თერგი
თერგი არის მდინარე საქართველოსა და რუსეთში(ჩრდ.ოსეთი,ყაბარდო-ბალყარეთი,ჩეჩნეთი,
ინგუშეთი,დაღესტანი).სათავე აქვს კავკასიონის ზილგახოხის მყინვარში. სათავიდან 30 კმ-ზე
მიედინება კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის, სოფ. კობთან მკვეთრად უხვევს ჩრდილოეთისკენ და კვეთს გვერდით ქედს,შემდეგ
კლდოვან ქედსა და შავ მთებს.
სიგრძე : 623კმ
აუზის ფართობი : 43.2 კმ²
სათავე : ზილგახოდის მყინვარი
ქვეყნები : საქართველო და რუსეთი
ქალაქები : მოზდოკი, ვლადიკავკაზი, ყიზლარი
მდინარე სუნჯის შეერთების შემდეგ მიედინება კასპიისპირა დაბლობზე და ერთვის
კასპიის ზღვას. შესართავთან ქმნის დელტას რომლის ფართობია 4 ათ. კმ².
თერგი შერეული შერეული მდინარეა. წყლის საშუალო ხარჯი ქ. ვლადიკავკაზთან
34 მ3/ წმ, შესართავიდან 16 კმ-ზე - 305 მ3/წმ. იძგიფება მხოლოდ მკაცრ ზამთარში.
მთავარი შენაკადებია: მარცხენა - არდონი,ურუხი,მალკა, მარჯვენა - სუნჯა.
თერგი საზრდოობს მყინვარული და წვიმის წყლებით, წყლის რეჟიმი ხასიათდება
წყალდიდობებით წელიწადის თბილ პერიოდებში, ძირითადად ივლის-აგვისტოში.
იყენებენ სარწყავად. ქალაქ მოზდოკის ზემოთ თერგიდან გაყვანილია თერგ-კუმის
სარწყავი არხი. მდინარე აუზშია ბაქსანია, გიზელდონისა და სხვა ჰესები.
მდიდარია თევზით : კალმახი,თერგის ორაგული,კობრი,ფარგა და სხვა.
თერგის ნაპირებზე მდებარეობს დაბა ყაზბეგი და სამი ქალაქი : მოზდოკი,
ვლადიკავკაზი და ყიზლარი.
თერგის ისტორიული სახელწოდებაა ლომეკი.