ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ბუნებაზე [17]
საქართველოს ბუნება [8]
საქართველოს რეგიონები და ქალაქები [12]
საქართველოს მდინარეები [11]
საქართველოს ტბები [11]
საქართველოს წყალსაცავები, ტბორები [3]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ბუნება » სტატიები ბუნებაზე    

მყინვარწვერი

  მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისი, მნა, ორწვერი, დევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში („ხუმარსწავლი" 1813-1830) (გვ. 541), წერს: იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული. „ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვული პრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდასამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბასტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

მყინვარწვერს ოსურად „ჩრისტიწუფი" ანუ „ურსხოხი" ეწოდება.
მდებარეობა საქართველო

სიმაღლე 5,047 მ.

ქედი კავკასიონი

ტიპი სტრატოვულკანი (მძინარე)

ასაკი უცნობი

ბოლო ამოფრქვევა დაახ. ძვ.წ. 750

პირველი ასვლა 1868, ფრეშფილდი, მური და ტაკერი

უმარტივესი მარშრუტი თოვლი/ყინულით სვლა





წყარო: http://ucnauri.com/214078/214078/
კატეგორია: სტატიები ბუნებაზე | დაამატა: avtandil (03.02.2013)
ნანახია: 3759 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика