იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში(როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
ბუნება
მდ. წყალწითელა წყალტუბოს რაიონში
იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
სოფლის მეურნეობა
სიმინდის ყანები საჩხერეს რაიონში
სოფლის მეურნეობა მხარის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია. მემცენარეობის პროდუქციიდან ძირითადია სიმინდი, ყურძენი და ბოსტნეული. კერძოდ, მწვანილი — ცერეცო, ქინძი, ოხრახუში, მწვანე ხახვი და წიწმატი მთელი სეზონის განმავლობაში, ასევე სანელებლების დამზადება. ნედლეულის ბაზა — წყალტუბოს რაიონი, სადაც შესაძლებელია მოწეულ იქნeს 3 ათასი ტონა ცერეცო, 500ტ. ქინძი, 1500 ტ. ოხრახუში, 250 ტ. წიწაკა, ასევე ზაფრანი, კამა, და ქონდარი 20 ტონის ფარგლებში.[2]მიმდინარეობს მუშაობა სანელებლების დამამზადებელი მინისაწარმოს მშენებლობისათვის. ბაღჩეული — კიტრი, პომიდორი, სატაცური, ოსპი (წყალტუბოს, ვანის, ბაღდათის მუნიციპალიტეტები); ხილი — ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ტყემალი, ხურმა, შინდი (ვანის, თერჯოლის, სამტრედიის მუნიციპალიტეტები); თაფლი (ბაღდათი, ხარაგაული, წყალტუბო, თერჯოლა). მეჩაიეობის ძირითადი ზონებია: წყალტუბო, ტყიბული და ხონი.
რეგიონი მნიშვნელოვანწილად გამოირჩევა საქართველოს ტეროტორიაზე არსებული წიაღისეული სიმდიდრეების მრავალფეროვნებით. ამჟამად იმერეთში 100-ზე მეტი მინერალურ-სანედლეულო რესურსების საბადოა აღრიცხული, რომელთაგან ნახევარზე მეტი საექსპორტოა. ძირითადი წიაღისეული სიმდიდრეა ჭიათურისმანგანუმი, რომლის ბალანსური და ბალანსგარეშე მარაგი 215 მილიონ ტონას შეადგენს მადნის ყველა ტიპის (ჟანგეული, კარბინატული, დაჟანგული, შერეული, ქვიშაქვები) მიხედვით. მანგანუმის ჯერ კიდევ დაუმუშავებელი მარაგის არსებობა სავარაუდოა ყვირილისა და ზესტაფონის რაიონებში, ჩხარი-აჯამეთის, ქუთაისისა და თერჯოლის ტერიტორიებზე. მხარის მნიშვნელოვანი წიაღისეული რესურსია ტყიბულისა და გელათის ქვანახშირის, ბარიტის, ლიატონიტის, საშენ მასალათა, თიხის მარაგი. ქუთაისის მიდამოები მდიდარიაბენტონიტური თიხებით (გუმბრინი), მარმარილოს, ეკლარის კირქვის, კურსების ტეშენიტის, ბაზალეთის საბადოებით.
მრავალფეროვანია მხარის რაიონების ნიადაგი. მათი გეოლოგიური აგებულება, რელიეფი, კლიმატი და მცენარეული საფარი განაპირობებს ნიადაგის ხასიათს. უპირატესი გავრცელება აქვს: ალუვიურ, სუბტროპიკულ ეწერ ყვითელმიწა, წითელმიწა,ნეშომპალა-კარბონატულ და კომრალ ნიადაგებს. მაღალმთიან რაიონებში გვხვდება ღია გაეწრებული ტყის მურა ნიადაგებიც. ყვითელმიწა და თხელ ფენად წითელმიწა ნიადაგები. ორივე მათგანი გამოიყენება ჩაისა და სხვა სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.
ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ჭიათურის პლატოსა და მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში, მდებარეობს გომი-საჩხერე-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე. რკინიგზის სადგურის ზესტაფონი-საჩხერის სარკინიგზო ხაზზე ზღვის დონიდან 340-500 მ. თბილისიდან 220 კმ (რკინიგზით).
ჭიათურაში საკმაოდ ნოტიო ზღვის სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი, ცხელი ზაფზული.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა +13,10 იანვრის +2,40 ივლისი +23,10აბსოლიტური მინიმუმი -200 აბსოლიტური მაქსიმუმი +420 ნალექები 1100 მმ. წელიწადში. ჭიათურა საქართველოს მოპოვებითი მრეწველობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია, მისი წარმოშობა და შემდგომი განვითარება განაპირობა მდინარე ყვირილის ხეობაში არსებული მანგანუმის მადნის საბადოს ბაზაზე წარმოქმნილმა მრეწველობამ. ქალაქს საფუძველი ჩაეყარა 1879 წელს, როცა აკაკი წერეთლის ინიციატივით დაიწყო მაგანუმის მადნის მოპოვება.ქალაქის ცენრტალური დასახლება მდინარე ყვირილის ორივე ნაპირზეა და თითქმის ყოველი მხრიდან მაღალი, ციცაბო კლდეებით შემოზღუდულ ქვაბულშია მოქცეული, სამრეწველო უბნები მას 2-6 კმ. რადიუსით ეკვრის.
ქალაქის მრეწველობაში ძირითადია მანგანუმის მადნის მოპოვება და გამდიგრება.
მანგანუმის სამთამადო კომბინატი, რომელიც მთელი დატვირთვით მუშაობდა 1992 წლამდე (აერთიანებდა 6 მაღაროთა სამმართველოს, გამამდიდრებელ ფაბრიკას, მექანიზებულ ქარხანას და მრავალ დამხმარე საწარმოს) მანგანუმის მადნის კონცენტრატით ამარაგებს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას, საზღვარგარეთის ქვეყნების შავი მეტალურგიის ქარხნებს.
ზესტაფონ-საჩხერის რკინიგზის ხაზი ჭიათურას აკავშირებს ამიერკავკასიის რკინიგზის მაგისტრალთან, ქალაქზე გადის რესპუბლიკური მნიშვნელობის საავტომობილო გზა - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომი, რომლითაც ჭიათურა უმოკლესი გზით უკავშირდება თბილისს. შიგა საქალაქო გადაყვანას ემსახურება ავტობუსები და ბაგირგზები, რომლითაც ქალაქის თითქმის ყველა უბანი დაკავშირებული ცენტრთან. ჭიათურაში, ყოფილ სსრკ-ში პირველად ამოქმედდა სამგზავრო ბაგირგზები. ჭიათურაში კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა ფართო ქსელია. რაიონში 35 საჯარო სკოლაა, 10 საბაზო, 1 კერძო ლიცეუმი, 1 სკოლა ინტერნეტი. შეიქმნა გაერთიანებული საბავშვო ბაღები, ქალაქში არის კულტურის ცენტრი, სადღესასწაულო რიტუალების სასახლე, მხატვრის სახლი, აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რამდენიმე ბიბლიოთეკა, სამი საავადმყოფო, ამბულატორიები, კავშირგამბულობის განყოფილება, გამოდის რამოდენიმე გაზეთი.
ჭიათურის მიდამოები, ისევე როგორც ზემო იმერეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, ძველი საქართველოს ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებული მხარე იყო. ქალაქის მახლობლად ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურეს, რომ მოსახლეობა აქ ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გაჩნდა. ჭიათურაში და მდინარე ყვირილის პირას აღმართულ დიდ კლდეებში ამჟამადაც არის შემორჩენილი მრავალი გამოქვაბული, ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, ეს გამოქვაბული მურვან ყრუს დროინდელი უნდა იყოს. არაბთა ლაშქრის მეთაური მურვან ყრუ თავის ურდოებით VIII საუკუნეში (736-738 წ.წ). შემოიჭრა საქართველოში და ააოხრა საქართველოს დასავლეთი და აღმოსავლეთი რაიონები, ხალხმა მიუვალ ადგილებში გახიზვნით უშველა თავს. ერთ-ერთი ასეთი თავშესაფარი მდინარე ყვირილის პირა კლდეებში ჰპოვა მაშინდელმა მოსახლეობამ.
ვიდრე ჭიათურაში მრეწველობა ჩაისახებოდა, აქ მხოლოდ პატარა სოფელი იყო, ქუთაისიდან საჩხერისაკენ მიმავალი გზა ამ ადგილას მდინარე ყვირილის ვიწრო ხეობაში ჩადიოდა, მდინარის მარჯვენა ნაპირს მისდევდა აღმა და მღვიმევის მონასტერთან გავლის შემდეგ კვლავ ტოვებდა ხეობას. გზის პირას ჭიათურაში იდგა პატარა დუქანი, აკაკი წერეთლის ცნობით, იგი საჩინო ვაშაძეს ეკუთვნოდა, აქ ჩამოჰქონდა აკაკის საბადოებში მოპოვებული პირველი ნიმუშები, რომელსაც შემდეგ საზღვარგარეთ გზავნიდა ანალიზისათვის. ჭიათურის მცირერიცხოვანი მოსახლეობა მაშინ, უმთავრესად მდინარეს მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდა. მანგანუმის მოპოვების პირველ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული ნიადაგი ჭიათურის ფართოდ დასასახლებლად.
ძველი ჭიათურა ცნობილი იყო თავისი ვიწრო ქუჩებით, რომლებიც სტიქიურად, დაგეგმვის გარეშე წარმოიშვნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!