ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ნადირობა საქართველოში
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში” მოთხრობილია, რომ ნადირობდნენ ირემზე, გარეთხაზე, თახვზე. სანადირო იარაღად, ძირითადად გამოიყენებოდა მშვილდ-ისარი, რომლის დამზადების ხალხური წესები თითქმის ბოლო დრომდე შემორჩა ქართულ ყოფაში. ასევე გავრცელებული ყოფილა ქორით, მწევრებით, მეძებრებით ნადირობა. ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოს XVII საუკუნის 70-იან წლებში ესტუმრა, აი რას წერს სამეგრელოში ნადირობის შესახებ: "ძირითადად ნადირობენ მტაცებელი ფრინველებით, რომელთაც იშინაურებენ და შემდეგ სანადიროდ იყენებენ. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი რაოდენობით შეიძლება იყოს მტაცებელი ფრინველი”. მისივე ცნობით, დიდი რაოდენობით იჭერენ ამ ფრინველთა ახალგამოჩეკილ ბარტყებს და ხუთ-ექვს დღეში იშინაურებენ. შარდენი აღნიშნავს, რომ შავარდნით ნადირობენ წეროზე, მიმინოთი- წყლის ფრინველებსა და ხოხობზე. ქორ-შავარდნით ნადირობას კარგად იცნობდა უახლესი წარსულის ქართული ეთნოგრაფიული ყოფაც. გურიაში მიმინოებს განასხვავებდნენ ფერისა და მჭირავობის მიხედვით. ულამაზესად თეთრი მიმინო ითვლებოდა, ხოლო მჭირავობით საუკეთესო იყო ჩხარტისფერი. დედალ მიმინოს, რომელიც უკეთესად იყო მიჩნეული ნადირობისათვის- ნარდი, ხოლო მამალს გეზელა ეწოდებოდა. გასაწვრთნელი მიმინოს დასაჭერად სხვადასხვა მისატყუებელ ჩიტს (ბეღურას, მებოლოკიეს, ღაჟოს) იყენებდნენ. ამათგან საუკეთესო მისატყუარ ფრინველად ირაო ღაჟო (მამალი მაფრენალი) იყო მიჩნეული. ჩიტბადობა, ანუ მიმინოს დაჭერა ფერისცვალობას იწყებოდა, რაც ფრინველის მასობრივ წამოსვლასთან (ირაობასთან) იყო დაკავშირებული. გურიაში თითქმის ყველგან არსებობდა საგანგებო საიარაო ადგილები, სადაც სანადირო მიმინოს იჭერდნენ. დაჭერილ მიმინოს გამართვას (გაწვრთნას) პირველ ღამესვე შეუდგებოდნენ. ეს იყო პირველი საფეხურის დასაწყისი, როდესაც ფრინველს ადამიანსა და მის გარემოს აჩვევდნენ უძილობისა და დაღლის მოქმედებით. მიმინოს გაწვრთნის მეორე საფეხურზე, როდესაც მას საქნიერზე მოსვლას ასწავლიდნენ, მასზე მოქმედების ძირითადი საშუალება შიმშილი იყო. მიმინოს გაწვრთნის უკანასკნელი, მესამე საფეხური იყო ბავლის გაგდება. ამ დროს მწყერზე სანადიროდ გაწვრთნილ მიმინოს შეაჩვევდნენ დაჭერილი ფრინველის მხოლოდ თვალისა და ტვინის შეჭმას, რასაც დათვალტვინება ეწოდებოდა. ადრეული ხანისათვის ასეთი ცნობები კანტიკუნტად მოგვეპოვება. ამიტომ ჩვენთვის საინტერესოა IX საუკუნის ერთ-ერთ ისტორიულ საბუთში ("ნასყიდობა დაწერილი ფავნელის შიომღვიმისადმი”) შემონახული ცნობა იმ დროის საქართველოში გავრცელებული ნადირობის ხერხებისა და საშუალებების შესახებ. საბუთში აღნიშნულია, რომ ფავნელმა თევდორემ მთავარმემღვიმეს მიუთვალა სოფელნი, ხოლო თევდორემ მას სამაგიეროდ ოქრო-ვერცხლთან ერთად გადასცა "შდი ქორი კაპოეტი, შდი მეძებარი, შვი მწევარი წაუვალი”. ნათელია, რომ სანადიროდ გაწვრთნილი ფრინველი და სანადირო ცხოველები ძვირად ფასობდა და შეიძლებოდა ვაჭრობის ან გაცვლის საგანი ყოფილიყო. კაპოეტი ეწოდებოდა წელიწადგამოვლილ ფრინველს და სანადიროდ გაწვრთნილი ქორიც, როგორც აღნიშნული საბუთიდან ჩანს, ასეთი უნდა ყოფილიყო. გურიის თანამედროვე ეთნოგრაფიულ ყოფაშიც კაპოეტი ეწოდება ორი წლის (გამოზამთრებულ და "ბურდღანაყარ”) მიმინოს განურჩევლად სქესისა. ასეთი მიმინო, გურიაშივე შემონახული ეთნოგრაფიული მასალებით, ნარდ მიმინოს (ე.ი. ახალგაწვრთნილს, ზამთარგამოუვალს) ბევრად სჯობს: უფრო დამჯერია (მომხედვარია) მონადირისა, გამძლეა და მეტი შემტევიცაა. თანაც ის უპირატესობა აქვს, რომ თუ ნარდი მიმინოთი მხოლოდ ნაშუადღევს, დღის 4 საათის შემდეგ ("რადგან დღე ცხელა”) შეიძლება ნადირობა, კაპოეტით ნადირობა დილიდანვე იციან, ოღონდ სიცხეს ამ შემთხვევაშიც ერიდებიან. ნადირობის ერთ-ერთი სახეობა ძველად ყოფილა ჩასაფრებით ნადირობა. "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში” აღნიშნულია, რომ როდესაც სერაპიონი და მისი თანამგზავრები სათახვე ტბის სანაპიროზე გავლენ, მათთან მიდის უცნობი და სთხოვს, მცირე ხნით დაყოვნდით "რამეთუ ჟამი არსო ნადირთაი რომელნი მოვლენ ტბასა ამას, რამეთუ მზა არიან მონადირენი ადგილთა ამათ”. საყურადღებოა ისიც, რომ ნადირობა ძველ საქართველოში ბეგარის სახედაც ითვლებოდა. ერთ-ერთ საეკლესიო საბუთში შიომღვიმის მონასტრის კუთვნილ სოფელ ცხევერეთს წინამძღვარმა დაუწესა შემდეგი: "წელიწადსა შიგა ერთი დღე ნადირობა არის ბეგარა- ჩვენი მოსაცემელი: კაცისა თავსა ორ-ორი ჯამი შეჭამადი, ორ-ორი პური, ორ-ორი პირი ღვინო”. ცხადია, წელიწადში ერთხელ ნადირობის დღეს სოფელს მონადირეები უნდა უზრუნველეყო საბუთში ჩამოთვლილი სურსათ-სანოვაგით. შესწავლილი მასალიდან ჩანს, რომ ძველ საქართველოში მონადირეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს და შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეურნეო და ეკონომიკურ საქმიანობაში.


წყარო: http://hunter.hourb.com/wp-content/uploads/
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (26.12.2012)
ნანახია: 1740 | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика