ბოლოს მოჩანს სინათლე, ზოგჯერ გვირაბში მოსახვევია და სინათლის დანახვა ჭირს... gimili

HOLLAND & HOLLAND
 
chale88დრო: პარასკევი, 06.01.2017, 00:52:34 | შეტყობინება # 406
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, რუსეთი საერთოდ არც მომწონს და მით უმეტეს არც მიყვარს ეხლა აქ არ დავიწყებ პატრიოტობანას. მე მშვენივრად ვნადირობ კომბალს ეძახი თუ ნაჯახს რუსულ თოფს ეგ მაგრად არ მაინერესებს ძაან საკაიფოდ კი ვესვრი ყველაფერს ჩემი თოფიდან. თურქული თოფები მე არ მომწონს მაგრამ არც არავის ვაკრიტიკებ რატო ყიდულობ მეთქი და არც ულანძღავ იარაღს არაა ლამაზი როცა მონადირეს ცუდს ეუბნევი თავის იარაღზე. ისე სულ ერთიდა იგივე ხალხი აკეთებთ ასეთ კომენტარს სასაცილოა და მეტი არაფერი.

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - პარასკევი, 06.01.2017, 01:07:15
 
besarionდრო: პარასკევი, 06.01.2017, 12:27:00 | შეტყობინება # 407
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბიძაჩემს აქვს 81 წელში გამოშვებული იჟ27..რავი მინიმუმ ამ ხნის განმავლობაში 5000 ი მაინც ექნება ნასროლი..თოფს არა აქვს ოდნავი რყევაც კი..და შიგნით ლულებიც იდეალურად აქვს.კონდახი კიაქვს გაბზარული მაგრამ.ეგ არც არაფერია..მქონია შეხება რუსულ თანაც,იტალიურთანაც და ეხლა თურქული მაქვს და მინდა ვთქვა ის რასაც საკუთარი თვალით ვუყურებ ამ ხნის მანძილზე.ყოველდღიურ ხმარებაში..იტალიურიც და თურქულიც ბევრად უფრო ფაქიზია და ადვილად ცვდება ვიდრე რუსული თოფი..მაგრამ რაც არმომწონს პირველ რიგში რუსულ თოფებში ეს მისი დიზაინი და ბალისტიკური მაჩვენებელია...თუმცა ზოგს მოსწონს..ხოდა ვისაც რაც მოსწონს ღმერთმა კეთილ საქმეში მოახმაროს..რო თქვა ახლა რომ სასწაულია თურქული თოფი და ერთი თავით მაღლაა რუსულზეო არც მასე არაა საქმე...ერთს აქვს ის პლიუსი რაც მეორეს არა,ასე რო ჩემი აზრით ერთი და იგივეა ორივე..
 
chale88დრო: პარასკევი, 06.01.2017, 17:09:38 | შეტყობინება # 408
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
besarion, გაიხარე ძმა ბევრ რამეში გეთანხმები რო მასეა.

ბ.თოთაძე
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.01.2017, 17:44:45 | შეტყობინება # 409
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მენტალიტეტი რა შუაშია ? ვინც თურქულს ყიდულობს თურქული მენტალიტეტი აქვს? 069 გულახდილად ვაღიაროთ "იტალიური" სინამდვილეში თურქული ხლამია. ისიც ვთქვათ აქვე რამდენ თურქულ თოფს ჭირდება ხელის შევლება რეალიზაციამდე?

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
minchaninდრო: პარასკევი, 06.01.2017, 19:17:39 | შეტყობინება # 410
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote chale88 ()
ისე სულ ერთიდა იგივე ხალხი აკეთებთ ასეთ კომენტარს სასაცილოა და მეტი არაფერი.


გეთანხმები. სულ ცოტა აკლდათ ამის წინ რომ შეეჯიბრებინათ თურქული და რუსული თოფები. მაგრამ ... ვიღაცას გამბედაობა არ ეყო.
Quote VAXO-HUNTER ()
ისიც ვთქვათ აქვე რამდენ თურქულ თოფს ჭირდება ხელის შევლება რეალიზაციამდე?


და რეალიზაციის მერეც.

არავის არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ- საბჭოთა (და არა რუსული) თოფი ერთი თავით მაღლა დგას თურქულზე -
1. მიტანაში.
2. ჭრაში.
3. მედეგობაში (საიმედოობაში და გამძლეობაში).

სილამაზეში და ერგონომიულობაში შეუდარებლად, ორი თავით ჩამორჩება თანამედროვე თურქულს.
საერთოდ თანამედროვე თურქული თოფები სილამაზესა და ერგონომიულობაში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან მსოფლიოში. და ეს არ არის მარტო ჩემი აზრი.
იმათთვის, ვისთვისაც სილამაზე და ერგონომიულობა პირველ ადგილზეა მათთვის რა თქმა უნდა თურქული ჯობია. ასეთია ჩმა.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - პარასკევი, 06.01.2017, 19:19:19
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.01.2017, 19:30:55 | შეტყობინება # 411
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
10 ნამდვილად არ ვარ საბჭოთა იარაღის ფანი, უამრავი კარგი და ძალიან კარგი თოფი არსებობს, მაგრამ მოდით ჯერ თურქულებმა დროს გაუძლონ 167 საიმედოობაში რომ დავრწმუნდეთ, მიტანაში და ჭრაში კიდევ შევაჯიბროთ gimili

დამატებულია (06.01.2017, 19:30:55)
---------------------------------------------
ამ ფორუმზეც ბევრი თურქული თოფის მფლობელი "წუწუნებს" და ითხოვს ვაზნების რეცეპტს 167 მემგონი მიტანა არ აკმაყოფილებთ. 23


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 06.01.2017, 19:43:10 | შეტყობინება # 412
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
სსრკ იჟ27 ში მომწონს, მექანიზმი(ორსასხლეტიანის), მაღალი თამასა და ლულების შიდა ქრომირება. არ მომწონს-ბალანსი, გაბზარული კონდახები(რატომღაც უმეტეს რუსულ თოფს კონდახი გაბზარული აქვს), მისი მეტალის ჟანგბადთან დამოკიდებულება, მიტანაც არ მომწონს სხვა თოფებთან შედარებით, გინდაც მის თანამემამული ტოზ 34 თან შედარებით...
იჟ 27 მუშა თოფია, მაგრამ ძალიან უხეში.
ახალ მპ 27 ზე აღარ მაქვს საუბარი, ძალიან დაბალი ხარისხია, მეტი რომ არ შეიძლება. აი ქართულ ფილმ, ,,საბუდარელ ჭაბუკში", რომ იძახის ქარხნის ოსტატი-,, ნახევარზე მეტი წუნიაო" ეგრეა ზუსტად საქმე ბაიკალის ქარხანაში 069


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.01.2017, 19:59:58 | შეტყობინება # 413
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
გაბზარული კონდახი დაბალანსის პრობლემა უხარისხო მასალის ბრალია.ბალანსი მთლიანობაში ნორმალურია, მარტივი ჩარევით გვარდება. რაც შეეხება ლულების ქრომირებას და გარედან "დაფერვას" საკმაოდ გასხვავდება გამოშვების წლების თუ პარტიების მიხედვით, შეიძლება შეგხვდეს კარგი ან საშუალოზე დაბალიც 23 მიტანას რაც შეეხება - ბევრი ტოზ34-ის მფლობელი დამიმწუხრებია 069 და არა მარტო ტოზ-ების.
მრ - ინდექსით გამოსული თოფების მფლობელებს დიდი ბოდიში, მაგრამ ... აღარ გავაგრძელოთ gimili

დამატებულია (06.01.2017, 19:59:58)
---------------------------------------------
საბჭოთა იჟ-ებს არ უყვარს ე.წ. მძიმე ვაზნები gimili 32 გრამზე მეტი. ამას ლოგიკური ახსნა გააჩნია. იჟ-ების ლულების ნომინალური დიამეტრი 18,2 მმ-ია, რაც მინიმალური ზღვარია 12 კალიბრისთვის.


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - პარასკევი, 06.01.2017, 20:02:16
 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 06.01.2017, 20:19:53 | შეტყობინება # 414
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote VAXO-HUNTER ()
იჟ-ების ლულების ნომინალური დიამეტრი 18,2 მმ-ია, რაც მინიმალური ზღვარია 12 კალიბრისთვის
ეგ ძველ იჟებზე? ახლებზე 18.4 მმ არის.
BASIC SPECS
Model: IZH 27EM-IC
Manufacturer: Izhevsky Meckhanichesky Zavod (IZH Baikal)
Gauge: 12 Gauge (18.4 mm)
Type: O/U shotgun
Chamber: 76.2 mm
Barrel Length: 710 mm, (28 Inches)
Barrel Material: 4140 Chrome-Moly Steel
Chokes: 3 flush screw-in type chokes (IC, M, F)
Furniture: Wood
Safety location: Behind the top lever
Finish: deep blue
Sights: brass front bead
Slug firing Capability: Yes
Max Gas Pressure: 90 MPa (918 kgf/cm2)

დამატებულია (06.01.2017, 20:19:53)
---------------------------------------------
და ერთი კითხვა მაქვს კიდევ, ლულის მეტალის მარკაზე აწერია 4140 Chrome-Moly Steel, ჩემ დადებულ მონაცემებში, რომელიც ავიღე ერთერთი უცხოური ფორუმიდან, მე როგორც ვიცი 50A მარკის ფოლადით კეთდებოდა იჟებიც და ახალი მპ ებიც და რომელია მართალი?


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: პარასკევი, 06.01.2017, 20:29:42 | შეტყობინება # 415
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კი, საბჭოთა იჟები კეთდებოდა 18,2 მმ ლულებით, ახლები 18,4 თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით , მეც ასე ვიცი, რომ 50A არის ის "ლეგენდარული" საბჭოთა ფოლადი gimili

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.

შეტყობინება დაამუშავა VAXO-HUNTER - ორშაბათი, 09.01.2017, 17:35:58
 
stoeger1დრო: პარასკევი, 06.01.2017, 21:15:05 | შეტყობინება # 416
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 706
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, 100 ცალზე მეტი მაქვს გაყიდული ძმაო და მაგრად ვიცი რაცააა ეგ ეემერები, მე არასდროს საბჭოთა კავშირის დროინდელი თოფი არ მიძაგებია, VAXO-HUNTER, ვახოოო სტოგერი და ემერი მომენტო და უზკონი მქონდა გაყიდვაში 8 თვეა რაც ქარავანში ვარ და არცერთს არ ჭირდებდოა ხელის შევლება აი ემერებს კიდე ჩოკების მოხსნაზეე პლოსკო და ათასი უბედურება ჭირდება , კალიბრში ვანხე კიდე ემერეი და ხელი მოვკიდე თუარა ზატვორის გამსოაწევი მოძვრა რავი რა რაღაცით ხო უდნა მოგეწონოს თოფი, მენტალიტეს რაც შეეეხება ყურადღებას ვამახვილებ იმიტომ რომ კითხულობენ უსაფუძვლოთ იჟბს და ემერებს დაჟე ბერეტას გაგონებაც არ უნდათ 20 კცი მაინც შემოვიდა ამ 8 თვის განმავლობასი და მითხრა რო მრ 153 ბრაუნინგზე უკეთეს შედეგს აჩვენებდა, 40 მაინც იქნებოდა ვინც დარიგებული იყო რო 3000 არიც რო ქონოდა მაინც იჟი უნდა ეყიდა ეს შემორჩენილი მენტალიტეტია აბა რაარისს, "რუსულ თოფს არაფერი ჯობია " ამას ამბობს ქართველი კაცი და მის პარაელურად რუსი კონსტრუქტორი ამბობს რომ ყველაზე დავალი დონის თოფებს ჩვენი ქვეყანა უშვებსო და ნეტა რაარის ეეს

დამატებულია (06.01.2017, 21:15:05)
---------------------------------------------
giorgigagoshvili, საბუდარელი ჭაბუკი 069 069 069 069 069

 
giorgigagoshviliდრო: პარასკევი, 06.01.2017, 21:22:32 | შეტყობინება # 417
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბევრი უკლია,,ლეგენდარულობამდე" რუსულ რკინას :D
ბავშობიდან რუსული თოფების გარემოცვაში ვიზრდები და ბოლოს ისეთ აზრამდე მივედი, რომ ეგ თოფები არიან- ძალიან უხეშები, მძიეები, არაკომფორტულები და დაუბალანსებლები, მოკლე კონდახებით. ცარიელი გამძლეობა არაფერია თუ ნადირობით ვერ ისიამოვნე (მე ვერ ვუმუღამებდი რუსულ თოფს, იჟ 18, იჟ 43, იჟ 58, მც 21-12 და ტოზ 54 ჩემ განკარგულებაში იყო ყოველთვის და კარგად ვიცნობ თითოეულს, ასევე იჟ 27 თაც მინადირია, მაგრამ რუსულ თოფებში ყველაზე მეტად ტოზ 34 მომწონდა, მარტო მაგას ქონდა კაი ბალანსი).
საბოლოოდ მაინც თურქული თოფისკენ ვიხრები მე პირადად- მირჩევნია 15-20 წელი ვინადირო და კომფორტულად, ვიდრე მთელი ცხოვრება და იმ პრობლემებით რაც რუსულ თოფთანაა დაკავშირებული და ეს პრობლემა არც თუ ისე ცოტაა. კი თურქულებსაც აქვთ უარყოფითი თვისებები, მაგრამ არაიმდენი რაც დღევანდელ რუსულს, გინდა ძველს თავისი სიძველის გამო და გინდაც ახალს თავისი უხარისხობის გამო. ორივეს ერთად აკომპენსირებს ერთი ატა სპ მე თუ მკითხავთ gimili


HOLLAND & HOLLAND
 
besarionდრო: პარასკევი, 06.01.2017, 21:57:54 | შეტყობინება # 418
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 210
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin..აი ზუსტად მანდ ვერ დაგეთანხმებით რომ ერთი თავით მაღლა დგას რუსული მიტანაში და ჭრაში..აი გამძლეობაში კი ბატონო.ეხლა რატომ ვამბობ..იმიტომ ,რომ თავად დამიტესტავს..მრ 43 იჟ 58,იჟ59,იჟ26,იჟ 27.ამ თოფების მაჩვენებელი იყო მაქსიმუმ 55% და შეღწევადობა კი მაქსიმუმ 7მმ..არადა ძალიან მომწონდა იჟ 26 და ახლაც მომწონს მაგრამ იმ ტესტირების მერე გადავიფიქრე ყიდვა არადა არიქნებოდა 100ვაზნა ნასროლი..თითქმის უხმარი თოფი იყო,თუმცა ძალიან ცუდი შედეგი აჩვენა და მაგიტომაც აღარ ვიყიდე...ახლა თურქულს რაც შეეხება პირადად მაქვს ფენომა და 1000 ვაზნაზე მეტი მაქვს ნასროლი..და უკვე კაი გვარიანად აქვს წერტილები ლულაში..მორყევით ჯერ არმორყეულა.ხოლო ჭრაში მე რაც დამიტესტავს იმ რუსულებს აშკარად ჯობს ნუ ბევრად არა მაგრამ ცოტათი მაინც..ხოდა იმას ვამბობ ზუსტად ,რომ ერთს აქვს რაღაც პლიუსი და ასევე მეორესაც აქვს რაღაც..ასე რომ ადინ ხ..ა ორივე)))კაი თოფს მინიმუმ 10000 ლარი უნდა დღეს..)
 
კობა1973დრო: პარასკევი, 06.01.2017, 22:25:43 | შეტყობინება # 419
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ჩემმა პოსტმა დიდი აჟიორტაჟი გამოიწვია რისთვისაც ბოდიშს გიხდით. პოსტის პირველი ნაწილი მე არ მეკუთვნის. ციტირებული მაქვს lash131 ის პოსტი და მეორე ნაწილში ვპასუხობ.
რაც შეეხება რუსულ იარაღს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მთელი ცხოვრება საბჭოთა თოფებით ვნადირობდი და სამწუხაროდ იმ პერიოდში როცა აქტიურად ვნადირობდი ზუსტად მაშინ არ მქონდა წესიერი იარაღი. დავიწყე ლულაგადახერხილი იჟ17 ით. სულ ცოტა 20 სმ აკლდა. წლების მერე იაფად ჩამივარდა ხელში იჟ 58. 20 კალიბერი. საშუალოზე კარგი შენახულობის. ხელში ჩამივარდა იმიტომ რომ წინა პატრონმა ვერანაირად ვერ მოირგო და გაბრაზებულმა მიაყიდა. მქონდა თურქული zumrut რომელიც ზუსტად ისეთი იყო როგორადაც წარმოგვიდგენენ რუსული იარაღის მოყვარულები თურქულ იარაღს, ანუ ცუდი. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ამ საზიზღარი იარაღის ლულა გაცილებით კარგი მეტალისაა ვიდრე A50 რადგან ერთიდაიგივე პირობებში უფრო მედეგია კოროზიის მიმართ.
ბოლო დროს შევიძინე არმსანი და არც თუ ისე ბევრ ნადირობაზე მქონდა. საკონტროლო სროლებმა საკმაოდ დამაკმაყოფილა.
ჩემი პოსტი ეხებოდა სხვა რამეს: არ არის საჭირო იმათი დაცინვა ვინც თურქულს იყიდის, არც იმათი ვინც რუსულს იყიდის. შევეგუოთ იმას რომ სხვას შეიძლება ჩვენგან განსხვავებული გემოვნება ქონდეს. როგორც ჩემი ბიძაშვილი შეეგუა და მამამისს 3200$ უყიდა გაზ24. ფაქტიურად სრულიად უხმარი. თუმცა მე იმ ფულით მერწმუნეთ სხვა მანქანას ვიყიდდი.


иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
 
chale88დრო: პარასკევი, 06.01.2017, 23:25:11 | შეტყობინება # 420
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
კობა1973, 166 giorgigagoshvili, გაბზარული კლონდახი მარტო რუსულ თოფებზე გინახავს რავიცი მეგობარო ძალიან ხშირად კითხულობენ ფორუმზე თურქული თოფების ცევიოს და კონდახს. რუსული თოფებით დაბერდა თაობები და პაპების ნაქონ თოფებს რომლებიც 40 და 60 წლის არიან ამდენი ხნის იარაღს ან კონდახი გაებზარება და ან ცევიო. stoeger1, ბრაკი თურქულ თოფებშიც ბლომად არის თვითონ შენც ხო შეგხვდა ბრაკი თურქული თოფი რომელსაც ნარეზიანი სავაზნე აქვს მახსოვს ეგ თემა რო განიხილავდით ფორუმზე ასე რო ორივე ქვეყნის იარაღშია ბრაკები. ჩემმა ბიძაშვილმა იყიდა თურქული თოფი კრალი ნახევრად ავტომატური თოფი ძირ ფესვიანად შევისწავლეთ ეს იარაღი უკვე იმდენჯერ დავშალეთ შესაკეთებლად აგვისტოში სეზონის გახსნაზე იყიდა მაღაზიაში სულ ახალი მაგრამ გატანჯა უკვე კაცი. gimili იარაღის ხელოსნებს მაინც მოუსმინეთ მეგობრებო ან კითხეთ რომელია გამძლე და მუშა იარაღი. მაღაზიებს როგორც ვიცი თურქულ თოფებში საკმაოდ ბლომად რჩებათ მაგათი ინტერესია ქება დიდება აბა გიჟები არიან რო არ დაარეკლამონ ის პროდუქტი რომელიც დიდ მოგებას აძლევთ და დანარჩენი ხალხიც ცხვრის ფარასავით იმეორებს ერთის ნათქვამს. ერთი სიტყვით მე მეტის გაგრძელებას ამ თემაში აღარ ვაპირებ ღმერთმა ყველას ხელი მოგიმართოთ გამყიდვესაც და მყიდველსაც.

ბ.თოთაძე
 
chale88დრო: შაბათი, 07.01.2017, 02:45:34 | შეტყობინება # 421
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
stoeger1, როცა მეძიები სიტყვაში მეც პირდაპირ გეტყვი გეწყინება თუ გაგეხარდება ბრაკია ხარვეზიანია აბა რა არის როცა სხვა იგივე მოდელს მსგავსად არ ააქვს სავაზნე. ნადირობაში არანაირად არ შეუშლის ხელს მარა რო არუნდა იყოს ეგრე შენც ხო კარგად იცი. ბრაკები რუსულშიც არის და თურქულშიც მე არ ვამბობ რო რუსულ თოფებში არ ამოდის ბრაკები მეთქი მრ27 მაჩუქეს რომელსაც სამიზნე პლანკა ისე მახინჯად აქვს დასმული სულ მგონია რო სროლის დროს მოძვრება არ ვაქებ და ვადიდებ ჩემსას რაც არის იმას ვამბობ მაგრამ მრ155 მაქვს რომელიც მართლა მაგრად მომწონს და შემაყვარა თავი ძალიან გემრიელად შედეგიანად ვნადირობ ამ თოფით. მეტის საშუალება რო მქონდეს ამათ ორივეს სიამოვნებით მიავაგდებდი გვერძე და რამე ევროპულ თოფს ვიყიდდი.

ბ.თოთაძე
 
ბაქარიდრო: შაბათი, 07.01.2017, 12:14:01 | შეტყობინება # 422
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი.
შეტყობინება: 1245
რეპუტაცია: 5
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote kobaxidze ()
minchanin, გამარჯობა,მრავალს დაესწარი კითხვა მაქ შენთან,პირველ რიგში გწერ იარაღის ზესტაფონელ ხელოსანს და არა სხვას. მაინტერესებს, ვთქვათ და Aკრძალეს ტყვიის საფანტი,თუ შეუძლია საბჭოთა თოფებს იმუშაოს ფოლადის საფანტზე.
GEBRUDER MERKEL

არა არ შეუძლიათ რადგან ფოლადის ვაზნა სუპერ მაგნუმია და მის უსაფრთხოდ გასასროლად სპეციალური ჩოკების გარდა საჭიროა 89მმ სავაზნე ძვლ საბჭოთა თოფებში კი 65 და 70 მმ სავაზნეს ვხვდები ძალიან იშვიათად კი 76 მაგ იჟ 58 20 კალიბრი. ახალ რუსულ თოფებში კი მრ-155 გამოდის 89 მმ სავაზნით რომლითაც შესაძლებელია ფოლადის საფანტით დატენილი ვაზნის გასროლა gimili
 
chale88დრო: შაბათი, 07.01.2017, 12:49:17 | შეტყობინება # 423
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ბაქარი, რავიცი ძმა ხო ვამბობ მრ27 მაქვს ვერ ვიტყვი რო ცუდად მუშაობს ან მიტანით ცუდად მიაქვს მეთქი მე ვერ მოვირგე და ვერ დაუმუღამე მაგ თოფს არც შევაქებ და ვერც ცუდს ვიტყვი. მრ155 კი საკაიფოთ მაქვს დამუღამებული ვირი თოფია. მოკლედ იმდენჯერ ვახსენე უკვე ამ ფორუმზე მრ155 დავემგვანე აქ ზოგ ზოგიერთებს ცამდე რო აქებენ თავიანთ თოფებს რაც ძალიან არ მომწონს 069 069

ბ.თოთაძე

შეტყობინება დაამუშავა chale88 - შაბათი, 07.01.2017, 12:55:33
 
minchaninდრო: შაბათი, 07.01.2017, 17:00:37 | შეტყობინება # 424
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 328
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
Quote besarion ()
minchanin..აი ზუსტად მანდ ვერ დაგეთანხმებით რომ ერთი თავით მაღლა დგას რუსული მიტანაში და ჭრაში..

მე არასოდეს არ მითქვავს, რომ რუსული თოფები ერთი თავით მაღლა დგენან თურქულებზე.
Quote besarion ()
თავად დამიტესტავს..მრ 43 იჟ 58,იჟ59,იჟ26,იჟ 27.ამ თოფების ... შეღწევადობა კი მაქსიმუმ 7მმ.

7 მმ. რომელ საფანტზე, და რაში?

Quote besarion ()
ხლა თურქულს რაც შეეხება პირადად მაქვს ფენომა და 1000 ვაზნაზე მეტი მაქვს ნასროლი..და უკვე კაი გვარიანად აქვს წერტილები ლულაში..მორყევით ჯერ არმორყეულა.ხოლო ჭრაში მე რაც დამიტესტავს იმ რუსულებს აშკარად ჯობს

მონაცემები ციფრებში -ჭრა და მიტანა. ვფიქრობ ასე ზუსტად არ გაგიტესტავთ, თორემ ციფრებსაც დადებდით ალბათ. გარდა ამისა, თუ თქვენი თოფი "რუსულს" ჯობია ეს არაა გასაკვირი ჩემთვის.
Quote კობა1973 ()
მქონდა თურქული zumrut რომელიც ზუსტად ისეთი იყო როგორადაც წარმოგვიდგენენ რუსული იარაღის მოყვარულები თურქულ იარაღს, ანუ ცუდი. თუმცა მინდა ავღნიშნო რომ ამ საზიზღარი იარაღის ლულა გაცილებით კარგი მეტალისაა ვიდრე A50 რადგან ერთიდაიგივე პირობებში უფრო მედეგია კოროზიის მიმართ.

ლულების ანტიკოროზიულობა არაა პირველადი. პირველადია ლულის "ტალღოვანი" დეფორმაცია მისი ღერძის გასწვრივ ჭურვის გადაადგილების შესაბამისად. უჟანგავი ფოლადის გამოყენება თხელკედლიან ლულებში გაცილებით იშვიათია, ვიდრე სქელკედლიან "ნარეზიან" ლულებში. რატომ? იმიტომ, უჟანგავი ფოლადი პლასტელინივითაა, და ამიტომ საწყისი ფორმის აღდგენა ზოგჯერ პრობლემატურია. ხოლო სქელკედიან შაშხანებში ასეთი ტალღოვნება ნაკლებადაა გავრცელებული.
ამიტომ ხაზს ვუსვამ იმ გარემოებას, რომ ჟანგიანობა მეორეხარისხოვანია. და ამიტომ, რაიმე შედარებითი მტკიცებულებების გარეშე ფოლადი ა50 -ის ძაგება არ მიმაჩნია სწორად.
Quote kobaxidze ()
minchanin, გამარჯობა,მრავალს დაესწარი კითხვა მაქ შენთან,პირველ რიგში გწერ იარაღის ზესტაფონელ ხელოსანს და არა სხვას. მაინტერესებს, ვთქვათ და Aკრძალეს ტყვიის საფანტი,თუ შეუძლია საბჭოთა თოფებს იმუშაოს ფოლადის საფანტზე.
GEBRUDER MERKEL

ბატონმა ბაქარმა უკვე გიპასუხათ.
კონსტრუქციულად სამჭოთა თოფები უფრო დახვეწილები არიან ვიდრე ანალოგიური (ფასი მაქვს მხედველობაში) თურქულები. ერთი თვის წინ დავდე სურათი სადაც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ სტეოგერ 104ა - ზე ლულები გამოძვრა კოლოფიდან. მაგალითად ტოზ 34- ში ასეთი "გატეხილობა" არ შეიძლება მოხდეს. რადგან გარდა ლულების კოლოფში ჩაპრესილობისა ისინი კიდევ "შტიფტითაა" დაფიქსირებულები.
და, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - საბჭოთა, ხარისხის ნიშნიანი და რუსული თოფი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა. ასეთია ჩმა.


შეტყობინება დაამუშავა minchanin - შაბათი, 07.01.2017, 17:04:43
 
კობა1973დრო: შაბათი, 07.01.2017, 17:33:35 | შეტყობინება # 425
კაპიტანი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 61
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
minchanin,
გამარჯობა.
პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ მე A50 არ ვაძაგებ. საკმაოდ ნორმალური ხარისხის ფოლადია. არც ზუმრუტის ლულაა უჟანგავი. უბრალოდ ლეგირებული ფოლადია. საკმაოდ კარგი ბალისტიკური მაჩვენებლებით. მე მეტალურგი არა ვარ რომ ზუსტად გითხრათ ტექნოლოგია და არც ის ვიცი რა მეტალია გამოყენებულილი შენარევში მაგრამ ამ თოფში თუკი რამე ღირებული იყო ეს ლულაა. ყველაზე ნაკლებად ვინმესთან კამათი მინდა თუნდაც ეს იარაღს შეეხებოდეს ასე რომ გაუმარჯოს რუსულ კიარადა საბჭოთა თოფებს 39 .


иж58 20кал. zumrut555x 12cal. cz858 7.62x39 armsan AN612 12cal, armsan armtac 12cal. crosman npss 4,5cal. kral puncher maxi 4.5 cal.
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 09.01.2017, 18:41:35 | შეტყობინება # 426
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili - ლეგენდამდე ბევრი რომ უკლია იმიტომაც დავწერე ბრჭყალებში 167 "ლეგენდარული" gimili

დამატებულია (09.01.2017, 17:39:15)
---------------------------------------------
მაგრამ ბევრ ფოლადზე უკეთესი ნამდვილად არის.

დამატებულია (09.01.2017, 17:41:03)
---------------------------------------------
რუსულის რა მოგახსენოთ და საბჭოთა თოფები, მითუმეტეს ცოტა უფრო გულმოდგინედ დამზადებული ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც საუკეთესო. სირცხვილი და უვიცობაა იმის მტკიცება, რომ საბჭოთა თოფი (ნებისმიერი მოდელი) მსოფლიოში საუკეთესოა.

დამატებულია (09.01.2017, 18:35:14)
---------------------------------------------
ზოგადად საბჭოთა და რუსი ინჟინრების ხელწერა იყო მსოფლიოში საუკეთესო მოდელების მოპარვა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და მერე უარესობისკენ შეცვლა, გაუმჯობესების ნაცვლად 23 ამის ნათელი მაგალითებია იჟ-ების თითქმის მთელი სერიები (ზაუერი 8, ბრაუნინგი ბ 25), ტოზ-34 (ნაკლებად ცნობილი ფრანგული მოდელის ცუდი ანალოგი) და უამრავი სხვა...
საბჭოთა თოფების პლიუსი ის არის, რომ საუკეთესო მოდელების "ანალოგებია", ოღონდ უაზრო ცვლილებებით და შესრულების დაბალი ხარისხით, რაც მთავარი უარყოფითი მახასიათებელია 23

დამატებულია (09.01.2017, 18:41:35)
---------------------------------------------
და ყოველივე ამის ფონზე მაინც ბევრ თურქულ თოფს ჯობია 167 (საბჭოთა და არა რუსული)


გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
giorgigagoshviliდრო: ორშაბათი, 09.01.2017, 20:18:05 | შეტყობინება # 427
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
kobaxidze, კაია 166
ისე, ახალი რეგულაციების შემოვაო? თუ ისევ ისე დარჩება როგორც იყოო?

დამატებულია (09.01.2017, 20:16:09)
---------------------------------------------

Quote VAXO-HUNTER ()
რუსულის რა მოგახსენოთ და საბჭოთა თოფები, მითუმეტეს ცოტა უფრო გულმოდგინედ დამზადებული ცუდი ნამდვილად არ იყო, მაგრამ არც საუკეთესო.
მართალია, ყველაფრისდამიუხედავად საბჭოთა თოფები მუშა თოფები იყო.

დამატებულია (09.01.2017, 20:18:05)
---------------------------------------------
ისე ამ კომუნისტებს ერთი თოფი რომ გაეკეთებინათ, ტოზ 34 ლულებით,ბალანსით და იჟ 27 ის მექანიზმით, კაი რაღაც გამოუვიდოდათ gimili


HOLLAND & HOLLAND
 
VAXO-HUNTERდრო: ორშაბათი, 09.01.2017, 20:25:29 | შეტყობინება # 428
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 738
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili 166 მართალს ამბობ, მაგის მცდელობა ქონდათ რუს ინჟინრებს და ტოზ-120 გამოუვიდათ 069

გიყვარდეს მშობლიური მიწა, ის შენ არ დაგრჩენია მემკვიდრეობით მშობლებისგან. ის შვილებისგან გერგო ვალად.
 
kobaxidzeდრო: ორშაბათი, 09.01.2017, 21:54:59 | შეტყობინება # 429
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, ახალი პროექტი შემოვა რაგაც მუხლებით რაგაცით არა,არ ვიცი რეებს ამოიღებენ რეებს დატოვებენ,მაგრამ ის ვიცი რო ძალიან დიდი ალბათობით ტყვიის საფანტი დარჩება 39

GEBRUDER MERKEL
 
ძველანაგადრო: სამშაბათი, 10.01.2017, 14:14:03 | შეტყობინება # 430
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
თუ იცით ვინმემ რომელი მწარმოებელი უშვებს ორი სხვადასვა ლულით? 20 კალიბრით და 12 კალიბრით?
 
პედიატრიდრო: სამშაბათი, 10.01.2017, 15:10:00 | შეტყობინება # 431
გენერალ-მაიორი
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 1533
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
საბჭოთა რუსული თოფებიდან იჯ-26 და 54 მომწონდა, მაგრამ ვერტიკალურები უფრო მომწონდა, კარგ მდგომარეობაში ტოზ-34 არ შემხვდა, ლულები, ბალანსი, წონა კარგი აქვს, მაგრამ მისი ავადმყოფობაა რყევა(მე ამას არ დავუშვებდი, 32 გრამიანზე მეტს არ ვისვრიდი) და მშვილდების გატეხვა (ცუდია, როცა კმ-ებს გაივლი ტყეში, დადგები მთვარეზე სანადიროდ და პირველ გასროლაზე გატყდება). იჟ-27 მქონდა და ცუდი ერგონომიკა ქონდა, ზედა ლულა არათანაბრად და მარჯვნივ შლიდა საიხვე საფანტს, გავყიდე. თან 27-ების ავადმყოფობაა პირველი ჩაქუჩი შუა ნაწილით (მოკლე მოქნევით) ურტყამს ნემსს და დროთა განმავლობაში ვერ ხეთქავს ფისტონებს. ჩემი აზრით, რუსული თოფები იგივეა რაც რუსული მანქანები. მე თურქული ვარჩიე და 7 წელია ვხმარობ ჰუგლუ 104-ს და კმაყოფილი ვარ.
 
vanoarchiდრო: ოთხშაბათი, 11.01.2017, 00:06:04 | შეტყობინება # 432
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 379
რეპუტაცია: 1
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, ata-sp იყო ეგეთი ვარიაციით, კომბო, ერთი 12 კალიბრი; მეორე 20 კალიბრი. მაგნუმში ვნახე 2014 წელს მე რომ თოფის ყიდვას ვაპირებდი და ვარჩევდი მაშინ ვნახე. მაგის მერე აღარ ვიცი თუ აქვთ

HUGLU 103-C
 
kobaxidzeდრო: ოთხშაბათი, 11.01.2017, 06:54:11 | შეტყობინება # 433
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 434
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ატა სპ.... ჰუგლუ 103 თუ. სინათლე გვირაბის ბოლოს ? 39 მგონი მგელი და ტურის გამოხშირვაც არ აგვცდებაააა 23_30_126 39 არც ისე ვაკლებდი მაგრამ ასე უკეთესია შედეგისთვის 48

GEBRUDER MERKEL
 
tuniaდრო: ოთხშაბათი, 11.01.2017, 20:36:47 | შეტყობინება # 434
სერჟანტი
ჯგუფი: მონადირე
შეტყობინება: 2
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჯ 54 ხომ არ გეგულებათ სადმე ზმებო?მაგრად მინდა

tybhbhkbhk
 
oxotnik42დრო: ოთხშაბათი, 11.01.2017, 21:31:50 | შეტყობინება # 435
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 177
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
tunia, პირადში მომწერე!

d.gvilia
 
ძველანაგადრო: სამშაბათი, 05.06.2018, 20:24:09 | შეტყობინება # 436
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MP-234 რა იცით ბატონებო? როდის გამოდის?
ამბობენ არ გენახოს უკეთესი ისეთიაო. :-)
 
ИЖ_27_ЕМდრო: სამშაბათი, 05.06.2018, 22:39:36 | შეტყობინება # 437
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 124
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, საკმაოდ დახვეწილი თოფი ჩანს და კარგადაც ახასიათებენ,ასევე გამოუშვეს რუსებმა ნახევრად ავტომატურები ST-153 აირგადამტენი და ST-155 ინერციული,ასევე კარგი შეფასებებით
 
ძველანაგადრო: ოთხშაბათი, 06.06.2018, 17:08:34 | შეტყობინება # 438
ლეიტენანტი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 24
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
MP-156 ვნახე ინერციული. კარგი ჩანს!
MP-234 როდის უშვებენ სერიულად ეგ მაინტერესებდა.
 
