ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

სეზონი

მოვიდა და მოგუგუნდა, კარს მოგვადგა კალანდის მეკვლესავით, მოკაკული საჩვენებელი თითით მოგვიკაკუნა ნეკნებზე და შემოგვძახა: ეჰჰეეი თქვენ მანდ, რომ ფაციფუცობთ წიწილა დაკარგული კრუხივით, ხომ ხედავთ მუხლებზე ხავსი გადაგკვრიათ და თვალზე ბინდი, ერთ ადგილზე ბოლთას სცემთ, თუ არ სცემთ და საერთოდაც გძინავთ ზეზეულად, მზის სხივი თქვენს კისერს არ  დადებია  კრამიტად და მკერდს უმალ ჩაუხურავთ  ცუდი მასპინძელივით, ვიდრემდის სტუმრად მოსულ  ცუღლუტ ნიავს შეეგებებით, ფეხის გულით არ შეგიგვრძნია მიწის ფეთქვა და ხელის გული არ დაგიდვია ძაღლისთვის თავზე, არადა მარტის შემდეგ გელოდება, შენ კიდევ დღითიდღე ცივად ექვეცი,   მონადირის აბგა თაგვებს დაუჭმია,  მოდუნებას კიდევ  შენი  ტყვიაწამლის  ყუთისთვის მიუგნია და შენი კარგად მოხუფული შარშანდელი სეზონის მოგონებები გაუზიდია დავიწყების ბუნაგში, წადი  ხელი მაინც შემოჰკარი ბეჭებში შენს სანადირო ჟილეტს, რაიცი და რა ხდება, იქნებ ავარდნილმა მტვრის კორიანტელმა ნესტოებში შეგიღიტინოს და ისეთი დააცემინო რომ   მოფხიზლდე და გონს მოეგო.შენს ხელებს დაჰხედე, ხედავ როგორი მოვლილია?? ერთი ეკლისა და ძეძვის  კლანჭიც კი არ ეტყობა, სად გაქრა ვარსკლავებით მოკირწყლული ღამის ანარეკლი შენს თვალებზე? ღამით ისე გძინავს რომ  სიზმრებმაც მიგატოვა.არგესმის  ადამიანო? შენ გეუბნები შენ!!! მოვედი მოვგუგუნდი ხომ ხედავ, ადექი, აალაგე შენი კარგად დაკეცილი კუნთები და  მდინარის წყალში კარგად გარეცხე, რათა ცხიმის ლაქებივით დაფენილი სიზანტე მოაშორო, შემდეგ თაკარა მზეს შეუდგი შუაცეცხლზე გამოსაშრობად. ყველაფერთან ერთად  ყურთასმენაც დგღლია, არადა ისეთი მარდი სმენა  გქონდა კარგი მწევარივით ეწეოდა  ბგერებს...

  კაკკუ კაკუ... არის აქ ვინმე???

გახსოვს გასულ წელს რომ გესტუმრე? ხელი დამსტაცე და   შენს ნაცნობ მინდვრებში გამარბენინე... როგორ გიხაროდა?! თითქოს 14 წლიდან ერთად არ დავდიოდეთ მინდორ მინდორ,  გახსოვს პირველივე  მინდორთან რომ გაჩერდი და  ზეცის უსასრულობაში გაისროლე? ეს ჩვენი დაღუპული მონადირეებისო რომ თქვი გულში, მეორეც რომ მიაყოლე და ეს კიდევ ჩვენი ოთხფეხა  უღალატოებითვისო, ეგეც გულში მაგრამ  მე რას გამომაპარებ, მე გულის ყური ცალკე მაქვს და ისე ყური ცალკე,  პირველივე აფრენილ მწყერზე რომ თოფი დაუშვი ის თუ გახსოვს,  ჩოჩორიაო რომ თქვი და მთელი წლის ნაგროვები ენერგია ისე გადაყლაპე თითქოს ყელი ჩაგეკოკლოზინებინოს, ეხლა კი რას გევხარ,  უფრო სწორი იქნება გითხრას კაცმა დევხაროო. არანაირი ემაოცია, ჩამი ჩუმი არ ისმის შენი მკერდიდან გარდა გულის ერთ რიტმში  ხვრინვასა....

გამოფხიზლდი, ხომ ხედავ თან სათიბების სუნი მოგიტანე...

კაკუუ კაკუ... არის აქ ვინმეე???

 



წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: krimanjuli (01.08.2014)
ნანახია: 3073 | ტეგები: სეზონი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика