ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

”ქალის საიდუმლო” ჯ.ლონდონი 2 ნაწილი
XI 
წინა დღით გალხობილი თოვლი ისე მოილიპა ღამის სუსხში, რომ ისინი
სწრაფად მისრიალებდნენ თხილამურებით. 
_ აი, იქ იმ ხეების ქვეშ არის საჭმლის ორმო, _ უთხრა ლაბისკვიმ სმოკს. 
ამით თქმაც ვერ მოასწრო, რომ გაოცებულმა უცბად ხელი სტაცა სმოკს. 
პატარა კოცონის ალი მხიარულად ფარფატებდა ხეების ძირში. ცეცხლის პირას
მაკ-კენი ჩაცუცქულიყო. ლაბისკვიმ კბილებში რაღაც ინდიური სიტყვა
გამოსცრა, სიტყვამ შოლტივით გაიშხუილა ჰაერში და სმოკს იმწამსვე
გახსენდა, რომ ერთ დროს ოთხთვალა ჯიქს ეძახდა ლაბისკვის. _ ვიცოდი, რომ უჩემოდ წახვიდოდით, _ დაიწყო მაკ-კენმა, როცა ისინი
ცეცხლთან მივიდნენ, და წვრილი გაიძვერა თვალები აუთამაშდა. _ ამ გოგოს
თვალს ვადევნებდი და როცა თხილამურები და საჭმელი გადმოზიდა, მაშინ
მეც წამოვედი. თან ჩემი თხილამურები და საჭმელიც წამოვიღე. რა, ცეცხლი? 
არაფერი აქ საშიში არარის. ახლა მთელი ბანაკი ხვრინავს. თქვენს მოლოდინში
ცოტა შემცივდა და ცეცხლი იმიტომ დავანთე. ახლა წავალთ?. 
ლაბისკვიმ შეშინებული თვალები სმოკს მიაპყრო. მერე უცბად რაღაც
გადაწყვეტილება მიიღო და სადღა იყო ახლა ის ბავშვი ქალი თავისი
გულუბრყვილო სიყვარულით. იგი უფრო იმ ადამიანს ჰგავდა, რომელმაც
იცის, როგორ უნდა მოიქცეს და არსჭირდებარაიმერჩევა ან მხარდაჭერა. 
_ შენ, მაკ-კენ, ძაღლი ხარ, _ კბილების ღრჭენით თქვა მან და
მრისხანებისგან თვალები აენთო. _ თან რომ არ წაგიყვანოთ, ვიცი, წახვალ და
მთელ ბანაკს ფეხზე დააყენებ. კეთილი, წამოდი, შენ ხომ მამაჩემს კარგად
იცნობ, იცოდე, მეც იმნაირი ვარ. ჩვენოდენი საქმე შენც უნდა გააკეთო. და
ყელაფერში უნდა დაგვემორჩილო, ხოლო თუ თვალთმაქცობა შეგამჩნიე, 
წამოსვლას განანებ. 
მაკ-კენმა ახედა, ღორულ თვალებში შიში და ზიზღი გამოხატვოდა. 
ლაბისკვი სმოკს მიუბრუნდა დარისხვა უცბად გასხივოსნებული ალერსით
შეეცვალა. 
_ განა სწორად არმოვიქეცი? _ ჰკითხა მან სმოკს. 
დღის სინათლემ მათ იმ მთაგრეხილთან მიუსწრო, რომელიც ბორცვებიან
სწორს მთიანეთისგან ჰყოფდა. 
_ ვისაუზმოთ, _ შესთავაზა მათ მაკ-კენმა, მაგრამ ისინი არ შეჩერებულან. 
გადაწყვიტეს, მაშინ დანაყრებულიყვნენ, როცა შუადღის მოლიპული თოვლი
გალხვებოდა და მგზავრობა გაძნელდებოდა. 
მტები უფრო ციცაბო ხდებოდა და ის პატარა მდინარე, რომლის შეყინულ
დინებას ისინი მიუყვებოდნენ, ახლა უფრო ღრმად და ჩავარდნილ ხეობებში
შევიდა. აქ უკვე რარ იგრძნობოდა გაზაფხული, თუმცა ერთ ხეობაში
მოვარდნილი ქაფმოკიდებული წყალი შენიშნეს და ორგან დაგვალულ
ტირიფებზე დახეტქილ კოკრებსაც მოჰკრეს თვალი. 
ლაბისკვიმ სმოკს განუმარტა, რა ადგილები უნდა გაევლოთ და როგორ
უნდა აერიათ კვალი მდევრებისათვის. სულ ორი გზა არსებობდა _ 
დასავლეთისკენ და სამხრეთისკენ მიმავალი. სნასი თავის ახალგაზრდა
მონადირეებს აუცილებლად ამ გზებზე დაქსაქსავდა. მაგრამ სამხრეთისკენ
სხვა გზაც მიდიოდა, თუმცა ეს გზა მაღალ მთებს გადაივლიდა, 
დასავლეთისკენ შემობრუნდებოდა, სამ დიდ ქედს გადალახავდა და მხოლოდ
შემდეგ უერთდებოდა სამხრეთის მთავარ გზას. როცა მდევარი სამხრეთის
მთავარ გზაზე კვალს ვერ შენიშნავს, მაშინ უკან დასავლეთისკენ გაბრუნდება
აუცილებლად, და აზრად არავის მოუვა, რომ ლტოლვილები უგრძესსა და
გაუვალ გზას ამოირჩევდნენ. ლაბისკვიმ მაკ-კენს გადახედა, რომელიც უკან მოჩანჩალებდა, მერე სმოკს
მიუბრუნდა და ხმადაბლა უთხრა: 
_ილუკმება,. ეს ძალიან ცუდია. 
სმოკმაც მიიხედა. ირლანდიელს ირმის ქონის ნაჭრებით ჯიბეები
გამოეტენა და გზადაგზა იღმურძლებოდა. 
_ მხოლოდ დასვენების დროს ჭამეთ, _ უბრძანა სმოკმა, _ ნადირი არსად არ
შეგვხვდება და საჭმელიც აქედანვე თანაბრად უნდა გავინაწილოთ. პატიოსნად
თუ არმოიქცევით, ნუ ივლით ჩვენთან ერთად. 
პირველი საათისთვის თოვლი ისე გალრვა, რომ წვრილი თხილამურები
შიგ ეფლობოდათ, ერთი საათის შემდეგ მოწნული თხილამურებით
გაუჭირდათ სიარული. ლტოლვილებმა პირველად ჩაიფერხეს და ჭამას
შეუდგნენ. სმოკმა საკვების მარაგი გაიანგარიშა. მაკ-კენს უმცირესი აღმოაჩნდა. 
ტოსიკა შავმურა მელიის თყავებით ისე გამოეტენა, რომ საკვებისათვის, მცირე
ადგილიღა დარჩენოდა. 
_ მართალი გითხრათ, ამდენი არ მეგონა, _დაიწყო მან თავის მართლება. _ 
სიბნელეში ვაწყობდი. სამაგიეროდ, კარგი ფული იცის. თოფი და ტყვია-
წამალი თავსაყრელი გვაქვს, ვხოცოთ ნადირი და იოლად გავალთ. 
_ მგლები რომ შეგჭამენ, მაშინ მართლაც იოლად გახვალთ. _ დაუმატა
შწუხებულმა სმოკმა. ლაბისკვის კი ისევ თვალები აენთო. 
ორივეს ვარაუდით საკვები ერთ თვეს ეყოფოდათ, თუკი მომჭირნეობას
გამოიჩენდნენ და მუცელს არ აჰყვებოდნენ. სმოკმა მთელი ტვირთი აწონა, 
გადაზომა და ორად გაანაწილა, მაგრამ ბოლოს ლაბისკვის დაჟინებული
მოთხოვნის შემდეგ, ერთი ტომსიკა მასაც მისცა. 
მეორე დღეს მდინარემ ისინი ერთ ტრიალ მინდორზე გაიყვანა მთებში. 
გამლხვალ თოვლში ეფლობოდნენ. როგორც იქნა, ქედის კალთებს მიაღწიეს, 
თოვლი აქ ტანდათან უფრო გამყარდა. 
_ ათიოდე წუთიცრომ დაგვეგვიანა, ამ ველს ვეღარგადმოვჭრიდით. _ თქვა
სმოკმა, როცა სულის მოსათქმელად ქედის მოშიშვლებულ თავზე შეისვენეს. _ 
მგონი ათასიფუტით ამოვედით. 
მაგრამ ლაბისკვის არაფერი უთქვამს: მან დაბლა მინდვრისაკენ გაიშვირა
ხელი. ხეებს შუა ხუთი მუქი წერტილი მოძრაობდა. 
_ ახალგაზრდა მონადირეები, _ თქვა ლაბისკვიმ. 
_ წელამდე თოვლში ეფლობიან, _ უთხრა სმოკმა. _ დღეს ამაზე სწრაფად
ვეღარ ივლიან. ჩვენ კი ამასობაში რამდენიმე საათით გავუსწრებთ წინ. 
წავიდეთ, მაკ-კენი. ფეხი გამოადგით. მანამდე არ ვისადილებთ, სანამ არაქათი
არგამოგველევა. 
მაკ-კენმა ამოიოხრა, მაგრამ ჯიბეშიაღარ ედო ქონის ნაჭრები და
ფეხათრევით უკან გაჰყვა მათ. 
მაღლა ისევ მინდორზე გავიდნენ, მოლიპული თოვლი შუადღის სამ
საათამდე არ გამლხვალა. ამასობაში ველზე დაგებულ ჩრდილს მიაღწიეს, 
ჩრდილში თოვლი ისევ იყინებოდა. მხოლოდ ერთხელ შეჩერდნენ წამით, ირმის ქონის ის ნაჭრები ამოიღეს, მაკ-კენს რომ წაართვეს და გზადაგზა
შეექცნენ. ხორცი ყინვაში ქვასავით გამაგრებულიყო და ცეცხლზე
გაუფიცხებლად ვერ შეჭამდნენ. ქონი კი პირში ადვილად იფშვნებოდა და
კუჭის ტკივილსაც ასე თუ ისე აყუჩებდა. 
ხანგრძლივი მწუხრის შემდეგ, ცხრა საათზე, როცა ცა შავი ღამით აივსო, 
მათ ჯუჯა ნაძვების ტევრში ჩაიფერხეს. მაკ-კენი უმწეოდ წუწუნებდა და
ჩიოდა. მთელი დღის მგზავრობა მართლაც ქანცგამოცლილი იყო, მაგრამ
არქტიკაში ცხრა წლის ცხოვრების გამოცდილებამ ვერაფერი შესძინა მაკ-კენს, 
და თავის დაღლილობას ისიც მიუმატა, რომ გზაში თოვლს დაუწყო ჭამა და
ახლა წყურვილი ჰკლავდა, პირში ცეცხლი ეკიდებოდა. კოცონს ბუზღუნით
მიუჯდა. ლაბისკვი და სმოკი კარვის გამართვას შეუდგნენ. 
ლაბისკვიმ არ იცოდა, რა იყო დაღლა. სმოკი აღტაცებაში მოჰყავდა მისი
სხეულის სასიცოცხლო ძალას, მისი სულისა და კუნთების გამძლეობას. მასში
არაფერი იყო არაბუნებრივი ან იძულებითი. სმოკისათვის მას მუდამ მზად
ჰქონდა სიცილი და ღიმილი. როცა შემთხვევით მათი ხელები ერთმანეთს
შეხვდებოდა, ლაბისკვი ალერსით დიდხანს არ იშორებდა მათ. მაგრამ
საკმარისი იყო მაკ-კენისათვის შეეხედა, რომ შამსვე პირქუში და უმოწყალო
ხდებოდა და თვალებში სუსხი ჩაუდგებოდა. 
ღამით ქარი ამოვარდა და თოვლი წამოვიდა. მთელი დღე ძლივს
მიიკვლევდნენ გზას ქარბუქში. თოვლის კორიანტელში ვერ შენიშნეს
ნაკადულის კალაპოტი, რომელმაც დასავლეთისაკენ გაუხვია და ქედი
გადასჭრა. ორ დღეზე მეტი რამდენიმე ქედის გადალახვას მოანდომეს და
ხეტიალში უკან ჩამოიტოვეს გაზაფხული და ზამთრის საბრძანებელში
ამოვიდნენ. 
_ მონადირეებმა ჩვენი კვალი დაჰკარგეს, რა მოხდება რომ ერთი დღით
მაინც შევისვენოთ? _ შეევედრა მაკ-კენი. 
მაგრამ შესვენების დრო აღარ იყო. სმოკი და ლაბისკვი კარგად გრძნობდნენ
საფრთხეს. მთებში გზა დაჰკარგეს და ვერც ნადირს რასმე გადაეყარნენ. 
ნადირის ნაკვალევიც კი არაფერს ემჩნეოდა. დიდი ბრძოლით გადიოდნენ ამ
უკაცრიელ და მიუსაფარ ადგილებს, დროდადრო ხეობათა ლაბირინთებში
ამოყოფდნენ ხოლმე თავს, მაგრამ არც ერთი ხეობა დასავლეთისაკენ არ
მიდიოდა. ასეთ ხეობას ერთხელ უმისამართოდ ბოლომდე გაჰყვნენ. ორივე
მხრიდან ყინვით მოჭიქული წარაფები და თვალშეუდგამი, შეუვალი და
სულისშემხუთველი მთაგრეხილები იდგა. მთელი ძალა და ენერგია მიჰქონდა
სიცივესა და გზასთან ბრძოლას, მაგრამ იძულებულნი იყვნენ კიდევ უფრო
შეემცირებინათ დღიური ულუფა. 
ერთხელ ღამით სმოკი რაღაც ხმაურმა გამოაღვიძა. ამ ადგილას, სადაც მაკ-
კენის ეძინა, რაღაც ხროტინებდა და ფართხალებდა. სმოკმა ნაღვერდლები
გადმოქექა და ავარდნილ ალის შუქზე ლაბისკვი დაინახა, ქალს
ირლანდიელისათვის ხელი ყელში ჩაეჭირა და პირიდან ნახევრად დაღეჭილხორცის ნაჭერს აცლიდა. სმოკმა თვალი მოჰკრა, როგორ წაიღო ლაბისკვიმ
ხელი წყლისაკენ და მალე ცეცხლის შუქზე გაშიშვლებულმა დანამ იელვა. 
_ ლაბისკვი! _ ბრძანებულად იყვირა სმოკმა. 
ქალს ხელი ჰაერში გაუშეშდა. 
_ მაგას ნუ იზამ! _ უთხრა სმოკმა, როცა მასთან მივიდა. 
ქალი სიბრაზისაგან თრთოდა, მაგრამ დანა წამიერი ყოყმანის შემდეგ
ბუდეში ჩააგო. თითქოსდა იმის შიშით, რომ თავს ვერ შეიკავებდა, ქალი
ცეცხლთან მივიდა და შეშა ეუკეთა. მაკ-კენი წამოჯდა, შიშისაგან მთლად
გაფითრებული თავის გასამართლებლად რაღაც გაურკვეველ ბურტყუნს
მოჰყვა. 
_ საიდან გაქვთ ხორცი? _ შეეკითხა სმოკი. 
_ გაჭხრიკე! _ გადმოსძახა ლაბისკვიმ. დაუოკებელი სიბრაზისაგან ხმა
უკანკალებდა. 
მაკ-კენმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა, მაგრამ სმოკმა ჩაავლო ხელი და
გაჩხრიკა. უბიდან ირმის ხორცის ნაჭერი ამოუღო. რომელიც მაკ-კენს
შესათბობად იღლიის ქვეშ ამოედო. ლაბისკვის უეცარ წამოყვირებაზე სმოკმა
უნებურად მისკენ მიიხედა. ქალი მაკ-კენის ჩანთას ეძგერა და გახსნა დაუწყო. 
ხორცის ნაცვლად იქიდან ხავსი, ნაძვის წიწვი და ტოტები გადმოცვივდა. აი, 
რით ამოეტენა იგი მაკ-კენს, რათა ხორცის მოპარვის შემდეგ შემსუბუქებულ
ჩანთას თავისი ძველებურიფორმა და ზომა ისევ შერჩენოდა. 
ისევ იტაცა ხელი დანაზე ლაბისკვიმ და ავაზაკს ეკვეთა. მაგრამ სმოკმა
შეაკავი. სმოკის მკლავებში გაყუჩებულ ქალს თავისი უძლურების გამო
ქვითინი აუვარდა. 
_ ჩემო საყვარელო, მე ხომ საჭმლისათვის არ ვაკეთებ ამას? _ გული ყელში
ებჯინებოდა ლაბისკვის, _ შენთვის, შენი სიცოცხლისათვის. ო, ის ძაღლი! ის
შენ გჩამს, შენ! 
_ ჩვენ მაინც ვიცოცხლებთ, ლაბისკვი, _ ამშვიდებდა სმოკი, _ ამის შემდეგ
მას ფქვილს ავკიდებ. ფქვილს ხომ მაინც არ დაუწყებს ჭამას; მაგრამ თუ ესეც
გაბედა, ჩემი ხელით მოვკლავ, _ სმოკმა ქალი მკერდზე მიიკრა, _ სიყვარულო, 
კაცის მოკვლა ისევ კაცის საქემა. ქალებს აქრა ხელი აქვთ. 
_ მე რომ ეს ძაღლი მომეკლა, შეგძულდებოდი? _ იკითხა გაოცებულმა
ლაბისკვიმ. 
_ ასე აღარმეყვარებოდი, _ განგებ მიუგო სმოკმა. 
ლაბისკვიმ ამოიოხრა. 
_ მაშ, კარგი, მორჩილებით თქვა მან, _ არმოვკლავ! 
XII 
მონადირეები შეუსვენებლად მისდევდნენ ლტოლვილებს. რაკი ერთხელ
გადააწყდნენ მათ კვალს, ნამქერშიც აღარ დაუკარგავთ იგი. თანაც ამ
მიდამოებს ისინი თავიანთი ხელისგულივით იცნობდნენ. როცა წამოთოვა, სმოკმა და ლაბისკვიმ სრულიად საწინააღმდეგო გეზი აიღეს. 
აღმოსავლეთისაკენ გაემართნენ, როცა გაცილებით იოლი გზა სამხრეთისა და
დასავლეთისაკენ მიდიოდა. თანაც გზადაგზა გადასალახავ ქედებს მიუვალ
ციცაბოებს ამბობინებდნენ ხოლმე. მაგრამ ახლა რაკი დაკარგულად
თვლიდნენ თავს, აზრი აღარაფერს ჰქონდა. ვერც მდევრებს აუბნიეს გზა-
კვალი. ზოგჯერ რამდენიმე დღითაც დაწინაურდებოდნენ, მაგრამ ბოლოს
მაინც გამოჩნდებოდა ხოლმე მონადირეების ჯგუფი. ქარბუქის შემდეგ, როცა
ნამქერმა კვალის ნატამალიც კი წაშალა, მონადირეები მწევრებივით
დაიქსასნენ, და ის, ვინც პირველი წააწყდებოდა კვალს, კოცონს ანთებდა და
მისი კვამლით თავისკენ უხმობდა მეგობრებს. 
სმოკს დროის ანგარიში აერია, აღარ იცოდა, რამდენმა დღედაღამემ გაიარა, 
რამდენჯერ შეისვენეს არ რამდენი ქარბუქი გადაიტანეს. ყველაფერი ერთ
უშველებელ ტანჯვასა და ურვაში გაერთიანდა და მაინც წინ მიიწევდნენ. მაკ-
კენი ყოველთვის სადღაც მათ უკან მიჩანჩალებდა და თავის მარადიულ
ოცნებაზე, სან-ფრანცისკოზე მიჩანჩალებდა და თავის მარადიულ ოცნებაზე, 
სან-ფრანცისკოზე ლუღლუღებდა. ცივ ლაჟვარდში ავარდნილი ულმობელი
და მკაცრი მწვერვალები განუშორებლად ადგათ თავს. თვითონ კი ხან
ჩაღამებულ ხეობებში მიბობღავდნენ, რომლის ციცაბო კალთებზე თოვლიც
ვერ იკიდებდაფეხს და ხანაც ვერცხლისფრად მოჭიქულ ველებზე გადიოდნენ, 
სადაც უამრავი ჩინულად ქმნილი ტბა ეყარა. ერთხელ ღამით ქარბუქის შემდეგ
ცა შორეული ვულკანის ცეცხლმა გადაანათა. ამის შემდეგ ასეთი რამ
აღარასოდეს განმეორებულა და ეჭვი შეეპარათ, ხომ არმოგვეჩვენაო. 
ყინული ახალი, რამდენიმე იარდის სისქის თოვლით დაიფარა, თოვლი
მოილიპა და ზედ ისევ დაათოვა. ალაგ-ალაგ ხეობებსა და უფსკრულებში
ასობით ფუტის სისქის თოვლზე მიდიოდნენ, ხოლო ზოგან ნაპრალებში, 
სადაც გამჭოლი ქარი უბერავდა და თოვლის ერთ ფანტელსაც აღარ ტოვებდა, 
პატარ-პატარა მყინვარებზე გადადიოდნენ. მდუმარე აჩრდიმლებივით
ჩაუვლიდნენ კლდის ძგიდეზე შეჩერებულ თოვლის უზარმაზარ ზვინებს, 
რომლებიც ყოველ წამში სიკვდილით იმუქრებოდნენ. ხოლო ღამ-ღამობით
ზვავების გრიალი აღვიძებდათ. წარაფებზე, სადაც ღამ-ღამობით ზვავების
გრიალი სიკვდილით იმუქრებოდნენ. ხოლო ღამ-ღამობით ზვავების გრიალი
აღვიძებდათ. წარაფებზე, სადაც პატარა ძეძვი ან ჯაგიც არ მოიძევებოდა, 
უცეცხლოდ ათევდნენ ღამეებს. ხორცს თავიანთი სხეულით ათბობდნენ და
ისე ჭამდნენ. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ლაბისკვი მაინც ლაბისკვი იყო. 
მაკ-კენი რომ არა, იგი მუდამ მხნე და მხიარული იქნებოდა. ვერც აუტანელმა
სუსხმა და ვერც ოქანცულობამ ვერშეანელეს მისი სიყვარული. 
კატასავით უთვალთვალებდა ლაბისკვი საჭმლის განაწილებას, ბევრჯერ
შეუნიშნავს სმოკს, როგორ უკლავდა მაკ-კენის თითოეული ლუკმა ლაბისკვის
გულს. ერთხელ თვითონ გაანაწილა საჭმელი. მაკ-კენს, თავისთვისაც მცირე
ულუფა დაიტოვა ქალმა და ყველაზე მეტი შეახვედრა სმოკს. ამის შემდეგ
ყოველთვის სმოკი ანაწილებდა საჭმელს. ერთხელ ზვავში მოჰყვნენ და უცბადასი იარდით დაბლა ჩაცურდნენ. თუმცა უვნებლად გადარჩნენ, მაგრამ
გაითოშნენ, მაკ-კენი ხელცარიელი გამოძვრა თოვლიდან, ფქვილით სავსე
ტომარა ხელიდან გავარდნოდა. მეორე დიდმა ზვავმა ტომრის პოვნის იმედიც
დაუკარგა ლტოლვილებს. თუმცა ეს მაკ-კენის ბრალიც არ იყო, მაგრამ ამის
შემდეგ ლაბისკვის ერთხელაც არშეუხედავს მაკ-კენისათვის. 
_ ალბათ თავს ვერშეიკავებს, _ ფიქრობდა სმოკი. 
XIII 
არაჩვეულებრივად მშვიდი დილა გათენდა. მაღლა ლურჯი აუმღვრეველი
ცა იდგა და თოვლი მზის შუქზე თვალისმომჭერალად ბზინავდა. ისინი ერთ
გრძელ მოლიპულ კალთას აღმა მიუყვებოდნენ. დაქანცულ ლანდებს უფრო
ჰგავდნენ ამ გაქვავებულ სამყაროში. გაყინულ მდუმარებაში ჰაერიც არ
იძვროდა. ასიოდე მილის იქით ჰორიზონტზე ისე გამოკვეთილიყვნენ სალი
კლდეების დაკბილული ქონგურები, თითქოსდა სულ რაღაც ხუთი მილით
იყვნენ დაშორებულნი. 
_ რაღაც უნდა მოხდეს. _ წაიჩურჩულა ლაბისკვიმ. _ ვერ გრძნობ? 
ყველაფერი უცნაურია. 
_ სიცივეს ვგრძნობ, სინვისა არ უნდა იყოს, _ უპასუხა სმოკმა. _ და არც
შიმილის ბრალია. 
_ ეგ სიცივე ტვინსა და გულში ატანს, _ დაეთანხმა აღელვებული ლაბისკვი. 
_ მეც მცივა. 
_ არა, გულში კი არა, _ გაუსწორა სმოკმა. _ თითქოს რაღაცა მჩხვლეტს და
თითოეულ ნერვს მიწიწკნის. 
თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ შესასვენებლად ჩაიფერხეს. 
_ ვეღარვხედავ შორეულ მწვერვალებს. _ თქვა სმოკმა. 
_ ჰაერი შესქელდა და დამძიმდა, _ უთხრა ლაბისკვიმ, _ სუნთქვაც მიჭირს. 
_ აგე სამი მზე, _ ხრინწიანი ლაბისკვიმ. ისინი შედგნენ და ცას გახედეს, 
ცაზე ახალ-ახალი მზეები იბადებოდა. 
_ ღმერთო ჩემო, ცა უთვალავი მზით დაიფარა, _ იყვირა შეშინებულმა მაკ-
კენმა. 
და მართლაც, საითაც კი გაიხედავდით, ცა ახალ მზეთა თვალისმომჭრელი
ბრწყინვალებით იყო სავსე. 
უცბად მაკ-კენმა გაოცებისაგან და ტკივილისაგნ იღრიალა: 
_ ვიწვები! _ იყვირა მან და ისევ აღრიალდა. მერე ლაბისკვიმაც იკივლა და
სმოკსაც სახეში თითქოს გაყინული ნემსი შეესოო, დაწვა და ამოუთუქა. ამან
წარსული გაახსენა, ბანაობის დროს მედუზამ დაშუშხა ერთხელ. და ახლა, 
უნებურად ლოყაზე მოისვა ხელი, თითქოს დაშუშხულ ადგილს იამებდა. 
უცბად უცნაური ყრუ გრიალი გაისმა. კალთის ქვევით ახალგაზრდა
მონადირეები თხილამურებზე იდგნენ და ზედიზედ ესროდნენ
ლტოლვილებს. _ დაიფანტეთ, უბრძანა თავისიანებს სმოკმა, _ ზევით წავიდეთ. 
მწვერვალამდე თითქმის აღარაფერი გვაკლია. ისინი მეოთხედი მილით
დაბლა არიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე მილით გავასწრებთ, თუკი
ქედს გადავცდებით და თავქვე დავეშვებით. 
სამივენი აღმართს ეკვეთნენ. სუსხი ყინულის ნემსებით ჩხვლეტდა სახეს. 
სროლის გაგუდული გრიალი უცნაურად ჩაესმოდათ ყურში. 
_ მადლობა ღმრეთს, _ მიუბრუნდა გულამომჯდარი სოკი ლაბისკვის. _ 
ოთხნი მუშკეტებით არიან, მხოლოდ ერთს აქვს ვინჩესტერი. ამ მზეების გამო
მიზანში ვერ ამოგვიღეს. მანძილს ვერ ანგარიშობენ. ერთი ასი ფუტით მაინც
გვცდება ტყვია. 
_ ეტყობა მამაჩემი ძალიან განრისხდა, _ გამოეპასუხა ლაბისკვი, _ რომ
სროლის უფლებაც კი მიუცია მათთვის. 
_ რა უცნაურად ლაპარაკობ, _ უთხრა სმოკმა, _ თითქოსდა სადღაც შორს
იდგე. 
_ პირი მოკუმე, _ შეჰკივლა უცებ ლაბისკვიმ. _ ნუ ლაპარაკობ, მე ვიცი, ეს
რაც არის. სახელოთი დაიფარე პირი. აი ასე, და გაჩუმდი. 
მაკ-კენი პირველი დაეცა და ძლივს აითრია წელი. მერე სამივენი რიგ-
რიგობით ეცემოდნენ, სანამ მწვერვალს არ მიაღწიეს. კუნთებს მომეტებულად
ძაბავდნენ და ვერ გაიგეს, როგორ წაერთვათ ხელ-ფეხი. უკან რომ მოიხედეს
ინდიელებს მოჰკრეს თვალი. ისინიც ეცემოდნენ, ბარბაცებდნენ და მაინც
მაღლა-მაღლა მოიწევდნენ. 
_ აქამდე ვერ ამოაღწევენ, _ თქვა ლაბისკვიმ, _ ეს თეთრი სიკვდილია. მე ეს
გაგონილი მქონგდა, თუმცა არასოდეს მენახა. მოხუცებისაგან გამიგია. მალე
ნისლი ჩამოწვება, ის არც ბურუსსა ჰგავს და არც ჩვეულებრივ ნისლს სუსხიან
ამინდში. მხოლოდ თითო-ოროლას უნახავს იგი და გადარჩენილა. 
მაკ-კენს სუნთქვა შეეკრა და ჰაერის ჭამა დაიწყო. 
_პირი მოკუმეთ! _ უბრძანა სმოკმა. 
გარემოში თვალისმომჭრელი ბრწყინვალებით აივსო არემარე და სმოკმა
ისევ უამრავ მზეს შეხედა. ისინი კრთოდნენ და თანდათან იბურებოდნენ. 
ჰაერი ცეცხლის აურაცხელი ნემსებით დაიქსასა. ყვნელაზე უახლოეს
ჭიუხვებით ამ უცნაურმა და საშინელმა ნისლმა წაშალა და ახალგაზრდა
ინდიელები, რომლებიც ისევ დიდი გულმოდგინებით ებრძოდნენ აღმარს, ამ
ნისლში დაინთქნენ. მაკ-კენი თოვლში ჩაჯდა და სახეზე ხელები აიფარა. 
_ წავედით! _ ბრძანება გასცა სმოკმა. 
_ აღარშემიძლია, _ წამოკვნესა მაკ-კენმა. 
იგი წელში ორად მოხრილისო და ტოტივით ირწეოდა. სმოკი ნელა, დიდი
გაჭირვებით წამოვიდა მისკენ. იგი ძლივს ერეოდა იმ ლეარგიას, რომელმაც
ყველა კუნთი გაუქვავა. ის კი შენიშნა, გონება საღი ჰქონდა. მხოლოდ სხეული
დაუძაბუნდა. 
_ თავი დაანებე, _ უკმეხად უთხრა ლაბისკვიმ. სმოკმა არ დაიშალა. ირლანდიელი ფეხზე წამოაყენა და პირით იმ
კალთისკენ მიაბრუნა, რომელიც მათ უნდა ჩაევლოთ. მერე ხელი ჰკრა და მაკ-
კენი თავქვე დაეშვა. ხელში მოუხერხებლად დაჭერილი ხან ეხმარებოდა და
ხანაც ხელს უშლიდა სრიალში. მალე იგი ბრილიანტის მტვრის კორიანტელში
ჩაიკარგა. 
სმოკმა ლაბისკვის გადახედა. ქალმა გაუღიმა, თუმცა თავს ძლივს
იმაგრებდა რომ არ წაქცეულიყო. სმოკმა თავი დაუქნია, დავეშვათო. ლაბისკვი
ახლოს მივიდა მასთან, მალე მხარდამხარ სულ რამდენიმე ფუტით
დაშორებულნი ერთად დაეშვნენ და ყინულის ცეცხლში შესრიალდნენ. 
სმოკი რაც შეეძლო სვლას ანელებდა, რაკი ლაბისკვიზე გაცილებით მძიმე
იყო, მალე კარგა მანძილით გაუძლო. საშინელი სისწრაფით გავარდა წინ და
მოლიპულ ზეგანზე შეიკავა თავი და დაელოდა, სანამ ქალი არ
გაუსწორდებოდა. მათ ისევ მხაორდამხარ განაგძეს გზა. სიჩქარეს
თანდათანობით უკლეს და ბოლოს ძლივსღა უნაცვლებდნენ ფეხს. ლეთარგია
უფრო ძლიერად ჩასჭიდა ხელი, უკანასკნელი ძალა მოიკრიბეს, მაგრამ მაინც
ლოკოკინასავით მიღოღავდნენ. მაკ-კენს ჩაუარეს. ისევ თოვლზე
მოკუნტულიყო. სმოკი არ შეჩერებულა. ისევ გაუწოდა ირლანდიელს ჯოხი და
ფეხზე წამოაყენა. 
_ შევისვენოთ, _ ძლივს წაიჩურჩულა ლაბისკვიმ, თორემ მოკვდებით. თავი
სადღაც უნდა შევაფაროთ, მოხუცებისგან ასე გამიგონიაო. 
ლაბისკვიმ შეხსნა კი არ დაუწყო ტომრის ნასკვს, თასმა შეაჭრა: სმოკიც ასე
მოიქცა. მათ კიდევ ერთხელ ახედეს მომკვდინებელ ცეცხლოვან ნილს და
უმარავ მზეს, თავზე ბეწვის საბნები შემოიფუთნეს და ერთმანეთს ჩაეკვრნენ. 
მერე რარაც დაეჯახა მათ. მალე მიკნავებული ტირილი და გინება გაიგონეს, 
რომელიც უცბად საშინელმა ხველებამ შთანთქა. ორივენი მიხვდნენ, ვინც
იქნებოდა. 
მერე სული შეეხუთათ. შეუკავებელმა მშრალმა ხველებამ კინაღამ გული
ამოუგდო ორივეს. სმოკმა აუტანელი სიცხე იგრძნო. ამ ჩანჯვაში იყო
ლაბისკვიც. ხველება ისე გაუხშირდათ, რომ სულის მოთქმაც უჭირდათ. 
მხოლოდ საღამო ხანს ცოტაოდენი შვება იგრძნეს და თვალის მოტყუებაც
სცადეს დაქანცულებმა. 
მაკ-კენს ყველაზე მეტს ახველებდა. მისი განუწყვეტელი კვნესა და ოხვრა
ჩაესმოდათ, მიხვდნენ, რომ ირლანდიელისათვის მიეხედა, მაგრამ ლიბისკვიმ
ხელები მაგრად მოჰხვია და არ დაანება. 
_ ნუ იზამ მაგას, _ შეევედრა იგი, _ ეს აუცილებელ სიკვდილს ნიშნავს. თავი
მკერდზე დამადე, ნელა ისუნთქე და ნუ ილაპარკებ. აი, ისე, როგორც მე
ვაკეთებ. 
ისინი სიბნელეში თვლემდნენ. უფრო იშვიათად ახველებდნენ, თუმცა
ერთის დახველება მეორეს იმ წამსვე აღვიძებდა. უკვე შუაღამე იქნებოდა
გადაცილებული, სმოკის ვარაუდით, როცა მაკ-კენმა უკანასკნელად დაახველა. 
მერე კი განუწყვეტლივ კვნესოდა სნეული პირუტყვივით. სმოკი ლაბისკვის ტუჩებმა გამოაღვიძეს, იგი ქალის მკლავებში იწვა და
თავი მის მკერდზე მიედო. ლაბისკვის მისთვის ჩვეული იგივე წკრიალა
მხიარული ხმა ჰქონდა. აღარისმოდა ის ყრუ ბგერები. 
_ უკვე დღეა, _ თქვა მან და გადაფარებული ბეწვი გადაყწია. _ გაიხედე, 
ჩემო სიყვარულო, უკვე დღეა, გადავრჩით, და აღარც გვახველებს. მოდი
ქვეყანას გადავხედოთ, თუმცა მე საუკუნეები შემეძლო ასე დავრჩენილიყავი
შენთან. რა ტკბილი იყო ეს უკანასკნელი საათი. არ მეძინა, შენ გისურებდი და
მიყვარდი. 
_ მაკ-კენის ხმა აღარ ისმის, _ უთხრა სმოკმა. _ რა დაემართათ ნეტავი
მონადირეებს, რატომ თავზე არწამოგვადგნენ. 
სმოკმა საბანი გადაიძრო და ცაზე ერთადერთი ნამდვილი მზე დაინახა. 
სუსტი ნიავი უბერავდა, სუსხი ჯერ კიდევ ახლდა, მაგრამ მომავალი თბილი
დღეების მახარობელი იყო ჩვეულებრივი იყო მთელი სამყაროც. მაკ-კენი
გულაღმა იწვა. დაუბანელი, კოცონისაგან შებოლილი გაყინული სახე
მარმარილოს მიუგავდა. მის დანახვაზე ლაბისკვი არაღელვებულა. 
_ შეხედე! _ წამოიძახა მან. _ თოვლის ჩიტი! ეს კარგის ნიშანია. 
ახალგაზრდა მონადირეები აღარსად ჩანდნენ. ისინი ან ქედის გადაღმა
უნდა დაღუპულიყვნენ, ანდა უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. 
XIV 
საჭმელი ისე მცირე ჰქონდათ, რომ იმის მეათედის ჭამასაც ვერა ბედავდნენ, 
რაც აუცილებელი იყო, ნდომით კი ასჯერ მეტი უნდოდათ. ყინულის მთებში
ხანგრძლივ ხეტიალში დაჩლუნგდა და დაიბურა, თითქოს სიზმარს დაემსგავსა
ყველაფერი. ჟამიდან ჟამს სმოკი თითქოს ბურანიდან გამორკვეოდა და
მიხვდებოდა, რომ გაუთავებელ, თოვლიან მწვერვალებს შეჰყურებდა, თან
რაღაცას უაზროს ლუღლუღებდა. მისდა უნებურად ემართებოდა ასე. ბოლოს
მოეჩვენებოდა, საუკუნეები გავიდაო, და ისევ საკუთარი ხმა
გამოაფხიზლებდა. ლაბისკვიც ბურანში იყო თითქოს. შეუცნობლად
მოძრაობდნენ და მაინც გამუდმებით დასავლეთისკენ მიიწევდნენ. წინ ახალ-
ახალი მწვერვალები და ქედები ეღობებოდათ და ძალაუნებურად ხან
სამხრეთისაკენ იბრუნებდნენ პირს, ხანაც ჩრდილოეთისაკენ. 
_ სამხრეთისაკენ გზა არ არის, _ ამბობდა ლაბისკვი, _ მოხუცებმა კარგად
იციან ეს. დასავლეთისაკენ, მხოლოდ დასავლეთისაკენ შეიძლება წასვლა. 
მდევრები აღარ აწუხებდნენ. სმაგიეროდ შიმშილისაგან ერთი წუთითაც არ
იყო მოსვენება. 
ერთ დღეს ისევ აცივდა, მოთოვა კიდეც. აღარც თოვლს ჰგავდა, რაღაც
ყინულის წვრილი კრისტალები წამოვიდა, ქვიშის მსგავსი. მთელი დღე და
ღამე თოვდა და სამი დღე არ გადაუღია. სიარულიც შეძლებელი გახდა, ვიდრე
გაზაფხულის მზემ არ მოლიპა თოვლი. მანამდე ისინი ბეწვის საბნებში იწვნენ. 
რაკი ისვენებდნენ, ჭამითაც ცოტას ჭამდნენ. იმდენად მცირე იყო მათი
დღიური ულუფა, რომ შიმშილსაც ვერ აყუჩებდა. კუჭი, უფრო კი თავისტკიოდათ. ლაბისკვი ერთხელ ისე გახელდა, რომ წამსვე გადაყლაპა თავისი
წილი, მერე პატარა ცხოველივით სიხარულისაგან წამოიყვირა, აქვითინდა, 
ალუღლუღდა, მეორე დღის ულუფასაც ეცა და პირში შეიტენა. 
ახლა კი სმოკმა ახალი საოცრება იხილა: ლაბისკვის ლუკმა არ გადაეყლაპა, 
რომ გონს მოეგო, საჭმელი უკანვე გადმოაგდო და განრისხებულმა მთელი
ძალით შემოიკრა მოკუმული ხელი ცოდვილ ტუჩებზე. 
კიდევ მრავალი საოცრება იხილა სმოკის თვალებმა შემდეგშიაც. ამ
გაუთავებელი თოვის შემდეგ ქარი ამოვარდა, ქვიშასავით გადარეკა ყინულის
მარცვლები. მთელი ღამე ღმუოდა ქარიშხალი; მეორე დღეს ნათელი, ქარიანი
დილა გათენდა. სმოკმა მიიხედ-მოიხედა. თვალები ცრემლებით ევსებოდა, 
თავბრუ ეხვეოდა და თავი სიზმარში ეგონა. ყოველი მხრიდან წვეტიანი
მწვერვალები მიჩანდა, _ დიდები და პატარები. ზოგან გუშაგებივით
განმარტოებლი. ალაგ-ალაგ კი მძლეთამძლე ტიტანებივით ბჭობად
შეყრილიყვნენ და თითოეული მწვერვალიდან ლურჯი ცის კამარაზე
მდოვრედ ირხეოდნენ და ფრიალებდნენ თოვლის უზარმაზარი დროშები _ 
უკიდეგანო, რძისფერი და შენისლული დროშები, რომელთაც ტალღებად
განფენილი შუქი და ჩრდილები ადგათ ვერცხლისფრად მთოვარე მზისაგან. 
_ ჩემმა თვალებმა უფალი იხილეს, დიდებით შემომავალი, _ წაიღიღინა
სმოკმა და თვალი არ მოუშორებია აბრეშუმივით ლაპლაპა თოვლის მტვრის
მოფრიალე ბაირაღებისათვის. 
იგი თვალმოუშორებლად შეჰყურებდა და თოვლიან მწვერვალები არა
ქრებოდნენ. თავი მაინც სიზმარში ეგონა. ლაბისკვიც წამოჯდა. 
_ მე სიზმარში ვარ, ლაბისკვი. _ უთხრა სმოკმა. _ აბა, გაიხედე, იქნებ
დაგესიზმროს. 
_ ეს სიზმარი არ არის, _ უპასუხა ქალმა, _ მოხუცებს ბევრჯერ მოუყოლიათ
ჩემთვის. ამის შემდეგ თბილი ქარები გადმოივლიან. ჩვენ აღარ დავიღუპებით
და დასავლეთსაც მივაღწევთ. 
XV 
სმოკმა თოვლის ჩიტი მოკლა და შუაზე გაიყვეს. ველზე გამოვიდნენ, 
თოვლში მდგარ ტირიფებს კვირტები დახეთქოდათ. სმოკმა კურდღელი
მოკლა. ბოლოს ერთი გამხდარი სინდიოფალაც მოიგდო ხელში. ამის მეტი
არაფერი შეხვედრიათ, თუმცა ერთხელ ძალიან მაღლა დასავლეთით, 
იუკონისაკენ, აფრენილი, გარეული იხვების გუნდს მოჰკრეს თვალი. 
_ დაბლა ბარში უკვე ზაფხულია, _ უთხრა ლაბისკვიმ, _ მალე აქაც
გაიზაფხულებს. 
სახე მთლად დაელია ლაბისკვის. თვალები მაინც მომეტებულად
უბრწყინავდა. ისედაც დიდრონი თვალები კიდევ უფრო გაუდიდდა და შუქიც
მოემატა. მის გამოხედვაში რაღაც ველური, არამიწიერი სილამაზე
გამოსჭვიოდა. დღეები გადიოდა. თოვლმა დაიწია. დღისით ლიპი ლხვებოდა. ღამით კი
ისევ იყინებოდა. ისინი გარიჟრაჟზე დგებოდნენ და გვიან ღამემდე ადგნენ
გზას, ხოლო დღისით, როცა ლიპი ლხვებოდა ისე, რომ შეუძლებელი ხდებოდა
სიარული, იძულებული იყვნენ შეჩერებულიყვნენ და დაესვენათ. როცა
თოვლის მკვეთრი ბრწყინვალება სმოკს თვალს მოსჭრიდა, ლაბისკვი თოკს
გამოაბამდა, მეორე ბოლოს წელზე შეინასკვავდა და თითქმის მიათრევდა
მეგობარს. ხოლო როცა ლაბისკვი დაბრმავდებოდა, მაშინ სმოკს მიყავდა იგი. 
შიმშილისაგან დაოსებულნი, სიზმარული ნაბიჯებით მიიწევდნენ წინ ამ
უდაბურებაში, რომელიც ახლაღა იწყებდა გამოღვიძებას. 
თუმცა დაქანცულობისაგან ფეხზე ძლივს იდგა სმოკი, მაგრამ რაღაც შიშს
შეეპყრო, ყოველ დაძინებაზე ამაზრზენ სიზმრებს ხედავდა ამ უკაცრიელ
მიწაზე, მუდამ საჭმელი ესიზმრებოდა, ის იყო პირი უნდა დაეკარებინა
გემრიელი ლუკმისათვის, რომ სიზმართა მზაკვარი ბრძანებელი ყველაფერს
უცბად სტაცებდა ხელიდან. ძველ სან-ფრანცისოელ მეგობრებს სადილებს
უმართავდა, პირი ნერწსვით ევსებოდა და თვალებს ვერ აძღებდა. თავისი
ხელით აწყობდა და აპატიოსნებდა სუფრას, მწიფე, მზისფერი ფოთლებით
დაფარულ ყურძნის მტევნებით რთავდა, სტუმრები თითქოს განგებ
იგვიანებდნენ. მერე როგორც იყო კარებთან შემოხვდებოდა ახალმოსულთ და
ერთ-ორ სიტყვას ეტყოდა მეგობრებს. მაგრამ სული ელეოდა. უნდოდა მალე
მოსხდომოდნენ სუფრას. ბოლოს ჩუმად მივიდოდა მაგიდასთან, ქურდულად
მუჭა ზეთის ხილს აიღებდა, მობრუნდებოდა და ახალი სტუმარი შერჩენოდა
ხელში. ისევ გაუთავებელი ხუმრობა და სიცილი იწყებოდა. მას კი მალულად
ჩაბღუჯულ ზეთისხილზე გული ელეოდა. 
უამრავ ამგვარ სადილებს მართავდა იგი და მუდამ მშიერი რჩებოდა. 
გარგანტუას საკადრის ღრეობებსაც მრავალჯერ დაესწრო. ამ ღრეობებზე
უამრავი ხალზხი იყრიდა თავს, ისინი უზარმაზარი მაყალებიდან ითრევდნენ
დაუფეხშოებელ ხარებს და ბასრი დანებით ითლიდნენ ოხშივარმოდებული
ხორცის დიდრონ, მსუქან ნაჭრებს. ზოგჯერ პირდაღებული შეჰყურებდა, 
როგორ ჰყიდდა თეთრ წინსაფარაფარებული ბაყალი აურაცხელ ინდაურს. მის
გარდა ყველას შეეძლო მისი ყიდვა. თვითონ ქუჩის მეორე მხარეზე იდგა და
რაღაც თილისმით ფეხი ვერ მოეცვალა. ხანაც ბავშვი იყო, ხელში კოვზი
მოემარჯვებინა, მაგრამ ვერაფრით ვერ შესწვდომოდა მაღლა შემომდგარ რძივ
სავსე ქილასა და პურს. ხან შეშინებლ ფურებს დასდევდა ჭალებში, 
იტანჯებოდა, რომ როგორმე მათი თბილი რძე გამოეწოვა, მაგრამ ამაოდ
შვრებოდა, ხანაც ჯურღმულებში საჭმლის ნარჩენისათვის ნაგავში ვირთხებს
ებრძოდა. ყოველნაირი საჭმელი შოიდა ჭკუაზე. ხშირად უშველებელ
საჯინიბოებშიც გახლდათ, სადაც ნაპატიები ცხენები უსასრულო მწკრივებად
იდგნენ. თვითონ კი ქატოსა და შვრიას ეძებდა და ვერსად პოულობდა. 
ერთხელ როგორღაც სიზმარმა არ უმტყუნა. გემი დაიღუპა თუ
მეზღვაურებმა გადმოსვეს, იგი ერთ უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდა. აი, იგი
წყნარი ოკეანის მოქცევას ებრძვის, კლდიდან რამდენიმე ნიჟარა ჩამოხსნა დანაპირისაკენ წამოვიდა, რათა გამორიყული ნაფოტებისაგან ცეცხლი დაენთო. 
მალე ნაკვერჩხლებში შეხვია თავისი ძვირფასი ნადავლი. აი, ორთქლიც ავარდა
და გადახსნილი ნიჟარებიდან ხორცი გამოჩნდა. მზად არის, არც ხელს არავინ
უშლის ამ მიტოვებულ კუნძულზე. როგორც იქნა, _ ფიქრობს იგი, _ 
სიზმარიბოლოს გაუმართლდა. ახლა მაინც შეექცევა გემრიელ საჭმელს. უცბად
ეჭვი შეეპარა, მოჩვნების გაქრობასაც დაელოდა, როცა ცხელი
მადისაღმძვრელი ხორცი პირში ჩაიდო. კბილები მაინც დააჭირა და შეჭამა. 
საოცრება მოხდა. თავზარმა გამოაფხიზლა. ირგვლივ ბნელოდა, თვითონ
გულაღმა იწვა. მერე საკუთარი ფრუტუნებისა და სიხარულის ხმები ჩაესმა. 
ყბები მოძრაობდნენ და კბილები ხორცის ნაჭერს ღეჭავდნენ. იგი არ
განძრეულა, მალე ქუჩებზე პატარა თითები შეეხო და პირში ამის გამო, ვიდრე
იმიტომ, რომ გაუჯავრდნენ, დაბისკვი მწარედ ატირდა და დიდხანს კი
გულაღმა იწვა სმოკი და აოცებდა ქალის სიყვარული და იდუმალება. 
ის დროც მოვიდა, როცა საჭმელი მთლიანად გაუთავდათ. უკან დარჩნენ
ულმობელი მწვერვალები, ქედებიც უფრო დადაბლდნენ და დასავლეთის
გზაც უკვე წინ იყო. მაგრამ ძალა აღარ შერჩათ. მალე ის ღამეც დადგა, როცა
მეორე დილით უჭმელობისაგან ვეღარ წამოდგნენ. როგორც იქნა სმოკმა
წამოიწია, მაგრამ მაშინვე დაეცა, მერე ოთხზე გაბობღდა და ცეცხლი მაინც
დაანთო. ლაბისკვის ყველა ცდა ამაო იყო _ უკიდურესი სისუსტისაგან
წამოდგებოდა და ისევ ზურგზე ეცემოდა: სმოკიც მის გვერდით ჩაიკეცა. 
ტუჩებზე უღიმღამო ღიმილი მოეფინა იმის გამო, რომ ამაოდ დაშვრა და ასეთი
უსარგებლო ცეცხლი დაანთო. შესაწვავი არაფერი ჰქონდათ და თბილი დღეც
იყო. ნაძვის ტოტებში ნიავი ოხრავდა; თოვლი გაქრალიყო და ყოველი
მხრიდან უჩინარი ნაკადულების ჩუხჩუხი ისმოდა. 
ლაბისკვი უძრავად იწვა, თითქმის აღარც სუნთქავდა. ზოგჯერ მკვდარიც
ეგონა სმოკს. ნაშუადღევზე ციყვის წიწინმა გამოღვიძა სმოკი, მძიმე თოფს
ხელი დაავლო და ჭყაპში გაფორთხდა. რამდენიმეჯერ წამოდგომაც დააპირა, 
მაგრამ დაეცა. ციყვი კი თითქოს აჯავრებსო, მის წინ დახტოდა და
თანდათანობით შორდებოდა. იმდენი ძალა არ შესწძდა სმოკს, რომ უცბად
გაესროლა, არც ციყვი ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილას. სისუსტისაგან
რამდენჯერმე პირქვე დაეცა ჭყაპში და ატირდა კიდეც. ეჩვენებოდა, რომ
სიცოცხლის უკანასკნელი ნაპერწკალი სტოვებდა მის სხეულს და მაშინ
გარშემო წყვდიადი ჩამოდგებოდა ხოლმე. აღარ ახსოვდა, რამდენი ხანი ეგდო
უძრავად გულშეღონებული, მაგრამ როცა გამორკვა, საღამო იყო. მთელი ტანი
უკანკალებდა და გალუმპული ტანისამოსი ღამის სიცივისაგან მოლიპულ
ყინულს შეწებებოდა. ციყვი აღარსად იყო. დიდი გაჭირვებით მიაღწია
ლაბისკვიმდე. ისე იყო მისუსტებული, მთელი ღამე მკვდარივით ეგდო, არც
სიზმრებს შეუწუხებია. 
მზე ამოსულიყო, ხეებში ისევ ის ციყვი წიწინებდა, როცა ლაბისკვის ხელი
ლოყაზე შეეხო სმოკს და გამოაღვიძა. _ გულზე დამადე ხელი, სიყვარულო, _ უთხრა მან მკაფიო, მაგრამ სუსტი
და შორეული ხმით, _ ჩემს გულში სიყვარულია და ხელი მოჰკიდე. 
თითქოს საუკუნეებმა გაიარეს, სანამ ლაბისკვი ისევრასმეს იტყოდა. 
_ გახსოვდეს, რომ სამხრეთით გზა არ არის. ეს კარგად იცის ირმის ხალხმა. 
დასავლეთი _ აი, სად არის გზა, და შენც აღარაფერი გიკლია _ ბოლომდე
მიხვალ. 
სმოკი ისევ ძილში წავიდა, ეს ძილი სიკვდილს უფრო ჰგავდა. მაგრამ
ლაბისკვიმ გამოაღვიძა ისევ. 
_ ტუჩები ტუჩებზე დამადე, უთხრა მან, _ ასე მოვკვდები. 
_ ჩვენ ერთად მოვკდებით, სიყვარულო, _ მიუგო სმოკმა. 
_ არა, _ უღონოდ გადააქნია ხელი დაბისკვიმ და გააჩერა იგი. 
ძლივსღა ისმოდა მისი მიმქრალი ხმა. მაგრამ ვაჟმა მაინც გაიგონა ქალის
სიტყვები. ლაბისკვი გაჭირვებით მისწვდა თავის უბეს, იქიდან პატარა პარკი
გამოიღო და სმოკს გადასცა. 
_ ახლა კი მაკოცე, ჩემო სიყვარულო. მაკოცე და გულზე ხელი დამადე. 
სმოკი ლაბისკვის ტუჩებს მისწვდა და თვალთ დაუბნელდა. როცა
გამოერკვა, იგრძნო, რომ მარტო დარჩა, და მისი სიკვდილიც ახლო იყო. 
გაუხარდა კიდეც, რომ უნდა მომკვდარიყო. 
მერე ხელში პატარა პარკი მოხვდა. გულში გაეღიმა; იმდენი
ცნობისმოყვარეობა შერჩნოდა, რომ პარკის გახსნა მოინდომა. თასმა შეხსნა და
იქიდან საჭმლის ნამცეცები გადმოცვივდა. სმოკმა თითოეული ნაჭერი და
ნამცეცი იცნო _ ისინი ლაბისკვიმ მოჰპარა. ზოგი ნამცეცი იმდროინდელი იყო, 
სანამ მაკ-კენი ფქვილს დაჰკარგავდა, ზოგიც _ ხორცის ნარჩენები და ირმის
ქონის ნაკვნეტები. მათ შორის კურდღლის ბარკალიც ერია, თეთრი
სინდიოფალას ბარკალი დაფეხის ნაწილიც. თოვლის ჩიტისფრთას ლაბისკვის
კბილები აჩნდა, შეჭმა კი აღარ გაებედა. აქვეიყო ფრინველის სიცოცხლის
ნამცეცები, რომლებიც ულმობელ შიმშილს მისმა სიყვრულმა გამოსტაცა. 
სმოკი გიჟივით ახარხარდა. პარკი ყინულზე მოსროლა და ისევ წყვდიადში
ჩაინთქა. 
დაესიზმრა: იუკონი დამშრალიყო, თვითონ ატალახებულ გუბეებსა და
ყინულმოქერცლილ ლოდებში დააბოტებდა და ოქროს მსხვილ ზოდებს
კრებდა. ოქრომ დაამძიმა, მაგრამ უცბად ყველა ოქრო საჭმელად იქცა. სმოკი
ხარბად დაეტანა. ბოლოს და ბოლოს რა ფასი აქვს ოქროს, ასე რომ აღმერთებენ, 
თუ ვერგაგაძღობს? 
მეორე დილით გამოეღვიძა. უცნაურად საღ გონებაზე იყო. აღარც თვალთ
უბნელდებოდა და არც შიმშილი აწუხებდა. თავს ისე მსუბუქად გრძნობდა, 
თითქოს სხეულში მთელი გაზაფხული ჩასახლებოდა. ნეტარება დაეუფლა. 
ლაბისკვის გასაღვიძებლად გარდზე გადმობრუნდა, დახედა და ყველაფერი
გაახსენდა. თოვლზე დაყრილ საჭმლის ნამცეცებს დაუწყო ძებნა, მაგრამ
ვეღარაფერი იპოვა. სმოკი მიხვდა, რომ იუკონის ობროს ზოდები მისი
სიზმრისა თუ ბურანის ნაყოფი იყო მხოლოდ. სიზმარსა და ბურანში მანსიცოცხლე მიიღო ლაბისკვის მიერ შემოწირული, მიიღო სიცოცხლე იმ
ადამიანისა, რომელმაც საკუთარი გული ხელში ჩაუდო და ქალსა და მის
საოცარსულზე თვალი აუხილა. 
სმოკი გაოცდა, ისე მსუბუქად მოძრაობდა. იმდენი ძალა ეყო, რომ ბეწვში
გახვეული ლაბისკვი მოშიშვლებულ ქვიშაყარზე მიიტანა, ნაჯახით სამარე
გაუთხარა და დამარხა. 
სამი დღე უჭმელი მიიწევდა დასავლეთისკენ. შუადღისას ერთ
განმარტოებით მდგარ ნაძვის ძირში მიეგდო ფართო მდინარის გვერდით, 
რომელიც მისი ვარაუდით კლონდაიკი უნდა ყოფილიყო. სანამ თავბრუ
დაეხვეოდა, მანამდე მოასწრო და ფუთა გახსნა, ქვეყანას ძილი ნებისა უსურვა
და საბანში გაეხვია. 
დასაბუდებლად აჟღურტულებულმა ფრინველებმა გამოაღვიძეს. მწუხრი
ჩამომდგარიყო. მაღლა, ნაძვის ტოტებში თეთრი კაკბები შეყუჟულიყვნენ. 
შიმშილმა აიძულა სწრაფად ემოქმედა, თუმცა ძლივს აიღებდა, მხარზე
მოიმარჯვებდა, მეორე ხუთი წუთიც გავიდა, ვიდრე გულაღმა მწოლი ჩახმახს
გამოჰკრავდა ხელს შემართულ თოფს. ააცდინა, ერთი ჩიტიც არ
ჩამოვარდნილა, მაგრამ ერთიც არ აფრენილა, მხოლოდ შეფრთხიალდნენ და
უაზრო შარი-შური ატეხეს. სმოკს მხარი ეტკინა. მეორე გასროლაც უშდეგო
იყო, რადგან ჩახმახს მაშინ გამოკრა, როცა ტკივილისაგან უნებურად
შეიშმუშნა. ალბათ ამ სამ დღეში თუ დაეცა და დაშავდა, მაგრამ ის კი ვეღარ
გაეხსენებინა, სად დაროგორ. 
კაკბები არც ამჯერად აფრენილან. მაშინ საბანი ოთხად დაკეცა და მარჯვენა
მკლავსა და მხარს შუა ამოიდო. მერე თოფის კონდახი საბანს მიაბჯინა, 
გაისროლა და ერთი ჩიტი ჩამოაგდო. ხარბად ეცა, მაგარმ ჩიტს ცოტა ხორციღა
შერჩენოდა _ უმეტესი ნაწილი მსხვილ ტყვიას გაეგლიჯა და მისთვის
ფრთებიღა დაეტოვებინა. კაკბები მაინც არ ფრთხებოდნენ და იგი მიხვდა, რომ
თუ თავში არ მოახვედრებდა, ამაოდ დაშვრებოდა. თავში დაუწყო დამიზება. 
ააცდინა... მოარტყა... და სულელმა კაკბებმა, რომელთაც აფრენა დაეზარათ, 
პანტაპუნტით იწყეს ცვენა. სმოკი სიცოცხლეს ართმევდა მათ, რათა თვითონ
ცოცხალი დანჩენილიყო. ცხრა ჩიტი ჩამოაგდო. მეცხრესაც რომ მოუგრიხა
კისერი, გულაღმა გადაწვა და უმიზეზო სიცილი და ტირილი აუვარდა. 
ერთი უმად გადაყლაპა. მერე წამოწვა და მიიძინა, ჩიტის სიცოცხლემ ახალი
სასიცოცხლო ძალა შეჰმატა მის სხეულს. ღამით გამოეღვიძა. შიოდა, ცეცხლის
დასანთებად ძალა შესწევდა. გათენებამდე წვავდა და ჭამდა, აქამდე
გაუქმებული კბილებით ძვლებს ფქვავდა. მერე მთელი დღე იძინა და ისევ
ღამით გამოეღვიძა. კვლავ დაიძინა და დილამდე აღარგამოღვიძებია. 
გაოცებულმა აგიზგიზებულ ცეცხლს მოჰკრა თვალი, ცეცხლს ზევიდან
ახალი წყება ფიჩხი ეყარა.. ნაკვერჩხლებთან შავად შებოლილი ყავისფერ
ქაღალდში გახვეულ სიგარეტს აბოლებდა და მეგობარს ყურადღებით
მისჩერებოდა. სმოკს ტუჩები აუთრთოლდა. მაგრამ სიტყვა ყელში გაეჩხირა დასატირლად მომზადებულს გული დაეთუთქა. პაპიროსისათვის ხელი გაიწოდა
და ხარბად შეისუნთქა მისი ბოლი. 
_ დიდი ხანია აღრ მომიწევია, _ თქვა მან ბოლოს დაბალი, მშვიდი ხმით _ 
ძალიან დიდი ხანი. 
_ და არც არაფერი გიჭამია, გეტყობა, _ ბუზღუნით დაუმატა შორტიმ. 
სმოკმა თავი დაუქნია და ხელით კაკბის მიმოფანტულ ფრთებზე მიუთითა. 
_ მხოლოდ ახლახან ვჭამე, _ მიუგო მან, _ იცი, ჭიქა ყავას სიამოვნებით
დავლევ, ყავის გემო სულ გადამავიწყდება. არც პურისა და ქონის ნაჭერზე
ვიტყოდი უარს. 
_ ლობიოზეროგორა ხარ? _ მაცდურად ჩაკითხა შორტიმ. 
_ ლობიო ხომ ღმრეთების საკადრისია. როგორც ჩანს, მე კიდევ გვარიანად
მშია. 
სანამ ერთი ცეცხლთან ტრიალებდა, მეორე კი ჭამდა, მათ მოკლედ უამბეს
ერთმანეთს, რაც განშორების შემდეგ გადახდათ. 
_ მერე კლონდაიკზე ყინული გატყდა, _ ამთავრებდა შორტი თავის ამბავს. _ 
ყინულის ჩავლას დაველოდეთ. ექვსი ბიჭი შევყარე, ექვსივე ერთმანეთზე
უმამაცესი, შენ ყველას იცნობ, და ორინავი გავმართეთ. მთელი სისწრაფით
წამოვედით. ზოგან ჭოკებს ვიმარჯვებდით, ზოგან ბაწარსაც ვხმარობდით და
ზოგან კი ხელით ვათრევდით ნავებს. მაგრამ ამ წყალვარდნილებმა მთელი
ერთი კვირა მაინც დამაკარგვინეს. ნავები ბიჭებს ჩავაბარე კლდეებზე
გადმოსათრევად. მე კი გული სულ იმას მეუბნებოდა, რომ უნდა
ავჩქარებულიყავი. ბლომად წამოვიღე სურსათი და წამოვედი. ვიცოდი, რომ
სადღაც სულზე მოგისწრებდი. 
სმოკმა თავი დაუქნია და უხმოდ მოუჩირა ხელი ხელზე. 
_ მაშ, კარგი, წავიდეთ! _ უთხრა მან. 
_ ვერ მოგართვი! _ აფეთქდა შორტი, _ ჩვენ სწორედ აქ დავრჩებით. ორი
დღე მაინც უნდა დაისვენო და კარგად ჭამო. 
სმოკმა თავი ჩაქინდრა. 
_ ერთი შენითავი დაგანახვა! _ შეუტია შორტიმ. 
სმოკი მართლაც უსიამოვნო შესახედავი იყო. სახე წვერით დაფარვოდა. 
უწვერო ადგილები შავ-წითლად მოუჩანდა. გამუდმეულ სუსხს კანი
აექერცლა. ლოყები ისე ჩაცვენოდა, რომ მიუხედავად მოდუნებული ბალნისა, 
კანქვეშ ადვილად დაუთვლიდით სათითაოდ ყველა კბილს. შავ-წითელი
ჰქონდა შუბლიც, ყრიმალებიცა და ღრმად ჩავარდნილი თვალების უპეებიც. 
წვერი ოქროსფერი კი აღარ იყო, ცეცხლთან გდებისაგან გაშავებოდა და
ჭვარტლითა და ჩუჩყით გაზინთოდა. 
_ ბარგი ჩაალაგე, ჯობია წავიდეთ, _ უთხრა სმოკმა. 
_ ჩვილივით უმწეო ხარ. სად შეგიძლია სიარული, ან სად მიგეჩქარება?! 
_ შორტი, მე კლონდაიკში ყველაზე ძვირფას რამეს ვეძებ და არ შემიძლია
ლოდინი. მორჩა და გათავდა. ჩაალაგე. ამქეყნად იგი ყველაფერზე მეტია. იგი
ოქროს მთებსა და ოქროს ტბაზე უფრო ძვირფასია. და უფრო დიდებულია, ვიდრე თავგადასავლით სავსე ცხოვრება, ნამდვილი ვაჟკაცობა და დათვის
ხორცის ჭამა. 
შორტიმ გაოცებისაგან თვალები დაქაჩა. 
_ ღვთის გულისათვის, რა უნდა იყოს ასეთი? _ იკითხა მან ხრინწიანი ხმით. 
_ შენ, თუ ძმა ხარ, ხომ არშეიშალე? 
_ არა, მე სურლ ჭკუაზე ვარ. ალბათ კაცმა ჩემსავით უნდა იშიმშილოს, რომ
თვალები აეხილოს. ყოველ შემთხვევაში, მე ისეთი რამ ვნახე, რაც მანამდე არც
დამსიზმრებია. ახლა უკვე ვიცი, რა არის ქალი. 
შორტიმ პირიგააღო, ტუჩებზე დამცინავი ღიმილი აუთამაშდა, თვალებში
მხიარული შუქი აუკიაფდა, მაგრამ სმოკმა აღარაცადა: 
_ ნუ, გეთაქვა, _ რბილად უთხრა მან, _ შენ არგინახავს, მე კი ვიცი. 
შორტიმ თავი შეიკავა. 
_ ჰა, მე თავის მტვრევაც არ მჭირდება, ისეც ვიცი, ვინ არის. ყველა „საოცარ
ტბას" ეცა და ამოშრობა დაუწყო. ჯოი გასტელს კი ფეხიც არ მოუცვლია. იგი
დოუსონში ზის და მელოდება, სანამ შენ არ მიგიყვან. ხოლო თუკი
ხელცარიელი დავბრუნდი, იფიცება, ყველაფერს გავყიდი, მონადირეების
მთელ არმიას დავიქირავებ, ირმის ხალხთან წავალ და იმ სნასსა და მის ტომს
მიწასთან გავასწორებო. მოიცა, სად მიდიხარ? ცოტა დამაცადე, ყველაფერს
ჩავალაგებ და მეც გამოგყვები! 


წყარო: http://biblioteka.litklubi.ge
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (28.02.2013)
ნანახია: 1979 | ტეგები: ნაწილი, ჯ.ლონდონი, საიდუმლო”, ”ქალის | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика