„პრომეთეს” მღვიმე ერთ-ერთი უმდიდრესია განზომილებით, გამკვრივების მრავალსახეობით, მიწისქვეშა მდინარეების მნიშვნელობით და პეიზაჟის მრავალფეროვნებით, იგი წარმოადგენს დიდი მღვიმეების საერთაშორისო ტურისტულ მღვიმეს, მღვიმეში არის წარმოდგენილი მიწისქვეშა კარსტული აბსოლუტურად ყველა სახის ფორმა (სტალაქტიტი, სტალაგმიტი, ჰელიქტიტი, ფარდები, ტრავერტილები, გურები გაქვავებული ჩანჩქერები, მღვიმური მარგალიტები, პიზოლითები, მიწისქვეშა მდინარე, მიწისქვშა ტბები და სხვა).
ტურისტებისთვის საინტერესო იქნება სეირნობა ნავებით, საფეხმავლო ბილიკები, ხელოვნური განათება, ლაზერ-შოუ, უნიკალური ხედები და რაც მთავარია, თერაპია ასთმით დაავადებული ადამიანებისათვის.მღვიმე ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმეში არის ულამაზესი ტბა. აღმოჩენილია 16 დარბაზი. თითოეული მათგანი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან მასშტაბითაც და გაქვავებული ჩამონაღვენთების განუმეორებელი ფორმით. ყველაზე ლამაზ დარბაზს, რომელიც გამოირჩევა სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სიმაღლით „რუსთველის" სახელი უწოდეს.
ამჟამად მიმდინარეობს პრომეთეს მღვიმის კეთილმოწყობითი სამუშაოები, რომლის ხარჯთაღრიცხვა 15.0 მლნ. ლარს შეადგენს. მღვიმე, რომელიც წყალტუბოდან ყუმისთავის მიმართულებით 5-6 კილომეტრში მდებარეობს შესაძლოა დასავლეთ საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად იქცეს. იგი მთელი წლის განმავლობაში თვისობრივად ახალ ტურისტულ პროდუქტს შესთავაზებს უცხოურ თუ ადგილობრივ ტურისტებს. ტბაზე ტურისტები ნავებში ჩასხდებიან, არგონავტების კოსტუმებში გამოწყობილი მგზავრები საწმისის გატაცების თანამონაწილეები გახდებიან. პროექტის მიხედვით ქუთაისსა და ბათუმს შორის „დირიჟაბლის" ფრენაცაა განსაზღვრული. სპეციალისტების პროგნოზით, მღვიმის თანამედროვე სტანდარტებით დაგეგმარება საქართვლოს ტურიზმისათვის უდიდს როლს შეასრულებს. მღვიმეში წელიწადში 300 ათასზე მეტ ტურისტს ელოდებიან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!