კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი
კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში,
მდინარე კინტრიშის ხეობაში.ფართობი 7166 ჰექტარი,დაარსდა 1959 მესამეული
ხანის კოლხური ტიპის ფლორისა და ფაუნის დასაცავად. კინტრიშის ნაკრძალის
რელიეფი რთული და მრავალფეროვანია.
დაარსების თარიღი : 1959 წელს
მდებარეობა : ქობულეთის მუნიციპალიტეტი
ფართობი : 7166 ჰექტარი
ნაკრძალში შემონახულია მრავალი ენდემური და რელიქტური სახეობა.
სუბტროპიკული მცენარეულობის სარტყელს(500 მ) ცვლის მუხნარ-რცხილნარის
(500-1000 მ)და მუხის (1000-2000 მ) სარტყლები,უფრო ზემოთ სუბალპური
მეჩხერი ტყე (2000-2200 მ) და ალპური მდელოებია (2200-2600 მ). მერქნიანი
მცენარებიდან აქ გვხვდება : ჰარტვისის მუხა,შავი მურყანი, რცხილა,უთხოვარი,ბზა,
პონტოს მუხა,მედვედევის არყი,ძახველი,ხეშავი,ჭნავი,ქონდარა ღვია და სხვა.
ცხოველებიდან : შველი,არჩვი,დათვი,მელა,კვერნა,ტყის კატა,დედოფალა,
კავკასიური გველგესლა,კავკასიური სალამანდრა,როჭო,ტყის ქათამი.
მდინარეში მრავლადაა კალმახი.
ნაკრძალის ტერიტორიაზე მდებარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლები:
კობალაური,ხინო, და დიდვაკე ნაკრძალის ტერიტორიაზეა ცხემოვანის შუა საუკუნეების
თაღოვანი ხიდი, ასევე წმინდა გიორგის სახელობის ცხემოვანის დედათა მონასტერი.