ИЖ_27_ЕМდრო: ოთხშაბათი, 06.06.2018, 19:39:46 | შეტყობინება # 439
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 124
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ძველანაგა, კაცმა არ იცის როდის დაიწყებენ სერიულ წარმოებას და საერთოდ როდის შემოვა საქართველოში, მპ-156 არ გამოუვიდათ, სტ-155 166
 
giorgigagoshviliდრო: ოთხშაბათი, 06.06.2018, 20:11:18 | შეტყობინება # 440
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 702
რეპუტაცია: 2
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
ИЖ_27_ЕМ, აღარ გამოუშვებენ მპ 234 ს, არ გაამართლა მექანიზმმა. სიაფანდობაა, როგორც ყველა ახალი გამოშვებული რუსული ტექნიკა. 156 კიდე მაგრად დასცინიან, მსოფლიო ინერციული თოფის, რაც შეილება დამსუბუქებას და გამარტივებას ცდილობსო და ესენი კიდევ რაღაც ნახევარკილოიან დეტალებს უდებენ ცევიოში. :D

HOLLAND & HOLLAND
 
ИЖ_27_ЕМდრო: ოთხშაბათი, 06.06.2018, 22:37:45 | შეტყობინება # 441
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 124
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
giorgigagoshvili, MP-234 არ გაამართლა? დავრწმუნდები მაგაში აუცილებლად გაამართლა თუ არ გაამართლა 23 მპ-155 კარგი ინერციულია დაბალ ბიუჯეტიან ნახევრად ავტომატურებში, ეს მაინც შემოვიდეს ქართულ ბაზარზე

დამატებულია (06.06.2018, 22:37:45)
---------------------------------------------
შემეშალა მპ-155 არა, სტ-155 gimili

 
jentile5დრო: ხუთშაბათი, 07.06.2018, 23:27:25 | შეტყობინება # 442
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იჟ27 პლასმასი კონდახის და ცივიოს გამოწერა თუ ხდება რუსეთიდან და ვინმეს ხიომარ გამოგიწერიათ?
 
zaza123დრო: კვირა, 10.06.2018, 21:59:23 | შეტყობინება # 443
ვიცეპოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 207
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
მასეთიც არის?

me var monadire
 
chale88დრო: კვირა, 10.06.2018, 22:45:54 | შეტყობინება # 444
პოლკოვნიკი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 545
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
იყიდება მაიმარკეტზე მრ27 პლასტიკის ცევიო კონდახი მაგრამ ძვირად 200 ლარად.

ბ.თოთაძე
 
jentile5დრო: ორშაბათი, 11.06.2018, 23:01:30 | შეტყობინება # 445
მაიორი
ჯგუფი: ეგერი
შეტყობინება: 120
რეპუტაცია: 0
ამ დროისთვის: ნადირობს ან თევზაობს
chale88, კი მაიმარკეტზე ყიდან მაგრამ ძვირია ძალიან 200 ლარად ცალპირ თოფს იყიდი.
 
  • გვერდი 9 დან
  • «
  • 1
  • 2
  • 7
  • 8
  • 9
ძებნა:
ფორუმის სტატისტიკა
განახლებული თემები პოპულარული თემები ფორუმში აქტიურები ბოლოს დარეგისტრირდნენ
  • 1.)ტყის ქათამზე ნადირობა
  • 2.)მტკვარზე თევზაობა
  • 3.)სასტენდო სროლა ...
  • 4.)ბრეტონული ეპანიოლი epagneul breton
  • 5.)მწყერზე ნადირობა
  • 6.)მოსინის სნაიპერული შაშხანა
  • 7.)სამ ლულიანი სანადირო თოფები
  • 8.)საცვლელი ჩოკები
  • 9.)პნევმატური იარაღები
  • 10.)Huglu 104a
  • 1.)ნადირობა იხვზე
  • 2.)იარაღები
  • 3.)პოინტერი
  • 4.)მწყერზე ნადირობა
  • 5.)ტყის ქათამზე ნად...
  • 6.)კურცჰაარი
  • 7.)დრათჰაარი
  • 8.)ვინ რა სანადირო ...
  • 9.)ნადირობა ტურაზე
  • 10.)ვაზნები
  • 1.)giohunt1982
  • 2.)Admin
  • 3.)akson777
  • 4.)პედიატრი
  • 5.)tarxana
  • 6.)aleko
  • 7.)ბაქარი
  • 8.)avtandil
  • 9.)-BERG-
  • 10.)butatino
  • 1.)bodiala23
  • 2.)Shaman
  • 3.)Donroin
  • 4.)Gogidze1
  • 5.)Tamazi8724
  • 6.)Vaxtang
  • 7.)Fridona7
  • 8.)GC
  • 9.)zurasha
  • 10.)Igor

  • ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика