პატარა ტანის, მკვეთრი-წითური ფერის მყეფარა დიდი ხანია ცნობილია
ფინელ მონადირეებისათვის. წარსულში ის ჩვეულებრივი ეზოს, სოფლის ძაღლი იყო, განსაკუთრებით ქვეყნის
ჩრდილოეთ რაიონებში. 19-ე საუკუნის მეორე
ნახევრიდან ამ ძაღლებით სერიოზულად დაინტერესდნენ - სუფთა სახით გამრავლება
გადაწყვიტეს და პირველი ‘’ფრინველის ფინური მყეფრები’’ ჰელსინკის გამოფენაზე 1891
წელს გამოჩნდნენ, სადაც ხუთმა ძაღლმა პრიზიც კი დაიმსახურა.
თანამედროვე ტიპის ფინური
მყეფრის ფორმირება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყეს და 50-იან წლებში მას
საბოლოო სახე მისცეს.
ფინური მყეფარა -პატარა,
ხმელი მსუბუქი, მკვირცხლი, მოძრავი ძაღლია. ხვადების სიმაღლე 44-40 სმ-ია, ძუების
39-45 სმ.
მკვეთრი - წითური ან მოყვითალო-ყავისფერია.
ტანის ქვედა ნაწილი, კიდურების უკანა და კუდის ქვედა მხარე მკვეთრად
ბაცი-ჩალისფერია. დასაჭვებია პატარა თეთრი ლაქები მკერდსა და თითებზე.
თავი ტიპიური,
მყეფარებისათვის დამახასიათებელი აქვს, წაწვეტებული დრუნჩითა და პატარა დაცქვეტილი
ყურებით.
კუდიც ასევე ტიპიური აქვს -
რგოლისებურად ჩახვეული. შემოსილი გრძელი, ხშირი და კარგად გავითარებული თივთიკიანი
ბეწვით. ბეწვი განსაკუთრებით ფაფუკია კისერსა და მკერდზე.
ამ ძაღლებით წვრილ ნადირსა
და ტყის ფრინველებზე ნადირობენ. მათთვის დამახასიათებელი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ
ძაღლების უმრავლესობა ერიდება წყალს და ბევრი მათგანი ზედმეტად აღგზნებულია.
ფინეთის გარდა ფინური
მყეფრები ჰყავთ შვედეთსა და ინგლისში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!