ქობულეთის დაცული ტერიტორიები 1999 წელს შეიქმნა და მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალსა (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს (439 ჰა), რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შავი ზღვის გასწვრივ, ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. ქობულეთის დაცული ტერიტორია მოიცავს ისპანას ტორფის საბადოს. ღელიეფი ბრტყელია და ოდნავ ეროზირებულია მდინარეების შავი ღელესა და ტოგონის მიერ. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო, სუბ-ტროპიკული კლიმატია – წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია, რის უმეტესობაც წვიმის სახით შემოდგომისა და ზამთრის სეზონებზე მოდის.
გადამფრენი წყლის ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. თუმცა ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ისპანი I-ზე დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული, მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ქობულეთის დაცული ტერიტორიების ტორფიანი ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები - სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი”, თეთრი რინხოსპორა (ღჰყნცჰოსპორა ალბა), კავკასიური რინხოსპორა (Mოლინია ლოტირალის), ტორფის ისლი (ჩარეხ რიპარია), წყლის სამყურა (Mენყანტჰეს ტრიფოლიატა) და მრგვალფოთოლა დროზერა (Dროსერა როტუნდიფლორა) და ზოგიერთი სხვა ქმნიან.
ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს. აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეებიც: შქერი (ღჰოდოდენდრონ პონტიცუმ), იელი (ღჰოდოდენდრონ ლუტეუმ), ეკალღიჭი (შმილახ ეხცელსა) და სხვ. ქობულეთის აღკვეთილში გვხვდება იშვიათი და გადაშენების პირას მისული სამეფო გვიმრაც (Oსმუნდა რეგალის). ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ: ტურა, წავი (Lუტრა ლუტრა), მაჩვი, ნუტრია. კურდღელი, ბუჩქნარის მემინდვრია, მინდვრის თაგვი და სხვა. აღსანიშნავია, რომ წავი საქართველოს "წითელ ნუსხაშია” შეტანილი.
ამფიბიებიდან გვხვდება: კასპისა და ჭაობის კუ, ჩვეულებრივი გომბეშო, მწევანე ბაყაყი, ჩვეულებრივი ვასაკა და სხვა, რეპტილიებიდან კი – წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა, ბოხმეწა, გველხოკერა, ზოლიანი ხვლიკი, ჩვეულებრივი ტრიტონი და სხვა. თევზებიდან არხებში ქარიყლაპია, კარასი, ქორჭილა და მდინარის გველთევზა გვხვდება. რეგიონი საინტერესოა კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისითაც. ქობულეთზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზა გადიოდა და გვიან ანტიკურ ხანაში მცირე კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. ქობულეთის ტერიტორიაზე ქრისტიანობის გავრცელება პირველ საუკუნეში ანდრია მოციქულის სახელს უკავშირდება. ყურადღებას იქცევს ქობულეთის თანამედროვე არქიტექტურა, 1950 წლებიდან მოყოლებული მოსახლეობა ძნელად
გამოსაყენებელ სახლებს აგებდა, უზარმაზარი კიბეებითა და აივნებით. სახლის სიდიდე ოჯახის კეთილდღეობაზე მიუთითებს. ქობულეთთან ახლო მდებარე სოფლებში შემორჩენილია აჭარული და ლაზური საცხოვრებლის ნიმუშები. ქობულეთის მახლობლად შემორჩენილია ადრე შუა საუკუნეების ციხეებისა და ხიდების ნანგრევები.
ქობულეთის მიდამოები ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს ქმნის – აქ შესაძლებელია საწყალოსნო, ეთნოლოგიური და ეკოლოგიური ტურების ორგანიზება, ფრინველებზე დაკვირვება ქობულეთთან ახლოს მდებარე მთიან დასახლებებში და სხვა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!