1. XIX საუკუნემდე ჰემილტონის აუზის მიდამოებში ცხოვრებდნენ ინდიელთა ტომები ტონკავა და აპაჩები. 1860 წელს მიწა იყიდა მორგან კ. ჰემილტონმა. მისი ძმა ენდრიუ ჯექსონ ჰემილტონი, რომელიც იყო ცნობილი პოლიტიკოსი და მეათე გუბერნატორი შტატ ტეხასისა, ზოგჯერ ჩამოდიოდა ულამაზეს ადგილას, რომელსაც მის საპატივცემულოდ უწოდეს "ჰემილტონის აუზი”
2. ადგილობრივი ლეგენდა ამტკიცებს, რომ მღვიმის გახსნა პატივი ეკუთვნის რეინერების ოჯახის რვა წლის ვაჟს, რომელმაც შეიძინა ეს მიწა მორგან ჰემილტონიდან 1880 წელს, რათა დაკავდეს აქ პირუტყვის გამრავლებით.
3. ბიჭი შემთხვევით მივიდა ტბასთან როდესაც დადიოდა ამ ტერიტორიაზე. მღვიმე ნაწილობრივ იყო საშიში პირუტყვისთვის.
4. რეინერი ძალიან სწრაფად მიხვდა, რომ ეს მღვიმე დიდი ღირებულებისაა ტურიზმის კუთხით და გახსნა მნახველებისთვის.
5. დასაწყისისთვის მნახველები არც ისე ბევრი იყო, რადგან აუზთან მისვლა იყო ძალიან ძნელი, მაგრამ გასული წლის 60-იან წლებში ჰემილტონის აუზი, მღვიმე და ჩანჩქერი გახდა ერთ-ერთი სახყვარელი ადგილი დასასვენებლად ოსტინის მცხოვრებთათვის.
6. 1980 წელისთვის ტურისტების რაოდენობა იმდენი გახდა, რომ ეს ცუდად აღიბეჭდა მღვიმის ბუნებაზე. 1985 წელს ტეხასის მთავრობამ გამოისყიდა მღვიმე რეინერის ოჯახიდან და ეს ადგილი გამოცხადდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაკრძალად ტრევისის საოლქოში.
7. დღესდღეობით ჰემილტონის აუზის გარშემო მოქმედებს ბუნებრივი ნაკრძალი, რომელიც მოიცავს ზურმუხტისფერ მწვანე აუზს, ჩანჩქერს, რომლის სიმაღლე 15 მეტრია და 0.94 კვ.კმ ბუნებრივი ლანდშაპტები.
8. აუზს გარს აკრავს უზარმაზარი კირქვის კლდეები, აუზის გამოქვაბულში დაკიდებულია შესანიშნავი სტალაქტიდები.
9. ჰემილტონის აუზი და მისი მიმდებარე ტერიტორიები არაეთხელ გამხდარა ჰოლივუდის ფილმების გადასაღები მოედანი მაგალითად: 1990 წელს აქ გადაიღეს ფილმი «ცეცხლთან თამაში». მთავარი გმირი გლორია, რომელსაც თამაშობს ჯენიფერ კოლენი სწორედ ამ აუზში ბანაობს. 2007 წლის ფილმში "კბილები” არაერთი სცენაა გადაღებული ამ მიდამოებში. 2010 წლის ფილმში "მტაცებელი” (გაგრძელება ცნობილი ფილმისა "მტაცებელი” 1987 წლის) ასევე გადაიღეს ამ ადგილებში.
10. ჩვეულებრივ ჰემილტონის აუზი ღიაა მოცურავეებისთვის, მაგრამ სეზონზე ბაქტერიების ზრდის გამო ცურვა აკრძალულია. ნაკრძალში მოქმედებს სპეციალური სერვისი, რომელიც ყოველთვის ამოწმებს წყლის ხარისხს.
11. 2010 წლის აგვისტოდან ნაკრძალში შესვლა გახდა ფასიანი. რათა მოხვდეთ ნაკრძალში უნდა გადაიხადოთ 10$. ბილეთი საშუალებას გაძლევთ გაატაროთ მთელი დღე ნაკრძალში.
12. წყალდიდობებისა და ძლიერი წვიმებისას ავტომატურად იხურება ნაკრძალი.
13. ნაკრძალთან ასევე აშენებულია ავტოსადგომი რომელიც გათვლილია 75 ავტომობილზე და ასევე აქვე არის გაკეთებული მაგიდები პიკნიკებისთვის.
14. რათა მოხვდეთ აუზთან საჭიროა გაიაროთ საკმაოდ ციცაბო გორაკი, ინვალიდებისთვის ჩასასვლელი არ არის გაკეთებული.
15. ჰემილტონის აუზის წყალი დასალევად არ გამოიყენება.
16. გარდა ამისა ნაკრძალში აკრძალულია: თევზაობა, ცეცხლის დანთება, მთის ველოსიპედებზე კატავი, ასევე აკრძალულია ნაკრძალში ნებისმიერი შინაური ცხოველის წამოყვანა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!