სამეგრელოს ულამაზეს ადგილებს ამშვენებს წალენჯიხის სანახები… ერთი თვალის შევლებითაც კი სამარადჟამოდ მოგნუსხავთ აქაური ბუნება.
ლაკადა მთისწინა სამეგრელოს აღნიშნავს…
.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქვალერს სამკაულად მორგებია მდინარე ინწრა… 35 მ სიმაღლიდან ეშვება მდინარის ჩანჩქერი და ხავსების საუფლოში, ბზის ათასწლოვან კორომთა შორის მირაკრაკებს …აქ ყველაფერი მისტიკური ეჩვენება ადამიანს… ვიწრო ბილიკი ალპური მინდვრებისკენ უხმობს თავგადასავლის მოყვარულს. ყოველი ნაბიჯი ყვირას მასივს გაახლოებს…
.
.
.
მსოფლიოს ერთ-ერთ იშვიათობას "ქუაქანცალიას" აქ ნახავთ …სამეცნიერო ლიტერატურა აი, რას გვიყვება მის შესახებ: ”ქვაცანცალა -მოქანავე ლოდი, მდებარებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 1800 მ. სიმაღლეზე, მთა ყვირას უტყეო ზონაში. "ზის" კირქვული ლოდი, რომლის სიგრძე 2 მ აღემატება, ხოლო წონა 10-12 ტონას. ქვაცანცალას ლოდი, მის რომელიმე წიბოზე თუნდაც სუსტი მიწოლით (ხელის მიბჯენით) იწყებს ქანაობას და თან კაკუნის ხმას გამოსცემს.”
.
.
.
.
ყვირას მასივი კარსტული გახლავთ და ამდენად სპელეოლოგებისთვის მეტად საყურადღებოა. სამეცნიერო ლიტერატურაში (დოკუმენტი სამეგრელოს დაცული ტერიტორიების შესაქმნელად) ამგვარ ინფორმაციას ვკითხულობთ: ”წულიშის მასივის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ყვირას კირქვული მასივი, რომელიც მდ. მაგანასა და ჭანისწყლის წყალგამყოფის დასავლეთ დაბოლოებს ქმნის. ყვირას მასივი სამკუთხედის ფორმისაა, რომლის მახვილი მაღალი დაბოლოება ზღვის დონიდან 2037 მ-მდეა ამაღლებული. ყვირას მასივის ჩრდილო ფერდობი კირქვებით აგებული ქარაფებით არის წარმოდგენილი. სამხრეთი ფერდობის ზედა, ტყის საფარს მოკლებული ნაწილი მდიდარია სხვდასხვა სიდიდისა და სიღრმის კარსტული ძაბრებით, ხოლო შუა ნაწილი, რომელიც ტყით არის შემოსილი, სუსტად არის დანაწევრებული. მდ. ინწარასა და მორჟას შენაკადებით ყვირას მასივი კარსტული რელიეფის ინტენსიური განვითარებით გამოირჩვა. აღსანიშნავია ამ მასივზე განვითარებული ცოტნე დადიანისა და ალბოვის ღრმა კარსტული ჭები, რომლებიც ზედაპირიდან მხოლოდ 50-80 მ-სიღრმემდე არის შესწავლილი."
.
.
.
ამგვარად, ტურისტებს მრავალმხრივი სანახაობა ელოდებათ…თუმცა ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჭითაგვალას და ტობავარჩხილის შემოგარენი გპირდებათ… ზღვის დონიდან 2664 მ-ზე "ჭითაგვალას ტობავარჩხილი” ჯერ მაგანას ჩანჩქერს მოგაგებებთ, მერე კი გულში ჩაგიკრავთ და საუკუნოვან მითთა იდუმალებით მოგხიბლავთ…
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.
.