ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
მონადირე ძაღლები [107]
მონადირე ძაღლის დაგეშვა [13]
ლეკვის გაზრდა და აღზრდა [13]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები მონადირე ძაღლებზე » ლეკვის გაზრდა და აღზრდა    

ლეკვის სწორი ჩვევების გამომუშავება

საკუთარი ადგილის ცნობა

როგორც კი სახლში მოიყვანთ ლეკვს, მაშინვე იზრუნეთ მის საკუთარ ადგილზე, სადაც მისი საწოლი იქნება მოთავსებული. ამ წუთიდან დაწყებული პატარამ მხოლოდ ამ ადგილას უნდა დაიძინოს. შესაძლოა, თავიდან რამდენიმე ღამე ლეკვის წკმუტუნმა ძილი დაგიფრთხოთ, მაგრამ არ აყვეთ ემოციებს და არავითარ შემთხვევაში არ წაიყვანოთ თავისი ადგილიდან, მითუმეტეს თქვენ საწოლში. მოგიწევთ ადგეთ და თქვენი ხელით მიიყვანოთ თავის ადგილას. იმისათვის, რომ შეჩვევის პროცესი უმტკივნეულოდ წარიმართოს, კარგი იქნება თუ საწოლ კალათაში დედის ადგილსამყოფელიდან წამოღებულ ნაჭრის ნაწილს ჩაუდებთ. მშობლიური სურნელი დაამშვიდებს ლეკვს, უფრო სწრაფადაც მიეჩვევა თავის ადგილს.

 

სისუფთავე-ჯანმრთელობის გარანტია

სისუფთავის სიყვარული- ეს ერთერთია იმ მთავარი წესჩვეულებებიდან, რომელსაც თავიდანვე უნდა მიაჩვიოთ ლეკვი. არასდროს მიცეთ უფლება სახლში მოისაქმოს იქ, სადაც მოესურვება. თავიდან, სანამ ლეკვი სულ პატარაა, შესაძლოა მიცეთ უფლება სახლში გაზეთზე მოისაქმოს, როგორც კი ყველა საჭირო აცრას გაუკეთებთ და გარეთ გაყვანის საშუალება მოგეცემათ, დაიწყეთ პატარის მიჩვევა გარეთ მოსაქმებას. იმისათვის, რომ თქვენი პაატრა უპრობლემოდ მიაჩვიოთ გარეთ მოსაქმებას, როგორც კი შეამჩნევთ „გუბის" დაყენებას აპირებს, მშვიდად გაიყვანეთ გარეთ. თუ ვერ მოასწარით გაყვანა „გუბის" დაყენებამდე, მაინც საჭიროა მისი გარეთ გაყვანა. თქვენი ლეკვი ძალიან მალე აითვისებს გაკვეთილებს და მომავალში დროულად მოგთხვოთ ტუალეტს.

 

სახელი

კარგად აღზრდილმა ლეკვმა უნდა იცოდეს რა ქვია და საკუთარი სახელის გაგონებაზე რეაგირებას უნდა ახდენდეს. სახლში მისი გამოჩენისთანავე ეცადეთ ხშირად მიმართოთ სახელით, ხოლო როცა სახელის გაგონებაზე თავის თქვენსკენ მობრუნებას დაიწყებს, შეაქეთ, მიეფერეთ და რაიმე სასუსნავით გაუმასპინძლდით. პატარა ძალიან მალე, რამდენიმე დღის განმავლობაში მიეჩვევა თავის სახელს და ყოველ დაძახებაზე დაგეკონტაქტებათ.

 

ჭამის დრო

პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ლეკვი თავისი საკუთარი ჯამიდან ჭამას. არავითარი თხოვნები და სასუსნავები, თუ არ მეცადინეობს. აჭამეთ პატარას ერთი და იგივე დროს, არა საერთო მაგიდასთან ან მის გვერდზე, არამედ მისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილზე. კვების რეჟიმთან ამგვარი მიდგომით, თქვენი ლეკვი ეჩვევა დისციპლინას, რომელიც ხელს უშლის მავნე ჩვევების განვითარებას და არ მიცემს უფლებას, საჭმელი მოითხოვოს საერთო სუფრიდან.

 

საყელური

რაც არ უნდა ვთქვათ, ქალაქის პირობებში საყელური და გამოსაბმელი თოკი ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ნივთები. აგრესია რომ არ გამოიწვიოს, ლეკვის მიჩვევა საყელურისთვის თანდათანობით უნდა მოხდეს. დაიწყეთ თამაშით. თქვენი ყოველდღიური გართობის დროს შეუმჩნევლად გაუკეთეთ ლეკვს რბილი საყელური, რომელსაც ძალიან არ მოუჭერთ, რათა ლეკვს დისკომფორტი არ შეექმნას. ასეთი გაკვეთილები დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ თამაშისას, და იმეორეთ იქამდე, სანამ საყელური აღარ იქნება ლეკვისთვის უხერხულად ასატანი. როგორც კი თქვენი ლეკვი მიეჩვევა საყელურს გადადით გამოსაბმელი თოკის მიჩვევაზე. თავიდან რბილი თოკი მიაბით საყელურზე, რომელიც უფლებას მიცემს ტამაშისას თავისუფლად იკოტრიალოს იატაკზე, რამდენიმე ასეთი გაკვეთილის შემდეგ კი, ხელში დაიჭირეთ გამოსაბმელი თოკი და ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლეთ როგორ მოიქცეს.

რაც უფრო ადრე ასწავლით ლეკვს სასარგებლო წესჩვეულებებს, მით უკეთესი იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი აღსაზრდელისთვის. რაგდანაც ასაკის მატებასთან ერთად, თქვენ გიმცირდებათ მისი კარგად აღზრდის შანსი. ამ დროს კი იგი უსწრაფესად ითვისებს ცუდ ჩვევებს.

 



წყარო: http://inovacia.ucoz.com/news/lek_39_vis_sts_39_ori_chvevebis_gamomushaveba/2011-11-30-417
კატეგორია: ლეკვის გაზრდა და აღზრდა | დაამატა: giohunt1982 (28.01.2013)
ნანახია: 2102 | რეიტინგი: 5.0/2

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика