ჯანდარის ტბა
ჯანდარის ტბა მდებარეობს საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე,გარდაბნის მუნიციპალიტეტში.
ჯანდარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსატევია აღმოსავლეთ საქართველოში. იგი მდებარეობს
მტკვრის აუზში. ტბა წყალსაცავის ტიპისაა და გამდინარეა.
მდებარეობა
აზერბაიჯანი
საქართველო
სიმაღლე ზღვის დონიდან
291,4 მეტრი
სიგრძე
6,4 კილომეტრი
სიგანე
3 კილომეტრი
ფართობი
10,6 კმ²
მოცულობა
51 კმ³
მაქსიმალური სიღრმე
7,2 მეტრი
საშუალო სიღრმე
3,75 მეტრი
ტბის ჩრდილო-დასავლეთით ნაწილში არის მომცრო ზომის ყურე. ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით
საკმაოდ განიერი და ღრმაა. ნაპირები უმეტესწილად დამრეცი და დაბალია. წყლის მაქსიმალური
დონის დროს ნაპირების მნიშვნელოვანი ნაწილი იტბორება. დაჭაობებულია ჩრდილო-დასავლეთი
ნაპირიც. აქ განვითარებულია, ხისტი ჭაობის მცენარეულობა (ძირითადად ლელი და ლაქაში). არხის
შესართავის მიდამოებში გვხვდება აგრეთვე შვიტი ანუ ძორის ძუა.
ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით,რუსთავიდან კი 20 კმ-ის
მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის
გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლების მონაწილეობა მის
კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის
ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით.
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. მე-XIX საუკუნის 70-იან წლებში
მტკვრიდან გაიყვანეს არხი. 1927 წელს ჯანდარის ტბა დააშრეს. ხოლო 1928 წელს ხელახლა შეავსეს.
ზაფხულში ტემპერატურა 30-32°-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°), იშვიათად კი
იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს. ჯანდარის ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო
ფერისაა. მისი გამჭირვალობა დაახლოებით 1 მ-ია. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო.
სასმელად უვარგისია.ჯანდარის ტბით ირწყება აზერბაიჯანის (ყაზახის რაიონი) მინდვრები და
საქართველოს გარდაბნის რაიონის მიწები. მიმდინარე საუკუნის 60-იან წლებში ცნობილმა
იქთიოლოგმა ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის თევზები.
ჯანდარის ტბა (წყალსაცავი) საქართველოს შიდა წყალსატევთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ობიექტია თევზრეწვისა და სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისათვის.
ტბაში ბინდარობს:
მტკვრის ნაფოტა:
კობრი:
ჭანარი:
ლოქო:
სქელშუბლა:
და სხვა.
წყარო: http://hunters.ge/saqartvelos-tbebi/303-jandaris-tba.html