ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
დაცული ტერიტორიები [14]
ნაკრძალები [12]
ეროვნული პარკები [12]
ბუნების ძეგლები [7]
აღკვეთილები [2]
დაცული ლანდშაფტები [1]
ბოტანიკური ბაღები [2]
სამონადირეო მეურნეობები [2]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » დაცული ტერიტორიები და სამონადირო მეურნეობები » დაცული ტერიტორიები    

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები

ბაწარა-ბაბანეულის ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი დღევანდელი სახით შეიქმნა 2003 წლის კანონით „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტეტიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ".
ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიები 3 დამოუკიდებელი ერთეულისაგან შედგება: ბაწარის (3042 ჰა) და ბაბანეურის (770 ჰა) ნაკრძალებისა და ილტოს აღკვეთილისგან (5273 ჰა) შედგება. სამივე დაცული ტერიტორია კახეთში, ახმეტის რაიონში მდებარეობს, თბილისიდან 170 კმ დაშორებით. 
ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი მდ. ალაზნის მარჯვენა შენაკადის, ბაწარას ხეობაში მდებარეობს, პანკისის ხეობის სიახლოვეს. ბაბანეურის ნაკრძალი ახმეტის რაიონის აღმოსავლეთ ნაწილშია და ბაწარის ნაკრძალიდან 45კმ-ით არის დაშორებული. აღმოსავლეთ კავკასიონის მთისწინეთი, რომელზეც ბაბანეურის ნაკრძალია განლაგებული სოფლების – ალვანის, ბაბანეურის და ლალისყურის სიახლოვეს მდებარეობს.
ილტოს აღკვეთილი ახმეტის სიახლოვეს მდ. ილტოს ხეობის ნაწილს მოიცავს. ილტოს და ბაწარა-ბაბანეურის ტერიტორია აგებულია იურული და ცარცული ასაკის ნალექებით, რომლებიც აქ წარმოდგენილია ქვიშაქვებით, ფიქლებით, არგილიტებითა და კირქვებით. ცარცული ასაკის ქანებში გვხვდება გამკვეთი მაგმური სხეულები ან ლინზები.
  მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში შემორჩენილია მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის, უთხოვრის  ტყე. ტყის ფართობი თითქმის 240 ჰექტარია. ასეთი ვრცელი უთხოვრის კორომი მსოფლიოში არსადაა. ხეების უმეტესობა 500-1000 წლისაა, ზოგიერთი უფრო მეტისაც.
  ბაწარის უთხოვრებს ლიანები – პასტუხოვის სურო და ეკალღიჭი აქვთ ზედ შემოხვეული. ნაკრძალის ამ ნაწილში დაცულია, აგრეთვე, ხელუხლებელი წიფლნარი  და მურყნარი. იმავე მდ. ბაწარას სათავეებში მაღალმთის ბოკვის  ულამაზესი კორომები გვხვდება. ბაბანეურის ნაკრძალის ნაწილში კავკასიურ-ირანული ენდემის მესამეული პერიოდის დენდროფლორის რელიქტის ძელქვის  კორომებია, რომელსაც 750 ჰა უკავია. 
  მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია იმით, რომ აქ არსებობს კარგად შენახული წიფლნარები. ტყის საბურველის შექმნაში მასთან ერთად რცხილა , ქორაფი , ცაცხვი, ქართული მუხა  და ზოგიერთ სხვა ხე მონაწილეობს. ქვეტყეში შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება. 
  ეს დაცული ტერიტორიები პირველ რიგში თავისი უნიკალური ფლორითაა განთქმული. მდინარე ბაწარას ხეობაში ბაწარასა და ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე შემორჩენილია მესამეული პერიოდის კავკასიურ-ირანული დენდროფლორის რელიქტების: უთხოვრის  ტყე და ძელქვის  კორომები. ტყის ეკოსისტემები წარმოდგენილია აგრეთვე ხელუხლებელი წიფლნარებითა და მურყნარებით. ბაწარის უთხოვრებს ლიანები პასტუხოვის სუროები  და ეკალღიჭები აქვთ ზედ შემოხვეული. მდ. ილტოს ხეობა აღსანიშნავია ხელუხლებელი წიფლნარებით  ლიანებისა და წყავის ქვეტყით. აგრეთვე, აქ გვხვდება: რცხილა, ქორაფი, ცაცხვი, ქართული მუხა და ზოგიერთი სხვა ხე. შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა იზრდება. 
  ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია კავკასიური ციყვი, კავკასიის ენდემი რადეს ბიგა. საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარებიდან კი ბაწარასა და ილტოში გავრცელებულია: შველი, არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ტურა, მელა, მაჩვი, ქვის კვერნა, ტყის კვერნა, გარეული კატა, წავი და სხვ. ძალზე იშვიათია წავი. 
მდიდარია ორნიტოფაუნა. იგი დაახლოებით 60-მდე სახეობას ითვლის. აქ ქედანი, ჩხართვი, შაშვი, ყორანი, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის კოდალა და კიდევ მრავალი სახეობის პატარა ფრინველი ბუდობს, რომლებიც ბაწარა-ბანაეურისა და ილტოს მკვიდრი ბინადრები არიან. 
   აღსანიშნავია კავკასიის ენდემური სახეობა კავკასიური ყარანა, ასევე მტაცებელი ფრინველები: ბატკანძერი, ორბი, სვავი, კირკიტა, ქორი, მიმინო, მთის არწივი და სხვ. 
  მდ. ბაწარასა და მის შენაკადებში, ასევე მდ. ილტოში გავრცელებულია კალმახი. ამფიბიებიდან გვხვდება 7 სახეობა, მათ შორის: კოლხური გომბეშო , ჩვეულებრივი ვასაკა, მწვანე გომბეშო, მცირეაზიური ბაყაყი  და სხვ. ქვეწარმავლებიდან გვხვდება 14-მდე სახეობა. მათ შორისაა: ხვლიკის სამი ენდემური სახეობა - კავკასიური ხვლიკი, მდელოს ხვლიკი და ართვინის ხვლიკი, თუმცა სავარაუდოა ქართული ხვლიკის არსებობაც. რეპტილიების სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური გველგესლა . ქვეწარმავლებიდან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ.
ბაბანეურის ნაკრძალის სიახლოვეს გვხვდება ბრინჯაოს ხანის ძეგლები – ჭერემსა და გავაზში აღმოჩენილი არქეოლოგიური ქვევრები, ბრინჯოსგან შექმნილის საბრძოლო და სამეურნეო იარაღები, აკლდამები და კერამიკის უძველესი ნიმუშები, მეთერთმეტე საუკუნის ალავერდის კათედრალური ტაძარი, მეჩვიდმეტე საუკუნის გრემის ციხე-სიმაგრე და ეკლესია, კიდევ უფრო ძველი ნაქალაქარით, მეთორმეტე საუკუნეში აგებული იყალთოს აკადემია, მეექვსე და მეთექვსმეტე საუკუნის ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსები, მეთვრამეტე საუკუნის მეფე ერეკლეს სასახლე კახეთის დედაქალაქ თელავში და ულამაზესი პარკით გარშემორტყმული მეცხრამეტე საუკუნის ჭავჭავაძეების სასახლე წინანდალში, თამარის ეკლესია, წამებული, ღვთისმშობლის ეკლესია, სამება, წმინდა მარიამის ეკლესია. მდინარე ილტოს ნაპირზე მდებარეობდა კვეტერას ისტორიული ციხე ქალაქი.
ტურიზმის სახეობებიდან ნაკრძალის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯერ-ჯერობით მხოლოდ კულტურული და ღვინის ტურებია, აგრეთვე, შესაძლებელია ფოტო-ვიდეო, ეკოლოგიური, საცხენოსნო, ფრინველებზე დაკვირვების და არქეოლოგიური ტურების მოწყობა. დაცული ტერიტორიის სიახლოვეს, თელავსა და წინანდალში არსებობს რამდენიმე კეთილმოწყობილი სასტუმრო და კარგად არის განვითარებული საოჯახო სასტუმროთა ქსელი. წინასწარი დაჯავშნით შესაძლებელია კვებისა და კომფორტული ღამის სათევის უზრუნველყოფა. 



წყარო: http://წყარო: http://www.dpa.gov.ge/
კატეგორია: დაცული ტერიტორიები | დაამატა: dudu-duda (25.02.2012) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 2508 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика