შამაია, კობრისებრთა ოჯახის უთუოდ ყველაზე ფასეული თევზია, მას სპარსეთში შახ-მაგე ანუ სამეფო თევზიც კი ჰქვია ხოლო საბჭოთა ეპოქაში მას სერიოზული სარეწაო მნიშვნელობა ჰქონდა.
მისი უახლოვესი ნათესავი ყველგან გავრცელებული თეთრულაა, მაგრამ მასთან შედარებით შამაია უფრო დიდია, იზრდება 25-40 სანტიმეტრი და 800 გრამი.
შამაის გრძელი თითისებური სხეული დაფარულია საკმაოდ წვრილი ქერცლით. ქვედა ყბა წინაა გამიწეული ზედასთან შედარებით, თავი და ზურგი მუქი, გვერდები და მუცელი კი ვერცხლისფერი აქვს. ყველა ფარფლი მონაცრისფრო-გამჭვირვალე.
საქართველოში შამაია ბინადრობს როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეების ქვემო დინებაში, ტბებსა და წყალსაცავებში
ზრდილი შამაია (20-25 სმ) საკმაოდ აქტიური მტაცებელი ხდება და თავს ესხმის ნებისმიერ მოძრავ სატყუარას, რომლის გადაყლაპვაც შეუძლია.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!