ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

ვინ არის მართალი?. ვაჟა-ფშაველა

ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი – შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ – შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს, დიაღ, არ გაგვიკვირდება, თუ იმ აზრს წავიმძღვარებთ წინ, რომ ყველას ერთნაირი საღი ტვინი და გრძნობა არა აქვს, ყველა ერთნაირს წრეში არ აღზრდილა, ერთს და იმავე პრინციპზე, და მტკიცედ არ დარწმუნებულა, რომ თვითვეულ ჩვენგანის ბედნიერება მთელი ქვეყნის ბედნიერებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. აი, სწორედ ამის გამო ხდება ეს ზნეობრივი და გონებრივი სიმახინჯე.
მაგალითისათვის შორს ნუ წავალთ. აიღეთ რომელიც გინდა ნომერი „მოსკოვის უწყებებისა", გადიკითხეთ და თქვენ თითონ კარგად დარწმუნდებით, რა ჯურის, რა მიმართულების, რა ტვინის ხალხი კიდევ მრავლად მოიპოვება დალოცვილ რუსის ქვეყანაში.
ღმერთმა ჩვენ გვაშოროს ამისთანა ნასწავლები, ამგვარი ქვეყნის მეთაურნი. ამ ზემორე აღნიშნულ ჯურის განათლებულთ მტკიცედ სწამთ, ჯერ ერთი, ისა, რომ რუსეთი ძალიან და ძალიან ძლიერი სახელმწიფოა, – ისეა მოწყობილი მისი შინაური საქმეები, არაფერს ცვლილებას არა საჭიროებენ. – თუ ცვლილება რამ მოხდაო, თქვენი მტერი, დაიღუპება მთელი ქვეყანა. – ომი უნდა განვაგრძოთ იმ დრომდე, ვიდრე იაპონიას სრულიად არ წავლეკავთ, არ შევმუსრავთო. – რაც შეიძლება მეტი მიწა-წყალი შევიძინოთ, მეტი ქვეყნები დავიპყრათ, დავიმორჩილოთ, მოვლა და მოწყობა ამ ქვეყნებისა კი ღმერთზე მივაგდოთო. რუსის ხიშტი, რუსის სალდათი ყოვლის შემძლებელია, გინდ მშიერი იყოს, გინდ მაძღარი, გინდ ნასწავლი, გინდ უსწავლი და სხვადასხვა.
რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ხოლო მოკლედ კი შემიძლიან გამოვხატო მათი გონებრივი და ზნეობრივი ავლადიდების ფორმულა: სნეულს ქვა მოუხარშეთ, ნახარში წვენი ახვრიპეთ, ქვა აკვნეტინეთ, – მორჩა და გათავდა, საღ-სალამათი დარჩებაო… გესმით?.. მახლას!..

–––––

რატომ ჩემი დახავსებულ-დაჟანგებული ხევსური არა ჰსჯის, არ ფიქრობს ასე, იმან ხომ წიგნის სახელიც არ იცის სწორედ და ყველა დაწერილს ქაღალდს „ატრატას" ეძახის? მოვისმინოთ, ერთი მისი მსჯელობაც დღევანდელ ცხოვრების ვითარებაზე, ომსა და „რეულობაზე". ვიდრე მსჯელობას დაიწყებს ჩემი თოთია, ჯერ ხუთივე თითს ულვაშებზე აისვამს, პირაღმე, რო თავის სახეს მრისხანება მიანიჭოს და „ულვაშნიც სამავნეოდ" დაუდგნენ, – „სამავნეოდ", ანუ სამამაცოდ – და მერე განაგრძობს:
„ძალიან საკვირველია – დიდის ღმერთის მადლმა, საიდ რას გამაჩნდა, ერთიან ეგ რაღაც იაპონია, სად იყვ აქამდინ, რო მაგის არც ავ გაიგონებოდ, არც კაი?! აბაბაბაი, საკვირველ საქმეს შვრების, ვოჟებო! მე რუსის მამრევ, ნიადე, არავინ მეგონ.
– სხვას ვის ეგონა, ჩემო თოთიავ, მაგრამ ეხლა რო გავიგონე, კი მგონია.
– პოტატურიც აიღესავ იქავ?
– აიღეს და ჩადგნენ კიდეც შიგ. – აულეევ!.. ცოტან სამ კი არიან ისენი?!. ნასწაულობით, მახერხებით თუ კვლავ სჭარბობს?
– ღრუბლით ომობს, თოთიავ, ღრუბლით, – ვუპასუხებ მე, რადგანაც ვიცი, რომ ეს ხმა გავრცელებულია ხალხში და არ მინდა შეურაცხვყო მისი წარმოდგენა, მისი რწმენა.
– ამბობენ, დიაღა: მოალის შავ ღურბელი, კუპრივით შავი; გაიძაბების, გაიძაბების, გაიძაბების, ხალხ არ ჩინს; ჩამაიწყებს, ჩამაიწყებს ტყვია მადენას ხორხოშასავითავ, იღუპების, ილევის რუსის ჯარი… ყველაიც კი ვადით ას: ვაჟკაცობაი, სიმდიდრეი; გაუვ ყავლი – ერთიც მარჩების, მეორეიც. რუსს ყავლ გაუვიდ სადამ. იაპონიაჩი ერთს ერეკლეთასაც, ბაგრატიონს ამბობენ გადასულს, იმან გაუჭირ უფრო რუსს საქმეო. იმათაც კვლოვ თუღა შამაუთვლავ ჩვენის ხემწიფისად, ქართველს ნუ მაომებავ. შენის რუსებით მეედავ; ან მაგათ რაზე მაღუპვიებავ, მე და შენ გავიდეთ მარტომარტოდ, ჩვენ ვიომათეევ… უდიერობაი, უსამართლობაი მის დღეშიაც არ შაშჩების კაცს; დააღონ, შააწუხ ხალხი, აღარას გასაძლისი; ყველას ფას დაედვ, ხარჯ მაემატ… აქამდი ვაძლევდით სალდათს, ეხლა აღარ მივცემთ: რაად ჰხოცს? სად ჰღუპავს? უნდო დააკვეთას მკვდარს მამა-პაპის საფლავ-სამარეი?!. თავის წყალ-ადგილი?.. იქ რა უნდ იაპონიაჩი ჩვენ შვილებს, აქ დღეს თუ ხვალ ლეკი, ქისტი, ჩაჩანი მზირას არიან ჩვენს ასაკლებად. მეომარ უფრო აქ გვიჭირს. არ გვაქონებიებს იარაღს. რაით შუაქციოთ მტერს ხელი? დიაცებ დაგვხადა: მანდილების მეტ სხვა არა გვაკლავ. თითო სულიღა გვჩრავ პირში, ესეც საწყლობისად, ბეჩაობისად… ძველი ნათქვამი ას: „როსტომმ თქვა, ერთი არა სჯობს ამ ჩემსა მოგონებასო, ერთხელ სჯობია სიკვდილი მუდამ ჟამს დაღონებასო". ნეტარ ის მართალ იქნებისა, გამაგონებენ: იაპონიაივ გუდან-ხახმატს, ლაშარ-ღელეს ხარ-ცხვრით აპირობს მასვლასა სალოცავადაო. ჩვენ მისამხარო თუ კვლავ ას?!. ნეტარ ჩვენ რუსის ხელჩი დავრჩებითა თუ იაპონიაისა?
აი, რასა ფიქრობს უბირი ხევსური? იქნება ამას უსწავლელობით, უმეცრებით მოსდიოდეს? იქნება, ხევსურიც სცდება, ტყუის. ვინ არის მაშ მართალი?

–––––

ვინ არის მართალი? – მხოლოდ ძალა და ძალა, რომელიც აღმართსა ჰხნავს; – ამოღებული ხმალი, რომელიც დრტვინვაზე, უკმაყოფილებაზე, თავს უპობს, რად დაგებადა წინააღმდეგობის ფიქრიო. ხიშტი, რომელიც უამისოდაც სისხლცრემლიან ადამიანის გულსა ჰგმირავს, – რადა ხარ უკმაყოფილო; – რადა სტირი, რადა სჩივიო? – ბორკილი, დიდი მძიმე ბორკილი, რომელიც უნდა დაედვას ადამიანის ბაგეს, მის ენას, რათა არ გამოაცხადოს თავისი უკმაყოფილება, არა სთქვას ის, რაც უჭირს, რაცა სტკივა, არამედ იყოს ჩუმად, მოკრძალებით, მოწიწებით, მუნჯად, ცოცხალ-მკვდრად – ჩუუუ! სსსუუუ! სსუუ გრძელი და პრტყელი;

ძალამ სთქვა: ჩემი კანონი
ხიშტის წვერზედა სწერია.
ვინც მე არ მაქებ-მადიდებს,
მე ვარ იმათი მტერია.
ურჩი ვერ დამემალება,
როგორც მიმინოს მწყერია.
ჩემს უარმყოფელს ვატყავებ,
პურს ვაჭმევ, ვინცა მჯერია.
ჩემი ნათქვამი გჯეროდეთ,
უნდა დამიკრათ კვერია.
არა და ყველას ზურგზედა
აგედინებათ მტვერია.
მანამ ძალა ვარ, ამას ვიქმ
და, თუ მომწყდება წელია,
ან თუ სხვა ძალა დამძალავს,
ყელს ჩამედება წნელია,
აღარც მე მინდა სიცოცხლე, –
წუთისოფელი ბნელია.

1905წ.


წყარო: http://vaja.3owl.com
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (20.12.2012)
ნანახია: 2221 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика