ის ბრაზილიაში, მატო გროსო დო სულის შტატში მდებარეობს და ბოლივიისა და პარაგვაის ტერიტორიებზეც ვრცელდება. ნაკრძალის ფართობი 140 000- დან 195 000 კვადრატულ კილომეტრამდე მერყეობს. პანტანალი წყლის უდიდესი აუზია. პანტანალის ნაკრძალის დაახლოებით 80% წვიმის სეზონის დროს იძირება. აუზში წყლის დონე 2-დან 5 მეტრამდე იზრდება.
პანტანალი ნესტიან ტერიტორიაზე მდებარეობს და უდიდესია მსოფლიოში ამ სახის ლანდშაფტებს შორის. ამ ტერიტორიაზე განსაცვიფრებელი სილამაზის უამრავი წყალმცენარე იზრდება.
ლა დიგუ სიდიდით მეოთხე უდიდესი კუნძულია სეიშელის კუნძულებს შორის. კუნძულზე დაახლოებით, 2 000 ადამიანი ცხოვრობს.
ტერიტორია 10 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. კუნძულზე მდებარე სხვადასხვა მცენარით გარშემორტყმული ჭაობი თვალისმომჭრელად გამოიყურება.
ოკავანგოს დელტა, ან ოკავანგოს ჭაობი ბოტსვანაში მდებარეობს. ოკავანგოს დელტა სეზონური წვიმების შედეგად დატბორვით საზრდოობს. ტერიტორიაზე უამრავი გარეული ცხოველი ბინადრობს და ტურისტებში ძალიან პოპულარულია. წყალში 71 სახეობის თევზი ბინადრობს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!