დღევანდელი ბორჯომ-ხარაგაულის პარკის მომიჯნავე ტერიტორიებზე საოცრად განსხვავებულ ყოფას და ტრადიციებს ვხვდებით, რაც საინტერესო ეთნოგრაფიულ მრავალფეროვნებაშია გამოხატული, რაც ეროვნული პარკის დამთვალიერებლებზე დამატებით შთაბეჭდილებას ახდენს.
ეროვნული პარკის შემოგარენი ძალზე მდიდარია ისტორიული ძეგლებით. სიძველის და ისტორიის მოყვარულთათვის უდავოდ საინტერესოა გარემომცველ პეიზაჟში ლამაზად ჩასმული ისეთი ძეგლების მონახულება, როგორებიცაა: ტიმოთესუბნის მეცამეტე საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი, ნეძვის ეკლესია (მე-9 საუკუნე), ნუნისის ეკლესია (მე-9 საუკუნე), საკვირიკეს ბაზილიკა სოფელ დვირთან (მე-10 საუკუნე), ჩითახევის მწვანე მონასტერი (მე-9 საუკუნე), გოგიას ციხე და პეტრას ციხე დაბა ლიკანთან (მე-9 საუკუნე), ვახანის და ოქროს ციხეები ადიგენის რაიონში. ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე უფრო ძველი არქეოლოგიური ძეგლებიც არსებობს, მაგალითად: ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ნამოსახლარი სოფელ ბოგასთან, ბრინჯაოს ხანის სამარხები და ანტიკური ხანის კულტურული ფენები.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურა გააჩნია. მის სხვადასხვა უბნებზე მარელისში (იმერეთის უბანი), აწყურში (სამცხის მხარე), ლიკანსა და ქვაბისხევში (ბორჯომის მხარე) დამთვალიერებლებს პარკში მდებარე კომფორტული თავშესაფრები უმასპინძლებს. გარდა ამისა, ქალაქ ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში არსებობს მრავალი დიდი და პატარა კომფორტული სასტუმრო.
რას გთავაზობთ პარკი:
1. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 3 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 39-41 კმ;
ღამისთევა – ტურისტულ თავშესაფრებში: ”ლომის მთა” და "სახვლარი”;
მარშრუტი კვეთს ეროვნულ პარკს ლიკანიდან (ბორჯომის რაიონი) მარელისამდე (ხარაგაულის რაიონი).
2. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 4 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 49-51კმ;
ღამისთევა – ამარათის, სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში.
მოგზაურობა ხორციელდება აწყურიდან მარელისამდე (ან პირიქით); მარშრუტი კვეთს ეროვნული პარკის უმაღლეს მწვერვალს – მთა სამეცხვარიოს (2642მ);
3. სალაშქრო-საცხენოსნო მარშრუტი – "პანორამების ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 2 დღე;
მარშრუტის სიგრძე – 34კმ;
ღამისთევა – ამარათის ტურისტულ თავშესაფარში. ეს არის რთული, წრიული ბილიკი ულამაზესი ხედებით.
4. სალაშქრო მარშრუტი "ხელუხლებელი ტყის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
მარშრუტის სიგრძე – 12-13 კმ;
ღამისთევა –ნუნისის მცველთა საგუშაგოში ან კარვებში. ეს არის უმოკლესი ბილიკი, რომელიც ეროვნულ პარკს კვეთს. განსაკუთრებით სასიამოვნოა მოგზაურობა გაზაფხულზე დეკის ყვავილობის დაწყებისას (მაისი).
5. სალაშქრო მარშრუტი – "ზეკარის უღელტეხილის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – დღენახევარი;
მარშრუტის სიგრძე – 9-10 კმ;
ღამისთევა – დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფარში. მარშრუტი გრძელდება აბასთუმნის მცველთა საგუშაგოდან დიდმაღალას ტურისტულ თავშესაფრამდე (ადიგენის რაიონი). ეროვნული პარკის გადაკვეთა შესაძლებელია მთის ველოსიპედით ზეკარის უღელტეხილის გავლით საირმემდე.
6. სალაშქრო მარშრუტი – "ნაკვალევის ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 12-13კმ;
ეს არის ერთდღიანი მარშრუტი მრავალფეროვან ბუნებაში ლიკანიდან ქვაბისხევამდე (ბორჯომის რაიონი).
7. ეროვნული პარკის საინფორმაციო ბილიკი:
მარშრუტის ხანგრძლივობა – 1,5 სთ;
მარშრუტის სიგრძე – 3კმ;
ბილიკის გავლისას თქვენ შეხვდებით 9 საინფორმაციო სტენდს და ხის ინსტალაციებს სხვადასხვა ეკოსაგანმანათლებლო საკითხებზე.
8. საცხენოსნო მარშრუტი – "მეღრუკის ხეობა”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 5,5კმ;
ეს არის წრიული ბილიკი დიდი სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან მდინარე მეღრუკის ხეობის გავლით.
9. სალაშქრო-საცხენოსნო ბილიკი – "მწყემსების ბილიკი”:
მარშრუტის ხანგრძლივობა – ერთი დღე;
მარშრუტის სიგრძე – 14 კმ;
ბილიკი მიუყვება შავ სერს და აკავშირებს ამარათისა და ლომის მთის ტურისტული თავსესაფრებს. ტურისტული თავშესაფრები არის 12 ადგილიანი.