წარმომავლობა. ეს ჯიში გასულ საუკუნეში გამოიყვანა მღვდელმა მამა ჯეკ რასელმა, რომელიც სერიოზულად იყო დაკავებული ძაღლების მოშენებით. ჯიშის აღწერა. ეს ჯიში არაა აღიარებული არც ერთი კინოლოგიური კლუბის მიერ, ამიტომაც არ არსებობს მისი ზუსტი სტანდარტი. ჯეკ რასელ ტერიერი რამდენადმე მოგვაგონებს ფოქსტერიერს, მაგრამ მას უფრო მოკლე ფეხები გააჩნია. სიმაღლე მინდაოში – დაახლოებით 22 სმ. წონა – დაახლოებით 9 კგ. ჯეკ რასელ ტერიერის თვალები მუქია და ღრმად ჩასმული, ყურები ჩამოშვებულია, ფართოდ განთავსებული. შეფერილობა: თეთრი წითური ლაქებით დრუნჩზე და სხეულზე. არსებობს ორი ნაირსახეობა: გლუვბეწვიანი და უხეშბეწვიანი. ხასიათი. ყველა დანარჩენი პატარა ტერიერის მსგავსად, ჯეკ რასელ ტერიერი ადრე გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სანადიროდ, ამასთან, მონადირეები მას განსაკუთრებით აფასებდნენ იმ სისწრაფისათვისა და მოხერხებულობისათვის, რომლითაც მას შეეძელო ყველაზე ვიწრო სოროებშიც კი შეღწევა. თუმცა, ამჟამად, ეს საკმაოდ იშვიათი ტერიერია და, უმეტესწილად, ასრულებს კომპანიონის როლს. ჯეკ რასელ ტერიერი (JACK RUSSELL TERRIER) გამოყენება. თავდაპირველად, ირლანდიური ტერიერი გამოიყენებოდა წვრილ ნადირზე სანადიროდ სოროებში შეღწევის უნარის წყალობით, აგრეთვე წყალში სანადიროდ წავზე და ონდატრაზე. ომის დროს ირლანდიური ტერიერები მუშაობდნენ ფოსტალიონებად. 1918 წელს, "კეთილშობილებისათვისა და უშიშარობისათვის”, ამ ჯიშს მიანიჭეს მედალი. ამჟამად, ირლანდიური ტერიერი – ძალზე პოპულარული კომპანიონი ძაღლია. იგი კარგად ადაპტირტება ნებისმიერ კლიმატთან და ქალაქის პირობებთან. შენიშვნა. ჯეკ რასელ ტერიერი განსაკუთრებით პოპულარული იყო XIX საუკუნის შუა წლებში. მაგრამ ჯეკ რასელის სიკვდილის შემდეგ ძაღლების მოყვარულთა ინტერესი მის მიმართ დაეცა. თუმცა, ამჟამადაც ინგლისში არსებობენ ამ ჯიშის წარმომადგენლები ექსტერიერის ისეთი სიწმინდით, რომელზედაც ოცნებობდა თავად ჯიშის შემქმნელი.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!