ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » სხვადასხვა წიგნები    

პატარა კახი ზნეობის სადარაჯოზე

 ერეკლე მეორისა და დარეჯანის უფროსმა შვილმა ლევანმა ალაზანზე ლეკები დაამარცხა, დადგა სოფელ ველისციხეს; იქ უცბად გარდაიცვალა. ერეკლეს მტრებმა ხმა დაყარეს: ერთი კაცი თავის ცოლზე ლევან ბატონიშვილს მისწრებია და ხანჯლით მოუკლავსო. ეს ამბავი ერეკლეს მაშინათვე მოახსენეს. ერეკლემ არც თვითონ იგლოვა და არც სხვები აგლოვა. მისი ბრძანებით, ლევანის გვამი კახეთიდან ავლაბრის დარიას ეკლესიაში დაასვენეს. ერეკლეს უთქვამს: "თუ ჩემი შვილი ლევანი მართლა ხანჯლით განგმირულია დედაკაცზე ქმრისაგან, ჭეშმარიტებას ვფიცავ, სახალხოთ ვათრევინებო ლევანის გვამს”. მეფე ამალით ავლაბრისაკენ გაემართა. ლევანის სიკვდილით დამწუხრებული და მეფის ქადილით შეწუხებული ამალა სრული დუმილით მიემართებოდა. ერეკლემ შვილის ცხედარი ეკლესიიდან გარეთ, დღის სინათლეზე გამოასვენებინა, ტანს გაახდევინა და უბრძანა გაეჩხრიკათ სად იყო ნაჭრილობევი. ჭრილობა არსად არ აღმოაჩნდა, მთელი სხეული კი ძალზე ჰქონდა გალურჯებული. მაშინ ერეკლემ დაიჩოქა და მოთქმით ტირილს მოჰყვა.

კიდევ სხვა შემთხვევა:

ერთხელ, დილაადრიან ერეკლეს მოესმა, რომ მისი ორი მსახური ერთმანეთს ეკამათებოდა. ქართველმა მსახურმა ქურდაშვილმა თათარ მსახურს თურმე უთხრა: "შე რჯულ ძაღლო თათარო”. ამის გამო, ერეკლეს ბრძანებით, ქურდაშვილს ენა ნემსით დაუჩხვლიტეს. მეფეს მსახურისათვის უთქვამს: კარგად უნდა იცოდე, რომ როგორც შენ შენი რჯული გიყვარს, ისე მაგას თავისიო. მეფეს თავისი სასახლიდან ქურდაშვილი გაუძევებია.

ხოლო თუ როგორი იყო ზრუნვა ქართველ ხალხში არსებული ზნეობრივი ტრადიციების დაცვისათვის, ამას შემდეგი მაგალითიც მეტყველებს.

მძიმე ავადობისას, მარხვაში, ერეკლეს გაუკეთეს ვარიის წვენი (შორვა), ბრინჯიც გაუკეთეს, – ექიმებმა თქვეს არგებსო. ერეკლემ სუნით იგრძნო და განრისხდა: მე რომ ხორციელს პირი დავაკარო, სხვები რას იზამენ, ქვეყანა გაირყვნებაო და მოიშორა საჭმელი.

ეს მომხდარა 1798 წლის 5 იანვარს და 11 იანვარს ერეკლე გარდაიცვალა.

ი. უთარაშვილის წიგნის "თეკლა ბაგრატიონის” (თბ., 1991წ.) მიხედვით. (1720)




წყარო: http://www.patriots.ge/?p=2629
კატეგორია: სხვადასხვა წიგნები | დაამატა: giohunt1982 (15.01.2013)
ნანახია: 1652 | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика